კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში
"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი (ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი. თბი­ლი­სის გუ­ლის ცენ­ტრის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი), ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ე.წ. ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ წერს, სა­დაც მის 4 წლის შვილს, ხე­ლის მო­ტეხ­ვის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი კლი­ნი­კის ექი­მებს გულ­გრი­ლო­ბა­სა და უსა­მარ­თლოდ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"მა­თემ მო­ი­ტე­ხა ხელი... "ამ­ტე­ლი­დან", ვი­ნა­ი­დან ცხე­ლე­ბის ცენ­ტრია, გაგ­ვიშ­ვეს "ინ­გო­როყ­ვა­ში", ხოდა ვუ­ა­ლა და­ი­წყო... ის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა! არა­სო­დეს არ ვამ­ბობ კო­ლე­გი­ა­ლო­ბის გამო ექიმ­ზე ცუდს, მაგ­რამ ის, რაც დამ­ხვდა არის სრუ­ლი მა­რაზ­მი. რენტგე­ნის მერე ტრავ­მა­ტო­ლო­გი გა­მო­ცხად­და 25 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რომ ვუ­საყ­ვე­დუ­რე ამ­დე­ნი ხანი დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, მარ­ცხე­ნა ხე­ლის ორი­ვე სხი­ვის ძვა­ლია მო­ტე­ხი­ლი, ძლივს ვა­კა­ვებ ბავ­შვს, მიბ­რძა­ნა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ბავ­შვი მარ­ტო! ვუ­თხა­რი, რომ არ აქვს უფ­ლე­ბა მშო­ბე­ლი 4 წლის ბავ­შვს უნდა ახ­ლდეს თა­ბა­ში­რის და­დე­ბის დროს, ეს ის სტე­რი­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია არ არის, რო­მე­ლიც გა­რე­შე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის დას­წრე­ბას კრძა­ლავს. ამის შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვს თა­ბა­შირს არ და­ა­დებს და წა­ვიყ­ვა­ნო სა­დაც მინ­და... უარს ამ­ბობს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე... ვუ­თხა­რი, და­წე­როს რა­ტომ არ ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენტს და ამ დროს შე­მო­დის მო­რი­გე პე­დი­ატ­რი, მე­უბ­ნე­ბა გა­მო­ი­ძა­ხებს პატ­რულს (ვი­ნა­ი­დან ტრავ­მა­ტო­ლო­გი ქუ­ჩუ­რად მე­კა­ჩა­ვე­ბა და მე არ ვუთ­მობ) და ბრალს დამ­დებს მე, რომ ჩემს შვილს მოვ­ტე­ხე ხელი, მე ჩემს შვილს. ამის მერე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტრავ­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც მომ­მარ­თავს შე­ნო­ბით მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, რომ თქვე­ნო­ბით ესა­უბ­რა, მე­მუქ­რე­ბა, რომ მე ვნა­ხავ, რა მო­მი­ვა იმუქ­რე­ბა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეტყვის, რომ ამიხ­სნან ეს სა­ღო­რე არ არის და მე ვარ ღორი... პე­დი­ატ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ უმა­დუ­რო­ბის გამო მამა გაბ­რი­ე­ლის მად­ლით ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მრავ­ლად იყოს ჩემს ოჯახ­ში. მაძ­ლევს და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, სა­დაც არ წე­რია, რამ­დენ მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი და რამ­დე­ნი მი­ლი­ლიტ­რი უნდა მივ­ცე დღე­ში მე­დი­კა­მენ­ტი. რომ ვკი­თხე (და­ვუშ­ვათ არ ვიცი) დედა ხარ და უნდა იცო­დეო.

გა­ი­ცა­ნით ეს ექი­მის მსგავ­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბი არი­ან

ტრავ­მა­ტო­ლო­გი: და­ვით სუ­ბე­ლი­ა­ნი

პე­დი­ატ­რი: გუ­ლი­კო ოდიშ­ვი­ლი

P.S არ შე­მიძ­ლია გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი არ ვიყო ემერ­ჯენ­სის ექთ­ნის ნო­ნა­სი, რო­მელ­მაც ყვე­ლას მა­გივ­რად იხა­და ბო­დი­ში და თა­ვის საქ­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ას­რუ­ლა", - წერს ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი.

მეან-გი­ნე­კო­ლო­გი კლი­ნი­კის ექი­მებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში უჩი­ვის.

"ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, ექიმ­მა მამა გაბ­რი­ე­ლის მად­ლით (თან მად­ლით) მწყევ­ლაო, ენას ამო­ვაგ­ლეჯ­დი... ეს რა ვნა­ხე... ეს რა ვნა­ხე... შოკ­ში ვარ ბავ­შვის გამო კი არა სი­ტუ­ა­ცი­ამ შე­მარ­ყია.... ეს რა ვნა­ხე...

ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მა ღორ­მა ათი გას­ვა­რაო... აი, ასე­თი ექი­მე­ბი გტი­რობთ ყო­ფას, სა­ხელს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს!!! უნდა დას­რულ­დეს ეს!!!

პ.ს არა­ვინ არ და­მირ­ე­კოთ რომ პოს­ტი ავი­ღო, არც კი გა­ბე­დოთ! გაფრ­თხი­ლებთ! მეს­მის რომ სა­მე­დი­ცი­ნო წრე ძა­ლი­ან ვიწ­როა და ყვე­ლა ვი­ღა­ცის ვი­ღა­ცაა.. პირ­და­პირ ვამ­ბობ ფეხ­ზე მკი­დია არ გა­გით­ვა­ლის­წი­ნებთ და გა­გიშ­ვებთ მა­მა­ჩე­მის მა­მას­თან! ცხოვ­რე­ბა­ში მაქვს მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პი არა­ვის არ ვე­ხე­ბი, არ ვკვეთ წი­თელ ხა­ზებს, არ ვბლა­ტა­ობ არც ჩემი თა­ვით, არც სტა­ტუ­სით, არც სა­მე­გობ­რო სა­ნაც­ნო­ბო წრით! ნუ მო­მექ­ცე­ვი უსა­მარ­თლოდ! თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ნებ, ვა­ნა­ნებ ჭუ­ჭუს და­ტო­ლე­ბე­ბით კი არა სა­მარ­თლი­ა­ნად! ვინ ვის მო­ე­რე­ვა ვნა­ხოთ. ჯერ კაცს არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ მუ­ქა­რით! შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არა­სო­დეს ბლა­ტა­ობს!...

საქ­მე ცოტა მქონ­და და აიტ­კია კლი­ნი­კა­მაც და ექი­მებ­მაც აუტ­კი­ვა­რი თავი. მივ­მარ­თე ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურს. არ ვა­პა­ტი­ებ! არ გავ­ჩერ­დე­ბი! არ ბნე­ლა!

...შე­იძ­ლე­ბა შე­გა­წუ­ხეთ მაგ­რამ ფაქ­ტის გამო ვარ სრუ­ლი­ად შეძ­რუ­ლი. ექი­მე­ბის სი­თავ­ხე­დე აღვწე­რე ეხლა ჯერი კლი­ნი­კა­ზეა. 25 წუთი რომ აგ­ვი­ა­ნებ­და ტრავ­მა­ტო­ლო­გი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი, რო­გორც დე­დის რე­აქ­ცია, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ამ დროს ექთა­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ ავა­რია და იქ არის ექი­მი, ანუ ჩემ­ნა­ი­რი კი­დევ 2 ან სამი რომ ყო­ფი­ლი­ყო ბრი­გა­და­ში არის ერთი ექი­მი, რო­მე­ლიც ვერ გაწ­ვდე­ბა. იმ ფონ­ზე როცა მთე­ლი ამ­ხე­ლა ურ­ბა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბა ისა­ნი სამ­გო­რის, სტრა­ტე­გი­უ­ლად ბავ­შვის მიყ­ვა­ნა გა­წყობს აქ.

კლი­ნი­კას არ ჰყავს არც რე­ზი­დენ­ტი, არც უმ­ცრო­სი ექი­მი, ვზი­ვართ სკამ­ზე რე­სეფ­შენ­ში და სა­ნამ არ მო­ვი­თხო­ვეთ ბავ­შვი დაგ­ვეწ­ვი­ნა გვე­ჯი­ნა და ვე­ლო­დით დიდ სუ­ბე­ლი­ანს, რომ­ლის საქ­მე­ნი საგ­მი­რო­ნი უკვე გად­მო­გე­ცით. ანუ მე მი­თხრეს, ავა­რია იყო... მო­მა­ტყუ­ეს! სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ბე­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა დი­დე­ბის ტრავ­მა­ტო­ლო­გი, რენტგე­ნის სუ­რათს უგ­ზავ­ნი­და ბავ­შვთა ტრავ­მა­ტო­ლოგს "ონ­ლა­ინ"... ანუ ატყობთ ხომ სად ვართ, იმან იქი­დან ამე­ცა­დი­ნა და ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი გა­მო­ვი­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით. ეს რომ გა­ვი­გე რა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რო­გორ ჩა­უს­ვა ხელი თა­ბა­შირ­ში? ეს უკვე ექი­მის კი აღარ კლი­ნი­კის პრობ­ლე­მაა, რომ იღებს ბავ­შვებს და ტრავ­მა­ტო­ლოგს უყოფს დი­დებს და პა­ტა­რებს!", - წერს ბავ­შვის დედა.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი აცხა­დებს, მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას გეგ­მავს თა­ვად ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კაც. AMBEBI.GE კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­და და მათ კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
104

აი ასეთი ეველინები მოევლინნენ დღეს რეალობას :) 

gel
116

რო კითხო არ ვბლატაობოო, არადა პოსტის მეორე ნაწილი იმენა ბლატაობაა. 

ხო იმენა!

ავტორი:

"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

ექიმი მეან-გინეკოლოგი (ამიერკავკასიაში განსაკუთრებულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. თბილისის გულის ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი), ეველინა ჩოხელი სოციალურ ქსელში, ე.წ. ინგოროყვას კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს, სადაც მის 4 წლის შვილს, ხელის მოტეხვის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ეველინა ჩოხელი კლინიკის ექიმებს გულგრილობასა და უსამართლოდ მოპყრობაში ადანაშაულებს.

"მათემ მოიტეხა ხელი... "ამტელიდან", ვინაიდან ცხელების ცენტრია, გაგვიშვეს "ინგოროყვაში", ხოდა ვუალა დაიწყო... ის, რაც აუცილებლად უნდა დამეწერა! არასოდეს არ ვამბობ კოლეგიალობის გამო ექიმზე ცუდს, მაგრამ ის, რაც დამხვდა არის სრული მარაზმი. რენტგენის მერე ტრავმატოლოგი გამოცხადდა 25 წუთის დაგვიანებით, რომ ვუსაყვედურე ამდენი ხანი დაგვიანების გამო, მარცხენა ხელის ორივე სხივის ძვალია მოტეხილი, ძლივს ვაკავებ ბავშვს, მიბრძანა დამეტოვებინა ბავშვი მარტო! ვუთხარი, რომ არ აქვს უფლება მშობელი 4 წლის ბავშვს უნდა ახლდეს თაბაშირის დადების დროს, ეს ის სტერილური მანიპულაცია არ არის, რომელიც გარეშე იურიდიული პირების დასწრებას კრძალავს. ამის შემდეგ მეუბნება, რომ ბავშვს თაბაშირს არ დაადებს და წავიყვანო სადაც მინდა... უარს ამბობს მომსახურებაზე... ვუთხარი, დაწეროს რატომ არ ემსახურება პაციენტს და ამ დროს შემოდის მორიგე პედიატრი, მეუბნება გამოიძახებს პატრულს (ვინაიდან ტრავმატოლოგი ქუჩურად მეკაჩავება და მე არ ვუთმობ) და ბრალს დამდებს მე, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი, მე ჩემს შვილს. ამის მერე გაღიზიანებული ტრავმატოლოგი, რომელიც მომმართავს შენობით მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ თქვენობით ესაუბრა, მემუქრება, რომ მე ვნახავ, რა მომივა იმუქრება, რომ ადმინისტრაციას ეტყვის, რომ ამიხსნან ეს საღორე არ არის და მე ვარ ღორი... პედიატრი მეუბნება, რომ უმადურობის გამო მამა გაბრიელის მადლით ასეთი შემთხვევები მრავლად იყოს ჩემს ოჯახში. მაძლევს დანიშნულებას, სადაც არ წერია, რამდენ მილიგრამიანი და რამდენი მილილიტრი უნდა მივცე დღეში მედიკამენტი. რომ ვკითხე (დავუშვათ არ ვიცი) დედა ხარ და უნდა იცოდეო.

გაიცანით ეს ექიმის მსგავსი სუბიექტები არიან

ტრავმატოლოგი: დავით სუბელიანი

პედიატრი: გულიკო ოდიშვილი

P.S არ შემიძლია გულწრფელად მადლიერი არ ვიყო ემერჯენსის ექთნის ნონასი, რომელმაც ყველას მაგივრად იხადა ბოდიში და თავის საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა", - წერს ეველინა ჩოხელი.

მეან-გინეკოლოგი კლინიკის ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურში უჩივის.

"ვინმეს რომ ეთქვა, ექიმმა მამა გაბრიელის მადლით (თან მადლით) მწყევლაო, ენას ამოვაგლეჯდი... ეს რა ვნახე... ეს რა ვნახე... შოკში ვარ ბავშვის გამო კი არა სიტუაციამ შემარყია.... ეს რა ვნახე...

ერთმა ტალახიანმა ღორმა ათი გასვარაო... აი, ასეთი ექიმები გტირობთ ყოფას, სახელს და პროფესიონალიზმს!!! უნდა დასრულდეს ეს!!!

პ.ს არავინ არ დამირეკოთ რომ პოსტი ავიღო, არც კი გაბედოთ! გაფრთხილებთ! მესმის რომ სამედიცინო წრე ძალიან ვიწროა და ყველა ვიღაცის ვიღაცაა.. პირდაპირ ვამბობ ფეხზე მკიდია არ გაგითვალისწინებთ და გაგიშვებთ მამაჩემის მამასთან! ცხოვრებაში მაქვს მარტივი პრინციპი არავის არ ვეხები, არ ვკვეთ წითელ ხაზებს, არ ვბლატაობ არც ჩემი თავით, არც სტატუსით, არც სამეგობრო სანაცნობო წრით! ნუ მომექცევი უსამართლოდ! თორემ აუცილებლად განანებ, ვანანებ ჭუჭუს დატოლებებით კი არა სამართლიანად! ვინ ვის მოერევა ვნახოთ. ჯერ კაცს არ შევუშინებივარ მუქარით! შემსრულებელი არასოდეს ბლატაობს!...

საქმე ცოტა მქონდა და აიტკია კლინიკამაც და ექიმებმაც აუტკივარი თავი. მივმართე ჯანდაცვის რეგულირების სამსახურს. არ ვაპატიებ! არ გავჩერდები! არ ბნელა!

...შეიძლება შეგაწუხეთ მაგრამ ფაქტის გამო ვარ სრულიად შეძრული. ექიმების სითავხედე აღვწერე ეხლა ჯერი კლინიკაზეა. 25 წუთი რომ აგვიანებდა ტრავმატოლოგი, ბუნებრივია, ჩემი, როგორც დედის რეაქცია, რომ აღშფოთებული ვიყავი, ამ დროს ექთანი მეუბნება, რომ ავარია და იქ არის ექიმი, ანუ ჩემნაირი კიდევ 2 ან სამი რომ ყოფილიყო ბრიგადაში არის ერთი ექიმი, რომელიც ვერ გაწვდება. იმ ფონზე როცა მთელი ამხელა ურბანული დასახლება ისანი სამგორის, სტრატეგიულად ბავშვის მიყვანა გაწყობს აქ.

კლინიკას არ ჰყავს არც რეზიდენტი, არც უმცროსი ექიმი, ვზივართ სკამზე რესეფშენში და სანამ არ მოვითხოვეთ ბავშვი დაგვეწვინა გვეჯინა და ველოდით დიდ სუბელიანს, რომლის საქმენი საგმირონი უკვე გადმოგეცით. ანუ მე მითხრეს, ავარია იყო... მომატყუეს! სინამდვილეში სუბელიანი ყოფილა დიდების ტრავმატოლოგი, რენტგენის სურათს უგზავნიდა ბავშვთა ტრავმატოლოგს "ონლაინ"... ანუ ატყობთ ხომ სად ვართ, იმან იქიდან ამეცადინა და ნამეცადინები გამოვიდა დაგვიანებით. ეს რომ გავიგე რა დარწმუნებული ვარ როგორ ჩაუსვა ხელი თაბაშირში? ეს უკვე ექიმის კი აღარ კლინიკის პრობლემაა, რომ იღებს ბავშვებს და ტრავმატოლოგს უყოფს დიდებს და პატარებს!", - წერს ბავშვის დედა.

როგორც ჩვენთან საუბარში ეველინა ჩოხელი აცხადებს, მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს თავად ინგოროყვას კლინიკაც. AMBEBI.GE კლინიკას დაუკავშირდა და მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.