სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები
"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები

უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ ორ მე­ზო­ბელს - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის, რომ­ლებ­მაც 27 სექ­ტემ­ბერს, გა­ნა­ახ­ლეს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში. შე­დე­გად არის მსხვერ­პლი... სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის დროს მი­ნი­მუმ 16 სამ­ხედ­რო და რამ­დე­ნი­მე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტერ­სი"ავ­რცე­ლებს. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, არ­ცა­ხის ის­ტო­რი­ულ პრო­ვინ­ცი­ა­ში სამ­ხედ­რო იე­რი­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა თა­ვის მხრივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­ნახ­ლე­ბულ სა­ო­მარ ოპე­რა­ცი­ებ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სომ­ხეთს აკის­რებს. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდივ­ნის, ვაგ­რამ პო­ღო­სი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბრის დი­ლით და­ი­წყო, და­ი­ბომ­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ სტე­პა­ნა­კერ­ტში.

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა 27 სექ­ტემ­ბერსვე შე­მო­ი­ღო, გა­მო­ცხად­და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 28 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამოქ­მედ­და. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას ხელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა მო­ა­წე­რა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ ჰიქ­მეთ გა­ჯი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 28 სექ­ტემ­ბრი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილ­ზე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­წეს­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით სა­ღა­მო 9:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე.

შე­გახ­სე­ნებთ, ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის 1988-1994 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ომი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­დაო რე­გი­ო­ნის გამო. სე­პა­რა­ტის­ტებ­მა სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შვი­დი მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნი და­ი­კა­ვეს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ომმა სულ მცი­რე 30 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და ასო­ბით ათა­სი დევ­ნი­ლად აქ­ცია. რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით 1994 წელს მიღ­წე­უ­ლი მყი­ფე ზა­ვის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის.

რო­გორ და­ი­წყო კონ­ფლი­ტი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გამო - სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის სის­ხლი­ა­ნი ქრო­ნი­კა

  • "ეს არის დარ­ტყმა ზურ­გში, ძლივს ვა­კა­ვებთ აზე­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს. რაც მთვა­რია იქ­მნე­ბა სა­ში­ში პრე­ცენ­დენ­ტი. ქვე­ყა­ნა­ში (იგუ­ლის­ხმე­ბა სსრკ-ავტ), სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის ათე­უ­ლო­ბით წერ­ტი­ლია ყა­რა­ბა­ღის მა­გა­ლით­მა შე­იძ­ლე­ბა ბიძ­გი მის­ცეს მათ, ვინც ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ჯერ კი­დევ ვერ ბე­დავს". მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი - შეხ­ვედ­რა სო­მეხ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან. კრემ­ლი, 1988 წლის 26 თე­ბერ­ვა­ლი.
  • "ჩვენ გვტკი­ვა სუმ­გა­ი­თი. სტა­ლი­ნუ­რი მხე­ცო­ბის შემ­დეგ - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ისე­თი, რო­მე­ლიც ასე გა­დაგ­ვის­რო­და უკან ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­დან ვე­ლუ­რო­ბის­კენ". მეც­ნი­ე­რე­ბის ღია წე­რი­ლი­დან " სო­მეხ მე­გობ­რებს"
  • "სომ­ხებ­მა და­ხო­ცეს ხო­ჯა­ლა­დან წა­მო­სუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის კო­ლო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ქა­ლაქ აგ­და­მის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა 1200 ცხე­და­რი დათ­ვა­ლეს. ძა­ლი­ან ბევ­რი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი და სკალ­პი­რე­ბუ­ლი იყო, ერთი პა­ტა­რა გო­გო­ნას­გან კი მხო­ლოდ თა­ვი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი". გა­ზე­თი "ფა­ი­ნეშნლ თა­იმ­სი", 1992 წლის 9 მარ­ტი
  • "სუმ­გა­ი­თის შემ­დეგ ცხა­დი გახ­და, რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ არ­სე­ბობ­და. თუ სუმ­გა­ი­თამ­დე სომ­ხე­ბი დევ­ნიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, ახლა თა­ვად სომ­ხე­ბი ხდე­ბოდ­ნენ მათ­გან დევ­ნი­ლე­ბი". სვან­ტე კორ­ნე­ლი, ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტი.
  • "ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო გა­ეღ­ვი­ძა დი­ლით ნამ­თვრა­ლევს. მთე­ლი ღამე ნა­ქე­ი­ფა­რი დამ­ჯდა­რი­ყო "გრად­ზე" და ეს­რო­ლა და ეს­რო­ლა სტე­ფა­ნა­კერ­ტის­კენ, ყო­ველ­გვა­რი და­მიზ­ნე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის გა­რე­შე" აზი ქე­რი­მო­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოფი­ცე­რი. 1992წ, 12 მა­ი­სი
ასევე დაგაინტერესებთ
17:33 / 27-09-2020

ფოტო და ვიდეოკადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

17:36 / 27-09-2020

"თუ კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და მასშტაბურ ომში გადაიზრდება, მასში ჩათრეული იქნება საქართველოც" - მამუკა არეშიძე

13:25 / 28-09-2020

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი

15:12 / 28-09-2020

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

"ორი ჯგუ­ფი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი ოჯა­ხი იყო ერ­თად და­ხო­ცი­ლი - ბავ­შვე­ბი ქა­ლებს ისევ მკლა­ვებ­ში ჰყავ­დათ. ყვე­ლას თავ­ში ჰქონ­და ნას­რო­ლი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რის­გან მხო­ლოდ სახე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ რომ ისი­ნი მას შემ­დეგ დახ­ვრი­ტეს, რაც სცე­მეს და მი­წა­ზე და­ყა­რეს", - ანა­ტო­ლი ლი­ვე­ნის სტა­ტი­ამ ლონ­დო­ნურ "თა­იმსში" ევ­რო­პა­ში შოკი გა­მო­იწ­ვია, ყა­რა­ბა­ღი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ნა­თხრო­ბი იმ­დე­ნად შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­დან მისი და­ჯე­რე­ბა არ უნ­დო­და. როცა გა­სულ კვი­რას კვლავ და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეშ­ფო­თე­ბით ადევ­ნებს თვალს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რად­გან ჯერ კი­დევ კარ­გად ახ­სოვს ამ კონ­ფლიქ­ტის სის­ხლი­ა­ნი კა­ლო­ე­ბი, კონ­ფლიქ­ტის, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, მას­შტა­ბუ­რო­ბით და სი­სას­ტი­კით მხო­ლოდ ე.წ ჩეჩ­ნურ ომებს თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

ჯერ კი­დევ მე- 20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში (1905-1907წწ და 1918-1920წწ) გახ­და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი სომ­ხებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის ერ­თნო­კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენ­და, 1921 წლის 5 ივ­ლისს კავ­ბი­უ­როს პლე­ნუ­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ფარ­გლებ­ში დარ­ჩა, თუმ­ცა ფარ­თო ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბით, მე­ტიც, 1937 წლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ით. სომ­ხუ­რი ენა გა­მო­ცხად­და ყა­რა­ბაღ­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის ენად. თუმ­ცა პრობ­ლე­მა ამით არ ამო­წუ­რუ­ლა, სომ­ხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დნენ ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუ­სის შეც­ვლას. სი­ტუ­ა­ცია და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი 1987-88 წლებ­ში გახ­და, როცა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ი­ზარ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში შექ­მნი­ლი რთუ­ლი სო­ცი­ა­ლურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო. თუმ­ცა იმ დროს პა­ტა­რა სო­ფელ ჩარ­და­ხა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სწო­რედ მათი სო­ფე­ლი და­უ­დებ­და სა­თა­ვეს მო­მა­ვალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას. 1887 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს შამ­ქო­რის რა­ი­ო­ნის რა­ი­კო­მის მდი­ვან­მა ვინ­მე ას­ხა­დოვ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ამა­ვე რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩარ­დახ­ლის ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. 18 დე­კემ­ბერს ეს ფაქ­ტი უკვე ერევ­ნის ცენ­ტრში მი­ტინგზე გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სო­ფელ ჩარ­და­ხა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს. 1-ელ დე­კემ­ბერს მე­ამ­ბო­ხე ჩარ­დახ­ლე­ლე­ბი მი­ლი­ცი­ამ გა­რე­კა სა­კუ­თარ კარ­მი­და­მო­ებ­ში, რა­საც შემ­დგომ­ში სო­მე­ხი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენლ­თა ვი­ზი­ტი მოჰ­ყვა მოს­კოვ­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით(?!).

