პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე
"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 152 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 11-თან და­კავ­ში­რე­ბით წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით კვლე­ვა გრძელ­დე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, 152 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 90 აჭა­რას უკავ­შირ­დე­ბა, 15 ქუ­თა­ი­სის სკო­ლას, 15 „ენ­გურ­ჰესს“, 17 და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტია, ხოლო 4 შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა.

„დღეს 152 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა დაგ­ვე­მა­ტა და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2227 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ამ შემ­თხვე­ვე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა ასე­თია-90 არის აჭა­რა, 15 ქუ­თა­ი­სის სკო­ლის შემ­თხვე­ვაა, 15 - „ენ­გურ­ჰე­სის“, 17 და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტით გა­მოვ­ლე­ნი­ლი, 4 შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვაა და 11-თან და­კავ­ში­რე­ბით გრძელ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა წყა­როს დად­გე­ნის თვალ­საზ­რი­სით. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 831 პა­ცი­ენ­ტი­დან, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­დი­ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას, 4 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა, 25-ის კი მძი­მე. რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია აღ­ნიშ­ნავს, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო ან მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მი­საა.

„ჩვენს ცენ­ტრში იყო 23 პა­ცი­ენ­ტი, გა­ე­წე­რა 1 და დაგ­ვე­მა­ტა 6 პა­ცი­ენ­ტი, ამ ეტაპ­ზე გვყავს 28 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ამ 28 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 1 არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, 3 მძი­მე.

ქვე­ყა­ნა­ში 831 პა­ცი­ენ­ტი­დან კრი­ტი­კუ­ლად მძი­მედ არის 4 პა­ცი­ენ­ტი და 25 არის მძი­მე პა­ცი­ენ­ტი. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის არის.

კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას არ შე­უც­ვლია თა­ვის სახე, ჯერ­ჯე­რო­ბით გრძელ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა ფორ­მა გახ­ლავთ. ეს არის ასიმპტო­მუ­რი, ანუ სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე, არის თა­ვი­დან­ვე და­წყე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდე­ბა რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, და­ი­წყოს პირ­და­პირ მძი­მედ : სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, პნევ­მო­ნი­ას­თან ერ­თად ან მის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის დროს - ასიმპტო­მუ­რი იქ­ნე­ბა, მსუ­ბუ­ქი თუ სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ყვე­ლამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს პროგ­რე­სი­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და თი­თო­ე­უ­ლი ფორ­მი­დან მი­ვი­ღოთ მძი­მე ფორ­მა, თუ პროგ­რე­სი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მაც კი.

არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან მაგ­რამ რო­გორც ყო­ველ­თვის მათ­თან კლი­ნი­კა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­მო­ხა­ტუ­ლია, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი ან უხ­ში­რე­სად ასიმპტო­მუ­რი ფორ­მე­ბი აქვთ“, - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მისი თქმით, "დღეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სის 152 შემ­თხვე­ვა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გუ­შინ­დელ მო­ნა­ცემ­ზე მეტი არ არის და ეს მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­აა".

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში არ მო­ი­მა­ტებს და კლე­ბის­კენ წავა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია ხერ­ხდე­ბა.

„152 შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა ეს არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ეს არის იმის სა­წინ­და­რი, რომ ყვე­ლა გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვა და მათი იზო­ლა­ცია გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლავთ. ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს ორი სამი დღე თუ ჩვენ დი­ნა­მი­კა­ში მა­ტე­ბა არ გვექ­ნე­ბა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს და ნელ-ნელა რო­გორც დღეს იყო ნაკ­ლე­ბი, გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით და ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მყი­სი­ე­რი და თა­ნა­ზო­მა­დი არის ეფექ­ტუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას მო­ვა­ხერ­ხებთ ყვე­ლა გა­მოვ­ლე­ნი­ლის იზო­ლა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 152-ით გა­ი­ზარ­და და 2227 გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევა.

„დღეს 152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ შემთხვევების განაწილება ასეთია-90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. როგორც მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში იყო 23 პაციენტი, გაეწერა 1 და დაგვემატა 6 პაციენტი, ამ ეტაპზე გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. ამ 28 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 3 მძიმე.

ქვეყანაში 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმედ არის 4 პაციენტი და 25 არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის.

კოვიდინფექციას არ შეუცვლია თავის სახე, ჯერჯერობით გრძელდება ჩვეულებრივად და დაავადების გამოვლენის ყველა ფორმა გახლავთ. ეს არის ასიმპტომური, ანუ სიმპტომების გარეშე, არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება როგორც მსუბუქი, ასევე დაავადება შეიძლება, დაიწყოს პირდაპირ მძიმედ : სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშეც შესაძლებელია, შესაძლებელია ასევე დაავადების პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს - ასიმპტომური იქნება, მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის ყველამ შეიძლება განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, თუ პროგრესირება გაგრძელდება კრიტიკული ფორმაც კი.

არასრულწლოვნები არიან მაგრამ როგორც ყოველთვის მათთან კლინიკა უმნიშვნელოდ გამოხატულია, ძალიან მსუბუქად არის გამოხატული ან უხშირესად ასიმპტომური ფორმები აქვთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, "დღეს არის კორონავირუსის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის და ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა".

როგორც მან აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა უახლოეს დღეებში არ მოიმატებს და კლებისკენ წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ხერხდება.

„152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს არის იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია გავრცელების პრევენციის საფუძველი გახლავთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი სამი დღე თუ ჩვენ დინამიკაში მატება არ გვექნება, შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა როგორც დღეს იყო ნაკლები, გუშინდელთან შედარებით და ასე გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი და თანაზომადი არის ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

კორონავირუსი საერთო ჯამში "ენგურჰესის" 50-მდე თანამშრომელს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა