კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი გვი­ან ღა­მით მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი­დან მხო­ლოდ ორის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლია.

„თავს და­მესხნენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფიც­რე­ბა ჩემ­თვის რთუ­ლია. ვინც იყო თავ­და­პირ­ვე­ლად აგ­რე­სო­რი და ლან­ძღვა-გი­ნე­ბით ჩემი და ჩემი ოპე­რა­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ წა­მო­ი­წია, მე მხო­ლოდ იმ ადა­მი­ანს ვხე­დავ­დი. ჩემ მარ­ჯვნივ იყო ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­მაც მუშ­ტი და­აქ­ნია, კა­მე­რას რომ შე­ე­ხო, ვუ­თხა­რი, კა­მე­რას ნუ ეხე­ბი -მეთ­ქი, იმ დროს ვიგ­რძე­ნი 5-6 მუშ­ტი, ერ­თდრო­უ­ლად და­მარ­ტყეს. ამ დარ­ტყმის შემ­დეგ მე დავ­ვარ­დი, ად­გო­მას ვა­პი­რებ­დი და კი­დევ ერთი წიხ­ლი ვიგ­რძე­ნი უკ­ნი­დან. რკი­ნა და ხეა, იქ ჩამ­სვეს და იქ მირ­ტყამ­დნენ. უკ­ნი­დან რომ ჩა­მარ­ტყეს თვალთ და­მიბ­ნელ­და და ვი­ფიქ­რე, თუ არ ავ­დგე­ბი მომ­კლავ­დნენ. ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მიკრო­ფო­ნი სად და­მი­ვარ­და... ოპე­რა­ტორს რა მო­უ­ვი­და... ოპე­რა­ტო­რის კი­ვი­ლი მახ­სოვ­და მხო­ლოდ. ხო­ხი­ა­ლით ამო­ვე­დი იქი­დან, 20 მეტ­რი ძლივს ამო­ვე­დი, ისე უმო­წყა­ლოდ მცემ­დნენ ერთი სული მქონ­და გა­მეს­წრო იქი­დან. მი­ნი­მუმ 5-6 კაცი მცემ­და. გა­მო­ვე­დი იქ, კი­ბე­ე­ბია, ამო­ვე­დი თუ არა ვიყ­ვი­რე პო­ლი­ცია სად ხარ და ას­ფალტზე და­ვე­ცი. გო­ნე­ბა მთლი­ა­ნად არ და­მი­კარ­გავს. გვერ­დით იყ­ვნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, სა­დაც მე და­ვე­ცი. 5 წუ­თით ადრე, ჩემს და­ცე­მამ­დე, ოპო­ზი­ცი­ის ხალ­ხი და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, მან­ქა­ნა და­ამ­ტვი­რეს. ზუს­ტად იქ და­ვე­ცი მე. გარ­შე­მო იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. რო­გორ ვერ და­ი­ნა­ხეს... 3-4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვცემ­დნენ. მე ორი პი­როვ­ნე­ბის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია, ერთ-ერთი კადრში­ცაა მოხ­ვედ­რი­ლი. მე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან კარ­გს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას არა­ფერს ველი. ორი კვი­რის წინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი და­ჭე­რით, მოკ­ვლით, საქ­მის გარ­ჩე­ვით მე­მუქ­რე­ბო­და. რა რე­ა­გი­რე­ბა იყო? პი­რიქთ, იმ ადა­მი­ა­ნის თა­მა­დო­ბით თავს და­ესხნენ სხვას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ცნო­ბის­თვის, გვი­ან ღა­მით მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­სას და­შავ­დნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, ხოლო „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ოპე­რა­ტორს კა­მე­რა და­უმტვრი­ეს და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
37

უნდა დასრულდეს ველური მიდგომები ყოველი არჩევნების წინ! მესამე ვადით არცერთი ხელისუფალი არ უნდა დარჩეს მმართველობაში, თავს არიან გასულები!

!!
15

ველურები ვიყავით, ვართ და თუ არ გინდათ ველურებად დარჩეთ მიიღეთ განათლება.

ავტორი:

"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია.

„თავს დამესხნენ იმ ადამიანების იდენტიფიცრება ჩემთვის რთულია. ვინც იყო თავდაპირველად აგრესორი და ლანძღვა-გინებით ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით რომ წამოიწია, მე მხოლოდ იმ ადამიანს ვხედავდი. ჩემ მარჯვნივ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მუშტი დააქნია, კამერას რომ შეეხო, ვუთხარი, კამერას ნუ ეხები -მეთქი, იმ დროს ვიგრძენი 5-6 მუშტი, ერთდროულად დამარტყეს. ამ დარტყმის შემდეგ მე დავვარდი, ადგომას ვაპირებდი და კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი უკნიდან. რკინა და ხეა, იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. უკნიდან რომ ჩამარტყეს თვალთ დამიბნელდა და ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ. ასეთი შეგრძნება მქონდა. მიკროფონი სად დამივარდა... ოპერატორს რა მოუვიდა... ოპერატორის კივილი მახსოვდა მხოლოდ. ხოხიალით ამოვედი იქიდან, 20 მეტრი ძლივს ამოვედი, ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა გამესწრო იქიდან. მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. გამოვედი იქ, კიბეებია, ამოვედი თუ არა ვიყვირე პოლიცია სად ხარ და ასფალტზე დავეცი. გონება მთლიანად არ დამიკარგავს. გვერდით იყვნენ სამართალდამცავები, სადაც მე დავეცი. 5 წუთით ადრე, ჩემს დაცემამდე, ოპოზიციის ხალხი დაასისხლიანეს, მანქანა დაამტვირეს. ზუსტად იქ დავეცი მე. გარშემო იყვნენ პოლიციელები. როგორ ვერ დაინახეს... 3-4 წუთის განმავლობაში გვცემდნენ. მე ორი პიროვნების ამოცნობა შემიძლია, ერთ-ერთი კადრშიცაა მოხვედრილი. მე ამ ხელისუფლების სამართალდამცავებისგან კარგს და სამართლიანობას არაფერს ველი. ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაჭერით, მოკვლით, საქმის გარჩევით მემუქრებოდა. რა რეაგირება იყო? პირიქთ, იმ ადამიანის თამადობით თავს დაესხნენ სხვას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ

როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი