კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი
"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

კა­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ნელი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კა­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და მარ­თვა­დია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

მისი თქმით, სო­ფელ მა­ტან­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც დღე­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხეთ­ში არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას, ისევ 3 ცხე­ლი წერ­ტი­ლი, სამი კლას­ტე­რი გვაქვს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ტან­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით 750 ნი­მუ­ში აი­ღეს მა­ტან­ში. მთლი­ა­ნად, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, რო­გორც გეგ­მუ­რი, ასე­ვე სხვა რისკ-ჯგუ­ფე­ბი­დან - 169 ნი­მუ­ში", - აცხა­დებს ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ლა­გო­დეხ­ში უფრო სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში 2 ოჯა­ხი იმ­ყო­ფე­ბა.

"ვფიქ­რობ, რომ ლა­გო­დეხ­ში უფრო სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. მხო­ლოდ 2 ოჯა­ხია, რო­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ის 5 შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც გვაქვს, აჭა­რი­დან არის შე­მო­ტა­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა არც ჩვენს შემ­თხვე­ვე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს. ყვე­ლა მათ­გა­ნი აჭა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­დათ ვირუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ლის­ცი­ხეს, დღეს ვე­ლო­დე­ბით კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც გუ­შინ ღა­მით გა­იგ­ზავ­ნა. ამ კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, რა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ტარ­დეს ვე­ლის­ცი­ხის კლას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გუ­შინ ღა­მით გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მიერ აღე­ბუ­ლი 63 ნი­მუ­ში გა­იგ­ზავ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტანს, იქ დღე­საც გრძელ­დე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა", - აცხა­დებს ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვებს კი ვირუ­სი მსუ­ბუ­ქი ფორ­მით აქვთ.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბავ­შვებს სიმპტო­მე­ბი თით­ქმის არ აქვთ მშობ­ლე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ჩვე­ნი კლას­ტე­რი­დან არ­ცერ­თი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არ არის", - აცხა­დებს ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, რე­გი­ონ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სკო­ლა შე­მოწ­მდა და მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა, რომ სწავ­ლა და­ი­წყონ.

ავტორი:

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

მისი თქმით, სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება.

"რაც შეეხება კახეთში არსებულ ეპიდსიტუაციას, ისევ 3 ცხელი წერტილი, სამი კლასტერი გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. დაახლოებით 750 ნიმუში აიღეს მატანში. მთლიანად, კახეთის რეგიონში, როგორც გეგმური, ასევე სხვა რისკ-ჯგუფებიდან - 169 ნიმუში", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი განმარტებით, ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ამჟამად თვითიზოლაციაში 2 ოჯახი იმყოფება.

"ვფიქრობ, რომ ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ახალი კონტაქტები და ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. მხოლოდ 2 ოჯახია, როლებიც თვითიზოლაციაში იმყოფება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის 5 შემთხვევა, რომელიც გვაქვს, აჭარიდან არის შემოტანილი და შეიძლება არც ჩვენს შემთხვევებად ჩაითვალოს. ყველა მათგანი აჭარაში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი. რაც შეეხება ველისციხეს, დღეს ველოდებით კონტაქტების შედეგებს, რომელიც გუშინ ღამით გაიგზავნა. ამ კონტაქტების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ველისციხის კლასტერთან დაკავშირებით.

გუშინ ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ აღებული 63 ნიმუში გაიგზავნა. რაც შეეხება მატანს, იქ დღესაც გრძელდება გაფართოებული ტესტირება", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვებს კი ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ.

"ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს სიმპტომები თითქმის არ აქვთ მშობლებისა და უფროსებისგან განსხვავებით. ჩვენი კლასტერიდან არცერთი მძიმე პაციენტი არ არის", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, რეგიონში აბსოლუტურად ყველა სკოლა შემოწმდა და მიეცათ უფლება, რომ სწავლა დაიწყონ.

"საფრანგეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ქართულად. დამიჭირეს... მერე გაირკვა, რომ ბანდიტები არ ვართ" - რას ყვება საფრანგეთიდან დაბრუნებული კაბუ

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?