კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია
"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

ეს­პა­ნუ­რი "ბას­კო­ნი­ა­დან" მოს­კო­ვის CSKA-ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­შიც ისე­თი­ვე კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. შენ­გე­ლი­ას თქმით, ის გა­ეც­ნო ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მიერ და­წე­რილ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს, რო­მე­ლიც მის CSKA-ში გა­დას­ვლას მოჰ­ყვა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. ქარ­თველ კა­ლათ­ბურ­თელ­თან ინ­ტერ­ვი­უს news.ru აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- დიდი ხანი ფიქ­რობ­დით CSKA-ს წი­ნა­და­დე­ბა­ზე?

- არც ისე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა. შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი დროც არ დამ­ჭირ­ვე­ბია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

- რა­ტომ არ­მი­ის გუნ­დი?

- ეს არის ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კლუ­ბი. უკვე ვთქვი და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ - მე ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ამ გუნ­დის, ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის ნა­წი­ლი ვარ.

- ელო­დით, რომ მოს­კოვ­ში ფა­ნე­ბი თბი­ლად მი­გი­ღებ­დნენ?

- დიახ, ვე­ლო­დი. ახ­ლა­ხანს გვქონ­და შეხ­ვედ­რა ფა­ნებ­თან, გა­სა­ო­ცა­რი ხალ­ხია. გარ­და ამი­სა, მე წა­ვი­კი­თხე კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­დე­საც კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და ჩემი ტრანსფე­რის შე­სა­ხებ, ვნა­ხე მათი მო­ლოც­ვე­ბი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ CSKA-ს ფა­ნე­ბი მხარს მი­ჭე­რენ.

- რა­საც ვერ ვი­ტყვით ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი არა მხო­ლოდ ფა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ით, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­აქ­ცი­ი­თაც. რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ი­დან მო­დის ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი, თქვენს სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტეც კი გი­წო­დეს, წა­ი­კი­თხეთ, რა­საც თქვე­ნი ტრანსფე­რის შე­სა­ხებ წერ­დნენ?

- რა თქმა უნდა, წა­ვი­კი­თხე. უკვე მშვი­დად ვარ და ქარ­თველ ფა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხნის წინ ავუხ­სე­ნი და მე­ო­რეც, მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბულ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. რაც ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ოჯახ­მა და ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ვუყ­ვარ­ვარ და რომ­ლე­ბიც მიც­ნო­ბენ, დიდი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­დეს. ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბა აღარ მინ­დო­და. იქ ძა­ლი­ან კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­კოვ­ში უფრო სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი არი­ან. ასე არ ფიქ­რობთ?

- არა, ასე არ არის. რუ­სეთ­შიც ისე­თი­ვე კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც უფრო მე­ტად ვეც­ნო­ბი რუ­სებს, უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა. რუ­სე­ბი მა­გა­რი ხალ­ხია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თორ­ნი­კე შენ­გე­ლია მოს­კო­ვის CSKA-ში გა­დას­ვლამ­დე ეს­პა­ნურ "ბას­კო­ნი­ა­ში " თა­მა­შობ­და და წელს ის ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, რის შემ­დე­გაც მოს­კო­ვურ კლუბს შე­უ­ერ­თდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ის ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი მოს­კო­ვის CSKA-ში არ უნდა თა­მა­შობ­დეს, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა გა­ი­მიჯ­ნოს და არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი შენ­გე­ლი­ას ამ­გვარ ქმე­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენა
63

სადა ხართ ჯერ, მალე პუტინზე დაიწყებს ლექსების წერას.

გიორგი
48

 ჩვეულებრივი ხალხი ყველგან კარგია ,აი პოლიტიკა და მთავრობა ოკუპანტები 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

ესპანური "ბასკონიადან" მოსკოვის CSKA-ში გადაბარგებული საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ამბობს, რომ რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. შენგელიას თქმით, ის გაეცნო ქართველი გულშემატკივრების მიერ დაწერილ უარყოფით კომენტარებს, რომელიც მის CSKA-ში გადასვლას მოჰყვა, თუმცა დასძინა, რომ ნეგატიური კომენტარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქართველ კალათბურთელთან ინტერვიუს news.ru აქვეყნებს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- დიდი ხანი ფიქრობდით CSKA-ს წინადადებაზე?

- არც ისე, დაახლოებით ერთი კვირა. შეიძლება, ამდენი დროც არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად.

- რატომ არმიის გუნდი?

- ეს არის ევროპაში ყველაზე ძლიერი კლუბი. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ გუნდის, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის ნაწილი ვარ.

- ელოდით, რომ მოსკოვში ფანები თბილად მიგიღებდნენ?

- დიახ, ველოდი. ახლახანს გვქონდა შეხვედრა ფანებთან, გასაოცარი ხალხია. გარდა ამისა, მე წავიკითხე კომენტარები, როდესაც კლუბმა ოფიციალურად განაცხადა ჩემი ტრანსფერის შესახებ, ვნახე მათი მოლოცვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ CSKA-ს ფანები მხარს მიჭერენ.

- რასაც ვერ ვიტყვით ქართველ გულშემატკივრებზე. გაკვირვებული ვიყავი არა მხოლოდ ფანების რეაქციით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის რეაქციითაც. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ამდენი ნეგატივი, თქვენს სამშობლოში მოღალატეც კი გიწოდეს, წაიკითხეთ, რასაც თქვენი ტრანსფერის შესახებ წერდნენ?

- რა თქმა უნდა, წავიკითხე. უკვე მშვიდად ვარ და ქართველ ფანებს ყველაფერი დიდი ხნის წინ ავუხსენი და მეორეც, მედიაში გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მივაქციე. რაც ჩემთვის მთავარია, ოჯახმა და ადამიანებმა, რომლებსაც ვუყვარვარ და რომლებიც მიცნობენ, დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

- გულწრფელად გითხრათ, თბილისსა და ბათუმში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნება აღარ მინდოდა. იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ადამიანები მოსკოვში უფრო სერიოზულები არიან. ასე არ ფიქრობთ?

- არა, ასე არ არის. რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. რაც უფრო მეტად ვეცნობი რუსებს, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. რუსები მაგარი ხალხია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ში გადასვლამდე ესპანურ "ბასკონიაში " თამაშობდა და წელს ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც მოსკოვურ კლუბს შეუერთდა. აღნიშნულის გამო ის ქართველმა გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი მოსკოვის CSKA-ში არ უნდა თამაშობდეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და არაფერია გასაკვირი შენგელიას ამგვარ ქმედებაში.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

ამერიკელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინო ბურჯანაძე ცხვირს პირბადით იწმენდს - რა კომენტარებს წერენ უცხოელები