სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე
"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ 32-ე პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც მათ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, პა­ცი­ენტს კო­ვიდ 19-თან ერ­თად, თირკმე­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და.

„დღეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ერთი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც კო­ვიდ 19-თან ერ­თად. პა­ცი­ენტს დი­ა­ლი­ზი უტარ­დე­ბო­და, რად­გან ჰქონ­და თირკმე­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა, ასე­ვე ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. ეს პა­ცი­ენ­ტი ჩვენს კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის წინ შე­მო­ვი­და, მა­შინ გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, მკურ­ნა­ლობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ლა­ტა­ში, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა მა­ინც რჩე­ბო­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია. პა­ცი­ენ­ტი თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იქ აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლო­ბას და ორი დღის წინ კვლავ გა­მო­ი­ხა­ტა სუნ­თქვის მოშ­ლა. ამის გამო, ისევ დაბ­რუნ­და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ლა­ტა­ში. ამ დი­ლით თა­ვი­სი სუნ­თქვის კომ­პო­ნენ­ტი აღარ ჰყოფ­ნი­და და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­შიც გული გა­ჩერ­და. და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტი 60 წლამ­დე ასა­კის იყო.

რო­გორც ლე­ვან გო­ფო­ძე გან­მარ­ტავს, ეს 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ.

„რაც უფრო მეტი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, მით მეტი შან­სია იმი­სა, რომ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ უფრო მო­წყვლა­დე­ბი არი­ან და მათ­ში ეს ინ­ფექ­ცია ბევ­რად უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე სხვა პა­ცი­ენ­ტებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

!!!
0

გამყრელიძე დარჩი სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ!

ავტორი:

"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე

"კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა" - ლევან გოფოძე დეტალებზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობდა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს კოვიდ 19-თან ერთად, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახდა თანმხლები დაავადებებიც კოვიდ 19-თან ერთად. პაციენტს დიალიზი უტარდებოდა, რადგან ჰქონდა თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი. ეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ შემოვიდა, მაშინ გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც რჩებოდა ორმხრივი პნევმონია. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ აგრძელებდა მკურნალობას და ორი დღის წინ კვლავ გამოიხატა სუნთქვის მოშლა. ამის გამო, ისევ დაბრუნდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამ დილით თავისი სუნთქვის კომპონენტი აღარ ჰყოფნიდა და რამდენიმე საათშიც გული გაჩერდა. დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი 60 წლამდე ასაკის იყო.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, ეს 7 თვის განმავლობაში მესამე პაციენტია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„რაც უფრო მეტი შემთხვევა იქნება, მით მეტი შანსია იმისა, რომ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გამოჩნდება. თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები კოვიდ ინფექციის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან და მათში ეს ინფექცია ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა პაციენტებში“, - განაცხადა გოფოძემ.

"გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა" - კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

"შიშით ვცხოვრობ, ცუდად რომ გავხდე, ჩემი გადარჩენა გულითაც რომ უნდოდეთ, აქ ვერავინ ამოვა" - ადამიანი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთარს ზვავისა და მგლების პირისპირ ატარებს