კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე
"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სის სიმპტომ­ზებ­სა და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს.

"დი­ლით ასე­თი მზე დამ­ხვდა. ცივი, მაგ­რამ თბი­ლი ფე­რე­ბით ან­თე­ბუ­ლი მზე. ახლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზამ­თა­რია. მად­ლო­ბა მზეს, რომ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მა­ცა­და.ღამე ზურ­გის ტკი­ვილ­მა გა­მა­გი­ჟა... წო­ლა­მაც იცის, კო­რო­ნა­მაც და სა­წოლ­მაც. სა­მი­ვეს ვაბ­რა­ლებ. ანუ კუნ­თე­ბის და სახ­სრე­ბის ტკივ­ლი ახა­სი­ა­თებს. მირ­ჩი­ეს, გვერ­დუ­ლად ან გულ­ზე და­მე­ძი­ნა, თუმ­ცა, კა­თე­ტე­რი­ა­ნი ხე­ლით, ასე იო­ლად ვერ ვბრუნ­დე­ბი.

ძა­ლი­ან ჩა­ვი­ფუთ­ნე, რა­ღა­ცე­ბი შე­მო­ვიხ­ვიე, რომ პოზა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და არ გავ­ცი­ე­ბუ­ლი­ყა­ვი და ამან ოფ­ლად დამ­ღვა­რა. დი­ლით მა­ი­სუ­რი ლა­მის გა­სა­წუ­რი გახ­და. თან ეს მა­ი­სუ­რიც ხომ გა­ცივ­და ამ სი­თხის­გან და მერე და­მე­წყო კან­კა­ლი ცივ­თან კონ­ტაქ­ტის გამო... მოკ­ლედ, მოვ­ხვიე სა­ბანს ხელი და გა­დავ­წე­ქი დი­ვან­ზე. ეგ­რე­ვე გა­ვი­თი­შე...

ბევ­რი მე­კი­თხე­ბა სიმპტო­მებ­ზე და ბა­რემ აქვე გე­ტყვით: კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი - გემო-ყნოს­ვის და­კარ­გვა, ყე­ლის ტკივ­ლი, ჩა­ხეხ­ვა, ხვე­ლა, სი­ცხე, ცხვირ­ში გა­ჭედ­ვა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, მკერ­დში ტკივ­ლი და ა.შ. - ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ით ვლინ­დე­ბა, ან სა­ერ­თოდ არ ვლინ­დე­ბა. ასე რომ, მე თუ სი­ცხით და­მე­წყო, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სხვა­საც ასე ექ­ნე­ბა.

შე­მოყ­ვა­ნი­დან ოთხ დღე­ში ერთხელ კეთ­დე­ბა პი-სი-არ ტეს­ტი, ანუ ხვალ მი­წევს და ვნა­ხოთ ერთი, რას მე­ტყვის.ჩემი მოს­ვლი­დან კი­დევ 12 შე­მო­იყ­ვა­ნეს აქ. შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს და იმა­ტებს. ჩა­კეტ­ვა კი ისევ არ იწყე­ბა. ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა უკვე ისევ გა­ამ­კაც­რეს...რომ ვუ­ყუ­რებ, რო­გორ წურ­წუ­რით ჩა­მოს­დით ოფლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­ფუ­თულ ექი­მებს, ექთ­ნებს, სა­ნიტ­რებს და მა­ინც რო­გორ ინარ­ჩუ­ნე­ბენ მხნე­ო­ბას, ვხვდე­ბი, რომ ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ მე გა­დამ­დე­ბი ვარ და ისი­ნი - არა.

რას უძ­ლე­ბენ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ისე­დაც ხომ რამ­დე­ნი საქ­მეა და კი­დევ ამ ყვე­ლაფ­რის უჰა­ე­რო­ბა­ში კე­თე­ბა, ხომ სა­ერ­თოდ.

იცით, რა მწყინს? რამ­დენ­ჯერ­მე რომ ჩამ­რთეს პირ­და­პირ ეთერ­ში, ხალ­ხის ნა­წილ­მა და­ა­კო­მენ­ტა­რა, რომ ჩემი ავად­მყო­ფო­ბის არ სჯე­რა და რომ ეს ფარ­სია ყვე­ლა­ფე­რი. ცალ­კე მე­ო­რე ნა­წილს ხომ სა­ერ­თოდ კო­რო­ნას არ­სე­ბო­ბი­სა არ სჯე­რა და ჰგო­ნია, რომ აქ წო­ლა­ში ფული გა­და­მი­ხა­დეს. ძა­ლი­ან მე­ფიქ­რე­ბა, რა შთა­მო­მავ­ლო­ბას გაზ­რდი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რას ას­წავ­ლი­ან, რაზე ეტყვი­ან, რომ კარ­გია ან ცუდი. მოკ­ლედ, ეგე­თებს და ფა­ნა­ტი­კო­სებს ისე მო­ე­რი­დეთ, რო­გორც მე ახლა - ოღონდ რე­ა­ლურ კონ­ტაქ­ტში. ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლას", - წერს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
12

რა სიმპატიური ყოფილა ეკრანზე არ ჩანს ესეთი . გამოჯანმრთელებას გისურვებ მალე

ნანა
91

ტრენდია ? ეს "ჯაან " პოპულარულები ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან , ვინ როგორი განსაცდელით მიიღო ეს კორონას ვირუსი? 

ავტორი:

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი და ტელეწამყვანი, ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ვირუსის სიმპტომზებსა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

"დილით ასეთი მზე დამხვდა. ცივი, მაგრამ თბილი ფერებით ანთებული მზე. ახლა ჩვეულებრივი ზამთარია. მადლობა მზეს, რომ ფოტოს გადაღება მაცადა.ღამე ზურგის ტკივილმა გამაგიჟა... წოლამაც იცის, კორონამაც და საწოლმაც. სამივეს ვაბრალებ. ანუ კუნთების და სახსრების ტკივლი ახასიათებს. მირჩიეს, გვერდულად ან გულზე დამეძინა, თუმცა, კათეტერიანი ხელით, ასე იოლად ვერ ვბრუნდები.

ძალიან ჩავიფუთნე, რაღაცები შემოვიხვიე, რომ პოზა შემენარჩუნებინა და არ გავციებულიყავი და ამან ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა. თან ეს მაისურიც ხომ გაცივდა ამ სითხისგან და მერე დამეწყო კანკალი ცივთან კონტაქტის გამო... მოკლედ, მოვხვიე საბანს ხელი და გადავწექი დივანზე. ეგრევე გავითიშე...

ბევრი მეკითხება სიმპტომებზე და ბარემ აქვე გეტყვით: კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები - გემო-ყნოსვის დაკარგვა, ყელის ტკივლი, ჩახეხვა, ხველა, სიცხე, ცხვირში გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება, მკერდში ტკივლი და ა.შ. - ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირად და განსხვავებული კომბინაციით ვლინდება, ან საერთოდ არ ვლინდება. ასე რომ, მე თუ სიცხით დამეწყო, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც ასე ექნება.

შემოყვანიდან ოთხ დღეში ერთხელ კეთდება პი-სი-არ ტესტი, ანუ ხვალ მიწევს და ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.ჩემი მოსვლიდან კიდევ 12 შემოიყვანეს აქ. შემთხვევების რაოდენობა იმატებს და იმატებს. ჩაკეტვა კი ისევ არ იწყება. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე ისევ გაამკაცრეს...რომ ვუყურებ, როგორ წურწურით ჩამოსდით ოფლი თავიდან ბოლომდე შეფუთულ ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და მაინც როგორ ინარჩუნებენ მხნეობას, ვხვდები, რომ ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე გადამდები ვარ და ისინი - არა.

რას უძლებენ, ვერ წარმოიდგენთ. ისედაც ხომ რამდენი საქმეა და კიდევ ამ ყველაფრის უჰაერობაში კეთება, ხომ საერთოდ.

იცით, რა მწყინს? რამდენჯერმე რომ ჩამრთეს პირდაპირ ეთერში, ხალხის ნაწილმა დააკომენტარა, რომ ჩემი ავადმყოფობის არ სჯერა და რომ ეს ფარსია ყველაფერი. ცალკე მეორე ნაწილს ხომ საერთოდ კორონას არსებობისა არ სჯერა და ჰგონია, რომ აქ წოლაში ფული გადამიხადეს. ძალიან მეფიქრება, რა შთამომავლობას გაზრდიან ასეთი ადამიანები, რას ასწავლიან, რაზე ეტყვიან, რომ კარგია ან ცუდი. მოკლედ, ეგეთებს და ფანატიკოსებს ისე მოერიდეთ, როგორც მე ახლა - ოღონდ რეალურ კონტაქტში. ჯანმრთელობა ყველას", - წერს ზურა ბალანჩივაძე.

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩნდებიან" - ნუკი კოშკელიშვილის გამამხნევებელი პოსტი "ინსტაგრამ-ფოლოუერებს"