სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა
BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 4 წლის გახ­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში BTU-მ შეძ­ლო, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე თავი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა, რო­გორც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტს. „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ სივ­რცე­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სივ­რცეა რე­გი­ონ­ში, მისი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი კი მე­ტად სწრა­ფია.

4 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­მა საქ­მი­ა­ნო­ბაც შე­ა­ჯა­მა და პარტნი­ო­რებ­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო. ამ პე­რი­ო­დის მიღ­წე­ვებს შო­რი­საა:

  • 4 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტი სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის 60% უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით. სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 92%-ია. სტუ­დენ­ტე­ბის 30% მუ­შა­ობს სა­კუ­თარ სტარ­ტაპ­ზე.
  • 40-მდე წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მათ შო­რის არი­ან: MIT GSL, Les Roches, Henley Business School, Webster University, Citadel Military College, University of Staffordshire, Polytechnic Institute of Braganca, University of Westminster, ISC Paris Business School, Rome Business School, Sapienza University of Rome, Cologne University of Applied Sciences, KU Leuven, Polytechnic Institute of Porto, University of Limerick
  • უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა Henley/BTU მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი, რო­მელ­მაც 1600-ზე მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გა­და­ამ­ზა­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და: 4 ბუთ­ქემ­ფი, 2 ჰა­კა­თო­ნი, 4 კვლე­ვა, 4 დემო დღე, ინ­ვეს­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი.
  • BTU არის პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს სტარ­ტაპ სტა­ტუსს ანი­ჭებს.
  • BTU-ში და­ფუძნ­და გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის პარტნი­ო­რებ­თან, ეინ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად შე­იქ­მნა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 1 200 000 ლა­რით და­ფი­ნანსდა სა­ტარ­ტა­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მიმ­დი­ნა­რე წელს გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი მზად არის, რომ არა ერთი, არა­მედ 10-მდე სტარ­ტა­პი იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის თან­ხით და­ა­ფი­ნან­სოს.
  • BTU-ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს - ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რია, კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლაბი, ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რი და აქ­სე­ლე­რა­ტო­რი, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია. 2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით კი­დევ ერთი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მკვლე­ვა­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს.
  • UNESCO-მ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­ა­ზი­ა­რა და სა­კუ­თარ პლატ­ფორ­მა­ზე ატ­ვირ­თა. ეს იყო უპ­რე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.შე­იქ­მნა სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა ESx.GE, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა EDx-ზე და­შე­ნე­ბულ ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლებს მო­ი­ცავს. სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლას კი ღია წვდო­მა აქვს.
  • ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კო­დინ­გის სკო­ლა ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩა­ტარ­და გა­დამ­ზა­დე­ბის ორი ეტა­პი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ქა­ლე­ბის რო­ლის ზრდა.
  • წამ­ყვან­მა ამე­რი­კულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა - ვებსტერ­მა(Webster University) რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი კამ­პუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­სნა.
  • BTU-ს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს აქვთ ორი დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 5 სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს არი­ან: სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), ჩი­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (პორ­ტუ­გა­ლია).

ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა კი კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს მო­ი­ცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 4 წლის გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში BTU-მ შეძლო, რომ საგანმანათლებლო ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ უნივერსიტეტს. „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში დაფუძნებული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სივრცეა რეგიონში, მისი განვითარების ტემპი კი მეტად სწრაფია.

4 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტმა საქმიანობაც შეაჯამა და პარტნიორებსა და ფართო საზოგადოებას შედეგები გააცნო. ამ პერიოდის მიღწევებს შორისაა:

  • 4 000-ზე მეტი სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების 60% უკვე დასაქმებულია თავისი პროფესიით. სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე კი ეს მაჩვენებელი 92%-ია. სტუდენტების 30% მუშაობს საკუთარ სტარტაპზე.
  • 40-მდე წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მათ შორის არიან: MIT GSL, Les Roches, Henley Business School, Webster University, Citadel Military College, University of Staffordshire, Polytechnic Institute of Braganca, University of Westminster, ISC Paris Business School, Rome Business School, Sapienza University of Rome, Cologne University of Applied Sciences, KU Leuven, Polytechnic Institute of Porto, University of Limerick
  • უნივერსიტეტში შეიქმნა Henley/BTU მეწარმეობის ცენტრი, რომელმაც 1600-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით. მეწარმეობის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა: 4 ბუთქემფი, 2 ჰაკათონი, 4 კვლევა, 4 დემო დღე, ინვესტორებთან შეხვედრები.
  • BTU არის პირველი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს ანიჭებს.
  • BTU-ში დაფუძნდა გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც ისრაელის პარტნიორებთან, ეინჯელ ინვესტორებთან ერთად შეიქმნა. ამ პროექტის ფარგლებში 1 200 000 ლარით დაფინანსდა სატარტაპი საქართველოში. მიმდინარე წელს გლობალური სტარტაპ ფონდი მზად არის, რომ არა ერთი, არამედ 10-მდე სტარტაპი იმავე მოცულობის თანხით დააფინანსოს.
  • BTU-ში ფუნქციონირებს - ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორია, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ლაბი, ბიზნეს ინკუბატორი და აქსელერატორი, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია. 2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის დაფინანსებით კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოემსახურება მკვლევარებსა და სტუდენტებს.
  • UNESCO-მ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო მასალები გააზიარა და საკუთარ პლატფორმაზე ატვირთა. ეს იყო უპრედენტო შემთხვევა საქართველოში.შეიქმნა სასწავლო პლატფორმა ESx.GE, რომელიც გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმა EDx-ზე დაშენებულ ქართული სასწავლო მასალებს მოიცავს. სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალას კი ღია წვდომა აქვს.
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კოდინგის სკოლა ქალებისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გადამზადების ორი ეტაპი. უნივერსიტეტის მიზანია ტექნოლოგიებში ქალების როლის ზრდა.
  • წამყვანმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა - ვებსტერმა(Webster University) რეგიონში პირველი კამპუსი საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნა.
  • BTU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა 5 სხვადასხვა მიმართულებით. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: სტეფორდშირის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ჩიჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია).

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელა. უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმა კი კიდევ უფრო მასშტაბურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს.