სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს
რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის  პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აგ­რძე­ლებს და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­მა კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბი შე­ა­ში­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ 20 აგ­ვის­ტოს ჩა­ტა­რე­ბულ სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ, მო­რიგ ჯერ­ზე კომ­პა­ნია 270 000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა და ერთი თვე მის­ცა, რათა შებ­რუნ­დეს გა­რი­გე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ლის 49%-ის მფლო­ბე­ლი „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გი“ გახ­და.

კო­მი­სი­ის გაფრ­თხი­ლე­ბის თა­ნახ­მად, თუ ერთი თვის ვა­და­ში მო­თხოვ­ნა არ იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ჯა­რი­მის ნაც­ვლად უკვე სხვა სა­ხის სან­ქცი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, იქ­ნე­ბა თუ არა ახა­ლი სან­ქცია კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა. ამ თე­მებ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „ბიზ­ნეს ფორ­მუ­ლა“ კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რე­ვაზ კო­პა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ არ არის მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კომ­პა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­აა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ რე­გი­ონ­შიც, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­შიც და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც აწ­ვდის ინ­ტერ­ნეტს იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ინ­ტერ­ნე­ტით სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე.

რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ამ ვი­თა­რე­ბით, რაც დღეს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გარ­შე­მოა შექ­მნი­ლი და ეძე­ბენ ინ­ტერ­ნე­ტის ყიდ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში რომ ავი­ღოთ ამ პრო­ექ­ტის, რო­გორც ციფ­რუ­ლი ჰა­ბის შექ­მნის, ასე­ვე „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გის“ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის კონ­კუ­რენ­ტი არის სა­ხელ­მწი­ფო. ზო­გა­დად, კერ­ძო ბიზ­ნე­სის კონ­კუ­რენ­ტი გახ­და სა­ხელ­მწი­ფო. სხვა კონ­კუ­რენ­ტი ამ პრო­ექტს არ ჰყავს. ახლა თქვენ­თვის მო­მინ­დვია იმის გან­სა­ზღვრა, თუ რამ­დე­ნად კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნია სა­ხელ­მწი­ფო…

ან რა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი აქვს დღეს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის? ჩვენ ვფიქ­რობთ, სა­ხელ­მწი­ფო მო­წო­დე­ბუ­ლი უნდა იყოს იმის­კენ, რომ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. მინ­და გი­თხრათ, რომ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა არ ცვლის არც ამ კომ­პა­ნი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ას და არც შავი ზღვის კა­ბე­ლის სტა­ტუსს.

ეს კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ“. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პა­ნია „NEQSOL ჰოლ­დინ­გმა“ 2019 წელს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ 49%-იანი წილი შე­ის­ყი­და და მას­ში $61 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და მთავ­რო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია.

კო­მი­სია მი­უ­თი­თებ­და, რომ გა­რი­გე­ბა მათ­თან არ იყო წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რა­საც „კავ­კა­სუ­სის­თვის“ მკაც­რი სან­ქცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის­გან გა­რი­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა და სტა­ტუს ქვოს აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა. კო­მი­სი­ამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ რამ­დენ­ჯერ­მე უკვე და­ა­ჯა­რი­მა, მათ შო­რის უმაღ­ლე­სი სან­ქცი­ით 270 000 ლა­რით. კომ­პა­ნი­ას კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აქვს გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს

რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის  პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს

„კავკასუს ონლაინი“ კომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აგრძელებს და საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კომპანიის საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორები შეაშინა.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე კომპანია 270 000 ლარის გადახდა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის მფლობელი „ნექსოლ ჰოლდინგი“ გახდა.

კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად უკვე სხვა სახის სანქციას განიხილავენ. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ახალი სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა. ამ თემებზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნეს ფორმულა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა.

„კავკასუს ონლაინი“ არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის კომპანია, საერთაშორისო კომპანიაა იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც აწვდის ინტერნეტს იმ კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ ათეულობით მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფენ ინტერნეტით საცალო ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან ძალიან შეშინებულები ამ ვითარებით, რაც დღეს „კავკასუს ონლაინის“ გარშემოა შექმნილი და ეძებენ ინტერნეტის ყიდვის ალტერნატივებს. ეს ყველაფერი კომპანიის საქმიანობაზე და ქართულ ინტერნეტბაზარზე უარყოფითად აისახება. მთლიანობაში რომ ავიღოთ ამ პროექტის, როგორც ციფრული ჰაბის შექმნის, ასევე „ნექსოლ ჰოლდინგის“ გეოგრაფიული არეალის გაფართოების კონკურენტი არის სახელმწიფო. ზოგადად, კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდა სახელმწიფო. სხვა კონკურენტი ამ პროექტს არ ჰყავს. ახლა თქვენთვის მომინდვია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კარგი ბიზნესმენია სახელმწიფო…

ან რა ფინანსური რესურსები აქვს დღეს ჩვენს სახელმწიფოს ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისთვის? ჩვენ ვფიქრობთ, სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს იმისკენ, რომ ასეთი პროექტები კერძო ინვესტიციებით განახორციელოს. მინდა გითხრათ, რომ „კავკასუს ონლაინის“ აქციების გაყიდვა არ ცვლის არც ამ კომპანიის იურისდიქციას და არც შავი ზღვის კაბელის სტატუსს.

ეს კომპანია ყოველთვის დარჩება საქართველოს კანონმდებლობის იურისდიქციის ქვეშ“. შეგახსენებთ, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია.

კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუსისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა. კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, მათ შორის უმაღლესი სანქციით 270 000 ლარით. კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

R

გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია - რას ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტზე

"სოფელ დიღომში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა