სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი
"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან გა­მო­ძი­ე­ბას იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა უთხრა, ვინც სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი მი­ა­წო­და, მან კი ისი­ნი ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს გა­დას­ცა.

"გა­მო­კი­თხვის დროს და­ვა­სა­ხე­ლე არა მხო­ლოდ სა­ხე­ლი და გვა­რი, არა­მედ სხვა კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ პი­როვ­ნე­ბას­თან, მის სტრუქ­ტუ­რას­თან, ჩვენს სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რას­თან. თუ სრუ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა უნ­დათ, ჩემი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათ­თან არის, იმა­ში წე­რია ყვე­ლა­ფე­რი, სხვა­დას­ხვა რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, მაგ­რამ ისიც საკ­მა­რი­სია, რაც მე ვუ­თხა­რი. ეს ადა­მი­ა­ნი არც სა­ქარ­თვე­ლო­შია, არც რუ­სეთ­შია. ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ვე­ცი, სა­ჯა­რო არ არის, არა იმი­ტომ, რომ ვინ­მე იმა­ლე­ბა, საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტსა და ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს თვი­თონ ვერ მი­აწ­ვდი­და, რად­გან არ იც­ნობ­და.

"როცა დიდი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე წა­ვი­და ლა­პა­რა­კი, ჩემს სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა და ექ­ვსმა და­სავ­ლურ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ გა­და­ბეჭ­და, მათ შო­რის ამე­რი­კულ­მა, არის მი­თი­თე­ბა ასე­თი - იქ, სა­დაც არის დიდი შავი ფუ­ლის ბრუნ­ვა, რო­გორც წესი, ეს ფული ამის შემ­დეგ სა­ქო­ნელ­დე­ბა უკა­ნო­ნო ბიზ­ნეს­ში, მათ შო­რის, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში. ამა­ზე მი­ე­ბა ის თემა, რომ თუ სად­მე რე­ა­ლიზ­დე­ბა უკა­ნო­ნო ია­რა­ღი, ეს არის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი",- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ის აცხა­დებს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავს, რად­გან "გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი".

"ხელს რა შე­მიშ­ლის? ვგეგ­მავ ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას, ბი­ლე­თე­ბიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მი­ზა­ნია სწო­რედ დიდი კო­რუფ­ცი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი, ფუ­ლის და­რი­ცხვე­ბის შე­სა­ხებ რაც არის, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე არის მი­საყ­ვა­ნი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ეპი­ზო­დი დიდ საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი ეჭვს ბა­დებს. მისი თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა "უნი­ჭოდ დად­გმუ­ლი ინ­სცე­ნი­რე­ბაა".

ასევე დაგაინტერესებთ
18:29 / 18-09-2020

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

18:38 / 19-09-2020

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

16:09 / 21-09-2020

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

17:08 / 21-09-2020

"სუს-ის თანამშრომელი აღწერს, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს,  გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მითითებებს" - ადვოკატი

12:40 / 22-09-2020

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

11:11 / 23-09-2020

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

13:16 / 24-09-2020

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი

12:59 / 25-09-2020

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

"ერთ რა­მეს გე­ტყვით ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე. ის თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით, თუნ­დაც, აფ­თი­აქ­ში წამ­ლე­ბის ყიდ­ვა იყოს, არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლად დად­გმუ­ლი ინ­სცე­ნი­რე­ბაა, მაგ­რამ უნი­ჭოდ. ამი­ტომ ჩნდე­ბა ნა­წილ-ნა­წილ, თავს იჩენს ის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რაც ამ ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში იყო ცუ­დად და­ლა­გე­ბუ­ლი",- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის თქმით, იგი აპი­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­როს ამე­რი­კა­ში ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტოს თა­ო­ბა­ზე.

  • რა არის ცნო­ბი­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე­ზე?

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. "მი­თე­ბის დექ­ტე­ტო­რის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ით ირ­კვე­ვა, წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით: “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის ლი­დე­რი”, რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია ბან­გლა­დე­შის მო­ქა­ლა­ქე ვინ­მე აშოკ გუპ­ტას მიერ, გა­მოს­ცა კომ­პა­ნია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც წიგ­ნი “ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი-თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი” გა­მოს­ცა, ეკუთ­ვნის და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კომ­პა­ნია ევ­რო­პი­სა და აზი­ის ბაზ­რებს კო­მერ­ცი­უ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და მათ შეს­რუ­ლე­ბა­ში უწევს დახ­მა­რე­ბას. 2013 წლი­დან ESL Georgia-ს დი­რექ­ტო­რი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე ასე­ვე არის ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტო “უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის” ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­ხელ­ზე ბიზ­ნეს რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია “სპუტ­ნიკ ტვ”, რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თა­ვა­დაა“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

2012 წელს ერთ-ერთ პრო­რუ­სულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ექ­სპერ­ტად და "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს" დი­რექ­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის: თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი მი­ა­წო­და მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა. ამას­თა­ნა­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გე­ბით გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყალ­ბია. ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ ambebi.ge ეროვ­ნუ­ლი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სას­წავ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ად­ვო­კატ ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნი ფურ­ცხვა­ნი­ძე და არა მარ­ტო ის, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, ძა­ლი­ან ცუ­დად და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად იყე­ნებს, კერ­ძოდ, მისი ინ­ტე­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის ჩა­მო­ყალ­ბე­ბა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. ამ ადა­მი­ან­მა თქვა, რომ მას ჯერ ად­ვო­კა­ტი და­უ­კავ­შირ­და და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ მის­ცა გა­რან­ტია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა არის ავ­თენ­ტუ­რი, თუმ­ცა შემ­დგომ­ში ირ­კვე­ვა, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. აქ ნი­შან­დობ­ლი­ვი ისაა, რაც "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­მო­ა­ცხა­და - ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლი გვქონ­და და რად­გან ვიც­ნობ­დით ამ ადა­მი­ანს, მის წარ­სულს და რომ შე­ვა­ტყვეთ, ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ამი­ტო­მაც არ გა­ვაჟ­ღე­რეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აო. მაქვს კი­თხვა: რო­გორც ვიცი, ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" თა­ნამ­შრომ­ლობს და მას რა­ტომ არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რათა ჩემი კო­ლე­გა არ შე­სუ­ლი­ყო შეც­დო­მა­ში და არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც შემ­დგომ­ში გა­ა­კე­თა? და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის სა­უბ­რობს ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებს. ჩემი აზ­რით, მა­ვანს უნ­დო­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა და არ გა­მო­უ­ვი­და.

- მა­ვან­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, რომ­ლებ­მაც გა­მო­ი­ყე­ნეს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა და ათ­ქმე­ვი­ნეს ის, რაც არ უნდა ეთ­ქვა. რო­გორც ვიცი, ფურ­ცხვა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში "სპუტ­ნიკ გე­ორ­გი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ლო­ჟის­გან ფი­ნანსდე­ბა. ამ ადა­მი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას და­უ­სა­ხე­ლა პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის არის სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის და ცხოვ­რობს ინ­გლის­ში, არ იც­ნობს, მაგ­რამ ენ­დო­ბა მას. მე ამის გაგ­რძე­ლე­ბა უფრო მა­ეჭ­ვებს - სად აგ­დებს გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მარ­ცვალს ფურ­ცხვა­ნი­ძე? ის გა­მო­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით და ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად 30 სექ­ტემ­ბერს ამე­რი­კა­ში უნდა გა­ვემ­გზავ­რო და 11 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ვა­ლო. ნა­ხეთ, რა საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ - ფურ­ცხვა­ნი­ძე რომ არ გა­უშ­ვა, იტყვის, თქვენ თუ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა გინ­დო­დათ, მა­შინ რა­ტომ არ მიშ­ვებ­თო. გა­უშ­ვე­ბენ და, შე­საძ­ლოა, აღარც ჩა­მო­ვი­დეს და ჩას­ვლის­თა­ნა­ვე გა­ნა­ცხა­დოს, დევ­ნის ობი­ექ­ტი ვარო და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რიც მო­ი­თხო­ვოს.

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს გა­მო­ძი­ე­ბამ?

- გა­მო­ძი­ე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი უნდა გა­აც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვას, რომ იმი­სათ­ვის, რომ დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან შე­ვად­გი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი მო­რი­გე­ბის აქტი და თუ კი მან გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გა­მო­დის, რომ მის მიერ ნათ­ქვა­მი და მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­სა­მარ­თლის­თვის არის უკა­ნო­ნო და მის მი­მარ­თე­ბა­ში უნდა აღიძ­რას შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის საქ­მე. ეს კაცი ტყუ­ი­ლად არ გა­მო­ა­ჩი­ნეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა - მათ და­ი­ნა­ხეს, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სწო­რად ეწე­ვა გა­მო­ძი­ე­ბას, რომ ია­რა­ღის შე­ძე­ნას­თან და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ­სი­ე­ბი არის ტყუ­ი­ლი და ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი. მათ არ გა­მო­უ­ვი­დათ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, ჩვე­ნი რე­აქ­ცია ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე იყო დრო­უ­ლი. შემ­დგომ­ში, როცა მან უარ­ყო თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბა, ეს გახ­და ხე­ლის­შემ­შლე­ლი პი­რო­ბა ჩვენ­და­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან რა­ღაც მავ­ნე ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და გა­მოჩ­ნდა კი­დეც ფურ­ცხვა­ნი­ძე.

- ეს კაცი ამ­ბობს, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ეპი­ზო­დი ერთი დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლია და სრუ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლია...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ტა­ჟის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია. ის ამ­ბობს, ყა­რა­ბა­ღი არ მიხ­სე­ნე­ბია, ეს ჟურ­ნა­ლის­ტმა ქა­ში­აშ­ვილ­მა ახ­სე­ნაო. ეს უნ­დობ­ლო­ბის მარ­ცვლის ჩაგ­დე­ბა და სა­ბო­ტა­ჟის წი­ნა­პი­რო­ბაა. ფურ­ცხვა­ნი­ძე ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბა გა­უჩ­ნდეს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, გა­მო­ძი­ე­ბის, ასე­ვე პა­ტი­ო­სა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ. ამ ხალ­ხს ოჯა­ხის გა­ჭირ­ვე­ბა სულ არ აინ­ტე­რე­სებს, ამ ოჯა­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ გლო­ბა­ლუ­რი არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­ტებ­ში. მან მიშა რა­მიშ­ვი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, რაც არა მარ­ტო ჩვე­ნი კო­ლე­გის, მთე­ლი სა­ად­ვო­კა­ტო კორ­პუ­სის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა. თუ კი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ხე­ლის შეშ­ლის გამო შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც მის­ცე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ად­ვო­კატს, აწ­ვდის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ცდი­ლობს მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას? ფურ­ცხვა­ნი­ძე იტყუ­ე­ბა, ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რად დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვას. ეს კაცი უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა შე­ად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი და როცა ჩა­მობ­რძან­დე­ბა, ჩა­მო­ი­ტა­ნოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ აღარც დაბ­რუნ­დეს?

- დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბა­ტო­ნი ფურ­ცხვა­ნი­ძე რო­გორც კი და­ი­ნა­ხავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იქ­ცე­ვა სწო­რად, გვყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტე­ბი და მას დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის, სა­ბო­ტა­ჟის გამო და­კა­ვე­ბის საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა არც ჩა­მო­ვი­დეს. მის გან­ცხა­დე­ბას აქვს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ის ცდი­ლობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ ამე­რი­კა­ში არ გა­უშ­ვას, რომ მერე სა­ლა­პა­რა­კო ჰქონ­დეს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს პი­როვ­ნე­ბა არის საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კე­ი­სარს – კე­ის­რი­საო. მისი ამო­ცა­ნაა, რომ არ იქ­ნას გაშ­ვე­ბუ­ლი, რათა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას დაბ­რალ­დეს, რომ მათ არ უნ­დათ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა, წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კი მის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია მავ­ნებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ერთი თხოვ­ნა მაქვს ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სად­მი - ასე­თი ფურ­ცხვა­ნი­ძე­ე­ბის შეს­წავ­ლა იქამ­დე უნდა მოხ­დეს, ვიდ­რე ისი­ნი თა­ვი­სი ქმე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ნე­ბენ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს კაცი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე არ არის. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვვა­რა­უ­დობ, რომ მას მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს იმ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბა უნ­დათ. რა­ტომ­ღაც ეს ბა­ტო­ნი თა­ვი­სი ამ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბას უც­ვლის მის წარ­მო­მავ­ლო­ბას - მისი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა არის რუ­სე­თის და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რუ­სეთ­ში კი არა, ამე­რი­კა­ში მი­დის. ანუ ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს რუ­სე­თი­სად­მი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ქარ­წყლოს.

- ამით რას უს­ვამს ხაზს?

- ეს ერთ-ერთი მე­თო­დო­ლო­გი­აა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ვი­თომ­და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­რე­ულ­ნი არი­ან რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს იძი­ე­ბენ და შემ­დგომ­ში ამ მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე კლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს. ანუ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­და­აქვთ არა რუ­სე­თის მხა­რეს, ვისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არის, არა­მედ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფურ­ცხვა­ნი­ძემ კარ­გად იცის, რომ ისეთ ვერ­სი­ებ­ზე უნდა ილა­პა­რა­კოს, რისი დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც დროს მო­ი­გებს. ერთი რჩე­ვა მაქვს რო­გორც ოჯა­ხი­სად­მი, ისე ჩემი კო­ლე­გის რა­მიშ­ვი­ლი­სად­მი - ნუ ენ­დო­ბი­ან ისეთ თახ­სირ ხალ­ხს, რო­მელ­თა ამო­ცა­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იმ ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვაა, რომ­ლე­ბიც ჩა­მოვ­თვა­ლე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
21

ღმერთო ჩემო! ამდენი მოღალატე და ამდენი "სასარგებლო იდიოტი".... რა გვეშველება?!

გელა
56

და თქვენ რატომ ვერ შეძელით, რომ ამ შვილმკვდარ ქალბატონს არ ეთქვა ეგ? რატომ ვერ წარუდგინეთ შესაბამისი მტკიცებულებები? მათ შორის სატელიტური ფოტოები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, მან გამოძიებას იმ პირის ვინაობა უთხრა, ვინც სატელიტური ფოტოები მიაწოდა, მან კი ისინი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა.

"გამოკითხვის დროს დავასახელე არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ფურცხვანიძემ. როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

"როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა ლაპარაკი, ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ გადაბეჭდა, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი - იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი",- განაცხადა ფურცხვანიძემ. ამასთანავე, როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან "გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი".

"ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში", - განაცხადა ფურცხვანიძემ. მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება "უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა".

"ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული",- განაცხადა ფურცხვანიძემ. დავით ფურცხვანიძის თქმით, იგი აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე.

  • რა არის ცნობილი დავით ფურცხვანიძეზე?

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: “ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”, რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი “ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი” გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია “სპუტნიკ ტვ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ამასთანავე, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია. ამ საკითხის ირგვლივ ambebi.ge ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს, ადვოკატ ემზარ საბანაძეს ესაუბრა.

- ბატონი ფურცხვანიძე და არა მარტო ის, ბაჩალიაშვილების ოჯახს, ძალიან ცუდად და ანტისახელმწიფოებრივად იყენებს, კერძოდ, მისი ინტერესია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის ჩამოყალბება და დესტაბილიზაცია. ამ ადამიანმა თქვა, რომ მას ჯერ ადვოკატი დაუკავშირდა და მასთან გასაუბრების შემდეგ მისცა გარანტია, რომ აღნიშნული ფოტომასალა არის ავთენტური, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ გაყალბებულია. აქ ნიშანდობლივი ისაა, რაც "მთავარმა არხმა" გამოაცხადა - ეს ინფორმაცია ჩვენ დავით ფურცხვანიძისგან მიღებული გვქონდა და რადგან ვიცნობდით ამ ადამიანს, მის წარსულს და რომ შევატყვეთ, ეს ფოტოსურათები გაყალბებული იყო, ამიტომაც არ გავაჟღერეთ აღნიშნული ინფორმაციაო. მაქვს კითხვა: როგორც ვიცი, ბატონი მიხეილ რამიშვილი "მთავარ არხთან" თანამშრომლობს და მას რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ჩემი კოლეგა არ შესულიყო შეცდომაში და არ გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც შემდგომში გააკეთა? დავით ფურცხვანიძე რატომღაც ყოველთვის საუბრობს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ეხება საქართველოს და ამიერკავკასიის საკითხებს. ჩემი აზრით, მავანს უნდოდა ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდა.

- მავანში ვის გულისხმობთ?

- სპეცსამსახურებს, რომლებმაც გამოიყენეს ბაჩალიაშვილის დედა და ათქმევინეს ის, რაც არ უნდა ეთქვა. როგორც ვიცი, ფურცხვანიძე საქართველოში "სპუტნიკ გეორგიას" ხელმძღვანელია, რომელიც რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება. ამ ადამიანმა პროკურატურას დაუსახელა პიროვნება, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არის სლავური წარმოშობის და ცხოვრობს ინგლისში, არ იცნობს, მაგრამ ენდობა მას. მე ამის გაგრძელება უფრო მაეჭვებს - სად აგდებს განხეთქილების მარცვალს ფურცხვანიძე? ის გამოდის ტელევიზიით და ამბობს, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად და ავთენტურობის დასადასტურებლად 30 სექტემბერს ამერიკაში უნდა გავემგზავრო და 11 ოქტომბერს ჩამოვალო. ნახეთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ - ფურცხვანიძე რომ არ გაუშვა, იტყვის, თქვენ თუ ჭეშმარიტების დადგენა გინდოდათ, მაშინ რატომ არ მიშვებთო. გაუშვებენ და, შესაძლოა, აღარც ჩამოვიდეს და ჩასვლისთანავე განაცხადოს, დევნის ობიექტი ვარო და პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვოს.

- ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს გამოძიებამ?

- გამოძიებამ აღნიშნული საკითხი უნდა გააცნოს საზოგადოებას და თქვას, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, დავით ფურცხვანიძესთან შევადგინეთ შესაბამისი მორიგების აქტი და თუ კი მან გამგზავრების შემდეგ გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, გამოდის, რომ მის მიერ ნათქვამი და მოწოდებული ინფორმაცია მოსამართლისთვის არის უკანონო და მის მიმართებაში უნდა აღიძრას შესაბამისი კვალიფიკაციის საქმე. ეს კაცი ტყუილად არ გამოაჩინეს სპეცსამსახურებმა - მათ დაინახეს, რომ გენერალური პროკურატურა სწორად ეწევა გამოძიებას, რომ იარაღის შეძენასთან და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით ვერსიები არის ტყუილი და ყურით მოთრეული. მათ არ გამოუვიდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი დაპირისპირება, ჩვენი რეაქცია ქალბატონ თეონა თამაზაშვილის განცხადებაზე იყო დროული. შემდგომში, როცა მან უარყო თავისი განცხადება, ეს გახდა ხელისშემშლელი პირობა ჩვენდამი მტრულად განწყობილი სპეცსამსახურების მხრიდან რაღაც მავნე ქმედების განხორციელებისა და გამოჩნდა კიდეც ფურცხვანიძე.

- ეს კაცი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ეპიზოდი ერთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმის გამოძიების დეტალია და სრული დამაჯერებლობით აცხადებს, რომ გოგონა მოკლულია...

- ეს ყველაფერი საბოტაჟის მქონე ინფორმაციებია. ის ამბობს, ყარაბაღი არ მიხსენებია, ეს ჟურნალისტმა ქაშიაშვილმა ახსენაო. ეს უნდობლობის მარცვლის ჩაგდება და საბოტაჟის წინაპირობაა. ფურცხვანიძე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებას უნდობლობა გაუჩნდეს როგორც ხელისუფლების, გამოძიების, ასევე პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ. ამ ხალხს ოჯახის გაჭირვება სულ არ აინტერესებს, ამ ოჯახის გამოყენებით ცდილობენ გლობალური არეულობა შემოიტანონ საქართველოში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორტებში. მან მიშა რამიშვილი შეცდომაში შეიყვანა, რაც არა მარტო ჩვენი კოლეგის, მთელი საადვოკატო კორპუსის უპატივცემულობაა. თუ კი ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის გამო შეიძლება ვიღაც მისცე პასუხისგებაში, რატომ არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს პიროვნება, რომელიც ხელს უშლის ადვოკატს, აწვდის ცრუ ინფორმაციას და ცდილობს მის დისკრედიტაციას? ფურცხვანიძე იტყუება, ცდილობს საქართველოს პოლიტიკურად დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ინსტიტუციებისადმი უნდობლობის გამოწვევას. ეს კაცი უნდა იქნას შესწავლილი, პროკურატურამ უნდა შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და როცა ჩამობრძანდება, ჩამოიტანოს სრული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

- შეიძლება საერთოდ აღარც დაბრუნდეს?

- დიდი ალბათობით, ბატონი ფურცხვანიძე როგორც კი დაინახავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა სწორად, გვყავს კვალიფიციური იურისტები და მას დეზინფორმაციის გავრცელების და ხელისუფლების დისკრედიტაციის, საბოტაჟის გამო დაკავების საფრთხე დაემუქრება, შეიძლება არც ჩამოვიდეს. მის განცხადებას აქვს ორი მიმართულება - ის ცდილობს, რომ საქართველოს მხარემ ამერიკაში არ გაუშვას, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეს. დიდი ალბათობით, ეს პიროვნება არის საკმაოდ განათლებული და შესანიშნავად ერკვევა სპეცსამსახურების მუშაობაში. აქედან გამომდინარე, კეისარს – კეისრისაო. მისი ამოცანაა, რომ არ იქნას გაშვებული, რათა საქართველოს პროკურატურას დაბრალდეს, რომ მათ არ უნდათ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, წასვლის შემთხვევაში კი მისგან მოსალოდნელია მავნებლური განცხადებები. ერთი თხოვნა მაქვს ჩვენი სპეცსამსახურებისადმი - ასეთი ფურცხვანიძეების შესწავლა იქამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ისინი თავისი ქმედებით საქართველოს ავნებენ, პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია. ეს კაცი რიგითი მოქალაქე არ არის. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს იმ სპეცსამსახურებთან, რომელთაც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა უნდათ. რატომღაც ეს ბატონი თავისი ამ განცხადებით მიმართულებას უცვლის მის წარმომავლობას - მისი მედიასაშუალება არის რუსეთის და ინფორმაციის დასადასტურებლად რუსეთში კი არა, ამერიკაში მიდის. ანუ ყველანაირად ცდილობს რუსეთისადმი ეჭვები გააქარწყლოს.

- ამით რას უსვამს ხაზს?

- ეს ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა წარმოაჩინოს, რომ ვითომდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ტერიტორიაზე ჩარეულნი არიან რაღაც ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებს იძიებენ და შემდგომში ამ მაქინაციების გამოძიების ნიადაგზე კლავენ საქართველოს მოქალაქეს. ანუ ყველა მიმართულებები გადააქვთ არა რუსეთის მხარეს, ვისი წარმომადგენელიც არის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართულებით. ფურცხვანიძემ კარგად იცის, რომ ისეთ ვერსიებზე უნდა ილაპარაკოს, რისი დადგენის შემთხვევაშიც დროს მოიგებს. ერთი რჩევა მაქვს როგორც ოჯახისადმი, ისე ჩემი კოლეგის რამიშვილისადმი - ნუ ენდობიან ისეთ თახსირ ხალხს, რომელთა ამოცანაც ხელისუფლების დისკრედიტაცია და საქართველოს მოქალაქეებში იმ ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვაა, რომლებიც ჩამოვთვალე.

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა