სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი
"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი

უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს ორ მე­ზო­ბელს - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის. მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი ამ­ჯე­რად და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მთელ რე­გი­ონ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტრე­ვი­უ­დან:

- აქამ­დეც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ სამ­ხეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მსხვილ პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვეჭ­ვობ, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია და­ი­წყო. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად რთუ­ლია იმის თქმა, თუ ვისი მხრი­დან. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ პრო­ცე­სე­ბის უკან იდ­გეს რუ­სე­თი, რო­მელ­საც სურს სამ­ხეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ამ­ყა­როს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა, თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს არც თურ­ქე­თის სურ­ვი­ლი, რომ თა­ვი­სი გავ­ლე­ნა და­იბ­რუ­ნოს ამ რე­გი­ონ­ზე, რის­კე­ნაც კარ­გა ხა­ნია ის­წრაფ­ვის. და­წყე­ბუ­ლია რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის ბრძო­ლა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის­თვის, თუმ­ცა მათ უკა­ნაც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით აშ­კა­რად არ ჩანს აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბი, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, შავი ზღვის გა­კონ­ტრო­ლე­ბის მზარდ სურ­ვილს ნატო არც მა­ლავს. პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბიც ამა­ზე მი­უ­თი­თებს. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუ ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი მას­შტა­ბუ­რად გა­ნახ­ლდა, ყვე­ლა მო­თა­მა­შე შე­ეც­დე­ბა მეტი დი­ვი­დენ­დის მო­პო­ვე­ბას. წინა პლან­ზე იქ­ნე­ბი­ან თურ­ქე­თი და რუ­სე­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქოს პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, მათი ინ­ტე­რე­სე­ბი ბევრ სა­კი­თხში კვეთს ერ­თმა­ნეთს, მათ შო­რის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. პრო­ცე­სე­ბის ლო­გი­კა გვაჩ­ვე­ნებს ასეთ რა­მეს: რო­გორც ჩანს, მსხვილ მო­თა­მა­შე­ებს თა­ვუ­ზის სა­ზღვრის მო­ნაკ­ვეთ­ში ეს კონ­ფლიქ­ტი არ აწყობ­დათ და პრო­ცე­სე­ბი ისევ ყა­რა­ბაღ­ში გა­და­ვი­და. თუ და­პი­რის­პი­რე­ბა 3-4 დღე­ზე მეტ­ხანს არ გაგ­რძელ­და, ეს იქ­ნე­ბა რი­გი­თი ინ­ცი­დენ­ტი, მაგ­რამ თუ ამან მი­ი­ღო გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის სახე, გაგ­რძელ­და ყა­რა­ბა­ღის სა­ზღვრის მთელ პე­რი­მეტრზე და და­ერ­თო ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი, ეს იქ­ნე­ბა იმის ნი­შა­ნი, რომ ამით მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, მძი­მე დღე­ე­ბი და­უდ­გე­ბა.

- ჩვენ­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და სომ­ხე­თიც მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან. რო­გო­რი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია ამ ვი­თა­რე­ბა­ში?

- მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამ­შვი­დო­ბო. და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს თბი­ლი­სი უნდა შეს­თა­ვა­ზონ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პლატ­ფორ­მად, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მხო­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბად დარ­ჩე­ბა და საქ­მედ ვერ იქ­ცე­ვა, რად­გან მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კა, თუნ­დაც რუ­სე­თი­სა და გა­ე­როს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ცხად­ყოფს, რომ რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა გა­დად­გას რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, მით უფრო, რომ სან­ქცი­ე­ბის გამო ის ვე­რაფ­რით ახერ­ხებს და­სავ­ლეთ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას და მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პით, სა­დაც ვიწ­როა, იქ გა­წყდე­სო.

თურ­ქე­თიც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ გან­წყო­ბა­ზეა და მისი ამ­ბი­ცი­ე­ბი, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი­სა, მუდ­მი­ვად მი­სი­ვე პარტნი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს ეჯა­ხე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალბერტ
53

ვინმემ არ დაიჯეროთ რო საქართველოსაც ცუდი დღეები დაუდგება . სად ეს უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციაა არჩევნებისთვის 

მამუკას
27

მამუკა არეშეიძე , ნუ დაგვჩხავით თავზე თუ შეიძლება. საქართველოს რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი ჰქონდა, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდნენ, არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი

უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ჩვენს ორ მეზობელს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამჯერად და რა გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე შექმნილი ვითარება, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

- აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო. ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, თუ ვისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომელსაც სურს სამხეთ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი გავლენა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც თურქეთის სურვილი, რომ თავისი გავლენა დაიბრუნოს ამ რეგიონზე, რისკენაც კარგა ხანია ისწრაფვის. დაწყებულია რუსეთისა და თურქეთის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის, თუმცა მათ უკანაც საკმაოდ სერიოზული ძალები მოიაზრება.

ერთი შეხედვით აშკარად არ ჩანს აშშ-ის ინტერესები, მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვის გაკონტროლების მზარდ სურვილს ნატო არც მალავს. პარალელური სამხედრო წვრთნებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი მასშტაბურად განახლდა, ყველა მოთამაშე შეეცდება მეტი დივიდენდის მოპოვებას. წინა პლანზე იქნებიან თურქეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ბევრ საკითხში კვეთს ერთმანეთს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს ასეთ რამეს: როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს თავუზის საზღვრის მონაკვეთში ეს კონფლიქტი არ აწყობდათ და პროცესები ისევ ყარაბაღში გადავიდა. თუ დაპირისპირება 3-4 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდა, ეს იქნება რიგითი ინციდენტი, მაგრამ თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, გაგრძელდა ყარაბაღის საზღვრის მთელ პერიმეტრზე და დაერთო ინტენსიური სამხედრო ოპერაციები, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამით მსხვილი მოთამაშეები არიან დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება.

- ჩვენთვის აზერბაიჯანიც და სომხეთიც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში?

- მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო. დაპირისპირებულ მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზონ მოლაპარაკების პლატფორმად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შეთავაზებად დარჩება და საქმედ ვერ იქცევა, რადგან მოვლენების განვითარების ლოგიკა, თუნდაც რუსეთისა და გაეროს ბოლოდროინდელი ურთიერთობა ცხადყოფს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, მით უფრო, რომ სანქციების გამო ის ვერაფრით ახერხებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას და მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო.

თურქეთიც გეოპოლიტიკურ რეალობაში დაახლოებით ასეთ განწყობაზეა და მისი ამბიციები, როგორც რეგიონული ლიდერისა, მუდმივად მისივე პარტნიორების ინტერესებს ეჯახება. წაიკითხეთ სრულად

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები