სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას გადაწყვეტს, ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
"თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას გადაწყვეტს, ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ "სფექთე­ი­თორ­ში" («The Spactator») გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვინ დგას სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის უკან?", რო­მელ­შიც სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბი­სა და "შუ­ა­მავ­ლე­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბია გან­ხი­ლუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

  • თურ­ქე­თი­სა და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი

"ევ­რო­კავ­შირ­მა და ნა­ტომ, რო­გორც ჩანს, კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბის გამო მხო­ლოდ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს და ამით "ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეს". ყვე­ლა­ზე უფრო აქ­ტი­უ­რად რე­გი­ო­ნის მე­ზობ­ლე­ბი - რუ­სე­თი და თურ­ქე­თი გა­მო­დი­ან.

თურ­ქე­თის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა არა­მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის შე­დე­გია, არა­მედ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი თურ­ქუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, თურ­ქუ­ლი და ზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენა თით­ქმის ერ­თმა­ნე­თის იდენ­ტუ­რია. ან­კა­რა ხში­რად აცხა­დებს, რომ თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი "ერთი ხალ­ხის ორ სა­ხელ­მწი­ფოს" წარ­მო­ად­გენს. ორი­ვე მტრუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი სომ­ხე­თის მი­მართ და ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი "სო­მეხ­თა გე­ნო­ციდს" უარ­ყო­ფენ.

რუ­სე­თი, თა­ვის მხრივ, ის­ტო­რი­უ­ლად სო­მე­ხი ხალ­ხის სო­ლი­და­რუ­ლია და მათ მხა­რე­ზე გა­მო­დის. თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთს და სომ­ხეთს ერ­თმა­ნეთ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ. სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ბა­ზის არ­სე­ბო­ბა არ მოს­წონს, მაგ­რამ ისი­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ თურ­ქუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის ფონ­ზე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ბაზა გარ­კვე­ულ­წი­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას. დღეს სწო­რედ სო­მე­ხი ხალ­ხის პრო­რუ­სუ­ლი რწმე­ნის გა­მოც­და ხდე­ბა - რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა ერე­ვანს მოს­კო­ვი ბა­ქოს აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ?

  • სა­ქარ­თვე­ლოს ხმა: მო­დით, შე­რიგ­დით!

როცა საქ­მე გვაქვს ისეთ რე­აქ­ცი­ულ და შე­უბ­რა­ლე­ბელ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა ილ­ჰამ ალი­ე­ვი, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი, არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა სრუ­ლი­ად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად საქ­მეს არა­ვინ აკე­თებს. მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხმა ყვე­ლა­ზე უფრო გა­სა­გო­ნად ის­მის - თბი­ლი­სი მე­ზობ­ლებს ცე­ცხლის და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი შე­წყვე­ტი­სა და შე­რი­გე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს. ვინ-ვინ და ქარ­თვე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე უკეთ იცი­ან, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს კრემ­ლის რის­ხვას, როცა მას ვინ­მე არ მოს­წონს. 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვი­სა­გან და­ზა­რალ­და, სა­კუ­თა­რი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის გამო. თუ რუ­სე­თი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამო მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტშიც ჩა­რე­ვა­სა და სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბა­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბას გა­და­წყვეტს, ერ­თა­დერ­თი სახ­მე­ლე­თო გზა ამ გან­ზრახ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის, რო­მელ­თა­ნაც, სხვა­თა შო­რის, რუ­სეთს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვე­ტი­ლი აქვს.

  • კრემ­ლი და და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის და­სავ­ლუ­რი გა­დახ­რე­ბი

სომ­ხეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში 2018 წლი­დან გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა - კრემ­ლი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და მისი მთავ­რო­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "რე­ვო­ლუ­ცი­ის" გზით მო­ვი­და, შე­და­რე­ბით ცი­ვა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ეს იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს რუ­სე­თის როლს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და იგი უფრო და­სავ­ლეთს უმ­ზერს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლი სომ­ხე­თი ისე ძლი­ერ არ არის პრო­და­სავ­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი, რო­გორც, ვთქვათ, მისი მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მა­ინც აშ­კა­რაა, რომ ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია იმ კონ­სტრუქ­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა მოს­კო­ვის რის­ხვა მა­ში­ნაც გა­მო­იწ­ვია, როცა იგი ივ­ნის­ში ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შეხ­ვდა და პრო­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. თუ ამ ომში სომ­ხე­თი და­მარ­ცხდე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და­ემ­ხო­ბა, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში კრემ­ლი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი მთავ­რო­ბა მოვა და აღ­დგე­ბა ერე­ვან-მოს­კო­ვის უფრო მტკი­ცე კავ­ში­რე­ბიც.

  • ან­კა­რა და ბაქო-ერევ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა

რას გა­ა­კე­თებს თურ­ქე­თი? სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ჯებ ერ­დო­ღა­ნი სი­ტყვით კი აგ­რე­სი­უ­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად იგი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გორც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ხა­სი­ათს, მას­თან პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ასე­ვე რუ­სეთ-სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის მო­მენ­ტებს, მოს­კო­ვის ინ­ტე­რე­სებს და რა­ი­მე რა­დი­კა­ლურ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს, ანუ თა­ვის არ­მი­ას სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად არ გაგ­ზავ­ნის. და თუ მა­ინც გაგ­ზავ­ნის, დიდი რის­კია მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ი­ფუ­ჭოს.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს, ილ­ჰამ ალი­ე­ვი ნამ­დვი­ლად არ გა­რის­კავ­და ომის და­წყე­ბას, რომ არა თურ­ქე­თის დახ­მა­რე­ბა და გა­რან­ტი­ე­ბი. მაგ­რამ სი­ტყვა ერ­თია და საქ­მე მე­ო­რე: აბა, შევ­ხე­დოთ - თავ­და­პირ­ვე­ლი აგ­რე­სი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თურ­ქეთ­მა ხმელ­თა­შუა ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ჩუ­მად უკან და­ი­ხია, როცა და­ი­ნა­ხა, რომ ზღვის სა­ნა­პი­რო ქვეყ­ნებ­მა - ის­რა­ელ­მა, ეგ­ვიპ­ტემ, იორ­და­ნი­ამ და სხვებ­მა (მათ შო­რის არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­მაც) მხა­რი სა­ბერ­ძნეთს და­უ­ჭი­რეს.

სა­ბერ­ძნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სომ­ხე­თი ნა­ტოს წევ­რი არ არის და მას ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბის იმე­დი არ აქვს. სხვა­თა შო­რის, რუ­სეთ­მა, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი მფარ­ვე­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დე­გაც, და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა­კენ კი მო­უ­წო­და, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბია იმი­სა, რომ კრემ­ლი ერევ­ნის მხა­რეს გა­მო­დის.

შე­საძ­ლოა, დიპ­ლო­მა­ტი­ის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი თურ­ქეთ­ზე ზე­წო­ლა იყოს. მხო­ლოდ თურ­ქეთს აქვს ის ძალა და გავ­ლე­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კონ­ფლიქ­ტის მყი­სი­ე­რად შე­წყვე­ტა, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ თურ­ქე­თი არა­ფერს კარ­გავს კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბით. სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა რომ ბრძო­ლა შე­წყვი­ტონ, რა­ღაც უფრო მე­ტია სა­ჭი­რო, ვიდ­რე "ღრმა შეშ­ფო­თე­ბის" გა­მო­ხატ­ვა. ორი­ვეს კარ­გად ეს­მის, რომ და­სავ­ლეთს ჩა­რე­ვი­სათ­ვის ძალა კი აქვს, მაგ­რამ გამ­ბე­და­ო­ბა არ ჰყოფ­ნის. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
37

მიტაცებული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მეგობრები არ გახდებიან, მაგრამ ომი და სისხლისღვრა შეწყდება!

არ დაბლოკოთ, საინტერესოა.
45

თუ სიტყვა-სიტყვით გაქვთ ნათარგმნი, შესანიშნავად სჩანს, ბრიტანული გამოცემაც აღიარებს, რომ რუსეთი კომფლიქტში ჩაერია და არ წამოუწყია საქართველოსთან კომფლიქტი. ყოჩაღ, ეს "შეცდომა" სიმონს "გამოეპარა."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას გადაწყვეტს, ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას გადაწყვეტს, ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ ჟურნალ "სფექთეითორში" («The Spactator») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ვინ დგას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის უკან?", რომელშიც სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოებს შორის დაწყებული სამხედრო შეტაკების მამოძრავებელი ძალებისა და "შუამავლების" ინტერესებია განხილული.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

  • თურქეთისა და რუსეთის ინტერესები

"ევროკავშირმა და ნატომ, როგორც ჩანს, კონფლიქტის გამწვავების გამო მხოლოდ შეშფოთება გამოხატეს და ამით "ხელები დაიბანეს". ყველაზე უფრო აქტიურად რეგიონის მეზობლები - რუსეთი და თურქეთი გამოდიან.

თურქეთის მიერ აზერბაიჯანისადმი გამოხატული სოლიდარობა არამარტო პოლიტიკური ამბიციების შედეგია, არამედ განპირობებულია ღრმა ისტორიული კულტურული ტრადიციებით. აზერბაიჯანელები თურქული ეთნიკური ოჯახის წარმომადგენლები არიან, თურქული და ზერბაიჯანული ენა თითქმის ერთმანეთის იდენტურია. ანკარა ხშირად აცხადებს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი "ერთი ხალხის ორ სახელმწიფოს" წარმოადგენს. ორივე მტრულადაა განწყობილი სომხეთის მიმართ და ბუნებრივია, ისინი "სომეხთა გენოციდს" უარყოფენ.

რუსეთი, თავის მხრივ, ისტორიულად სომეხი ხალხის სოლიდარულია და მათ მხარეზე გამოდის. თანამედროვე რუსეთს და სომხეთს ერთმანეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები აქვთ. სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. საზოგადოების ნაწილს ბაზის არსებობა არ მოსწონს, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ თურქული და აზერბაიჯანული აგრესიული ამბიციების ფონზე რუსული ჯარების ბაზა გარკვეულწილად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას. დღეს სწორედ სომეხი ხალხის პრორუსული რწმენის გამოცდა ხდება - რამდენად დაეხმარება ერევანს მოსკოვი ბაქოს აგრესიის წინააღმდეგ?

  • საქართველოს ხმა: მოდით, შერიგდით!

როცა საქმე გვაქვს ისეთ რეაქციულ და შეუბრალებელ პოლიტიკოსებთან, როგორებიცაა ილჰამ ალიევი, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება სრულიად გამართლებულია, მაგრამ რეალურად საქმეს არავინ აკეთებს. მეზობელი საქართველოს ხმა ყველაზე უფრო გასაგონად ისმის - თბილისი მეზობლებს ცეცხლის დაუყონებლივი შეწყვეტისა და შერიგებისაკენ მოუწოდებს. ვინ-ვინ და ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კრემლის რისხვას, როცა მას ვინმე არ მოსწონს. 2008 წელს საქართველო რუსეთის სამხედრო ჩარევისაგან დაზარალდა, საკუთარი სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო. თუ რუსეთი მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე კონფლიქტშიც ჩარევასა და სომხეთში არსებული თავისი სამხედრო ბაზის გაძლიერებას გადაწყვეტს, ერთადერთი სახმელეთო გზა ამ განზრახვის რეალიზებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გადის, რომელთანაც, სხვათა შორის, რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

  • კრემლი და და ნიკოლ ფაშინიანის დასავლური გადახრები

სომხეთ-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებაში 2018 წლიდან გარკვეული ტენდენცია შეიმჩნევა - კრემლი ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში "რევოლუციის" გზით მოვიდა, შედარებით ცივადაა განწყობილი. ეს იმით არის განპირობებული, რომ ნიკოლ ფაშინიანი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის როლს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და იგი უფრო დასავლეთს უმზერს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სომხეთი ისე ძლიერ არ არის პროდასავლურად განწყობილი, როგორც, ვთქვათ, მისი მეზობელი საქართველო, მაინც აშკარაა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის მოქმედება წინააღმდეგობაშია იმ კონსტრუქციასთან, რომელიც პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსეთთან მიმართებით ჩამოაყალიბა და განახორციელა - კრემლთან დაახლოების მიზნით.

ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვის რისხვა მაშინაც გამოიწვია, როცა იგი ივნისში ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა და პროდასავლური განცხადებები გააკეთა. თუ ამ ომში სომხეთი დამარცხდება, ეს ნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაც დაემხობა, ქვეყნის სათავეში კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობა მოვა და აღდგება ერევან-მოსკოვის უფრო მტკიცე კავშირებიც.

  • ანკარა და ბაქო-ერევნის მდგომარეობა

რას გააკეთებს თურქეთი? სავარაუდოდ, რეჯებ ერდოღანი სიტყვით კი აგრესიულია, მაგრამ რეალურად იგი გაითვალისწინებს, როგორც ვლადიმირ პუტინის ხასიათს, მასთან პირად დამოკიდებულებას, ასევე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის მომენტებს, მოსკოვის ინტერესებს და რაიმე რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს, ანუ თავის არმიას სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად არ გაგზავნის. და თუ მაინც გაგზავნის, დიდი რისკია მოსკოვთან ურთიერთობა გაიფუჭოს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ილჰამ ალიევი ნამდვილად არ გარისკავდა ომის დაწყებას, რომ არა თურქეთის დახმარება და გარანტიები. მაგრამ სიტყვა ერთია და საქმე მეორე: აბა, შევხედოთ - თავდაპირველი აგრესიული განცხადებების მიუხედავად, თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ჩუმად უკან დაიხია, როცა დაინახა, რომ ზღვის სანაპირო ქვეყნებმა - ისრაელმა, ეგვიპტემ, იორდანიამ და სხვებმა (მათ შორის არაბთა საემიროებმაც) მხარი საბერძნეთს დაუჭირეს.

საბერძნეთისაგან განსხვავებით, სომხეთი ნატოს წევრი არ არის და მას ძლიერი მოკავშირეების იმედი არ აქვს. სხვათა შორის, რუსეთმა, რომელიც სომხეთის ტრადიციული მფარველია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ კი მოუწოდა, მაგრამ არანაირი ნიშანი არ გამოუმჟღავნებია იმისა, რომ კრემლი ერევნის მხარეს გამოდის.

შესაძლოა, დიპლომატიის ერთადერთი გამოსავალი თურქეთზე ზეწოლა იყოს. მხოლოდ თურქეთს აქვს ის ძალა და გავლენა, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის მყისიერად შეწყვეტა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თურქეთი არაფერს კარგავს კონფლიქტის გაგრძელებით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა რომ ბრძოლა შეწყვიტონ, რაღაც უფრო მეტია საჭირო, ვიდრე "ღრმა შეშფოთების" გამოხატვა. ორივეს კარგად ესმის, რომ დასავლეთს ჩარევისათვის ძალა კი აქვს, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"ალიევმა პუტინს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა და მათ ყარაბაღის კონფლიქტზეც ისაუბრეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიმიტრი პესკოვი

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

ყირგიზეთის პრემიერად პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი დანიშნეს, ხელისუფლება კი ხელში ოპოზიციამ ჩაიგდო - რა ხდება ბიშკეკში