სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს
"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

თე­ატ­რი ჩვენ­ში ბევ­რს უყ­ვარს, მაგ­რამ ისე რო­გორც ლიკა დგე­ბუ­ა­ძეს, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია. ის, ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით თუკი რა­ი­მე სპექ­ტაკ­ლი დად­გმუ­ლა, ყვე­ლას პრე­მი­ე­რა­ზე ყო­ფი­ლა და მე­ტიც, თი­თო­ე­ულ­ზე რამ­დენ­ჯერ­მეც. ამ­ბობს, რომ არის მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც თე­ატ­რი ცხოვ­რე­ბას უმ­სუ­ბუ­ქებს. ირ­გვლივ ცოტა ადა­მი­ა­ნი ეგუ­ლე­ბა, ვინც თე­ატ­რი­სა და მსა­ხი­ო­ბე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ცხოვ­რობ­დეს და სა­კუ­თა­რი თავი სწო­რედ ასეთ მა­ყუ­რებ­ლად მი­აჩ­ნია.

ყვე­ლა პრე­მი­ე­რის წინ მსა­ხი­ო­ბე­ბი­ვით ემ­ზა­დე­ბა, კი­თხუ­ლობს პი­ე­სას, ეს­წრე­ბა რე­პე­ტი­ცი­ებს, „პრა­გონს“, ხში­რად სპექ­ტაკ­ლი იმ­დენ­ჯერ აქვს ნა­ნა­ხი, რომ მხო­ლოდ „პაკ­ლო­ნის­თვი­საც“ მი­სუ­ლა თე­ატ­რში... ბო­ლოს უკვე სპექ­ტაკ­ლი ზე­პი­რად იცის და მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ას აკ­ვირ­დე­ბა.

ქალ­ბა­ტონ ლი­კას ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს ცნო­ბილ და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან, დრა­მა­ტურ­გებ­თან, კრი­ტი­კო­სებ­თან, სცე­ნის მუ­შებ­თან. თე­ატ­რი მისი მე­ო­რე სახ­ლია, ამ სამ­ყა­როს თავ­და­დე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მას­თან ბევ­რი და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბაც აკავ­ში­რებს.

თუმ­ცა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მხო­ლოდ თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლი არ არის, უყ­ვარს ჯაზი, კინო, პო­ე­ზია (ლექ­სებს თვი­თო­ნაც წერს) და სა­ერ­თოდ, ხე­ლოვ­ნე­ბა.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც ბევ­რის ხვედ­რი არ არის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და და ჰქონ­დეს ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს უყ­ვარს, სცე­ნი­სა თუ კი­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მო­ღავ­წე­ე­ბი არი­ან.

როცა უგუ­ნე­ბოდ ვარ, თე­ატ­რში მა­ინც მივ­დი­ვარ, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­თი­შე­ბი, ჩემს სამ­ყა­რო­ში, სპექ­ტაკლში ვარ ჩაფ­ლუ­ლი...

- სა­ი­დან და რო­გორ და­ი­წყო ეს სიყ­ვა­რუ­ლი?

- პლე­ხა­ნოვ­ზე ვცხოვ­რობ­დი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს იყო. დე­დას ერთი კლა­სე­ლი, კო­ლია ბურ­ბუ­თაშ­ვი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, თე­ატ­რში რომ მივ­დი­ო­დი, მისი სა­ხით ნაც­ნო­ბი მხვდე­ბო­და და ამას­თან, ბავ­შვს სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, კუ­ლი­სებ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი... თე­ატ­რის გზა­ზე, იქვე კა­მოს ქუ­ჩა­ზე სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ან­საც ვხვდე­ბო­დი. რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, ვჩერ­დე­ბო­დი და გე­ნი­ა­ლურ მსა­ხი­ობს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც იქვე ცხოვ­რობ­და და თა­ვად სხვებს უყუ­რებ­და ხოლ­მე. მსგავ­სი თვა­ლე­ბი არც მი­ნა­ხავს, - ცის­ფე­რი, მო­ცი­ნა­რი... მახ­სოვს ასე­ვე კაკო კვან­ტა­ლი­ა­ნი, შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძე, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოჯახ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი - დე­ი­და­ჩე­მის კლა­სე­ლი იყო და მე­ნა­თე­სა­ვე­ბო­და კი­დეც დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლიც მათი კლა­სე­ლის მე­უღ­ლე იყო, ამი­ტომ, ამ ადა­მი­ა­ნებს ოჯა­ხურ გა­რე­მო­შიც ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე...

