სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?
რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 471 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 360 აჭა­რა­ში და­დას­ტურ­და, თბი­ლის­ში კი 57.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 35 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტია, აქე­დან მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა 33.

"აჭა­რა­ში 360 ახა­ლი შემ­თხვე­ვაა, თბი­ლის­ში-57, სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თი-22, იმე­რეთ­ში- 11, ქვე­მო ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში 6-6 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვავს, გუ­რია-5, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი-3, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში-1",-გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 2 პა­ცი­ენ­ტი­დან ერთი ბა­თუმ­ში მკურ­ნა­ლობ­და.

რო­გორც მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენტს მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"ერთი გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი აჭა­რა­შია, მე­ო­რე­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. რო­გორც ვიცი აჭა­რა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცია მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით", -გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 471 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დევ 278 პა­ცი­ენ­ტი და სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3992-ს შე­ად­გენს. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან კი­დევ ორი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 48-მდე გა­ი­ზარ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
3

მე 2 ვიცი სხვადასხვა კლასტერიდან,ორივე უარყოფითი და ორივე იზოლაციაშია,გარე გარე კი არ დადიან აგიტაციისთვის ვიმეორებ იზოლაციაში სხედან,რატომ ორმაგი სტანდარტი ნაცი ვაშალომიძისთვის ,რატომ დადის გარეთ ,მისთვის სხვა კანონი გაქვთ?თბილისი ნახეთ ერთ კვირაში რა გაქნებათ.ვინ ხართ ეს უსინდისოები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33.

"აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვავს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.

როგორც მარინა ენდელაძე აღნიშნავს, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

"ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი ასაკოვანი მამაკაცია მძიმე თანმხლები დაავადებებით", -განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - "ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია"

ქუთაისში კორონავირუსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ - სკოლა კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

"გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში...მთავარია, რომ მაინც გამოძვრები", - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე