მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში
"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა 17 სექ­ტემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია RTVI-ის ჟურ­ნა­ლისტს თინა კან­დე­ლაკს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც ისა­უბ­რა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ის სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პერ­სპექ­ტი­ვის შე­სა­ხებ.

"მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­დგე­ბა"

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

თინა კან­დე­ლა­კი:

- სერ­გეი ვიქ­ტო­რო­ვიჩ, მე რო­გორც ქარ­თველ­მა, მინ­და გკი­თხოთ: განა დრო არ არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­მარ­ტივ­დეს? უკვე ქარ­თვე­ლე­ბის მე­ო­რე თა­ო­ბა იზ­რდე­ბა, რომ­ლებ­საც რუ­სე­თი არ უნა­ხავთ. რო­გორ ფიქ­რობთ?

სერ­გეი ლავ­რო­ვი:

- ქარ­თვე­ლებს დღე­საც შე­უძ­ლი­ათ რუ­სეთ­ში მოს­ვლა ვი­ზით, რომ­ლის აღე­ბი­სათ­ვის მი­ზე­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს რუ­სეთ­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ვი­ზებს გას­ცემს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცია თბი­ლის­ში, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო რე­ჟიმს: რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ ვი­ყა­ვით იმი­სათ­ვის მზად, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გვაკ­ლდა, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა, მაგ­რამ მოხ­და ის შემ­თხვე­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი საკ­რე­ბუ­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე იყო ჩა­სუ­ლი თბი­ლის­ში - დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯერ სა­ვარ­ძელ­ში ჩას­ვეს, შემ­დეგ ამის გამო პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ე­ცად­ნენ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას...

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან აღ­დგე­ბა, აე­წყო­ბა. ჩვენ ვხე­დავთ იმ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ამას მხარს უჭე­რენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ისი­ნი პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბის სა­ხით არი­ან მმარ­თველ ელი­ტა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე, ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თლტოლ­ვა გა­ი­მარ­ჯვებს. ის პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ხელი შე­უ­შა­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ნორ­მა­ლურ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას, შერ­ცხვე­ნილ­ნი იქ­ნე­ბი­ან. გა­აგ­რძე­ლეთ

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
8

ახლა თავიდან რუსულს რა ისწავლის ?! რა პოლიქრონიონია !? სადაა თაბაგარი, დაგვასწავლოს !

roli
7

ვის რაში ჭირდება თქვენი უვიზო მიმოსვლა ფარისევლური საუბარი. ქართველები მიხვდნენ რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება შეიძლება მითუმეტეს ახალი თაობა. გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოდან, დევნილებს მიეცით საშუალება დაბრუნდნენ საკუტარ გადამწვარ მიწაწყალზე მაინც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია RTVI-ის ჟურნალისტს თინა კანდელაკს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა როგორც საერთაშორისო დიპლომატიის საკითხებზე, ასევე საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ.

"მჯერა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგება"

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

თინა კანდელაკი:

- სერგეი ვიქტოროვიჩ, მე როგორც ქართველმა, მინდა გკითხოთ: განა დრო არ არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს? უკვე ქართველების მეორე თაობა იზრდება, რომლებსაც რუსეთი არ უნახავთ. როგორ ფიქრობთ?

სერგეი ლავროვი:

- ქართველებს დღესაც შეუძლიათ რუსეთში მოსვლა ვიზით, რომლის აღებისათვის მიზეზების ჩამონათვალი გაფართოებულია. ამჟამად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთში შემოსასვლელად. ვიზებს გასცემს ჩვენი ინტერესების სექცია თბილისში, შვეიცარიის საელჩოში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს: როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიყავით იმისათვის მზად, რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ის შემთხვევა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული თბილისში - დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ სავარძელში ჩასვეს, შემდეგ ამის გამო პრაქტიკულად შეეცადნენ ძალის გამოყენებას...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან. გააგრძელეთ

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"