სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი
"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

მე გე­ტყვით, რომ კა­ლა­ძე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­უ­ლებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ზონ­დერად და სა­ბან­კო მო­ნო­პო­ლი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლად, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძემ გან­მარ­ტა, რომ მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ხელ­მო­წე­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აგ­რო­ვებ­დნენ, მაგ­რამ მხო­ლოდ თბი­ლის­ში მათ სა­ხელ­ზე 100 000-ლა­რამ­დე ჯა­რი­მა გა­მო­ი­წე­რა.

„ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერი იცავს სა­ბან­კო მო­ნო­პო­ლი­ებს იმი­ტომ, რომ წილი მის­დით იქი­დან. ჯა­მუ­რად 100 000 ლარი ჩვენ­ზე არის გა­მო­წე­რი­ლი და ჩვენც გა­მოვ­წე­რეთ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის სა­ხელ­ზე, მაგ­რამ მთა­ვა­რია რას შე­ე­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი?! ეს შე­ე­ხე­ბა სა­პენ­სიო სეს­ხებ­ზე პრო­ცენ­ტის ჩა­მო­წე­რას. ჩვენ 80 000 ხელ­მო­წე­რა უკვე შე­ვაგ­რო­ვეთ და ვა­სა­ბუ­თებთ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნო­პო­ლის­ტია „ლი­ბერ­თი ბან­კი“, რო­მელ­საც აქვს კა­ბა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის. პენ­სი­ო­ნე­რი რომ მი­ვი­დეს სხვა თუნ­დაც მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ში უბ­რა­ლოდ მას უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­დე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან მას პენ­სია ერი­ცხე­ბა „ლი­ბერ­თი ბან­კში“ და მა­გა­ლი­თად ძრო­ხა და­ა­გი­რა­ვა, ამას უკვე 21%-ად აძ­ლე­ვენ სესხს და „ლი­ბერ­თი ბან­კში“ 36%-ია სეს­ხებ­ზე. ამა­ზე ვაგ­რო­ვებ­დით ხელ­მო­წე­რებს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და 100 000 ლა­რამ­დე მარ­ტო თბი­ლის­შია გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მა ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე. ეს არის პირ­და­პი­რი ხელ­შეშ­ლა. გვაქვს ბა­ნერ-კა­რა­ვი, რო­მელ­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი დად­გა­ვენ, აგ­რო­ვე­ბენ ხელ­მო­წე­რებს, მერე აი­ღე­ბენ ამ კა­რავს გა­და­ი­ტა­ნენ სხვა ად­გილ­ზე და ა.შ. ესე­ნი ამ­ბო­ბენ, რომ კარ­ვის გამო გა­მო­ი­წე­რა ჯა­რი­მე­ბი, მაგ­რამ სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და­დეს დას­კვნე­ბი, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ეს მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა და აქ არ არის არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა. მე გე­ტყვით, რომ კა­ლა­ძე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­უ­ლებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ზონ­დერად და სა­ბან­კო მო­ნო­პო­ლი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლად. მას პირ­და­პირ ვამ­ბობ და ხელს ვა­დებ, რომ მას პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა სწო­რედ ბან­კებ­მა, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ეს პრო­ცე­სი იმი­ტომ, რომ ამას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მხრი­დან და არა­მარ­ტო პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მხრი­დან. ჩვენ ეს და­ვა­სა­ბუ­თეთ, რომ ეს არის უკა­ნო­ნო, მო­ნო­პო­ლია მის­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „ლი­ბერ­თი ბანკს“, მო­ნო­პო­ლია ხელ­ში აქვს ჩაგ­დე­ბუ­ლი „ლი­ბერ­თი ბანკს“, რამ­დენ­საც უნდა იმ­დენს გა­მო­წერს პრო­ცენტს და ახ­დე­ვი­ნებს პენ­სი­ო­ნე­რებს ამას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ მე­რი­ის წინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცია ახალ­გაზ­რდებს „ეკა­ჩა­ვა“.

