სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი
ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"და­სა­წყი­სი" - ასე ჰქვია ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მს, რო­მელ­მაც სან-სე­ბას­ტი­ა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 4 ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

კი­ნო­სუ­რა­თი ფეს­ტი­ვალ­ზე 4 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და: სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი - "და­სა­წყი­სი", სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი - დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი - ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი - დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი და რატი ონე­ლი.

ასე­თი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ფილ­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სია.

ფილ­მის ში­ნა­არ­სი ასე­თია: გმი­რი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს მიყ­რუ­ე­ბულ პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და რად­გან იგი "იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის" ლი­დერ­ზეა გა­თხო­ვი­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა­გან ტე­რორს გა­ნიც­დის. თუმ­ცა "თვით "იე­ღო­ვას მოწ­მე­თა" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ქალი და­ჩაგ­რუ­ლი და უუფ­ლე­ბოა - სექ­ტის პრინ­ცი­პი მა­მა­კა­ცის დო­მი­ნი­რე­ბაა და ამა­ში და­ეჭ­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ფილ­მის გმი­რი ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ელს ხვდე­ბა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმავ­დე­ბა და ბო­ლოს სექ­სუ­ა­ლურ და სო­ცი­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­დის. წყა­რო

რე­ჟი­სორ­მა დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვილ­მა "იმე­დის დღის“ ეთერ­ში თა­ვა­დაც ისა­უბ­რა ფილ­მის სცე­ნარ­ზე. მისი თქმით, ეს ფილ­მი არ არის "იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბის" შე­სა­ხებ, ეს ფილ­მი არის ქალ­ზე, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის მქო­ნე გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს.

"ფილ­მი არ არის იეჰო­ვას მოწ­მე თე­მის შე­სა­ხებ, ის არის ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მის გარ­შე­მო, სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე ცხოვ­რობს, მას აქვს ში­ნა­გა­ნი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის გარ­კვე­ვა­საც ცდი­ლობს და თან სა­კუ­თარ თავს უს­ვამს შე­კი­თხვას, რას ნიშ­ნავს იყო ბედ­ნი­ე­რი", - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი76
45

მოკლედ, ფილმი რომ წარმატებულად აღიარონ, ან ლგბტ თემაზე უნდა იყოს, ან ქალთა უფლებების ხელყოფაზე ან მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკაზე აგებული. მეტი ფანტაზია აღარ ყოფნით. რა უბედურებაა, ინტერესი დაგეკარგება ქართული თანამედროვე ფილმების ყურებისა.

SL
22

ყველა თავისებურად ცდილობს სამშობლო, ადათი და რწმენა რაც შეიძლება თავისთვის სარფიანად გაყიდონ, ზოგს არ გამოსდის, ამათ კარგად გამოუვიდათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"დასაწყისი" - ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმს, რომელმაც სან-სებასტიანის კინოფესტივალზე 4 ჯილდო მოიპოვა.

კინოსურათი ფესტივალზე 4 ნომინაციაში დაჯილდოვდა: საუკეთესო ფილმი - "დასაწყისი", საუკეთესო რეჟისორი - დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო მსახიობი ქალი - ია სუხიტაშვილი, საუკეთესო სცენარი - დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი.

ასეთი წარმატების შემდეგ, ფილმის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია.

ფილმის შინაარსი ასეთია: გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი "იეღოვას მოწმეების" ლიდერზეა გათხოვილი, მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა "თვით "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის. წყარო

რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა "იმედის დღის“ ეთერში თავადაც ისაუბრა ფილმის სცენარზე. მისი თქმით, ეს ფილმი არ არის "იეღოვას მოწმეების" შესახებ, ეს ფილმი არის ქალზე, რომელიც რელიგიური კონფლიქტის მქონე გარემოში ცხოვრობს.

"ფილმი არ არის იეჰოვას მოწმე თემის შესახებ, ის არის ქალის შესახებ, რომელიც მის გარშემო, სამყაროში მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს, მას აქვს შინაგანი პრობლემები, რომლის გარკვევასაც ცდილობს და თან საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას, რას ნიშნავს იყო ბედნიერი", - ამბობს რეჟისორი.

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს