სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"
თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის "ბი-ბი-სი"-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის («BBC russian») მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია თო­მას დე ვა­ა­ლის - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხებ­ში ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტის თვალ­საზ­რი­სი სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. აი, სა­ინ­ტე­რე­სოა ამო­ნა­რი­დე­ბი მისი სტა­ტი­ი­დან:

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა სხვა პოსტსაბ­ჭო­თა კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა­გან (აფხა­ზე­თი, სამ­ხრეთ ოსე­თი, დნესტრის­პი­რე­თი, დონ­ბა­სი) იმით, რომ რუ­სე­თი ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რეს (სომ­ხეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს) ან­გა­რიშს უწევს და გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­ას იცავს. რუ­სე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში პირ­და­პირ არ ერე­ვი­ან და ამით ერ­თგვარ "ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბას" ამ­ჟღავ­ნე­ბენ...

კონ­ფლიქ­ტის ირ­გვლივ ძა­ლი­ან დიდი პრო­პა­გან­და მი­დის. სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ში ორი­ვე მხა­რე ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რე­ბი მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ორი­ვე შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებს მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს კრი­ტი­კუ­ლად და სკეპ­ტი­კუ­რად უნდა მო­ვე­კი­დოთ.

არ­ცერთ მხა­რეს არ აქვს მო­ნო­პო­ლია ის­ტო­რი­ულ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე. ორი­ვე - სომ­ხე­თიც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც თა­ვის პრე­ტენ­ზი­ებს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბით ასა­ბუ­თებს: აქ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში სომ­ხე­თის სა­მე­ფო არ­სე­ბობ­და, მე-18-ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი (სპარ­სულ-თურ­ქულ-ში­ი­ტუ­რი) სა­ხა­ნო. ორი­ვე ერ­თსა და იმა­ვე გე­ო­ა­რე­ალ­ში არ­სე­ბობ­და და იქ მცხოვ­რე­ბი ხალ­ხე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თმა­ნეთ­თან მშვი­დად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

აზერ­ბა­ი­ჯანს, რო­მე­ლიც 1990 წელს სომ­ხეთ­თან კონ­ფლიქ­ტში და­მარ­ცხდა, უფრო მეტი სტი­მუ­ლი აქვს რე­ვან­შის ასა­ღე­ბად, რაც მან 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნიზ­რა­ხა. ბა­ქომ იფიქ­რა, რომ მსოფ­ლიო ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბას არ გა­ა­მახ­ვი­ლებ­სო და "ბლიცკ­რი­გის­თვის" სა­სურ­ვე­ლი მო­მენ­ტი შე­არ­ჩია.

მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სომ­ხუ­რი მხა­რე მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რუ­ლია. ერე­ვა­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს აცხა­დებ­და კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვა­ზე. სომ­ხე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ 1990 წელს და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულს" უწო­დე­ბენ, რაც მათ რი­ტო­რი­კას აგ­რე­სი­უ­ლო­ბას ანი­ჭებს". წყა­რო

ავ­ტო­რი:სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოოოოოო
29

მე კი ვფიქრობ, რომ ერდოღანი და პუტინი რაღაცას თამაშობენ, მგონი გარიგდნენ, ყარაბახი აზერებს, ხოლო საქართველოს შუაზე გაიყოფენ. თუ დასავლეთი დროზე გონს არ მოვიდა და ნატოს ჯარები არ ჩააყენა საქართველოში დროზე, დარჩება ევროპა რუსეთზე და თურქეთზე ჩამოკიდებული. 

დ.ჯ.
21

რა მე -13 საუკუნე ,რა მე-18 საუკუნე. სსრკ, რომ დაიშალა ყარაბაღი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. ასე თუ წავიდა ჩვენ პრეტენზიები,უნდა გვქონდეს საინგილოზე და ლორე-ტაშირზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"

თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ გამოქვეყნებულია თომას დე ვაალის - მთიანი ყარაბაღის საკითხებში ცნობილი ექსპერტის თვალსაზრისი სიტუაციის პროგნოზირების თაობაზე. აი, საინტერესოა ამონარიდები მისი სტატიიდან:

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისაგან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, დონბასი) იმით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ორივე მხარეს (სომხეთს და აზერბაიჯანს) ანგარიშს უწევს და გარკვეულ დისტანციას იცავს. რუსები მთიან ყარაბაღში პირდაპირ არ ერევიან და ამით ერთგვარ "ნეიტრალურობას" ამჟღავნებენ...

კონფლიქტის ირგვლივ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის. სამხედრო მოქმედებების მონაცემებში ორივე მხარე ერთი შეხედვით შეიძლება ობიექტურები მოგვეჩვენოს, მაგრამ იმავდროულად ორივე შეგნებულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციებს. ოფიციალურ განცხადებებს კრიტიკულად და სკეპტიკურად უნდა მოვეკიდოთ.

არცერთ მხარეს არ აქვს მონოპოლია ისტორიულ სამართლიანობაზე. ორივე - სომხეთიც და აზერბაიჯანიც თავის პრეტენზიებს მთიან ყარაბაღზე ისტორიული ფაქტებით ასაბუთებს: აქ მე-13 საუკუნეში სომხეთის სამეფო არსებობდა, მე-18-ში კი აზერბაიჯანული (სპარსულ-თურქულ-შიიტური) სახანო. ორივე ერთსა და იმავე გეოარეალში არსებობდა და იქ მცხოვრები ხალხები ძირითადად ერთმანეთთან მშვიდად თანამშრომლობდნენ.

აზერბაიჯანს, რომელიც 1990 წელს სომხეთთან კონფლიქტში დამარცხდა, უფრო მეტი სტიმული აქვს რევანშის ასაღებად, რაც მან 27 სექტემბერს განიზრახა. ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხური მხარე მშვიდობისმოყვარულია. ერევანი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა კონფლიქტის არსებითად განხილვაზე. სომხები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1990 წელს დაკავებულ ტერიტორიებს "გათავისუფლებულს" უწოდებენ, რაც მათ რიტორიკას აგრესიულობას ანიჭებს". წყარო

ავტორი:სიმონ კილაძე

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა - "კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა“

"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი

დიზაინერი კენზო კორონავირუსით გარდაიცვალა