„გუ­შინ იყო სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ცია, სა­დაც მი­ვიდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებ­დნენ და ასე­ვე ლი­დე­რე­ბი და გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა უნ­დო­დათ მე­რი­ა­ში, თუ რა­ტომ გვი­წერთ ამ ჯა­რი­მებს და რა­ტომ იქ­ცე­ვით ასე უკა­ნო­ნოდ, პო­ლი­ცია მო­ვი­და და პირ­და­პირ ვა­ცხა­დებ, რომ პო­ლი­ცია მი­დი­ო­და ახალ­გაზ­რდებ­თან და „აკა­ჩა­ვებ­და“. სა­ოც­რე­ბაა, ჯიბ­გი­რე­ბად გა­და­იქ­ცნენ და ამა­ზე, რა თქმა უნდა, პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდუ­ლი ფლან­გის ლი­დერ­მა, რის შემ­დე­გად და­ი­წყეს ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ გა­ნა­ცხა­დიც შე­ვი­ტა­ნეთ და ეს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნეთ. კა­ტას­ტრო­ფა­ში ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­წყვე­ტი­ლე­ბი არი­ან რე­ა­ლო­ბას.

„ჩემი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ბა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი მო­ვი­ტა­ნო. რა უნდა პრე­მი­ერს კა­ბი­ნეტ­ში?! მე ვა­პი­რებ, რომ სა­ერ­თოდ მო­ვან­გრიო და მოვ­შა­ლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტი. აღარ უნდა იყოს კო­მუ­ნის­ტუ­რი კა­ბი­ნე­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­ფხო­რი­ლი არის ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და რას აკე­თებს შიგ­ნით კაც­მა არ იცის...

ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ ხალ­ხთან გა­სუ­ლი რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?! მარ­ტო ხე­ლოვ­ნუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, „დრეს­კო­დით“ მო­სუ­ლი, მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩა­წყო­ბი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. რო­დის გა­ი­ა­რეს ბო­ლოს ხალ­ხში, რომ სა­ერ­თოდ იცოდ­ნენ ხალ­ხს რა სჭირ­დე­ბა?! პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა იყოს ხალ­ხთან, ბა­ზარ­შიც უნდა მი­დი­ო­დეს, ქუ­ჩა­შიც უნდა და­დი­ო­დეს და ადა­მი­ა­ნი მას­თან უნდა მი­დი­ო­დეს და ეუბ­ნე­ბო­დეს, რომ მე ეს მი­ჭირს და აღარ იქ­ნე­ბო­და ისე­თი მო­წყვე­ტი­ლი, რო­გო­რიც დღეს არის რე­ა­ლო­ბას. დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­წყვე­ტი­ლე­ბი არი­ან რე­ა­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სა და მისი რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე დღეს შე­კი­თხვა და­უს­ვეს თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ "არა­ვის მის­ცე­მენ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქა­ლა­ქი თავ­ზე და­იმ­ხონ".

"პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს აქვთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეხ­ვდნენ, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი გა­აც­ნონ და მათ ხელს არა­ვინ უშ­ლის. არ­სე­ბობს კა­ნო­ნე­ბი, წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას და არა­ვის მივ­ცემთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქა­ლა­ქი თავ­ზე და­იმ­ხონ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამომრჩეველი
21
უკვე ზღვარს გასცდა ვაშაძის ამბიციები. საიდან ამდენი თავდაჯერებულობა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის ხსნა?! ცარიელი ბაქი-ბუქი, რომელიც უზრდელობაში გადადის.
ttt
5
ქართული ოცნება,ოლიგარქების პარტიაა,რომლებიც ხალხს ტყავს აძრონენ!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძემ განმარტა, რომ მისი პარტიის წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ, მაგრამ მხოლოდ თბილისში მათ სახელზე 100 000-ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.

„ქალაქ თბილისის მერი იცავს საბანკო მონოპოლიებს იმიტომ, რომ წილი მისდით იქიდან. ჯამურად 100 000 ლარი ჩვენზე არის გამოწერილი და ჩვენც გამოვწერეთ დედაქალაქის მერის სახელზე, მაგრამ მთავარია რას შეეხება ეს ყველაფერი?! ეს შეეხება საპენსიო სესხებზე პროცენტის ჩამოწერას. ჩვენ 80 000 ხელმოწერა უკვე შევაგროვეთ და ვასაბუთებთ, რომ ჩვეულებრივი მონოპოლისტია „ლიბერთი ბანკი“, რომელსაც აქვს კაბალური პირობები პენსიონერებისთვის. პენსიონერი რომ მივიდეს სხვა თუნდაც მიკროსაფინანსოში უბრალოდ მას უზრუნველყოფის დადება არ შეუძლია, რადგან მას პენსია ერიცხება „ლიბერთი ბანკში“ და მაგალითად ძროხა დააგირავა, ამას უკვე 21%-ად აძლევენ სესხს და „ლიბერთი ბანკში“ 36%-ია სესხებზე. ამაზე ვაგროვებდით ხელმოწერებს მთელ საქართველოში და 100 000 ლარამდე მარტო თბილისშია გამოწერილი ჯარიმა ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ეს არის პირდაპირი ხელშეშლა. გვაქვს ბანერ-კარავი, რომელსაც მოხალისეები დადგავენ, აგროვებენ ხელმოწერებს, მერე აიღებენ ამ კარავს გადაიტანენ სხვა ადგილზე და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ კარვის გამო გამოიწერა ჯარიმები, მაგრამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადეს დასკვნები, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლება და ეს მანიფესტაციის კანონით რეგულირდება და აქ არ არის არანაირი დარღვევა. მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად. მას პირდაპირ ვამბობ და ხელს ვადებ, რომ მას პასუხი მოსთხოვა სწორედ ბანკებმა, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესი იმიტომ, რომ ამას ექნება ძალიან დიდი გამოხმაურება პენსიონერების მხრიდან და არამარტო პენსიონერების მხრიდან. ჩვენ ეს დავასაბუთეთ, რომ ეს არის უკანონო, მონოპოლია მისცა ხელისუფლებამ „ლიბერთი ბანკს“, მონოპოლია ხელში აქვს ჩაგდებული „ლიბერთი ბანკს“, რამდენსაც უნდა იმდენს გამოწერს პროცენტს და ახდევინებს პენსიონერებს ამას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, გუშინ მერიის წინ გამართულ აქციაზე პოლიცია ახალგაზრდებს „ეკაჩავა“.

„გუშინ იყო სიმბოლური აქცია, სადაც მივიდნენ ის ადამიანები ვინც ხელმოწერებს აგროვებდნენ და ასევე ლიდერები და განაცხადის შეტანა უნდოდათ მერიაში, თუ რატომ გვიწერთ ამ ჯარიმებს და რატომ იქცევით ასე უკანონოდ, პოლიცია მოვიდა და პირდაპირ ვაცხადებ, რომ პოლიცია მიდიოდა ახალგაზრდებთან და „აკაჩავებდა“. საოცრებაა, ჯიბგირებად გადაიქცნენ და ამაზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოთქვა ჩვენმა ახალგაზრდული ფლანგის ლიდერმა, რის შემდეგად დაიწყეს ადამიანების დაკავება. საბოლოოდ განაცხადიც შევიტანეთ და ეს დაკავებული ადამიანებიც გავათავისუფლებინეთ. კატასტროფაში ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლები დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას.

„ჩემი პრემიერ-მინისტრობის მიზანი არის ის, რომ საქართველოში გლობალური სიკეთეები მოვიტანო. რა უნდა პრემიერს კაბინეტში?! მე ვაპირებ, რომ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. აღარ უნდა იყოს კომუნისტური კაბინეტები, რომლებშიც გაფხორილი არის ეს პრემიერ-მინისტრი და რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის...

ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან გასული რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი?! მარტო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიებები, „დრესკოდით“ მოსული, მეტალოდეტექტორებში გატარებული ადამიანები და ჩაწყობილი შეხვედრები. როდის გაიარეს ბოლოს ხალხში, რომ საერთოდ იცოდნენ ხალხს რა სჭირდება?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, ბაზარშიც უნდა მიდიოდეს, ქუჩაშიც უნდა დადიოდეს და ადამიანი მასთან უნდა მიდიოდეს და ეუბნებოდეს, რომ მე ეს მიჭირს და აღარ იქნებოდა ისეთი მოწყვეტილი, როგორიც დღეს არის რეალობას. დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერიასთან გამართული აქციისა და მისი რამდენიმე მონაწილის დაკავების თაობაზე დღეს შეკითხვა დაუსვეს თბილისის მერს, კახა კალაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ''არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ''.

''პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ'', - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს