მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის  წინაშე მსოფლიოს მასშტაბით - Save the Children International-ის ანგარიში
უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის  წინაშე მსოფლიოს მასშტაბით - Save the Children International-ის ანგარიში

Save the Children International-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი ავ­რცე­ლებს ინფრ­მა­ცი­ას, რომ 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი" (Save the Children International) ან­გა­რი­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით: "და­ვიც­ვათ თა­ო­ბა" ("Protect a Generation”).

ან­გა­რი­ში ეფუძ­ნე­ბა COVID-19-ის პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კვლე­ვას, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე COVID-19-ის პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა. კვლე­ვამ მო­იც­ვა 37[1] ქვე­ყა­ნა და 25 ათა­სი ბავ­შვი და ზრდას­რუ­ლი.

კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, უღა­რი­ბე­სი ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ველ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­შე. ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­მა და­კარ­გეს შე­მო­სა­ვა­ლი და წვდო­მა გა­ნათ­ლე­ბა­ზე. გა­ი­ზარ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

პან­დე­მი­ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე. სკო­ლე­ბის და­ხურ­ვამ 1.5 მი­ლი­არდ ბავ­შვზე იმოქ­მე­და. გა­მო­კი­თხუ­ლი ბავ­შვე­ბის 80% აღ­ნიშ­ნავს, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ მათ თით­ქმის არა­ფე­რი უს­წავ­ლი­ათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ 9,7 მი­ლი­ო­ნი ბავ­შვი წელს სკო­ლა­ში არ დაბ­რუნ­დე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ბავ­შვთა შრო­მის, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის რისკს.

სკო­ლე­ბის და­ხურ­ვამ ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის რის­კიც გა­ზარ­და - სკო­ლე­ბის და­ხურ­ვის შემ­დეგ ბავ­შვთა მიერ ძა­ლა­დო­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი თით­ქმის გა­ორ­მაგ­და და 17%-ს მი­აღ­წია. ეკო­ნო­მი­კურ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა ასე­ვე შე­უ­წყო ხელი ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მა­ტე­ბას - ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შვი (19%), რომ­ლის ოჯახ­მაც პან­დე­მი­ის გამო შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გა, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის ოთხჯერ აღე­მა­ტე­ბა ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს (5%) ისეთ ოჯა­ხებ­ში, რო­მელ­თაც შე­მო­სა­ვა­ლი არ და­უ­კარ­გავთ.

რო­გორც Save the Children International-ის "და­ვიც­ვათ თა­ო­ბის" ან­გა­რი­ში აჩ­ვე­ნებს, გა­ი­ზარ­და უფსკრუ­ლი მდი­დარ და ღა­რიბ ბავ­შვებს შო­რის. პან­დე­მი­ის გამო ღა­რი­ბი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის 82%-მა და­კარ­გა შე­მო­სა­ვა­ლი. "და­ვიც­ვათ თა­ო­ბის" ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, იმ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის 90%-ს, რომ­ლებ­მაც პან­დე­მი­ის გამო შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს, არ აქვთ წვდო­მა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ასე­თი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ორ მე­სა­მედს ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა სა­თა­ნა­დო საკ­ვებ­ზეც.

Save the Children International-ის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ყო­ვე­ლი ათი ბავ­შვი­დან რვა (83%) აღ­ნიშ­ნავს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბას.

"COVID-19-მა გა­ზარ­და მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა. ღა­რი­ბი კი­დევ უფრო გა­ღა­რიბ­და, რა­მაც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჯან­დაც­ვა­ზე, საკ­ვებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ინ­გერ აშინ­გმა, "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

კვლე­ვა ჩა­ტარ­და 37 ქვე­ყა­ნა­ში. მო­ცუ­ლია აზი­ის, აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ აფ­რი­კის, და­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­სა და კა­რი­ბის ზღვის აუ­ზის, ცენ­ტრა­ლუ­რი აღ­მო­სავ­ლე­თის, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის შერ­ჩე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის  წინაშე მსოფლიოს მასშტაბით - Save the Children International-ის ანგარიში

უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის  წინაშე მსოფლიოს მასშტაბით - Save the Children International-ის ანგარიში

Save the Children International-ის საქართველოს ოფისი ავრცელებს ინფრმაციას, რომ 2020 წლის 10 სექტემბერს, გამოქვეყნდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" (Save the Children International) ანგარიში, სახელწოდებით: "დავიცვათ თაობა" ("Protect a Generation”).

ანგარიში ეფუძნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის მიზანი იყო ბავშვთა უფლებებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება. კვლევამ მოიცვა 37[1] ქვეყანა და 25 ათასი ბავშვი და ზრდასრული.

კვლევის მიგნებების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის წინაშე. შინამეურნეობებმა დაკარგეს შემოსავალი და წვდომა განათლებაზე. გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე. სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა. გამოკითხული ბავშვების 80% აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ თითქმის არაფერი უსწავლიათ. მოსალოდნელია, რომ 9,7 მილიონი ბავშვი წელს სკოლაში არ დაბრუნდება. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვთა შრომის, ადრეული ქორწინებისა და სხვადასხვა სახის ექსპლუატაციის რისკს.

სკოლების დახურვამ ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკიც გაზარდა - სკოლების დახურვის შემდეგ ბავშვთა მიერ ძალადობის შეტყობინების შემთხვევები თითქმის გაორმაგდა და 17%-ს მიაღწია. ეკონომიკურმა სირთულეებმა ასევე შეუწყო ხელი ბავშვთა მიმართ ძალადობის მატებას - ყოველი მეხუთე ბავშვი (19%), რომლის ოჯახმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა, აღნიშნავდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მაჩვენებელი თითქმის ოთხჯერ აღემატება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს (5%) ისეთ ოჯახებში, რომელთაც შემოსავალი არ დაუკარგავთ.

როგორც Save the Children International-ის "დავიცვათ თაობის" ანგარიში აჩვენებს, გაიზარდა უფსკრული მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის. პანდემიის გამო ღარიბი შინამეურნეობების 82%-მა დაკარგა შემოსავალი. "დავიცვათ თაობის" ანგარიშის თანახმად, იმ შინამეურნეობების 90%-ს, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, არ აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე. ასეთი შინამეურნეობების ორ მესამედს ხელი არ მიუწვდება სათანადო საკვებზეც.

Save the Children International-ის ანგარიშის თანახმად, ყოველი ათი ბავშვიდან რვა (83%) აღნიშნავს უარყოფითი ემოციების გამძაფრებას.

"COVID-19-მა გაზარდა მანამდე არსებული უთანასწორობა. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა, რამაც გამანადგურებელი გავლენა მოახდინა ბავშვების განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საკვებსა და უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ინგერ აშინგმა, "გადავარჩინოთ ბავშვების" აღმასრულებელმა დირექტორმა.

კვლევა ჩატარდა 37 ქვეყანაში. მოცულია აზიის, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის, დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შერჩეული ქვეყნები.

ქუთაისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული - რას ამბობს მუნიციპალიტეტის მერი

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა