კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 158 შემ­თხვე­ვი­დან 80 აჭა­რა­ში გა­მოვ­ლინ­და,- ამის შე­სა­ხებ აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის აჭა­რის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია. რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რა­ში 22 პი­რის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია.

"გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რა­ში 80 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­ში კვლე­ვის ფა­ზა­შია. 20-ზე მეტი შემ­თხვე­ვა რი­ტუ­ა­ლურ პრო­ცე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ანუ სა­ქორ­წი­ლო დარ­ბა­ზებ­ში ყოფ­ნის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 22 კი უც­ნო­ბია, 7- სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, 3 ხო­ფას ბაზ­რო­ბის კლას­ტერს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 2697 კვლე­ვა იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. კარ­ვებ­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი­დან 2185 ტეს­ტი იყო აღე­ბუ­ლი.

ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კარ­ვებ­ში ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბის მხრივ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა კლე­ბუ­ლობს და ამი­ტომ კარ­ვე­ბი თა­ვის ფუნ­ქცი­ას წყვე­ტენ და მხო­ლოდ ორ ლო­კა­ცი­ა­ზე დარ­ჩე­ბა კა­რა­ვი - ხო­ფას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრთან და ავ­ტო­სად­გურ­თან, რო­გორც თა­ვი­დან იყო.

კი­დევ ერთ უზუს­ტო­ბა­ზე გვინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, გუ­შინ დაშ­ვე­ბუ­ლი იყო შეც­დო­მა, "თე­გე­თა მო­ტორ­სის" ნაც­ვლად "თე­რა­მო­ტორ­სი" უნდა მეთ­ქვა.

ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა აჭა­რის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გვყავს, ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პირი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი, თვი­თონ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­შია. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში "კო­ვიდ-19" ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა იმ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, რომ­ლებ­საც სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გა­და­ვიყ­ვანთ ან არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ისი­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დი­ან. ახა­ლი კერა არ გვაქვს.

ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­ღე­ბა და­ი­წყო, გუ­შინ უკვე ჰყავ­დათ პა­ცი­ენ­ტი და კლი­ნი­კა კო­ვიდმკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა",- აცხა­დებს რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვი­ლი.

ავტორი:

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 80 აჭარაში გამოვლინდა,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომელიც უკვე ჰოსპიტალიზირებულია. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში 22 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 80 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე ნიმუში კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 კი უცნობია, 7- სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევაა, 3 ხოფას ბაზრობის კლასტერს მიეკუთვნება. დღე-ღამის განმავლობაში 2697 კვლევა იყო დასრულებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან 2185 ტესტი იყო აღებული.

ტურისტული სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით კარვებში ტესტის ჩაბარების მხრივ, მოქალაქეების მიმართვიანობა კლებულობს და ამიტომ კარვები თავის ფუნქციას წყვეტენ და მხოლოდ ორ ლოკაციაზე დარჩება კარავი - ხოფას სავაჭრო ცენტრთან და ავტოსადგურთან, როგორც თავიდან იყო.

კიდევ ერთ უზუსტობაზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, გუშინ დაშვებული იყო შეცდომა, "თეგეთა მოტორსის" ნაცვლად "თერამოტორსი" უნდა მეთქვა.

ერთი დადასტურებული შემთხვევა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გვყავს, ყველა კონტაქტირებული პირი თვითიზოლაციაში არის გადაყვანილი, თვითონ ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციაშია. აჭარის განათლების სამინისტროში "კოვიდ-19" ინფიცირებული არ არის. ძალიან მოიმატა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებსაც საკარანტინე სივრცეში გადავიყვანთ ან არის გადაყვანილი, ისინი რეაბილიტაციას გადიან. ახალი კერა არ გვაქვს.

ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომ ინფიცირებულთა მიღება დაიწყო, გუშინ უკვე ჰყავდათ პაციენტი და კლინიკა კოვიდმკურნალობაში ჩაერთვება",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

"კონტაქტურები და ადეკვატურები არიან" - შატილში ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს, რომლებიც გორში გამართულ ქორწილში იმყოფებოდნენ