პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გამოიცემა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნები და რა შეფასებას აკეთებენ მენტორები
როდის გამოიცემა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნები და რა შეფასებას აკეთებენ მენტორები

კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" უკვე მე­ო­თხე წე­ლია ტარ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ი­ცა არა­ერ­თი ავ­ტო­რის წიგ­ნი, რომ­ლებ­მაც აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეს. ეს არის კონ­კურ­სი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

"გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ის" გა­მარ­ჯვე­ბულ­თა წიგ­ნე­ბის გაც­ნო­ბას მკი­თხვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან შეძ­ლებს. ამ­ჟა­მად, და­ვით ჩო­მა­ხი­ძე, ქარ­და ქარ­დუ­ხი და ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი სა­რე­დაქ­ციო ჯგუფ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ.

და­ვით ჩო­მა­ხი­ძე, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. მისი რო­მა­ნი "დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა" 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ზე მოგ­ვი­თხრობს. გთა­ვა­ზობთ და­ვი­თის მენ­ტო­რის, მწერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შე­ფა­სე­ბას:

"და­ვით ჩო­მა­ხი­ძის "დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა" ცო­ცხა­ლი სა­ხე­ე­ბით სავ­სე რო­მა­ნია, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც 1999 წლის დე­კემ­ბრის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ავ­ტო­რის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მო­გო­ნე­ბებს, თავ­შე­საქ­ცე­ვი სი­უ­ჟე­ტუ­რი ქარ­გა ახ­ლავს თან და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­სტებ­შიც ახე­დებს. ჩემ­თვის, რო­გორც ამ ტექ­სტის ქო­მა­გის­თვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ავ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბა და მის სამ­ყა­რო­ში ჩა­ხედ­ვა", - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ხალ­ხი­სა და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლის ქარ­და ქარ­დუ­ხის რო­მა­ნის "ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბის" სი­უ­ჟე­ტი სა­თავ­გა­და­სავ­ლოა. რო­მა­ნი არის სიყ­ვა­რულ­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე, რა­საც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დი­ლი ან თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ჰარ­მო­ნია ჰქვია...

"ქარ­და ქარ­დუ­ხის მენ­ტო­რო­ბა და­მაბ­ნე­ვე­ლი საქ­მეა - ის უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ავ­ტო­რია, უნი­ჭი­ე­რე­სი ლი­ტე­რა­ტო­რი, მრა­ვალ­მხრი­ვი ას­პა­რე­ზით. "ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი" პოსტმო­დერ­ნუ­ლი რო­მა­ნია. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, პოსტმო­დერ­ნის მი­წუ­რუ­ლის ტექ­სტი და მის­გან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბაც კი. უამ­რა­ვი ინ­ტერ­ტექ­სტი და ალუ­ზია იო­ლად გვი­ტყუ­ებს სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ნაც­ნო­ბი გმი­რე­ბი უც­ნობ ამ­ბებს გვიმ­ხე­ლენ. გირ­ჩევთ, ჩა­უ­საფ­რდეთ მის რო­მანს და გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­ი­ნა­დი­როთ", - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ქარ­და ქარ­დუ­ხის მენ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის რჩე­უ­ლის ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის რო­მანს, "ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი" ბრძო­ლა­ზე, სი­მა­მა­ცე­ზე, პი­როვ­ნე­ბის­გარ­დაქ­მნა­ზე, შიშ­ზე, მტრო­ბა­ზე, რწმე­ნა­ზე, სიკ­ვდილ­ზე, ღმერ­თის­ძი­ე­ბა­ზე, გაქ­ცე­ვა­სა­და­დევ­ნა­ზე მოგ­ვი­თხრობს. მისი მენ­ტო­რი, მწე­რა­ლი როს­ტომ ჩხე­ი­ძე ასე აფა­სებს მას:

"სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო კრი­ტი­კი­სათ­ვის კი­დევ ერთი მად­ლი­ა­ნი მა­სა­ლა ჩნდე­ბა ამ რო­მა­ნით გან­სჯა-შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის, ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი დე­ბი­უ­ტით­ვე რომ მო­ექ­ცე­ვა სამ­წერ­ლო პრო­ცე­სე­ბის შუ­ა­გულ­ში", - როს­ტომ ჩხე­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

როდის გამოიცემა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნები და რა შეფასებას აკეთებენ მენტორები

როდის გამოიცემა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნები და რა შეფასებას აკეთებენ მენტორები

კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უკვე მეოთხე წელია ტარდება. ამ დროის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, გამოიცა არაერთი ავტორის წიგნი, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს. ეს არის კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნების გაცნობას მკითხველი ნოემბრიდან შეძლებს. ამჟამად, დავით ჩომახიძე, ქარდა ქარდუხი და ნიკოლოზ ცისკარიშვილი სარედაქციო ჯგუფთან ერთად მუშაობენ.

დავით ჩომახიძე, კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა. მისი რომანი "დეტექტივობანა" 90-იანი წლების საქართველოზე მოგვითხრობს. გთავაზობთ დავითის მენტორის, მწერლისა და ტელეწამყვანის ალექსანდრე ლორთქიფანიძის შეფასებას:

"დავით ჩომახიძის "დეტექტივობანა" ცოცხალი სახეებით სავსე რომანია, რომლის მოქმედებაც 1999 წლის დეკემბრის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ავტორის პირად გამოცდილებასა და მოგონებებს, თავშესაქცევი სიუჟეტური ქარგა ახლავს თან და მკითხველს საინტერესო ისტორიის გაცნობის პარალელურად ისტორიულ კონტექსტებშიც ახედებს. ჩემთვის, როგორც ამ ტექსტის ქომაგისთვის, ძალიან საინტერესოა ავტორთან მუშაობა და მის სამყაროში ჩახედვა", - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ხალხისა და ჟიურის რჩეულის ქარდა ქარდუხის რომანის "ჰერმესის დახლიდარების" სიუჟეტი სათავგადასავლოა. რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია...

"ქარდა ქარდუხის მენტორობა დამაბნეველი საქმეა - ის უკვე ჩამოყალიბებული ავტორია, უნიჭიერესი ლიტერატორი, მრავალმხრივი ასპარეზით. "ჰერმესის დახლიდარები" პოსტმოდერნული რომანია. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, პოსტმოდერნის მიწურულის ტექსტი და მისგან გაქცევის მცდელობაც კი. უამრავი ინტერტექსტი და ალუზია იოლად გვიტყუებს სამყაროში, სადაც ნაცნობი გმირები უცნობ ამბებს გვიმხელენ. გირჩევთ, ჩაუსაფრდეთ მის რომანს და გამოსვლისთანავე მოინადიროთ", - გიორგი კეკელიძე, ქარდა ქარდუხის მენტორი.

რაც შეეხება ჟიურის რჩეულის ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანს, "ცეცხლისწამკიდებელი" ბრძოლაზე, სიმამაცეზე, პიროვნებისგარდაქმნაზე, შიშზე, მტრობაზე, რწმენაზე, სიკვდილზე, ღმერთისძიებაზე, გაქცევასადადევნაზე მოგვითხრობს. მისი მენტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე ასე აფასებს მას:

"სალიტერატურო კრიტიკისათვის კიდევ ერთი მადლიანი მასალა ჩნდება ამ რომანით განსჯა-შეფასებისათვის, ნიკოლოზ ცისკარიშვილი დებიუტითვე რომ მოექცევა სამწერლო პროცესების შუაგულში", - როსტომ ჩხეიძე.

წიგნი, რომელიც უმიზეზოდ მხიარულ ბავშვობას გაგახსენებს და მოგანატრებს იმას, რაც აღარასდროს დაბრუნდება

როგორ მივიღოთ წიგნის ონლაინ ფესტივალში მონაწილეობა? - სიახლეები, რომელიც 25-27 სექტემბერს გველოდება

სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ლიტერატურა - სერიის პირველი წიგნი "მეფრინველეობა"