სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს, ორმაგი ძალისხმევა მართებს, რათა არ დაუშვას აზერბაიჯანის ან სომხეთის სასარგებლოდ მცირედი გადახრაც კი" - პოლიტოლოგი
"საქართველოს, ორმაგი ძალისხმევა მართებს, რათა არ დაუშვას აზერბაიჯანის ან სომხეთის სასარგებლოდ მცირედი გადახრაც კი" - პოლიტოლოგი

რამ­დე­ნად არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მას­ტშა­ბუ­რი გახ­დე­ბა და რო­გო­რი პო­ზი­ცია უნდა ეჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლო­გი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სამ­ხედ­რო მოქმდე­ბე­ბის მას­შტა­ბე­ბი­დან ჩანს, რომ ეს მო­რი­გი ინ­ცი­დენ­ტი არ არის და არც კონ­ვენ­ცი­უ­რი ომია, თუმ­ცა, ფაქ­ტია, ორი­ვე მხრი­დან არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ორი­ვე მხა­რეს და და­ბომბვა გრძელ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ლო­კა­ლუ­რი კი არა, დიდი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბაა. ორი­ვე ქვე­ყა­ნამ სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ორი­ვე მხა­რე გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სის­თვის ემ­ზა­დე­ბა, თან ერ­თმა­ნეთს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ საბ­რძო­ლოდ მზად არი­ან.

- ანუ არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბუ­რი გახ­დეს, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია?

- საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რად­გან ამის უამ­რა­ვი წი­ნა­პი­რო­ბაა. თუმ­ცა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია უჭი­რავს, რაც ძა­ლი­ან სწო­რია - რო­დე­საც შენი ახლო მე­ზობ­ლის სახ­ლს ცე­ცხლი უკი­დია, გო­ნივ­რუ­ლია, ნავ­თი არ და­ას­ხა. ომი და უბედ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის. ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ მხა­რე ამ კონ­ფლიქ­ტში. შე­სა­ბა­მი­სად, არ უნდა გავ­ცეთ ისე­თი ნე­ბარ­თვე­ბი, რაც კონ­ფლიქ­ტში მხა­რედ გან­ხილ­ვის შანსს მის­ცემს. ვინ­მეს.

- ერთი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტის ხე­ლახ­ლა გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი არის, ის, რომ რუ­სეთ­მა სომ­ხეთს მისი ორ­ბი­ტი­დან გას­ვლის მცდე­ლო­ბა არ აპა­ტია...

- ვერ­სი­ე­ბი ბევ­რი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, დას­კვნის გა­მო­ტა­ნას შევ­ძლებთ მა­შინ, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ სტა­ბი­ლუ­რი გახ­დე­ბა და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და­ი­წყე­ბა, რამ­დე­ნად არის ეს რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა, ეს არის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­ლი­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ხან იფეთ­ქებს, ხან ჩა­ცხრე­ბა, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­დროს ყო­ფი­ლა და ცხა­დია, ჩნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ გა­ნახ­ლდა ახლა... თუმ­ცა, კონ­ფლიქ­ტი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, ახლა სამ­ხედ­რო მოქმდე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­ი­ზარ­და. თუკი, რუ­სე­თის მხრი­დან სომ­ხე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ვიმ­სჯე­ლებთ, რუ­სეთს აქვს სომ­ხე­თის დახ­მა­რე­ბის სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არა ყა­რა­ბა­ღის - საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ სომ­ხეთ­ში ია­რა­ღის გა­და­ტა­ნა არ და­უშ­ვა... რა იკი­თხე­ბა ამ მე­სი­ჯის უკან?

- ის, რომ ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ორი­ვე მხა­რე ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლურ მო­ბი­ლი­ზე­ბას, მო­კავ­ში­რე­ე­ბის შე­ძე­ნა, ან არ­სე­ბუ­ლის გამ­ყა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს, ორ­მა­გი ძა­ლის­ხმე­ვა მარ­თებს, არ და­უშ­ვას რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მცი­რე­დი გა­დახ­რაც კი, რათა შემ­დეგ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყვეს. ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბა კი არა, მა­თი­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბაც არ გვაძ­ლევს ხელს.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ეს კონ­ფლიქ­ტი რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თერ­თო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნებ­ში ისე­დაც არას­ტა­ბი­ლუ­რია?

- ცხა­დია, ეს ამ და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი­დევ უფრო მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი ღია სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ არის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

შეეცდება მთავრობა, რომ არცერთი დაპირისპირებულის მხარე არ დაიჭიროს...მაგრამ ეყოფათ ჭკუა , განათლება და გამოცდილება, რომ პროვოკაციას არ გამოედონ და სისულელე არ ჩაიდინონ და არ დააბრალონ ერთი მხრის ხელშეწყობა?!! 

!
29

ამ ფონზე მიშამ დიდი სისულელე დააბრეხვა პირადი მოსაზრების პოლიტიკურ ჭეშმარიტებად გასაღებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველოს, ორმაგი ძალისხმევა მართებს, რათა არ დაუშვას აზერბაიჯანის ან სომხეთის სასარგებლოდ მცირედი გადახრაც კი" - პოლიტოლოგი

"საქართველოს, ორმაგი ძალისხმევა მართებს, რათა არ დაუშვას აზერბაიჯანის ან სომხეთის სასარგებლოდ მცირედი გადახრაც კი" - პოლიტოლოგი

რამდენად არსებობს საფრთხე, რომ მთიან ყარაბაღში დაწყებული სამხედრო მოქმედებები მასტშაბური გახდება და როგორი პოზიცია უნდა ეჭიროს საქართველოს, ამის შესახებ პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- სამხედრო მოქმდებების მასშტაბებიდან ჩანს, რომ ეს მორიგი ინციდენტი არ არის და არც კონვენციური ომია, თუმცა, ფაქტია, ორივე მხრიდან არიან დაჭრილები და დაღუპულები, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა განადგურებული ორივე მხარეს და დაბომბვა გრძელდება. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ლოკალური კი არა, დიდი სამხედრო დაპირისპირებაა. ორივე ქვეყანამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ეს მიანიშნებს, რომ ორივე მხარე გაცილებით უარესისთვის ემზადება, თან ერთმანეთს აჩვენებენ, რომ საბრძოლოდ მზად არიან.

- ანუ არსებობს რეალური საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება მასშტაბური გახდეს, ასეთ სიტუაციაში, როგორ უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?

- საფრთხე ნამდვილად არსებობს, რადგან ამის უამრავი წინაპირობაა. თუმცა, ამ სიტუაციაში, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია უჭირავს, რაც ძალიან სწორია - როდესაც შენი ახლო მეზობლის სახლს ცეცხლი უკიდია, გონივრულია, ნავთი არ დაასხა. ომი და უბედრება, საქართველოს ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხარე ამ კონფლიქტში. შესაბამისად, არ უნდა გავცეთ ისეთი ნებართვები, რაც კონფლიქტში მხარედ განხილვის შანსს მისცემს. ვინმეს.

- ერთი ვერსიით, კონფლიქტის ხელახლა გამწვავების მიზეზი არის, ის, რომ რუსეთმა სომხეთს მისი ორბიტიდან გასვლის მცდელობა არ აპატია...

- ვერსიები ბევრი იქნება, თუმცა, დასკვნის გამოტანას შევძლებთ მაშინ, როდესაც სიტუაცია ოდნავ სტაბილური გახდება და იმის გაანალიზება დაიწყება, რამდენად არის ეს რუსეთის მცდელობა, ეს არის წლების განმავლობაში გაწელილი კონფლიქტი, რომელიც ხან იფეთქებს, ხან ჩაცხრება, ასეთი მასშტაბური, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა და ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ განახლდა ახლა... თუმცა, კონფლიქტი ყოველთვის არსებობდა, ახლა სამხედრო მოქმდებების ინტენსივობა გაიზარდა. თუკი, რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართ დამოკიდებულებაზე ვიმსჯელებთ, რუსეთს აქვს სომხეთის დახმარების სამხედრო ვალდებულება და არა ყარაბაღის - საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში მიმდინარეობს.

- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, რომ სომხეთში იარაღის გადატანა არ დაუშვა... რა იკითხება ამ მესიჯის უკან?

- ის, რომ ამ მძიმე სიტუაციაში, ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურ მობილიზებას, მოკავშირეების შეძენა, ან არსებულის გამყარება, შესაბამისად, საქართველოს, ორმაგი ძალისხმევა მართებს, არ დაუშვას რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ მცირედი გადახრაც კი, რათა შემდეგ სპეკულაციები და გართულებები არ მოჰყვეს. ამ მძიმე სიტუაციაში, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გამწვავება კი არა, მათივე ტერიტორიაზე ან მათ შორის დაძაბულობაც არ გვაძლევს ხელს.

- როგორ შეიძლება აისახოს ეს კონფლიქტი რუსეთ-თურქეთის ურთერთობაზე, რომელიც ბოლო ხანებში ისედაც არასტაბილურია?

- ცხადია, ეს ამ დაძაბულ ურთიერთობაზე კიდევ უფრო მწვავედ აისახება, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი ღია სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ნამდვილად არ არის.

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე