სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე
"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

პრო­კუ­რორ და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის გა­მო­კი­თხვით გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა, თუ ვინ მის­ცა მას სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ფურ­ცხვა­ნი­ძემ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატს გა­დას­ცა.

გუმ­ბე­რი­ძის თქმით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი წყა­რო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­გლის­ში ცხოვ­რობს და სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა, თუმ­ცა სა­ხე­ლი და გვა­რი არ იცის და არც პი­რა­დად იც­ნობს.

„ფაქ­ტი და­დას­ტურ­და, რომ ამ პი­როვ­ნე­ბამ გა­დას­ცა ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი. მოვ­თხო­ვეთ კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბა, თუმ­ცა დაგ­ვი­სა­ხე­ლა პირი, რო­მე­ლიც არას­დროს ჰყავს ნა­ნა­ხი პი­რა­დად და ამ­ბობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ჰქონ­და კავ­ში­რი, თუმ­ცა სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ დაგ­ვი­სა­ხე­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჰქონ­დეს ტე­ლე­ფონ­ში, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნიც, რა­ტომ­ღაც, და­უ­ზი­ან­და ერთი კვი­რის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, იქაც ვერ მო­ი­ძი­ებს გა­მო­ძი­ე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, რომ მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას გა­და­უგ­ზავ­ნა.

„ბა­ტონ­მა ფურ­ცხვა­ნი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, რომ აგ­ვის­ტოს ბოლო პე­რი­ოდ­ში მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს, რა­ზეც ამ ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ყა­რა­ბა­ღის ხსე­ნე­ბას, ბა­ტონ­მა და­ვით­მა გან­მარ­ტა ჩვენს შე­კი­თხვებ­ზე, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლად ყა­რა­ბაღ­ში ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა მას არ უხ­სე­ნე­ბია და რო­გორც იცის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და­ვით ქა­შიშ­ვილ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, თვი­თონ და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, კვლე­ვა, რაც ჩა­ტარ­და და რაც თა­მა­ზაშ­ვილს გა­და­უგ­ზავ­ნა, უკავ­შირ­დე­ბო­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომს ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს შე­ე­ხე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლად ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სქე­მას, სა­დაც ჩარ­თუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი.

რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ატა­რებს გარ­კვე­ულ კვლე­ვებს, ამ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია მისი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ექ­სპერ­ტი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ, გა­აჩ­ნი­ათ ერთი სა­მოქ­მე­დო სქე­მა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ეხ­მარ­ნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­ში, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის ფაქტს. ასეთ გა­რე­მო­ე­ბას სწავ­ლობ­და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე. თუმ­ცა რა­ტომ სწავ­ლობ­და, რა ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სწავ­ლობ­და, იყო თუ არა ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტი, ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

გა­მო­კი­თხუ­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვის დროს გა­მო­ძი­ე­ბას უთხრა პი­რის ვი­ნა­ო­ბა, ვინც მას ის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი მი­ა­წო­და, რო­მე­ლიც მან ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს გა­დას­ცა.

რო­გორც ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მეტი დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებთ, მის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს - მო­ბი­ლურს, ლეპ­ტოპ­სა და კომ­პი­უ­ტე­რის პრო­ცე­სორს ფლო­ბენ, სა­დაც „ყვე­ლა­ფე­რი წე­რია“.

„და­ვა­სა­ხე­ლე გა­მო­კი­თხვის დროს არა მხო­ლოდ სა­ხე­ლი და გვა­რი, არა­მედ სხვა კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ პი­როვ­ნე­ბას­თან, მის სტრუქ­ტუ­რას­თან, ჩვენს სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რას­თან. თუ სრუ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა უნ­დათ, ჩემი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათ­თან არის, იმა­ში წე­რია ყვე­ლა­ფე­რი, სხვა­დას­ხვა რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, მაგ­რამ ისიც საკ­მა­რი­სია, რაც მე ვუ­თხა­რი. ეს ადა­მი­ა­ნი არც სა­ქარ­თვე­ლო­შია, არც რუ­სეთ­შია. ეს არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ვე­ცი, სა­ჯა­რო არ არის, არა იმი­ტომ, რომ ვინ­მე იმა­ლე­ბა, საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“,- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტსა და ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს თვი­თონ ვერ მი­აწ­ვდი­და, რად­გან არ იც­ნობ­და.

„ერთხელ არის ნახ­სე­ნე­ბი, როცა დიდი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე წა­ვი­და სა­უ­ბა­რი, მე ჩემს სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა და გა­და­ბეჭ­და ექ­ვსმა და­სავ­ლურ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ, მათ შო­რის ამე­რი­კულ­მა, არის მი­თი­თე­ბა ასე­თი - იქ, სა­დაც არის დიდი შავი ფუ­ლის ბრუნ­ვა, რო­გორც წესი, ეს ფული ამის შემ­დეგ სა­ქო­ნელ­დე­ბა უკა­ნო­ნო ბიზ­ნეს­ში, მათ შო­რის, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში. ამა­ზე მი­ე­ბა ის თემა, რომ თუ სად­მე რე­ა­ლიზ­დე­ბა უკა­ნო­ნო ია­რა­ღი, ეს არის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი“,- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ის აცხა­დებს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავს, რად­გან „გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი“.

„ხელს რა შე­მიშ­ლის? ვგეგ­მავ ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას, ბი­ლე­თე­ბიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მი­ზა­ნია სწო­რედ დიდი კო­რუფ­ცი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი, ფუ­ლის და­რი­ცხვე­ბის შე­სა­ხებ რაც არის, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე არის მი­საყ­ვა­ნი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ეპი­ზო­დი დიდ საქ­მე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი ეჭვს ბა­დებს. მისი თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა „უნი­ჭოდ დად­გმუ­ლი ინ­სცე­ნი­რე­ბაა“.

„ერთ რა­მეს გე­ტყვით ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე. ის თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით, თუნ­დაც, აფ­თი­აქ­ში წამ­ლე­ბის ყიდ­ვა იყოს, არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლად დად­გმუ­ლი ინ­სცე­ნი­რე­ბაა, მაგ­რამ უნი­ჭოდ. ამი­ტომ ჩნდე­ბა ნა­წილ-ნა­წილ, თავს იჩენს ის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რაც ამ ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში იყო ცუ­დად და­ლა­გე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე აცხა­დებს, მის­თვის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი არა­ვის და მათ შო­რის, არც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს არ მო­უ­თხო­ვია. მისი თქმით, აპი­რებს, ამე­რი­კა­ში ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტოს თა­ო­ბა­ზე, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­როს.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი მი­ა­წო­და მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გე­ბით გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყალ­ბია.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
16

რა მოხელე-ნაჩალნიკია ეს ფურცხვანიძე თვითონ , მოყვარული გამომძიებელია?

მირიანი
20

ახალი მეზღაპრე გაიჩითა....

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა.

გუმბერიძის თქმით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის და არც პირადად იცნობს.

„ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც, რატომღაც, დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას“, - განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, დავით ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები თამარ ბაჩალიაშვილის დედას გადაუგზავნა.

„ბატონმა ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა გააკეთა განცხადება, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას. რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, ბატონმა დავითმა განმარტა ჩვენს შეკითხვებზე, რომ ეს ინფორმაცია კონკრეტულად ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობა მას არ უხსენებია და როგორც იცის, თეონა თამაზაშვილს ეს ინფორმაცია მიაწოდა დავით ქაშიშვილმა. შესაბამისად, თვითონ დაადასტურა ის ფაქტი, კვლევა, რაც ჩატარდა და რაც თამაზაშვილს გადაუგზავნა, უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეცსამსახურების ომს იარაღთან დაკავშირებით და ეს შეეხებოდა კონკრეტულად იარაღით უკანონო ვაჭრობის შედეგად ფულის გათეთრების სქემას, სადაც ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილი.

როგორც თვითონ ამბობს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს გარკვეულ კვლევებს, ამ კვლევაში ჩართულია მისი რამდენიმე მეგობარი ექსპერტი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, გააჩნიათ ერთი სამოქმედო სქემა და შესაბამისად, დაეხმარნენ ამ ინფორმაციის მოპოვებაში, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სპეცსამსახურების მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ასეთ გარემოებას სწავლობდა დავით ფურცხვანიძე. თუმცა რატომ სწავლობდა, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობდა, იყო თუ არა იარაღით ვაჭრობის ფაქტი, ამაზე პასუხი არ აქვს“, - განაცხადა პროკურორმა.

გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, გამოკითხვის დროს გამოძიებას უთხრა პირის ვინაობა, ვინც მას ის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომელიც მან ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა.

როგორც ფურცხვანიძემ საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სამართალდამცავ უწყებებს მეტი დეტალი აინტერესებთ, მის საკომუნიკაციო საშუალებებს - მობილურს, ლეპტოპსა და კომპიუტერის პროცესორს ფლობენ, სადაც „ყველაფერი წერია“.

„დავასახელე გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

„ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი - იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან „გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი“.

„ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება „უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა“.

„ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძე აცხადებს, მისთვის სატელიტური ფოტოები არავის და მათ შორის, არც მიხეილ რამიშვილს არ მოუთხოვია. მისი თქმით, აპირებს, ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში