სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში
ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

დღეს, როცა ჩვენ­ზე უამ­რა­ვი ნე­გა­ტი­უ­რი გარე ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და უფრო ვშორ­დე­ბით ჯან­საღ ცხოვ­რე­ბა­სა და ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბოლო დროს, როცა კო­რო­ნა­ვირუს­მა სახ­ლებ­ში გა­მოგ­ვკე­ტა და ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი მო­დუნ­და, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მედ­ვა­ვად­დე­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რი­ე­ბი ფა­ტა­ლუ­რად მთავ­რდე­ბა, გვი­წევს, ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით შევ­ხე­დოთ. რა შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით იმის­თვის, რა­საც არ ვე­ლო­დით? მეც­ნი­ე­რე­ბი მრა­ვა­ლი წე­ლია, იკ­ვლე­ვენ, რა იცავს ჩვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას და რა გვხდის ამ­ტანს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის მი­მართ... ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი - ესაა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი და ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი, რა­ზეც ისი­ნი შე­თან­ხმდნენ.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი სხვა არა­ფე­რია, თუ არა ფიტ­ნე­სი. ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ბევრ ბე­ნე­ფიტს გვპირ­დე­ბა, თუმ­ცა რაც მთა­ვა­რია, ის ჩვენს იმუ­ნი­ტეტს წვრთნის. შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნი მზა­დაა, გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­უმკლავ­დეს ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ თუ მო­რა­ლურ წნეხს. ფი­ზი­კუ­რი გამ­ძლე­ო­ბის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბას კი დღეს ყვე­ლა­ზე უკეთ ვხე­დავთ.

ლექ­სი­კონ­ში მო­ცე­მუ­ლი პირ­და­პი­რი გან­მარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ფიტ­ნე­სი ისეთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბას უწყობს ხელს... თუმ­ცა, ის მე­ტია, ვიდ­რე სპორ­ტი, ვარ­ჯი­ში, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი ცალ­კე აღე­ბუ­ლი ცნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ამ სი­ტყვის გა­გო­ნე­ბი­სას გვახ­სენ­დე­ბა. ფიტ­ნე­სი მეც­ნი­ე­რე­ბა, უფრო მე­ტიც, ცხოვ­რე­ბის ფი­ლო­სო­ფი­აა, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის, სუ­ლი­სა და გო­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­ას გვას­წავ­ლის.

ცხა­დია, ამ მხრივ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიტ­ნე­სი ჩვენ­თა­ნაც გან­ვი­თარ­და და გარ­შე­მო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­მო­იკ­რი­ბა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის ამ სტილ­მა ჯერ კი­დევ ვერ მო­ი­კი­და მყა­რად ფეხი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, ამი­ტომ დღეს, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­უ­კე­თე­სო მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა და სხვდას­ხვა სურ­ვი­ლი­სა თუ სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ფიტ­ნე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბა.

ქარ­თულ ფიტ­ნე­სინ­დუსტრი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა ერთხელ უკვე მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 წლის წინ, რო­დე­საც სპორტდარ­ბა­ზე­ბი მი­წის­ქვე­შე­თი­დან „ამო­ვიდ­ნენ“ და ადა­მი­ა­ნებ­მა, სარ­და­ფე­ბის ნაც­ვლად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის დარ­ბა­ზებ­ში და­ი­წყეს სი­ა­რუ­ლი. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის სა­და­ვე­ებ­თან მა­შინ „ასპრი­ას“ გუნ­დი იდგა, მაგ­რამ ახლა საქ­მე უფრო სხვა­ნა­ი­რა­დაა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბაც ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც „ასპრი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ოთარ თავ­ყე­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, „ასპრია“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიტ­ნე­სინ­დუსტრი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას აპი­რებს და მას­შტა­ბურ ცვლი­ლე­ბებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან იწყებს. „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ჯან­მრთე­ლი გა­რე­მოს გა­რან­ტი­აა“ – ეს იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის მიერ გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა­ზე ნა­ბი­ჯის ლა­იტ­მო­ტი­ვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რონ კომ­პა­ნი­ის ქსე­ლი ამ­ჟა­მად 5 დარ­ბაზს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან 4 თბი­ლის­ში, 1 კი, ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე­ობს. ახლა 2 დარ­ბა­ზი - სა­ბურ­თა­ლო­სა და გლ­და­ნის - დრო­ე­ბით და­კე­ტი­ლია და მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გა­ტა­რე­ბას „ასპრია“ სწო­რედ ამ დარ­ბა­ზე­ბი­დან და­ი­წყებს, რომ­ლე­ბიც ოქ­ტომ­ბრი­დან ეტა­პობ­რი­ვად გა­იხ­სნე­ბა.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო საპ­რე­ვენ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წა­მა­ლი.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია - მას პირ­და­პი­რი იე­რი­ში მი­აქვს ჩვენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და მარ­ტი­ვად ამარ­ცხებს მას, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს. ამ და­ა­ვა­დე­ბებს კი, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის პა­სი­უ­რი, არა­ჯან­სა­ღი წესი იწ­ვევს, რაც, თა­ვის მხრივ, გულ-სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მებს გა­ნა­პი­რო­ბებს.

"ასპრი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ოთარ თავ­ყე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი ინო­ვა­ცია, რა­საც „ასპრია“ მომ­ხმა­რებ­ლებს შეს­თა­ვა­ზებს, ის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სივ­რცე იქ­ნე­ბა, სა­დაც თი­თო­ე­ულ მათ­განს სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­იკ­ვლე­ვენ, შე­უდ­გე­ნენ მას­ზე მორ­გე­ბულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პროგ­რა­მას და ვარ­ჯი­შის, უფრო სწო­რად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გებს არა მხო­ლოდ ფიტ­ნე­სის, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­უ­კონ­ტრო­ლე­ბენ. ასე რომ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი, დი­ე­ტო­ლო­გე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი ერ­თობ­ლი­ვად შე­ის­წავ­ლი­ან მთე­ლი იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც ის „ასპრი­ა­ში“ დაჰ­ყოფს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

დღეს, როცა ჩვენზე უამრავი ნეგატიური გარე ფაქტორი მოქმედებს, როცა ადამიანები უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებასა და ნატურალურ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, როცა კორონავირუსმა სახლებში გამოგვკეტა და ჩვენი ორგანიზმი მოდუნდა, როცა ადამიანები მძიმედვავადდებით და ხშირ შემთხვევაში, ისტორიები ფატალურად მთავრდება, გვიწევს, ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ. რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით იმისთვის, რასაც არ ველოდით? მეცნიერები მრავალი წელია, იკვლევენ, რა იცავს ჩვენს იმუნურ სისტემას და რა გვხდის ამტანს სხვადასხვა პრობლემის მიმართ... ჯანსაღი ცხოვრების წესი - ესაა საუკეთესო არჩევანი და ერთადერთი პასუხი, რაზეც ისინი შეთანხმდნენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი სხვა არაფერია, თუ არა ფიტნესი. ჯანსაღი საკვები და შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ბევრ ბენეფიტს გვპირდება, თუმცა რაც მთავარია, ის ჩვენს იმუნიტეტს წვრთნის. შედეგად, ადამიანი მზადაა, გაცილებით უკეთ გაუმკლავდეს ნებისმიერ ფიზიკურ თუ მორალურ წნეხს. ფიზიკური გამძლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობას კი დღეს ყველაზე უკეთ ვხედავთ.

ლექსიკონში მოცემული პირდაპირი განმარტების თანახმად, ფიტნესი ისეთ ფიზიკურ აქტივობას ნიშნავს, რომელიც სხეულის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს... თუმცა, ის მეტია, ვიდრე სპორტი, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები, დაკუნთული სხეული ან ნებისმიერი ცალკე აღებული ცნება, რომელიც ჩვენ ამ სიტყვის გაგონებისას გვახსენდება. ფიტნესი მეცნიერება, უფრო მეტიც, ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც სხეულის, სულისა და გონების ჰარმონიას გვასწავლის.

ცხადია, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა: წლების განმავლობაში ფიტნესი ჩვენთანაც განვითარდა და გარშემო არაერთი ადამიანი შემოიკრიბა, თუმცა ცხოვრების ამ სტილმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა მყარად ფეხი. საქართველოში არაჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ პოპულარულია, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საუკეთესო მიდგომების დანერგვა და სხვდასხვა სურვილისა თუ საჭიროების მქონე ადამიანის ფიტნესით დაინტერესება.

ქართულ ფიტნესინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ერთხელ უკვე მოხდა - დაახლოებით, 6-7 წლის წინ, როდესაც სპორტდარბაზები მიწისქვეშეთიდან „ამოვიდნენ“ და ადამიანებმა, სარდაფების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის დარბაზებში დაიწყეს სიარული. ამ ცვლილებების სადავეებთან მაშინ „ასპრიას“ გუნდი იდგა, მაგრამ ახლა საქმე უფრო სხვანაირადაა და მოსალოდნელი ცვლილებაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

როგორც „ასპრიას“ გენერალური დირექტორი ოთარ თავყელიშვილი განმარტავს, „ასპრია“ საქართველოში ფიტნესინდუსტრიის საერთაშორისო დონეზე განვითარებას აპირებს და მასშტაბურ ცვლილებებს საკუთარი თავიდან იწყებს. „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელი გარემოს გარანტიაა“ – ეს იქნება კომპანიის მიერ გადადგმული ყველაზე ნაბიჯის ლაიტმოტივი.

აღსანიშნავია, რონ კომპანიის ქსელი ამჟამად 5 დარბაზს მოიცავს, რომელთაგან 4 თბილისში, 1 კი, ბათუმში მდებარეობს. ახლა 2 დარბაზი - საბურთალოსა და გლდანის - დროებით დაკეტილია და მათი საფუძვლიანი განახლება მიმდინარეობს. ახალი კონცეფციის გატარებას „ასპრია“ სწორედ ამ დარბაზებიდან დაიწყებს, რომლებიც ოქტომბრიდან ეტაპობრივად გაიხსნება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა დაავადების საუკეთესო საპრევენციო საშუალებაა, რომელიც გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული წამალი.

კორონავირუსი ამის კარგი მაგალითია - მას პირდაპირი იერიში მიაქვს ჩვენს იმუნურ სისტემაზე და მარტივად ამარცხებს მას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ამ დაავადებებს კი, თანამედროვე ცხოვრების პასიური, არაჯანსაღი წესი იწვევს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს განაპირობებს.

"ასპრიას" გენერალური დირექტორის, ოთარ თავყელიშვილის განცხადებით, მთავარი ინოვაცია, რასაც „ასპრია“ მომხმარებლებს შესთავაზებს, ის მრავალპროფილური სივრცე იქნება, სადაც თითოეულ მათგანს სიღრმისეულად გამოიკვლევენ, შეუდგენენ მასზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას და ვარჯიშის, უფრო სწორად, ჯანსაღი ცხოვრების შედეგებს არა მხოლოდ ფიტნესის, არამედ სამედიცინო მიმართულებითაც გაუკონტროლებენ. ასე რომ, თითოეული ადამიანის ორგანიზმს პროფესიონალი ინსტრუქტორები, დიეტოლოგები და მედიკოსები ერთობლივად შეისწავლიან მთელი იმ დროის განმავლობაში, რასაც ის „ასპრიაში“ დაჰყოფს.

NS

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