კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი
"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი

უკ­რა­ი­ნელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წემ სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუნ­მა - სამ­გზის ექსგე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ლე­ო­ნიდ კუჩ­მა­სა და ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს - ინ­ტერ­ვიუ მის­ცა უკ­რა­ი­ნის პო­პუ­ლა­რულ გა­მო­ცე­მას "სტრა­ნას" («Страна»), რო­მელ­შიც იგი სა­უბ­რობს, თუ რო­გორ მოხ­და მისი მიწ­ვე­ვა-და­ნიშ­ვნა უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას მრჩევ­ლად და რა­ტომ გა­დად­გა იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ. სხვა­თა შო­რის, ამ ფაქ­ტმა უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხმა­უ­რი და მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუ­ნი

ინ­ტერ­ვი­უ­ში სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუ­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა სწო­რად აზ­როვ­ნებს - მან იცის რაც სურს, მაგ­რამ არ იცის, რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ოს მი­ზანს. ამას­თან, სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუნს არ მოს­წონს, რომ გენპ­რო­კუ­რო­რის ერთ-ერთ მრჩევ­ლად თურ­მე... ყო­ფი­ლი უცხო­ე­ლი გენპ­რო­კუ­რო­რიც მუ­შა­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ფაქ­ტიც გახ­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუ­ნის გა­დად­გო­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი.

"უკ­რა­ი­ნა­ში ამ­ჟა­მად ბევ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და "ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი" - და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ მი­ლი­ო­ნამ­დე. პრო­კუ­რა­ტუ­რას კად­რე­ბი არ ჰყოფ­ნის, მა­ღა­ლია კო­რუფ­ცი­ის დონე... ამი­ტომ გენპ­რო­კუ­რორს წე­რი­ლით მივ­მარ­თე - და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დაც­ვის სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით. შემ­ხვდა, მე­სა­უბ­რა და მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნა შე­მომ­თა­ვა­ზა... მე­გო­ნა, რომ მე, რო­გორც მრჩე­ველს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას­თან კავ­ში­რი მუდ­მი­ვად მექ­ნე­ბო­და. მაგ­რამ... მხო­ლოდ და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მას ჩემს გარ­და, თურ­მე კი­დევ 8 მრჩე­ვე­ლი ჰყო­ლია. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას სხვა მრჩევ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეც მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვია და მსჯავ­რი მოხ­დი­ლი არ აქვს", - ამ­ბობს სვი­ა­ტოს­ლავ პის­კუ­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე - "ვინ გყავთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?", იგი პა­სუ­ხობს:

"ეს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლია. თუ გახ­სოვთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის ჩა­დე­ნის გამო, გა­ნა­ჩე­ნი მის­სა­ვე "რე­ფორ­მი­რე­ბულ­მა" ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­უ­ტა­ნა".

ავ­ტო­რი სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტონი
521

სულ გამიქრა პატივისცემა უკრაინული ხელისუფლების მიმართ. ნუთუ ასე უჭირთ, რომ სხვა ქვეყნის ეჭვმიტანილებით და გასამართლებულებით არ გაიფუჭონ რეპუტაცია. თუ ეს დასავლეთის დავალებაა, მით უარესი.

vava
3

vaa exla gaigees?

ავტორი:

"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი

"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი

უკრაინელმა სახელმწიფო მოღვაწემ სვიატოსლავ პისკუნმა - სამგზის ექსგენერალურმა პროკურორმა ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს - ინტერვიუ მისცა უკრაინის პოპულარულ გამოცემას "სტრანას" («Страна»), რომელშიც იგი საუბრობს, თუ როგორ მოხდა მისი მიწვევა-დანიშვნა უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩევლად და რატომ გადადგა იგი თანამდებობიდან ერთი თვის შემდეგ. სხვათა შორის, ამ ფაქტმა უკრაინის საზოგადოებაში ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სვიატოსლავ პისკუნი

ინტერვიუში სვიატოსლავ პისკუნი აღნიშნავს, რომ ირინა ვენედიქტოვა სწორად აზროვნებს - მან იცის რაც სურს, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. ამასთან, სვიატოსლავ პისკუნს არ მოსწონს, რომ გენპროკურორის ერთ-ერთ მრჩევლად თურმე... ყოფილი უცხოელი გენპროკურორიც მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტიც გახდა თანამდებობიდან სვიატოსლავ პისკუნის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი.

"უკრაინაში ამჟამად ბევრი სისხლის სამართლის საქმეა დაუმთავრებელი და "ჰაერში დაკიდებული" - დაახლოებით ხუთ მილიონამდე. პროკურატურას კადრები არ ჰყოფნის, მაღალია კორუფციის დონე... ამიტომ გენპროკურორს წერილით მივმართე - დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. შემხვდა, მესაუბრა და მრჩევლად დანიშვნა შემომთავაზა... მეგონა, რომ მე, როგორც მრჩეველს, ჩვეულებრივად, ირინა ვენედიქტოვასთან კავშირი მუდმივად მექნებოდა. მაგრამ... მხოლოდ დანიშვნის შემდეგ გავიგე, რომ მას ჩემს გარდა, თურმე კიდევ 8 მრჩეველი ჰყოლია. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ირინა ვენედიქტოვას სხვა მრჩევლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც მუშაობს, რომელიც ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს", - ამბობს სვიატოსლავ პისკუნი ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე - "ვინ გყავთ მხედველობაში?", იგი პასუხობს:

"ეს ზურაბ ადეიშვილია. თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იგი საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, რომელსაც მოგვიანებით საქართველოში რიგი დანაშაულებების ჩადენის გამო, განაჩენი მისსავე "რეფორმირებულმა" ქართულმა სასამართლომ გამოუტანა".

ავტორი სიმონ კილაძე