1988 წლის ზამ­თარ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კას ტო­ვებ­დნენ, მათი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი ბა­ქო­ში იან­ვრის ბო­ლოს ჩა­ვი­და, ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სუმ­გა­ი­თის რა­ი­ონ­ში გა­ნა­სახ­ლა. 11 თე­ბერ­ვალს სი­ტუ­ა­ცი­ის ად­გილ­ზე გა­საც­ნო­ბად მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ვი­და და სტე­ფა­ნა­კერ­ტში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა, თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო, სი­ტუ­ა­ცია ნელ-ნელა უკონ­ტრო­ლო ხდე­ბო­და, სტე­ფა­ნა­კერ­ტში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით მი­ტინ­გე­ბის გა­მარ­თვა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიშ­მი გა­და­ვი­და, რაც უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ათ იქვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ქა­ლაქ აგ­და­მის მო­სახ­ლე­ო­ბას და ერთ დღე­საც გა­და­წყვი­ტეს სტე­ფა­ნა­კერ­ტე­ლე­ბი ჭკუ­ა­ზე მო­ეყ­ვა­ნათ.

22 თე­ბერ­ვალს ხელ­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი აგ­და­ნი­დან და­იძ­რნენ, გზად რაც კი შეხ­ვდე­ბო­დათ ყვე­ლა­ფერს ან­გრევ­დნენ, გა­ი­ა­რეს რა მი­ლი­ცი­ის პოს­ტე­ბი სომ­ხურ სო­ფელ ას­კე­რა­ნის­კენ აი­ღეს გეზი, თუმ­ცა ისი­ნი სოფ­ლის მი­სად­გო­მებ­თან 1000 კა­ცი­ან­მა მი­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბამ და­შა­ლა. ამ არე­უ­ლო­ბი­სას და­ი­ღუ­პა ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, რო­მელ­თა­გან ერთი - 22 წლის ალი გა­ჯი­ე­ვი იყო. და­იჭ­რა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო 50 ყა­რა­ბა­ღე­ლი... 27 თე­ბერ­ვალს, ღა­მით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ას­კე­რან­თან და­ღუ­პუ­ლე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, მათი სიკ­ვდი­ლი სომ­ხებს დაბ­რალ­დათ (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ალი გა­ჯი­ე­ვი შემ­თხვე­ვით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მოკ­ლა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ში­შის გამო მი­ი­მა­ლა). აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბა მზად­დე­ბო­და, მხო­ლოდ დრო იყო უც­ნო­ბი...

26 თე­ბერ­ვალს ქა­ლაქ კი­რო­ვა­ბად­ში (ახ­ლან­დე­ლი გან­ჯა) აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბი ქა­ლა­ქის ე.წ სომ­ხურ კვარტლებ­ში შე­ვარ­დნენ და იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს. თუმ­ცა რად­გან იქ სომ­ხე­ბი კომ­პაქ­ტუ­რად ცხოვ­რობ­დნენ თა­ვი­ან­თი უბ­ნე­ბის დაც­ვა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს.

  • სუმ­გა­ი­თის ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ღა რჩე­ბო­და...

"მათ დრო­შით გა­ი­ა­რეს ჩემს სახ­ლთან, დრო­შა­ზე წარ­წე­რა იყო "სიკ­ვდი­ლი სომ­ხებს", 23-ე სკო­ლას­თან გა­ჩერ­დნენ. ჯგუ­ფი რო­მე­ლიც 40-50 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და, ცოტა ხან­ში 5-6 ათა­სი­ან ბრბოდ იქცა, და­დი­ოდ­ნენ და ყვი­როდ­ნენ "სიკ­ვდი­ლი სომ­ხებს" ყვე­ლა მან­ქა­ნას ამოწ­მებ­დნენ, ადი­ოდ­ნენ თი­თო­ე­ულ ტრამ­ვა­ი­სა და ავ­ტო­ბუს­ში, ეძებ­დნენ შიგ­ნით სომ­ხებს, თუ პო­უ­ლობ­დნენ ძირს მი­ათ­რევ­დნენ და გა­მე­ტე­ბით სცემ­დნენ... ჩემ­მა ძმამ, მათ­გან თავი რომ და­ეღ­წია, 45 კი­ლო­მეტ­რი 4 სა­ათ­ში გა­ირ­ბი­ნა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. ჩემი პა­ტა­რა და ისევ ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­და­მა­ლა. 27 თე­ბერ­ვალს, როცა სუმ­გა­ით­ში ჩვენ გვხო­ცავ­დნენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით კონ­ცერ­ტი გა­დი­ო­და, სა­დაც სო­მე­ხი არ­ტის­ტე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ"(თვიმ­ხილ­ვე­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან). გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავ­ტო­რი: ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
26

არ გინდათ ეს სულელური კომენტარები. იქ ჩვენი მეზობლები იღუპებიან. ნუძაბავთ ისედაც რთულ სიტუაციას.

გიორგი
55

აზერბაიჯანელების ტრაგედიაზეც დაწერეთ ხოჯალიზე. სომხები არიან აგრესორები მიიტაცეს აზერბაიჯანის ტერიტორია ყარაბახის გარდა აზერბაიჯანის 7 რაიონი. ყარაბახმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს წარმონაქმნი იყო და იქნება საქართველოს მტერი. ამიტომ ვუსურვებ აზერბაიჯანს განთავისუფლების თავისი ოკუპირებული ტერიტორიების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები

"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები

უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ჩვენ ორ მეზობელს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომლებმაც 27 სექტემბერს, განაახლეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. შედეგად არის მსხვერპლი... სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი"ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში, არცახის ისტორიულ პროვინციაში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა, თუმცა თავის მხრივ აზერბაიჯანი განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, ვაგრამ პოღოსიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 27 სექტემბრის დილით დაიწყო, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში.

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა 27 სექტემბერსვე შემოიღო, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

შეგახსენებთ, ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

როგორ დაიწყო კონფლიტი მთიანი ყარაბაღის გამო - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკა

  • "ეს არის დარტყმა ზურგში, ძლივს ვაკავებთ აზებაიჯანელებს. რაც მთვარია იქმნება საშიში პრეცენდენტი. ქვეყანაში (იგულისხმება სსრკ-ავტ), სადაც ეთნიკური შუღლის ათეულობით წერტილია ყარაბაღის მაგალითმა შეიძლება ბიძგი მისცეს მათ, ვინც ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს". მიხეილ გორბაჩოვი - შეხვედრა სომეხ ინტელიგენციასთან. კრემლი, 1988 წლის 26 თებერვალი.
  • "ჩვენ გვტკივა სუმგაითი. სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ". მეცნიერების ღია წერილიდან " სომეხ მეგობრებს"
  • "სომხებმა დახოცეს ხოჯალადან წამოსული დევნილების კოლონა, რომელიც თავის გადასარჩენად ქალაქ აგდამისკენ მიემართებოდა, აზერბაიჯანელებმა 1200 ცხედარი დათვალეს. ძალიან ბევრი დასახიჩრებული და სკალპირებული იყო, ერთი პატარა გოგონასგან კი მხოლოდ თავიღა იყო დარჩენილი". გაზეთი "ფაინეშნლ თაიმსი", 1992 წლის 9 მარტი
  • "სუმგაითის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. თუ სუმგაითამდე სომხები დევნიდნენ აზერბაიჯანელებს, ახლა თავად სომხები ხდებოდნენ მათგან დევნილები". სვანტე კორნელი, ამერიკელი ექსპერტი.
  • "ნებისმიერს შეეძლო გაეღვიძა დილით ნამთვრალევს. მთელი ღამე ნაქეიფარი დამჯდარიყო "გრადზე" და ესროლა და ესროლა სტეფანაკერტისკენ, ყოველგვარი დამიზნებისა და კოორდინატების გარეშე" აზი ქერიმოვი, აზერბაიჯანელი ოფიცერი. 1992წ, 12 მაისი

"ორი ჯგუფი, სავარაუდოდ, ორი ოჯახი იყო ერთად დახოცილი - ბავშვები ქალებს ისევ მკლავებში ჰყავდათ. ყველას თავში ჰქონდა ნასროლი, ყველაზე პატარისგან მხოლოდ სახე იყო დარჩენილი, გადარჩენილები ყვებოდნენ რომ ისინი მას შემდეგ დახვრიტეს, რაც სცემეს და მიწაზე დაყარეს", - ანატოლი ლივენის სტატიამ ლონდონურ "თაიმსში" ევროპაში შოკი გამოიწვია, ყარაბაღიდან დაბრუნებული ჟურნალისტის მონათხრობი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ საზოგადოებას თავიდან მისი დაჯერება არ უნდოდა. როცა გასულ კვირას კვლავ დაიძაბა სიტუაცია მთიან ყარაბაღში მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, რადგან ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ამ კონფლიქტის სისხლიანი კალოები, კონფლიქტის, რომელიც ექსპერტების აზრით, მასშტაბურობით და სისასტიკით მხოლოდ ე.წ ჩეჩნურ ომებს თუ ჩამოუვარდება.

ჯერ კიდევ მე- 20 საუკუნის დასაწყისში (1905-1907წწ და 1918-1920წწ) გახდა მთიანი ყარაბაღი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ერთნოკონფლიქტის მიზეზი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მოსახლეობის დიდ ნაწილს სომეხი მოსახლეობა შეადგენდა, 1921 წლის 5 ივლისს კავბიუროს პლენუმის გადაწყვეტილებით მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში დარჩა, თუმცა ფართო ავტონომიური უფლებებით, მეტიც, 1937 წლის აზერბაიჯანის კონსტიტუციით. სომხური ენა გამოცხადდა ყარაბაღში სამართალწარმოების ენად. თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა, სომხები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ყარაბაღის სტატუსის შეცვლას. სიტუაცია დამაფიქრებელი 1987-88 წლებში გახდა, როცა ადგილობრივ მოსახლეობაში გაიზარდა უკმაყოფილება ავტონომიურ ოლქში შექმნილი რთული სოციალურ - ეკონომიკური ვითარების გამო. თუმცა იმ დროს პატარა სოფელ ჩარდახალის მოსახლეობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწორედ მათი სოფელი დაუდებდა სათავეს მომავალში შეიარაღებულ დაპირისპირებას. 1887 წლის 14 ოქტომბერს შამქორის რაიონის რაიკომის მდივანმა ვინმე ასხადოვმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამავე რაიონის სოფელ ჩარდახლის ეთნიკურად სომეხი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რასაც ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა. 18 დეკემბერს ეს ფაქტი უკვე ერევნის ცენტრში მიტინგზე გააპროტესტეს და სოფელ ჩარდახალის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. 1-ელ დეკემბერს მეამბოხე ჩარდახლელები მილიციამ გარეკა საკუთარ კარმიდამოებში, რასაც შემდგომში სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლთა ვიზიტი მოჰყვა მოსკოვში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მოთხოვნით(?!).

1988 წლის ზამთარში აზერბაიჯანელი დევნილები გამოჩნდნენ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკას ტოვებდნენ, მათი პირველი ჯგუფი ბაქოში იანვრის ბოლოს ჩავიდა, ისინი ხელისუფლებამ სუმგაითის რაიონში განასახლა. 11 თებერვალს სიტუაციის ადგილზე გასაცნობად მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩავიდა და სტეფანაკერტში სამუშაო შეხვედრები გამართა, თუმცა ვერაფერი გააწყო, სიტუაცია ნელ-ნელა უკონტროლო ხდებოდა, სტეფანაკერტში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგების გამართვა ყოველდღიურ რეჟიშმი გადავიდა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ იქვე აზერბაიჯანულ ქალაქ აგდამის მოსახლეობას და ერთ დღესაც გადაწყვიტეს სტეფანაკერტელები ჭკუაზე მოეყვანათ.

22 თებერვალს ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები აგდანიდან დაიძრნენ, გზად რაც კი შეხვდებოდათ ყველაფერს ანგრევდნენ, გაიარეს რა მილიციის პოსტები სომხურ სოფელ ასკერანისკენ აიღეს გეზი, თუმცა ისინი სოფლის მისადგომებთან 1000 კაციანმა მილიციის შემადგენლობამ დაშალა. ამ არეულობისას დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი, რომელთაგან ერთი - 22 წლის ალი გაჯიევი იყო. დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანილი იყო 50 ყარაბაღელი... 27 თებერვალს, ღამით აზერბაიჯანის ტელევიზიამ გააკეთა განცხადება, რომ ასკერანთან დაღუპულები აზერბაიჯანელები იყვნენ, მათი სიკვდილი სომხებს დაბრალდათ (მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ალი გაჯიევი შემთხვევით აზერბაიჯანელმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან შიშის გამო მიიმალა). აზერბაიჯანელების შურისძიება მზადდებოდა, მხოლოდ დრო იყო უცნობი...

26 თებერვალს ქალაქ კიროვაბადში (ახლანდელი განჯა) აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მრავალრიცხვოვანი ჯგუფები ქალაქის ე.წ სომხურ კვარტლებში შევარდნენ და იქაური მოსახლეობის დარბევა დაიწყეს. თუმცა რადგან იქ სომხები კომპაქტურად ცხოვრობდნენ თავიანთი უბნების დაცვა საკუთარი ძალებით შეძლეს.

  • სუმგაითის ტრაგედიამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა...

"მათ დროშით გაიარეს ჩემს სახლთან, დროშაზე წარწერა იყო "სიკვდილი სომხებს", 23-ე სკოლასთან გაჩერდნენ. ჯგუფი რომელიც 40-50 კაცისგან შედგებოდა, ცოტა ხანში 5-6 ათასიან ბრბოდ იქცა, დადიოდნენ და ყვიროდნენ "სიკვდილი სომხებს" ყველა მანქანას ამოწმებდნენ, ადიოდნენ თითოეულ ტრამვაისა და ავტობუსში, ეძებდნენ შიგნით სომხებს, თუ პოულობდნენ ძირს მიათრევდნენ და გამეტებით სცემდნენ... ჩემმა ძმამ, მათგან თავი რომ დაეღწია, 45 კილომეტრი 4 საათში გაირბინა, წარმოიდგინეთ როგორი შეშინებული იყო. ჩემი პატარა და ისევ ჩემმა აზერბაიჯანელმა მეზობელმა გადამალა. 27 თებერვალს, როცა სუმგაითში ჩვენ გვხოცავდნენ, აზერბაიჯანული ტელევიზიით კონცერტი გადიოდა, სადაც სომეხი არტისტები აზერბაიჯანულ სიმღერებს მღეროდნენ"(თვიმხილველის ნაამბობიდან). გააგრძელეთ კითხვა

ავტორი: ნინო ბურჭულაძე

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

სომხეთის ოპოზიციის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."