სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო, ყარაბაღის წინა ომისას, სწორი დიპლომატიით გადარჩა" - რა შეიძლება მოხდეს ახლა თუ უცხო ძალა ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება
"საქართველო, ყარაბაღის წინა ომისას, სწორი დიპლომატიით გადარჩა" - რა შეიძლება მოხდეს ახლა თუ უცხო ძალა ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება

ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს, ხოლო ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ და მის­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ და­უშ­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია. ორი დღის წინ, ახალ­ქა­ლაქ­ში სომ­ხე­თის მხარ­დამ­ჭე­რი შეკ­რე­ბა, ხოლო თბი­ლის­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩოს­თან - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე, რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი და შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ხელ­მწი­ფომ ასეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge-ს ექ­სპერ­ტი უაფრ­თხო­ე­ბის საკ­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი და პო­ლი­ტო­ლო­გი მა­მუ­კა არე­ში­ძე პა­სუ­ხო­ბენ.

  • "ჩვენ­და­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო შე­საძ­ლოა, დღე­საც გეგ­მავ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ებს"

და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი:

- ზო­გა­დად, ასე­თი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი 1918-21 წლებ­შიც არ­სე­ბობ­და, არის გარ­კვე­უ­უ­ლი თან­ხვედ­რა დღე­ვან­დელ პე­რი­ოდ­თან. ვი­ცით, რა მოხ­და 1921 წელს - რუ­სეთ­მა ჯერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, შემ­დეგ სომ­ხე­თი და ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო და­ი­პყრო. ვი­თა­რე­ბა იმის გამო არის სა­ში­ში, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი რე­გი­ონ­ში დგას და თუ დას­ჭირ­დათ, და­მა­ტე­ბით ძა­ლებ­საც გად­მო­ის­ვრი­ან, თუ არა და, რაც აქ უკვე ჰყავთ, არ მგო­ნია, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი არ იყოს.

ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პაქ­ტუ­რად არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (და წარ­მო­ად­გე­ნენ მო­ნა­თე­სა­ვე ჯგუ­ფებს იმ ორი სა­ხელ­მწი­ფო­სი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში სა­ო­მარ კონ­ფლიქ­ტში არი­ან), მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კა, სა­დაზ­ვერ­ვო შეღ­წე­ვა­დო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, როცა ასე­თი ჯგუ­ფე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან გარ­კვე­უ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ინ­სპი­რი­რე­ბის­თვის. ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბა, რათა სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ე­წყოს. არ არის მო­სა­წო­ნი ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი შეკ­რე­ბე­ბი. კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თოა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის წევ­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ აქვთ იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მათ­მა ქმე­დე­ბებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­თებთ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს.

ასევე დაგაინტერესებთ
10:20 / 30-09-2020

დაღუპული და დაჭრილი ათობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე - რა ხდება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

10:51 / 30-09-2020

ფოტოებში ასახული ომის შემზარავი სისასტიკე - კადრები მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც ისტორიას დარჩება

16:15 / 30-09-2020

"კონფლიქტის გასაღები არის რუსეთსა და თურქეთში...  ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ ვეჭვობ, მის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ" - გია ხუხაშვილი

19:09 / 30-09-2020

"დაე, უზენაესმა მისცეს შესაძლებლობა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბორონ!" - მეჰრიბან ალიევა თანამემამულეებს "ინსტაგრამიდან" ამხნევებს

09:48 / 01-10-2020

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

ყა­რა­ბა­ღის წინა ომში სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ით გა­დავ­რჩით და ვფიქ­რობ, დღე­საც სწო­რი დიპ­ლო­მა­ტია იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე შუ­ა­მა­ვა­ლი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბის­თვის უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი, რათა ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დეს.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტე­ბი, არ და­უშ­ვას პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და არ მი­ვი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ფაქტს მყი­სი­ე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვეს. ვი­მე­ო­რებ, ეს არ არის რა­ი­მე ახა­ლი, 1918-21 წლე­ბის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცით და არ­სე­ბობს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი უამ­რა­ვი მა­სა­ლა, რომ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის მო­ნა­თე­სა­ვე ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მავ­ნე საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­განს, მათ შო­რის - პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, რათა სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ, ან პი­რად ინ­ტე­რე­სებს არ შეს­წი­რონ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი. შემ­თხვე­ვით არ ვახ­სე­ნებ იმ წლე­ბის ვი­თა­რე­ბას. რო­დე­საც სივ­რცის კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მზვე­რა­ვი (მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი) სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის გეგ­მა­ში ტო­ვებს ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სის­ტე­მას, რო­მელ­შიც შე­დის, მა­გა­ლი­თად, ქვეყ­ნის ანექ­სია. ამი­ტომ ყვე­ლას დიდი სიფრ­თხი­ლე და ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს.

- რას იტყვით, ყა­რა­ბა­ღი მხო­ლოდ ორი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ფლიქ­ტია?

- არა, მე ამას ასე არ ვუ­ყუ­რებ. სამ­წუ­ხა­როდ და ამ ორი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, სხვა ქვეყ­ნე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ კონ­ფლიქ­ტში, მათ შო­რის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­რო­ე­ბით არ იმა­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი სიმ­პა­თი­ებს გა­მო­ხა­ტა­ვენ ერთი, ან მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ აქ არის უცხო სა­ხელ­მწი­ფო­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა ჩვენს რე­გი­ონ­ში და ზო­გა­დად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი აშ­კა­რა საფრ­თხე არ ჩანს, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბის კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ჩვენც საფრ­თხის ქვეშ დავ­დგეთ და რუ­სეთ­მა ჩვენს სა­ზი­ა­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნოს ამ ორი ქვეყ­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა და სი­ტუ­ა­ცია. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ უამ­რა­ვი პრო­ვო­ცი­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო წლებ­ში და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­უძ­ლო იმას, რომ არ ჩარ­თუ­ლა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოს­თან. ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ 2008 წელი და ვნა­ხეთ, რუ­სე­თის ქმე­დე­ბა რე­გი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი მო­ნო­პო­ლი­ის აღ­სად­გე­ნად. ჩვენ­და­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო შე­საძ­ლოა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი დღე­საც გეგ­მავ­დეს რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ებს და მოქ­მე­დე­ბებს.

  • "ვში­შობ, რამე რი­გი­თი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მი­დან არ და­ი­წყოს და მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოხ­დეს"

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- ერთი შე­ხედ­ვით, გა­სუ­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ გა­ვი­მე­ო­რებთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი უნდა მოხ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რეს მხრივ, რო­გორც ვა­ტყობ, იმ­დე­ნად არის აქა­ურ ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­ში ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა ეთ­ნო­სის ან­ტი­გან­წყო­ბე­ბი. ვში­შობ, რამე რი­გი­თი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მი­დან არ და­ი­წყოს და მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოხ­დეს.

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ტომ­ღაც არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცია, რომ მა­ინც და მა­ინც რუ­სეთ­მა უნდა მო­ახ­დი­ნოს და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. გგო­ნი­ათ, რუ­სე­თის გარ­და სხვა არა­ვინ არის, ვი­საც ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა აწყობს? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ჩვე­ნი სიბრმა­ვე - ერთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს ვხე­დავთ და სხვას არა­ვის, ამა­სო­ბა­ში ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ და მათ ვე­ძა­ხით პარტნი­ორს და მე­გო­ბარს. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ეს ტერ­მი­ნე­ბი - პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი, უნდა იყოს ნახ­მა­რი, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე უნდა ვი­ცო­დეთ, რა­ლუ­რად ვინ ვინ არის, ვის რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვინ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს. ასე რომ, პრინ­ციპ­ში, ამის საფრ­თხე არ­სე­ბობს. მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა იმუ­შა­ვეს. რამ­დე­ნად გა­უმკლავ­დე­ბა ამას სა­ხელ­მწი­ფო, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია.

ჯერ­ჯე­რო­ბით ამის რე­სურსს ვხე­დავ, შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი, ეს ნა­ბი­ჯე­ბი იცის სა­ხელ­მწი­ფომ და რო­გორ გა­დად­გამს, ამას ვნა­ხავთ. სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბო­ბენ ყა­რა­ბა­ღის პირ­ვე­ლი ომის მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი დღემ­დე ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. უნდა ით­ქვას, რომ ორი­ვე მხა­რეს ამ ხალ­ხის­თვის, ვინც ამ ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ვინც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა, ძეგ­ლე­ბი აქვთ დად­გმუ­ლი რო­გორც ახალ­ქა­ლაქ­ში, ისე - მარ­ნე­ულ­ში. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ პრინ­ციპ­ში, გა­მო­დის, რომ მათ თა­ვი­სი გმი­რე­ბი უკვე ჰყავთ. მა­შინ ამან ისე ჩა­ი­ა­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია. ახლა ვხე­დავთ, რომ მხა­რე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რო­გორც მო­ხა­ლი­სე­ებ­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ იმ კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც ყა­რა­ბაღ­ში ხდე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს არ მოხ­დეს, ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ იმი­ტომ, რომ ეს ჩარ­თუ­ლო­ბა, ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გებს მო­ი­ტანს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
3

დააპატიმროს უშიშროებამ დროებით მოტავე ორგანიზატორები და მაგით დაწყნარდება ეგ სართხე.

1

მოკლედ, ვინც წავა უკან აღარ უნდა დაბრუნდეს.ისე თავში ქვა უხლიათ. უამრავი ევროპელი და ამერიკელი იბრძოდა "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს და იმათ ვერ აღკვეთეს და ჩვენ როგორ უნდა დავუშალოთ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველო, ყარაბაღის წინა ომისას, სწორი დიპლომატიით გადარჩა" - რა შეიძლება მოხდეს ახლა თუ უცხო ძალა ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება

"საქართველო, ყარაბაღის წინა ომისას, სწორი დიპლომატიით გადარჩა" - რა შეიძლება მოხდეს ახლა თუ უცხო ძალა ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა მოვლენები ყველაზე დრამატული სცენარით განვითარდეს, ხოლო ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელმწიფომ და მისმა მოქალაქეებმა არ დაუშვან საზოგადოების პოლარიზაცია. ორი დღის წინ, ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი შეკრება, ხოლო თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან - აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორ შეიძლება აისახოს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე, რა საფრთხის შემცველია აღნიშნული დაპირისპირება საქართველოსთვის რეგიონული და შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოსალოდნელია თუ არა დაინტერესებული ქვეყნების მხრიდან პროვოკაციები, ეთნიკური შუღლის გაღვივება და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ასეთ რთულ სიტუაციაში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ამ კითხვებზე ambebi.ge-ს ექსპერტი უაფრთხოების საკთხებში დავით კუხალაშვილი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე პასუხობენ.

  • "ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფო შესაძლოა, დღესაც გეგმავდეს პროვოკაციებს"

დავით კუხალაშვილი:

- ზოგადად, ასეთი კონფლიქტური სიტუაციები 1918-21 წლებშიც არსებობდა, არის გარკვეუული თანხვედრა დღევანდელ პერიოდთან. ვიცით, რა მოხდა 1921 წელს - რუსეთმა ჯერ აზერბაიჯანი, შემდეგ სომხეთი და ბოლოს საქართველო დაიპყრო. ვითარება იმის გამო არის საშიში, რომ დაინტერესებული მხარის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონში დგას და თუ დასჭირდათ, დამატებით ძალებსაც გადმოისვრიან, თუ არა და, რაც აქ უკვე ჰყავთ, არ მგონია, დესტაბილიზაციისთვის საკმარისი არ იყოს.

ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული ჩვენს ტერიტორიაზე (და წარმოადგენენ მონათესავე ჯგუფებს იმ ორი სახელმწიფოსი, რომლებიც ერთმანეთში საომარ კონფლიქტში არიან), მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს საფრთხეს იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს პრაქტიკა, სადაზვერვო შეღწევადობის საფუძველზე, როცა ასეთი ჯგუფები გამოიყენებიან გარკვეული დესტაბილიზაციის ინსპირირებისთვის. ამიტომ ამ მიმართულებითაც ყურადღება გვჭირდება, რათა სერიოზული პროვოკაციები არ მოეწყოს. არ არის მოსაწონი ჯავახეთსა და თბილისში გამართული შეკრებები. კიდევ უფრო სახიფათოა პოლიტიკური პარტიების სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები. პოლიტიკური პარტიების ლიდერებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მათმა ქმედებებმა ორგანიზებულ ჯგუფებთან ერთად. ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკურ ლიდერებს.

ყარაბაღის წინა ომში სწორად წარმართული დიპლომატიით გადავრჩით და ვფიქრობ, დღესაც სწორი დიპლომატია იქნება გამოყენებული. როგორც მშვიდობისმოყვარე შუამავალი მეზობელი სახელმწიფო, გარკვეულწილად, სიმშვიდის მოპოვებისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რათა ვითარება დასტაბილურდეს.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი კონფლიქტები, არ დაუშვას პროვოკაციები და არ მივიდეთ დაპირისპირებამდე?

- აუცილებელია დაპირისპირების აბსოლუტურად ყველა ფაქტს მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. ვიმეორებ, ეს არ არის რაიმე ახალი, 1918-21 წლების ისტორიიდან გამომდინარე, ვიცით და არსებობს იმის მტკიცებულებითი უამრავი მასალა, რომ ჩვენი მეზობლების მონათესავე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები გამოირჩეოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მავნე საქმიანობებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენთაგანს, მათ შორის - პოლიტიკურ პარტიებს, რათა საკუთარ პოლიტიკურ, ან პირად ინტერესებს არ შესწირონ სახელმწიფოს ინტერესები. შემთხვევით არ ვახსენებ იმ წლების ვითარებას. როდესაც სივრცის კონტროლის დაკარგვის მაღალი ალბათობა არსებობს, ამ შემთხვევაში მზვერავი (მტრულად განწყობილი) სახელმწიფო თავის გეგმაში ტოვებს ისეთ ღონისძიებათა სისტემას, რომელშიც შედის, მაგალითად, ქვეყნის ანექსია. ამიტომ ყველას დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს.

- რას იტყვით, ყარაბაღი მხოლოდ ორი სახელმწიფოს კონფლიქტია?

- არა, მე ამას ასე არ ვუყურებ. სამწუხაროდ და ამ ორი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, სხვა ქვეყნებიც არიან ჩართული ამ კონფლიქტში, მათ შორის, დიპლომატიური წყაროებით არ იმალება ინფორმაცია, რომ ისინი სიმპათიებს გამოხატავენ ერთი, ან მეორე სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოთა ინტერესების გადაკვეთა ჩვენს რეგიონში და ზოგადად ამ მიმართულებით.

ჯერჯერობით ისეთი აშკარა საფრთხე არ ჩანს, მაგრამ მოვლენების კიდევ უფრო მასშტაბურობის შემთხვევაში, შეიძლება ჩვენც საფრთხის ქვეშ დავდგეთ და რუსეთმა ჩვენს საზიანოდ გამოიყენოს ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება და სიტუაცია. ჩვენ გავიარეთ უამრავი პროვოცირება, განსაკუთრებით, ბოლო წლებში და ამ ხელისუფლებამ გაუძლო იმას, რომ არ ჩართულა საომარ მოქმედებებში მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან. ჩვენ გამოვიარეთ 2008 წელი და ვნახეთ, რუსეთის ქმედება რეგიონში გარკვეული მონოპოლიის აღსადგენად. ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფო შესაძლოა, ამ მიმართულები დღესაც გეგმავდეს რაღაც პროვოკაციებს და მოქმედებებს.

  • "ვშიშობ, რამე რიგითი საყოფაცხოვრებო თემიდან არ დაიწყოს და მართლა სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს"

მამუკა არეშიძე:

- ერთი შეხედვით, გასული წლების გამოცდილებას თუ გავიმეორებთ, განსაკუთრებული არაფერი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, როგორც ვატყობ, იმდენად არის აქაურ ეთნიკურ ჯგუფებში ნამუშევარი, რომ ძალიან მაღალ დონეზეა ეთნოსის ანტიგანწყობები. ვშიშობ, რამე რიგითი საყოფაცხოვრებო თემიდან არ დაიწყოს და მართლა სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს.

ქართულ საზოგადოებაში რატომღაც არსებობს ტენდენცია, რომ მაინც და მაინც რუსეთმა უნდა მოახდინოს დაპირისპირების პროვოცირება. გგონიათ, რუსეთის გარდა სხვა არავინ არის, ვისაც ჩვენთან დაპირისპირება აწყობს? რასაკვირველია, არიან და ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი სიბრმავე - ერთ დაინტერესებულ მხარეს ვხედავთ და სხვას არავის, ამასობაში ისინი მუშაობენ და მათ ვეძახით პარტნიორს და მეგობარს. რა საკვირველია, ოფიციალურ დონეზე ეს ტერმინები - პარტნიორი და მეგობარი, უნდა იყოს ნახმარი, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე უნდა ვიცოდეთ, რალურად ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესები აქვს საქართველოში და ვინ როგორ შეიძლება მოიქცეს. ასე რომ, პრინციპში, ამის საფრთხე არსებობს. მხარდამჭერი აქციები თბილისსა და ახალქალაქში მიანიშნებს, რომ საქართველოში გარკვეულმა ძალებმა იმუშავეს. რამდენად გაუმკლავდება ამას სახელმწიფო, ეს მეორე საკითხია.

ჯერჯერობით ამის რესურსს ვხედავ, შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი, ეს ნაბიჯები იცის სახელმწიფომ და როგორ გადადგამს, ამას ვნახავთ. სხვათა შორის, არსებობენ ყარაბაღის პირველი ომის მონაწილე საქართველოს მოქალაქეები. ზოგიერთი მათგანი დღემდე ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეა. უნდა ითქვას, რომ ორივე მხარეს ამ ხალხისთვის, ვინც ამ ომში მონაწილეობდა და ვინც თავი გამოიჩინა, ძეგლები აქვთ დადგმული როგორც ახალქალაქში, ისე - მარნეულში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პრინციპში, გამოდის, რომ მათ თავისი გმირები უკვე ჰყავთ. მაშინ ამან ისე ჩაიარა, რომ საზოგადოებამ დიდი ყურადღება არ მიაქცია. ახლა ვხედავთ, რომ მხარეები ცდილობენ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც მოხალისეებმა, მონაწილეობა მიიღონ იმ კონფლიქტში, რომელიც ყარაბაღში ხდება. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, ეს არ უნდა დავუშვათ იმიტომ, რომ ეს ჩართულობა, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

"მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს" - ადვოკატი

"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

"ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დავაკავეთ" - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგის დეტალები