მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი
"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვა და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში წა­რი­მარ­თა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რა­მიშ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლობ­და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას და გან­გებ ძა­ბავ­და სი­ტუ­ა­ცი­ას ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბით.

"ყვე­ლა კი­თხვა და­ის­ვა საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით და ეხე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ საქ­მეს, რა­საც ჩვენ ვი­ძი­ებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში. უმე­ტე­სი კი­თხვა, რაც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს უკავ­შირ­დე­ბო­და, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, თუმ­ცა, იყო ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა, რა­ზეც არ ახ­სოვ­და 10 სექ­ტემ­ბე­რის ან 15 სექ­ტემ­ბრის ან ახლო პე­რი­ო­დის მი­მო­წე­რა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ჩვენ მის ტე­ლე­ფონ­ში ვნა­ხეთ, ჩვენს კი­თხვებ­ზე ჰქონ­და პა­სუ­ხი, რომ "არ ახ­სოვს". და­კი­თხვა ჩა­ტარ­და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, საკ­მა­ოდ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლობ­და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის თა­ვის არი­დე­ბას და გან­გებ აჭი­ა­ნუ­რებ­და და ძა­ბავ­და სი­ტუ­ა­ცი­ას ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბით. ეს არ არის ქცე­ვა, როცა მოწ­მედ ვკი­თხავთ ად­ვო­კატს. მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია ად­ვო­კატს, მი­თუ­მე­ტეს, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კატს წარ­მო­ად­გენს, ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და თუ ვინ­მემ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­დას­ცა, სრულ­ყო­ფი­ლად მი­ა­წო­დოს ჩვე­ნე­ბა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რას, ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მი­ვი­ღეთ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, და­ძა­ბუ­ლი ფონი, მაგ­რამ ჩვენ მიერ გა­მო­კი­თხვი­სას მა­ინც და­ზუს­ტდა ბევ­რი ის გა­რე­მო­ე­ბა, რაც და­ეხ­მა­რე­ბა ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს რა­მიშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ტე­ლე­ფო­ნის კონ­ტაქ­ტებ­ში "ყა­რა­ბა­ღას" სა­ხე­ლით, სწო­რედ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე 8 სექ­ტემ­ბერს ჩა­წე­რა.

"თუ რა­ტომ ჰყავ­და ამ სა­ხე­ლით ჩა­წე­რი­ლი, რა­მიშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ ამ ადა­მი­ანს მათ შო­რის ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჰქონ­და კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და დარ­ჩა გან­ცდა, რომ "ყა­რა­ბა­ღად" უნდა ჩა­ე­წე­რა და ამი­ტომ ჩა­წე­რა. ჩვენ ამ საქ­მე­ზე გა­ვაგ­რძე­ლებთ გა­მო­ძი­ე­ბას, თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ გან­ვარ­ტავთ, რომ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ცველ ად­ვო­კა­ტებს ხელი არ ეშ­ლე­ბათ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ად­გი­ნონ ვერ­სი­ე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა, ეს უნდა იყოს რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­უ­შა­ლონ ხელი გა­მო­ძი­ე­ბას. ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­ვო­კა­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე არას­წორ და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას უგ­ზავ­ნი­და, თუმ­ცა, ჩემ მიერ და­მა­ზუს­ტე­ბელ კი­თხვა­ზე გა­ეც­ნო თუ არა სრულ­ყო­ფი­ლად იმ ექ­ვსი­ვე ფო­ტო­სუ­რათს, მან გვი­თხრა, რომ "არ ახ­სოვს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დაზარალებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდებას და განგებ ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით.

"ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებით და ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეს, რასაც ჩვენ ვიძიებთ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში. უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, მიხეილ რამიშვილმა დაგვიდასტურა, თუმცა, იყო ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც არ ახსოვდა 10 სექტემბერის ან 15 სექტემბრის ან ახლო პერიოდის მიმოწერა. ასევე მნიშვნელოვანი მტიცებულებები, რაც ჩვენ მის ტელეფონში ვნახეთ, ჩვენს კითხვებზე ჰქონდა პასუხი, რომ "არ ახსოვს". დაკითხვა ჩატარდა საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება გააჩნია ადვოკატს, მითუმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები, დაძაბული ფონი, მაგრამ ჩვენ მიერ გამოკითხვისას მაინც დაზუსტდა ბევრი ის გარემოება, რაც დაეხმარება ამ საქმეზე გამოძიებას", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, დღეს რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით, სწორედ დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა.

"თუ რატომ ჰყავდა ამ სახელით ჩაწერილი, რამიშვილმა გვითხრა, რომ ამ ადამიანს მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებითაც ჰქონდა კვლევები ჩატარებული და დარჩა განცდა, რომ "ყარაბაღად" უნდა ჩაეწერა და ამიტომ ჩაწერა. ჩვენ ამ საქმეზე გავაგრძელებთ გამოძიებას, თუმცა, კიდევ ერთხელ განვარტავთ, რომ არცერთ შემთხვევაში დამცველ ადვოკატებს ხელი არ ეშლებათ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარმოადგინონ ვერსიები, ინფორმაციები და მტკიცებულებები, თუმცა, ეს უნდა იყოს რეალური ინფორმაცია და ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი გამოძიებას. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა, ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე გაეცნო თუ არა სრულყოფილად იმ ექვსივე ფოტოსურათს, მან გვითხრა, რომ "არ ახსოვს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

"მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს" - რას ამბობს ადვოკატი 23 წლის მძღოლზე, რომელმაც რუსთავში, 16 წლის ელენე ბაშარული იმსხვერპლა

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა