კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი
გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

კუს ტბა­ზე, ღია სივ­რცე­ში გან­ლა­გე­ბულ კლუბ­ში, სა­დაც პა­რას­კევს მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, ერთ-ერთ სტუ­მარს სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, ორ დღე­ში კი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 1000-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე ტე­რი­ტო­რი­ას დე­ზინ­ფექ­ცია უტარ­დე­ბა.

AMBEBI.GE კაფე-რეს­ტო­რან "ცის­კა­რის" გე­ნე­რა­ლურ მე­ნე­ჯერს, თა­მუ­ნა მე­უ­ნარ­გი­ას და­უ­კავ­შირ­და:

"სტუ­მა­რი, რო­მელ­საც "კო­ვი­დი" და­უ­დას­ტურ­და, არ იყო კაფე-რეს­ტო­რან "ცის­კა­რის" სტუ­მა­რი, არა­მედ იყო "ცის­კა­რი გარ­დე­ნის" სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც ცალ­კე ტე­რი­ტო­რი­აა. ეს არის ერ­თმა­ნე­თის მო­მიჯ­ნა­ვე ორი ობი­ექ­ტი, ორი­ვე ერთი და იგი­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შპს-ა, ოღონდ ერთი კაფე-რეს­ტო­რა­ნია, მე­ო­რე კი ბაღი ღია ცის ქვეშ, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად ივენ­თე­ბი კეთ­დე­ბა, ანუ ღა­მის მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კაფე-რეს­ტო­რა­ნი “ცის­კა­რი” მაგ დროს ყო­ველ­თვის და­კე­ტი­ლია (2-ის ნა­ხევ­რამ­დე ვმუ­შა­ობთ).

"ცის­კა­რი გარ­დე­ნი" არის ცალ­კე შე­მო­სა­ზღვრუ­ლი სივ­რცე, ტე­რი­ტო­რია და როცა მე­ო­რე ტე­რა­სა­ზე ივენ­თი ტარ­დე­ბა, სა­ზღვარს დაც­ვა იცავს, იქ მყო­ფი სტუმ­რე­ბი აქეთ რომ არ გად­მო­ვიდ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა "გარ­დენს", პა­რას­კევ სა­ღა­მოს იქ ჩა­ტარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ივენ­თი, რო­მელ­საც 1000-მდე სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და, ეს იყო რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

გო­გო­ნას, რო­მე­ლიც იქ იყო მო­სუ­ლი, კვი­რას და­უ­დას­ტურ­და "კო­ვი­დი". ინ­ფორ­მა­ცია ჩვენც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­გეთ და ივენ­თის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ი­წყეს კო­მუ­ნი­კა­ცია ჯან­დაც­ვის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გო­გო­ნას ყვე­ლა ახლო კონ­ტაქ­ტი ცნო­ბი­ლია (ივენ­თის წევ­რე­ბი არ იგუ­ლის­ხმე­ბა) და ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნილ­ნი არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ან კა­რან­ტინ­ში" - ამ­ბობს თა­მუ­ნა მე­უ­ნარ­გია.

მო­ი­აზ­რე­ბი­ან თუ არა რის­კის ჯგუფ­ში "გარ­დენ ცის­კა­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ამა­ზე მე­ნე­ჯე­რი პა­სუ­ხობს:

"იქ არ არის და­ხუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ღია სივ­რცე­ში "კო­ვი­დის" გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე ნაკ­ლე­ბია. თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც ივენთზე მუ­შა­ობ­და, საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, ვი­ნა­ი­დან ბარს, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ობს, აქვს დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი, მინა და ბარ­მე­ნე­ბი ნიღ­ბე­ბი­თა და ხელ­თათ­მა­ნე­ბით ბა­რის უკან მუ­შა­ო­ბენ. ობი­ექ­ტი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მუ­შა­ობს. კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბე­ბის მიერ ის არა­ერ­თხელ შე­მოწ­მდა, რა დრო­საც ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია იყო და­ცუ­ლი.

ასე რომ, იქ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ახლო კონ­ტაქტს და არ მო­ი­აზ­რე­ბა რის­კის ჯგუფ­ში. რად­გან "ცის­კა­რი" გაჟ­ღერ­და, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს კაფე-რეს­ტო­რანს ეხე­ბო­და. სტუმ­რე­ბი, ვინც ჩვენს რეს­ტო­რანს სტუმ­რობ­და, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი რე­კა­ვენ. მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ კაფე-რეს­ტო­რა­ნი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მსგავ­სი ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, ჩვენ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას".

დღეს­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის გამო რეს­ტო­რან "რეს­პუბ­ლი­კის" ნა­წი­ლი და­ი­კე­ტა. სულ მალე რეს­ტორ­ნის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და და და­ნარ­ჩენ თა­ნამ­შრომ­ლებს პი­სი­არ ტეს­ტი გა­უ­კეთ­დათ.

თა­ნამ­შრო­მელს კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და რო­გორც კლი­ენ­ტებ­თან, ისე – თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ამი­ტომ, და­ზღვე­ვის მიზ­ნით, ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და რეს­ტორ­ნის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს.

რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რის თქმით, მათ თა­ნამ­შრო­მელს მარ­თლაც და­უ­დას­ტურ­და "კო­ვი­დი", თუმ­ცა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მათი რეს­ტო­რა­ნი რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი­ა­ნია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა და დრო­ე­ბით მხო­ლოდ ერთ-ერთი ობი­ექ­ტი და­ხუ­რეს. სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რეს­ტო­რან “რეს­პუბ­ლი­კის” ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუხო
0

ზომიერება ქართველები, ზომიერება, ჩვენ უნდა მოვერიდოთ უცხო სიტყვების ქართულში მოზღვავების სიყვარულს, ენის წახდენით, ერიც წახდება!

. . . . .
0

ამდენი ხალხის ერთად შეკრება არ შეიძლებაო ჩემთვისაა მარტო? ამ ფეშენ საზოგადოებას არ აინტერესებს არც რეგულაცია და არც წესი. მორალზე ხო ლაპარაკი ზედმეტია რომ გარშემო მყოფებს უნდა გაუფრთხილდე და შენ უაზრო ხუშტურის ,,ივენთის'' გამო არ რაადაზარალო სხვა

ავტორი:

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

კუს ტბაზე, ღია სივრცეში განლაგებულ კლუბში, სადაც პარასკევს მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, ერთ-ერთ სტუმარს საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ორ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურულ ღონისძიებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება.

AMBEBI.GE კაფე-რესტორან "ცისკარის" გენერალურ მენეჯერს, თამუნა მეუნარგიას დაუკავშირდა:

"სტუმარი, რომელსაც "კოვიდი" დაუდასტურდა, არ იყო კაფე-რესტორან "ცისკარის" სტუმარი, არამედ იყო "ცისკარი გარდენის" სტუმარი, რომელიც ცალკე ტერიტორიაა. ეს არის ერთმანეთის მომიჯნავე ორი ობიექტი, ორივე ერთი და იგივე იურიდიული პირის შპს-ა, ოღონდ ერთი კაფე-რესტორანია, მეორე კი ბაღი ღია ცის ქვეშ, სადაც პერიოდულად ივენთები კეთდება, ანუ ღამის მუსიკალური ღონისძიებები. შესაბამისად, კაფე-რესტორანი “ცისკარი” მაგ დროს ყოველთვის დაკეტილია (2-ის ნახევრამდე ვმუშაობთ).

"ცისკარი გარდენი" არის ცალკე შემოსაზღვრული სივრცე, ტერიტორია და როცა მეორე ტერასაზე ივენთი ტარდება, საზღვარს დაცვა იცავს, იქ მყოფი სტუმრები აქეთ რომ არ გადმოვიდნენ. რაც შეეხება "გარდენს", პარასკევ საღამოს იქ ჩატარდა მუსიკალური ივენთი, რომელსაც 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა, ეს იყო როგორც კულტურული ღონისძიება.

გოგონას, რომელიც იქ იყო მოსული, კვირას დაუდასტურდა "კოვიდი". ინფორმაცია ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და ივენთის ორგანიზატორებმა მომენტალურად დაიწყეს კომუნიკაცია ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან. საბედნიეროდ, გოგონას ყველა ახლო კონტაქტი ცნობილია (ივენთის წევრები არ იგულისხმება) და ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში" - ამბობს თამუნა მეუნარგია.

მოიაზრებიან თუ არა რისკის ჯგუფში "გარდენ ცისკარის" თანამშრომლები, ამაზე მენეჯერი პასუხობს:

"იქ არ არის დახურული ობიექტები, შესაბამისად, ღია სივრცეში "კოვიდის" გავრცელების საფრთხე ნაკლებია. თანამშრომლებს, ვინც ივენთზე მუშაობდა, საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან ბარს, რომელიც აქ მუშაობს, აქვს დამცავი ბარიერი, მინა და ბარმენები ნიღბებითა და ხელთათმანებით ბარის უკან მუშაობენ. ობიექტი წესების სრული დაცვით მუშაობს. კონკრეტული უწყებების მიერ ის არაერთხელ შემოწმდა, რა დროსაც ყველა რეგულაცია იყო დაცული.

ასე რომ, იქ მომუშავე პერსონალი არ განეკუთვნება ახლო კონტაქტს და არ მოიაზრება რისკის ჯგუფში. რადგან "ცისკარი" გაჟღერდა, ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს კაფე-რესტორანს ეხებოდა. სტუმრები, ვინც ჩვენს რესტორანს სტუმრობდა, განერვიულებულები რეკავენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კაფე-რესტორანი არის დამოუკიდებელი ტერიტორია, სადაც მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას".

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო რესტორან "რესპუბლიკის" ნაწილი დაიკეტა. სულ მალე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა და დანარჩენ თანამშრომლებს პისიარ ტესტი გაუკეთდათ.

თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა როგორც კლიენტებთან, ისე – თანამშრომლებთან, ამიტომ, დაზღვევის მიზნით, ტესტი ჩაუტარდა რესტორნის ყველა თანამშრომელს.

რესტორნის მენეჯერის თქმით, მათ თანამშრომელს მართლაც დაუდასტურდა "კოვიდი", თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მათი რესტორანი რამდენიმე სართულიანია, დამოუკიდებელი ობიექტებისგან შედგება და დროებით მხოლოდ ერთ-ერთი ობიექტი დახურეს. სადეზინფექციო სამუშაოები რესტორან “რესპუბლიკის” ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა