ავტორი:

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია "ფეისბუქზე" წერს, რომ საქართველოს მოქალქეებს ისრაელში სამუშაოდ ჩასასვლელად არალეგალური გზების ძიება აღარ დასჭირდებათ.

როგორც ის განმარტავს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან მან ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ!

ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად.

არ დასჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობის და სიციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს" - წერს ლაშა ჟვანია.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება - აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის