მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ოქ­ტომ­ბრის ნო­მე­რი #7 (115), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ქარ­თვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი და ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა

XX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნაკ­ვე­თია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­იხ­სნა თავი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ და ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ რუ­სუ­ლი ცა­რიზ­მის­გან. 80-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რდა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თით­ქოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი მეს­ვე­უ­რე­ბი მტრუ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი ისე­თი თე­მე­ბი­სად­მი, რო­გო­რი­ცაა ეკ­ლე­სია და “ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხი”... 1905-1907 წლებ­ში, პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თვი­საც. სა­ეგ­ზარ­ქო­სოს ეპარ­ქი­ებ­სა და თბი­ლის­ში იმარ­თე­ბო­და ცნო­ბი­ლი კრე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც უმ­თავ­რე­სი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი ავ­ტო­კე­ფა­ლია გახ­ლდათ. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრე­საც აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და სა­ეკ­ლე­სიო ამ­ბებს, სხვა პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია ჩარ­თუ­ლი იყო ამ სა­კი­თხთა და­მუ­შა­ვე­ბა-გა­დაჭ­რა­ში. 1917 წლის 12 მარტს სვე­ტი­ცხო­ველ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­მო­ცხად­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ უფ­ლე­ბებ­ში აღ­დგე­ნა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და ქმე­დი­თი ავ­ტო­კე­ფა­ლის­ტი დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაქ­ვა­ძე “მო­ქა­ლა­ქე მღვდლის დღი­ურ­ში” იხ­სე­ნებს 8 მარ­ტის შეკ­რე­ბას, რო­მელ­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ ნოე ჟორ­და­ნია და ალექ­სან­დრე ლომ­თა­თი­ძეც. “მი­ვი­ღეთ ნოე ჟორ­და­ნი­ა­სა­გან პო­ლი­ტი­კუ­რი დი­რექ­ტი­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის საქ­მე­ში”, ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი თა­ლაკ­ვა­ძე. 12 მარტს მცხე­თა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას ეს­წრე­ბო­და ალექ­სან­დრე ლომ­თა­თი­ძე, რო­მელ­მაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით პირ­ველ­მა მი­მარ­თა სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში შეკ­რე­ბილთ. ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი აკა­კი ჩხენ­კე­ლი წერს: “შემ­ცდა­რი ვიქ­ნე­ბო­დით გვე­ფიქ­რა, ვი­თომ ქარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­ა­თა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­სა, არ თა­ნა­უგ­რძნობ­და და თა­ვი­დან­ვე მხარს არ უჭერ­და ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნას”.

იუ­გოს­ლა­ვი­უ­რი ჯო­ჯო­ხე­თის ანა­ტო­მია

რო­გორ აღიძ­რა და გამ­წვავ­და სა­ზა­რე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ნა­თე­სა­ვე ხალ­ხებს შო­რის? თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი სამ­ხრე­თე­ლი სლა­ვი ერე­ბი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­ერ­თი­ან­დნენ. 30-იან წლებ­ში წა­მო­წყე­ბუ­ლი ფე­დე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა შე­წყვი­ტა. 1941 წლის 25 მარტს, გერ­მა­ნი­ის­გან დიდი ზე­წო­ლის შე­დე­გად, იუ­გოს­ლა­ვია ღერ­ძის სა­ხელ­მწი­ფო­ებს შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ნა­ხუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა და ორ დღე­ში მთავ­რო­ბა და­ემ­ხო. ბერ­ლინ­ში იუ­გოს­ლა­ვი­ის ოკუ­პა­ცია გა­და­წყდა, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შემ­დგომ ის და­ი­ნა­წი­ლეს გერ­მა­ნი­ამ, იტა­ლი­ამ, ბულ­გა­რეთ­მა, უნ­გრეთ­მა. აგ­რეთ­ვე, ახ­ლად შექ­მნილ­მა “ხორ­ვა­ტი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ”. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა ხორ­ვა­ტია არა­თუ და­შა­ლეს და და­ი­ნა­წი­ლეს, არა­მედ პრო­ვინ­ცი­ე­ბი მი­უ­მა­ტეს. რა თქმა უნდა, ეს უმი­ზე­ზოდ არ მომ­ხდა­რა, დიდი ხორ­ვა­ტი­ის შექ­მნის გეგ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და მუ­სო­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლერ­თან შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად. ხორ­ვა­ტი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბა “სერ­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის” ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რაც სერბთა ერთი ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას, მე­ო­რის გა­კა­თო­ლი­კე­ბა­სა და და­ნარ­ჩე­ნის ხორ­ვა­ტი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­დევ­ნას გუ­ლის­ხმობ­და. ეს ხორ­ვა­ტებს შუ­რის­ძი­ე­ბად მი­აჩ­ნდათ იმ დამ­ცი­რე­ბი­სა და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­თვის, რა­საც ისი­ნი იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­მე­ფო­ში გა­ნიც­დიდ­ნენ სერ­ბე­ბის მხრი­დან... პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს არც სერ­ბებს და­ვი­წყე­ბი­ათ შუ­რის­ძი­ე­ბა სას­ტი­კი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო. ორი­ვე მხრი­დან ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით მა­სობ­რი­ვი ხოც­ვა-ჟლე­ტა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

ომის დროს გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ახალ­მა მთავ­რო­ბამ შე­და­რე­ბით და­ა­ცხრო, თუმ­ცა 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში თავი ეკო­ნო­მი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა. საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მთავ­რო­ბამ სის­ხლში ჩა­ახ­შო. იო­სიპ ბროზ ტიტო იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვის გა­მოც ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ ინარ­ჩუ­ნებ­და ერ­თი­ა­ნო­ბას. 1980 წლის 4 მა­ისს “ამ­ხა­ნა­გი ტიტო” გარ­და­იც­ვა­ლა...

სი­ე­ნა

სი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი იტა­ლი­უ­რი გო­ტი­კის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნი­მუ­შია. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში აგე­ბუ­ლი ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი იტა­ლი­ა­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბაა. მას­ზე მუ­შა­ობ­დნენ ეპო­ქის სა­უ­კე­თე­სო იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მო­ქან­და­კე­ე­ბი, მხატ­ვრე­ბი. ადრე ტაძ­რის მო­ე­დან­ზე IX სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სია იდგა, ბრწყინ­ვა­ლე ტა­ძა­რი ძი­რი­თა­დად 1196-1264 წლებ­ში აიგო, ხოლო მისი შემ­კო­ბა არა­სო­დეს შემ­წყდა­რა. შე­ნო­ბა აგე­ბუ­ლია თეთ­რი და მო­შა­ვო-მომ­წვა­ნო მარ­მა­რი­ლოს მო­ნაც­ვლე­ო­ბით. თეთ­რი და შავი სი­ე­ნას სიმ­ბო­ლუ­რი ფე­რე­ბია, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის და­მა­არ­სებ­ლე­ბის - სე­ნი­უ­სი­სა და ას­კი­უ­სის შავ-თეთრ ცხე­ნებ­თან. ფა­სად­ზე და­მა­ტე­ბუ­ლია წი­თე­ლი მარ­მა­რი­ლოც. რო­მა­უ­ლი თქმუ­ლე­ბით, სე­ნი­უ­სი და ას­კი­უ­სი რო­მის ლე­გენ­და­რუ­ლი და­მა­არ­სე­ბე­ლი ტყუ­პის­ცა­ლის, რე­მუ­სის შვი­ლე­ბი არი­ან. კა­პი­ტო­ლი­უ­მის ძუ მგე­ლი, რო­გორც რო­მის, ასე­ვე სი­ე­ნის სიმ­ბო­ლო­ცაა.

1196 წელს ახა­ლი ტაძ­რის აგე­ბა და­ე­ვა­ლა სა­ტაძ­რო ქვისმთლელ­თა (მა­სონ­თა) გილ­დი­ას “ოპე­რა დი სან­ტა მა­რია”. სი­ე­ნის რეს­პუბ­ლი­კა ფლო­რენ­ცი­ას­თან მე­ტო­ქე­ობ­და, ამი­ტომ პრო­ექ­ტით უნდა აგე­ბუ­ლი­ყო ფლო­რენ­ცი­ის სან­ტა მა­რია დელ-ფი­ო­რე­ზე დიდი ტა­ძა­რი. თუმ­ცა, ომე­ბის გამო გეგ­მა ვე­ღარ გან­ხორ­ცი­ელ­და.

სი­ე­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, რის გა­მოც ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში უწყვეტ ნა­კა­დად მო­ე­დი­ნე­ბი­ან მნახ­ვე­ლე­ბი, მისი ია­ტა­კია. აქ გა­მო­სა­ხუ­ლია 56 ნა­ხა­ტი - კა­პი­ტო­ლი­უ­მის ძუ მგე­ლი, წრე იმ­პე­რი­უ­ლი არ­წი­ვით, სათ­ნო­ე­ბის ბორ­ცვი, ფორ­ტუ­ნის ბორ­ბა­ლი... მო­ზა­ი­კის ტექ­ნი­კით ნა­ირ­ფე­რი მარ­მა­რი­ლოს­გან ია­ტაკ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის შექ­მნას, 1369 წლი­დან 1547 წლამ­დე, 40-ზე მეტი ოს­ტა­ტის შრო­მა დას­ჭირ­და.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ნარ­კო­ტი­კე­ბი უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებ­ში
  • მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი. შტრალ­ზუნ­დის წმინ­და მა­რი­ა­მის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია
  • ბაგ­რა­ტო­ვან­ნი. რო­გო­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით გა­ნა­გებ­დნენ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ქარ­თლის სა­მე­ფოს / ქარ­თლის ბაგ­რა­ტო­ვან მმარ­თველ­თა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი რი­გის და­ზუს­ტე­ბის­თვის (XVI-XVIII სს.)
  • ეთ­ნო­ლო­გია. სპი­ლენ­ძის ჭურ­ჭე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში. უნი­კა­ლუ­რი ჩა­ნა­ხა­ტი ანი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის შე­სა­ხებ
  • მო­ნარ­ქე­ბი. საფ­რან­გე­თის მეფე ლუი XIV
  • უცხო­ე­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო. აბ­რა­ჰამ ვა­ლენ­ტინ უი­ლი­ამს ჯეკ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან. ან­ტონ ჩე­ხოვს “სამი და” ბა­თუმ­მა შთა­ა­გო­ნა
  • ძვირ­ფა­სი სა­ხე­ლე­ბი. უც­ნო­ბი სე­სი­ლია
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. “მო­კა­ლით სტა­ლი­ნი!” (ნა­წი­ლი I I)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერი #7 (115), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართველი სოციალ-დემოკრატები და ავტოკეფალიური მოძრაობა

XX საუკუნის პირველი მეოთხედი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამ პერიოდში დაიხსნა თავი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ქართულმა სახელმწიფომ რუსული ცარიზმისგან. 80-იანი წლების ბოლოდან სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოებაში დამკვიდრდა შეხედულებები, თითქოს პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატი მესვეურები მტრულად იყვნენ განწყობილი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა ეკლესია და “ეროვნული საკითხი”... 1905-1907 წლებში, პირველი რევოლუციის მიმდინარეობისას, აქტიურ ფაზაში შევიდა ბრძოლა საქართველოს ავტოკეფალიისთვისაც. საეგზარქოსოს ეპარქიებსა და თბილისში იმართებოდა ცნობილი კრებები, რომლებზეც უმთავრესი განსახილველი საკითხი ავტოკეფალია გახლდათ. სოციალ-დემოკრატიული პრესაც აქტიურად აშუქებდა საეკლესიო ამბებს, სხვა პარტიებთან ერთად, სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩართული იყო ამ საკითხთა დამუშავება-გადაჭრაში. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურ უფლებებში აღდგენა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ქმედითი ავტოკეფალისტი დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე “მოქალაქე მღვდლის დღიურში” იხსენებს 8 მარტის შეკრებას, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია და ალექსანდრე ლომთათიძეც. “მივიღეთ ნოე ჟორდანიასაგან პოლიტიკური დირექტივები ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში”, ამბობს დეკანოზი თალაკვაძე. 12 მარტს მცხეთაში დამოუკიდებლობის აღდგენას ესწრებოდა ალექსანდრე ლომთათიძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით პირველმა მიმართა სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილთ. ავტოკეფალიის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი წერს: “შემცდარი ვიქნებოდით გვეფიქრა, ვითომ ქართული რევოლუციური ძალები, განურჩევლად პარტიათა და მსოფლმხედველობისა, არ თანაუგრძნობდა და თავიდანვე მხარს არ უჭერდა ავტოკეფალიის აღდგენას”.

იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია

როგორ აღიძრა და გამწვავდა საზარელი დაპირისპირება მონათესავე ხალხებს შორის? თავისუფლებისთვის მებრძოლი სამხრეთელი სლავი ერები, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ სახელმწიფოში გაერთიანდნენ. 30-იან წლებში წამოწყებული ფედერალიზაციის პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეწყვიტა. 1941 წლის 25 მარტს, გერმანიისგან დიდი ზეწოლის შედეგად, იუგოსლავია ღერძის სახელმწიფოებს შეუერთდა, თუმცა მოსახლეობის არნახული უკმაყოფილება მოჰყვა და ორ დღეში მთავრობა დაემხო. ბერლინში იუგოსლავიის ოკუპაცია გადაწყდა, კაპიტულაციის შემდგომ ის დაინაწილეს გერმანიამ, იტალიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა. აგრეთვე, ახლად შექმნილმა “ხორვატიის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ”. გამარჯვებულებმა ხორვატია არათუ დაშალეს და დაინაწილეს, არამედ პროვინციები მიუმატეს. რა თქმა უნდა, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა, დიდი ხორვატიის შექმნის გეგმა განხორციელდა მუსოლინისა და ჰიტლერთან შეთანხმების შედეგად. ხორვატიის ახალი მთავრობა “სერბული პრობლემის გადაჭრის” ინიციატივით გამოვიდა, რაც სერბთა ერთი ნაწილის განადგურებას, მეორის გაკათოლიკებასა და დანარჩენის ხორვატიის ტერიტორიიდან განდევნას გულისხმობდა. ეს ხორვატებს შურისძიებად მიაჩნდათ იმ დამცირებისა და უგულებელყოფისთვის, რასაც ისინი იუგოსლავიის სამეფოში განიცდიდნენ სერბების მხრიდან... პარტიზანული მოქმედებების დროს არც სერბებს დავიწყებიათ შურისძიება სასტიკი მოქმედებების გამო. ორივე მხრიდან ეთნიკური ნიშნით მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა...

ომის დროს გამწვავებული ვითარება ახალმა მთავრობამ შედარებით დააცხრო, თუმცა 70-იანი წლების დასაწყისში თავი ეკონომიკურმა პრობლემებმა იჩინა. საპროტესტო გამოსვლები მთავრობამ სისხლში ჩაახშო. იოსიპ ბროზ ტიტო იყო ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ქვეყანა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთიანობას. 1980 წლის 4 მაისს “ამხანაგი ტიტო” გარდაიცვალა...

სიენა

სიენის საკათედრო ტაძარი იტალიური გოტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ქალაქის ცენტრში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იტალიაშიც კი გამორჩეული ნაგებობაა. მასზე მუშაობდნენ ეპოქის საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები, მოქანდაკეები, მხატვრები. ადრე ტაძრის მოედანზე IX საუკუნის ეკლესია იდგა, ბრწყინვალე ტაძარი ძირითადად 1196-1264 წლებში აიგო, ხოლო მისი შემკობა არასოდეს შემწყდარა. შენობა აგებულია თეთრი და მოშავო-მომწვანო მარმარილოს მონაცვლეობით. თეთრი და შავი სიენას სიმბოლური ფერებია, რაც დაკავშირებულია ქალაქის დამაარსებლების - სენიუსისა და ასკიუსის შავ-თეთრ ცხენებთან. ფასადზე დამატებულია წითელი მარმარილოც. რომაული თქმულებით, სენიუსი და ასკიუსი რომის ლეგენდარული დამაარსებელი ტყუპისცალის, რემუსის შვილები არიან. კაპიტოლიუმის ძუ მგელი, როგორც რომის, ასევე სიენის სიმბოლოცაა.

1196 წელს ახალი ტაძრის აგება დაევალა სატაძრო ქვისმთლელთა (მასონთა) გილდიას “ოპერა დი სანტა მარია”. სიენის რესპუბლიკა ფლორენციასთან მეტოქეობდა, ამიტომ პროექტით უნდა აგებულიყო ფლორენციის სანტა მარია დელ-ფიორეზე დიდი ტაძარი. თუმცა, ომების გამო გეგმა ვეღარ განხორციელდა.

სიენის საკათედრო ტაძრის ყველაზე სახელგანთქმული ხელოვნების ნიმუში, რის გამოც ამ პატარა ქალაქში უწყვეტ ნაკადად მოედინებიან მნახველები, მისი იატაკია. აქ გამოსახულია 56 ნახატი - კაპიტოლიუმის ძუ მგელი, წრე იმპერიული არწივით, სათნოების ბორცვი, ფორტუნის ბორბალი... მოზაიკის ტექნიკით ნაირფერი მარმარილოსგან იატაკზე გამოსახულებების შექმნას, 1369 წლიდან 1547 წლამდე, 40-ზე მეტი ოსტატის შრომა დასჭირდა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ნარკოტიკები უძველეს ცივილიზაციებში
  • მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები. შტრალზუნდის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია
  • ბაგრატოვანნი. როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს / ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის (XVI-XVIII სს.)
  • ეთნოლოგია. სპილენძის ჭურჭელი საქართველოში
  • მოგზაურობა კავკასიაში. უნიკალური ჩანახატი ანისის ნაქალაქარის შესახებ
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV
  • უცხოელები და საქართველო. აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონი საქართველოში
  • ხელოვნების ისტორიიდან. ანტონ ჩეხოვს “სამი და” ბათუმმა შთააგონა
  • ძვირფასი სახელები. უცნობი სესილია
  • სადაზვერვო თამაშები. “მოკალით სტალინი!” (ნაწილი I I)

გამომცემლობა "პალიტრა L" გიორგი კეკელიძის ახალ გამოწვევას უერთდება

რას შეიტყობს მკითხველი "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომიდან

TOP 100 პროდუქტზე 50%-მე ფასდაკლება "ბიბლუსისგან"