გა­ვი­და დრო და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა (რო­მე­ლიც „ფა­ტი­მა­ში“ გა­და­ი­ღეს და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მისი რო­ლით, მერე „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში“ ნა­თა­მა­შე­ბი გი­ორ­გი მე­ფის რო­ლით), პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბა­ზე მე და გუ­რან­და წაგ­ვიყ­ვა­ნა... გუ­რან­და უკვე შემ­დგომ წლებ­ში, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ჩემი ოჯა­ხის წევ­რი გახ­და...

რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს, 5 წლის ვი­ყა­ვი, იქ პირ­ვე­ლად რომ მოვ­ხვდი. თე­ატ­რში მა­მი­დას მე­გო­ბა­რი, ნი­ნი­კა ლომ­სა­ძე მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა სპექ­ტაკლზე მისი დახ­მა­რე­ბით, იქ ვი­ყა­ვი, თუ დარ­ბაზ­ში ად­გი­ლი არ იყო, კუ­ლი­სებ­ში ვი­დე­ქი, წარ­მოდ­გე­ნას ისე ვუ­ყუ­რებ­დი... ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე ბა­ბუ­ას მო­ნათ­ლუ­ლი გახ­ლდათ. თა­ვა­დის ქალი მო­ვი­დაო, - ჩემ­ზე იტყო­და ხოლ­მე... რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე მი­ვე­დი, მე და გოგი თო­და­ძე (მო­მა­ვალ­ში რე­ჟი­სო­რი) სცე­ნა­ზე ერ­თად ვი­დე­ქით. ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­მურ ჩხე­ი­ძის მამა, რე­ჟი­სო­რი ბი­ჭი­კო ჩხე­ი­ძე იყო. მერე კინო-ტე­ლე­ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­სნა და ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი ლერი არ­ცი­ვა­ძე იყო ჩვე­ნი (ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი, ბი­ძი­ნა ჩხე­ი­ძე, საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნი, ვოვა ფან­გა­ნი) პე­და­გო­გი. სა­სახ­ლის კედ­ლებ­ში სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, დღე­სას­წა­უ­ლი­ვით სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავ­დით. პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე ჩვენ­თვის და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ბავ­შვის­თვის ასე­თი ფე­რა­დი დღე­ე­ბის მომ­წყო­ბი იყო.

- დრამ­წრე­ზეც გივ­ლი­ათ, - მსა­ხი­ო­ბი რა­ტომ არ გახ­დით?

- მე უფრო სცე­ნა­რის­ტო­ბა და რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­მა­ჩემ­მა მა­შინ­დე­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გამო, "თავი მო­იკ­ლა", - „თე­ატ­რა­ლურ­ში“ რო­გორ უნდა ჩა­ა­ბა­როო... იშხნე­ლე­ბის ერთ-ერთი დის, ვა­ლენ­ტი­ნას შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ, მა­მის დედა იყო და მა­მა­ჩემს ჩემი „თე­ატ­რა­ლურ­ში“ სწავ­ლა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნდა. შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე, პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი ვარ.

- ე.ი. დები იშხნე­ლე­ბი თქვე­ნი ბე­ბი­ე­ბი იყ­ვნენ?

- კი, სულ 12-ნი იყ­ვნენ - 7 და 5 - ძმა. ვა­ლენ­ტი­ნა ბე­ბია ულა­მა­ზე­სი ქალი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი... პირ­ვე­ლი ქმა­რი ახვლე­დი­ა­ნი ჰყავ­და და ქმარ­თან ერ­თად თე­ატ­რში, ლო­ჟა­ში რომ იჯდა და სპექ­ტაკლს უყუ­რებ­და, ბა­ბუ­ა­ჩემ­მა ქმარს გვერ­დი­დან მოს­ტა­ცა. ვა­ლენ­ტი­ნას იმ დრო­ის­თვის ერთი შვი­ლი ჰყავ­და. ბა­ბუა შოთა დგე­ბუ­ა­ძე სე­ნა­კის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი გახ­ლდათ, ისიც ულა­მა­ზე­სი კაცი იყო. თან, ჭი­და­ობ­და და ყვე­ლას უგებ­და...

ერთხელ წი­თე­ლა ბა­ტო­ნე­ბი შემ­ხვდა, თვა­ლე­ბი „ამე­კე­რა“, ვე­ღარ ვი­ხე­დე­ბო­დი და რომ ვიღ­ვი­ძებ­დი, ბე­ბი­ე­ბი ჩემს სა­წოლ­თან ის­ხდნენ და ჩემს ბა­ტო­ნებს უმ­ღე­როდ­ნენ...

ასე­თი ეპი­ზო­დიც მახ­სოვს, რო­მე­ლიც დათო დო­ი­აშ­ვი­ლის მა­მის წიგნ­ში მოხ­ვდა: „მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბე­ბი­ას­თან, კა­მოს ქუ­ჩა­ზე სულ მო­დი­ო­და გა­ლა­კტი­ო­ნი, ბო­ლოს მახ­სოვს მთვრა­ლი იყო, ოთხნახ­ვრე­ტი­ა­ნი, უზარ­მა­ზა­რი ღი­ლე­ბით, გუ­ლის­პირ­თან ერთი აკ­ლდა და ძაფი იყო ჩა­მოგ­რძე­ლე­ბუ­ლი... ერთხელ ბე­ბი­ამ სა­დღაც წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი, ბევ­რი ყვა­ვი­ლი იყო და მეს­მო­და სი­ტყვე­ბი - გა­ლა­კტი­ო­ნის გას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ არ მეს­მო­და, რა იყო გას­ვე­ნე­ბა, სიკ­ვდი­ლი რა­ღაც ზე­ი­მი მე­გო­ნა, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ ტი­როდ­ნენ.

გა­ლა­კტი­ო­ნის ხსე­ნე­ბა­ზე მუ­დამ ასე მე­მარ­თე­ბა: ვხე­დავ - აწყვე­ტილ კი­ლო­ი­ან პალ­ტოს, ხალ­ხს და ყვა­ვი­ლებს“...

- ვიცი, რომ „თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის“ და­არ­სე­ბის დღი­დან, მისი აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ხართ...

- 90-იან წლებ­ში ჭო­ლას, ლე­ვან წუ­ლა­ძის აქ­ტი­უ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით, რუს­თა­ველ­ზე „თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი“ გა­იხ­სნა. ეს იყო ჩემი მე­ო­რე სახ­ლი. სპექ­ტაკ­ლი არ დად­გმუ­ლა, რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სკამს მახ­ვედ­რებ­დნენ. მერე მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი გო­გიშ­ვილ­მა იმე­რუ­ლი აქ­ცენ­ტით მი­თხრა - „ლიკა დე­ი­და, მაგი უნდა მო­ხერ­ხო და შე­ნია, მეტი არა­ვი­სი არა­აო“. იმ პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის სო­ცი­ა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვა­თა ცენ­ტრი მქონ­და, იმ ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით და ისე­დაც ამ ნი­ჭი­ე­რი ახა­ლაზ­რდე­ბის­თვის დე­დის ფუნ­ქცია მქონ­და შე­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც შე­მეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დი, რად­გა­ნაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. სა­ერ­თოდ, ბევ­რი შვი­ლო­ბი­ლი მყავს და მათ შო­რის, „სარ­და­ფის“ მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. მერე „ვა­კის სარ­დაფ­ში“ რომ გად­მო­ვიდ­ნენ, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი იყო, მთავ­რო­ბა­ში ვი­ღა­ცე­ბი იმ თე­ატ­რის გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ საქ­მე­შიც და­ვეხ­მა­რე.

მათ­თან რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც მივ­დი­ვარ, იმ დღეს ჭო­ლას „კრე­ი­ცე­რის სო­ნა­ტის“ პრე­მი­ე­რა ჰქონ­და და „პრა­გონ­ზე“ მი­ვე­დი, - აბა, ახლა ყვე­ლამ კარ­გად ითა­მა­შეთ, ლიკა დე­ი­დაა მო­სუ­ლი - მსა­ხი­ო­ბებს უთხრა ჭო­ლამ. ან­გა­რიშს მი­წე­ვენ, სცე­ნი­დან რეპ­ლი­კე­ბით მე­პა­სუ­ხე­ბი­ან კი­დეც - დუ­ტას ისე­თი რა­ღა­ცე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, იქ რომ ვმჯდარ­ვარ და მერე ის რეპ­ლი­კე­ბი სპექ­ტაკლშიც ჩა­უს­ვამთ...

„მუს­კო­მე­დი­ა­შიც“ ჩემი სკა­მი მქონ­და, უფ­რო­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბებ­თან ვმე­გობ­რობ­დი, მათი სპექ­ტაკ­ლე­ბი ზე­პი­რად ვი­ცო­დი... კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან, პო­ე­ტებ­თან, მწერ­ლებ­თან ცალ­კე ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მათ შო­რის, - პეტ­რე გუ­ზინ­სკის­თან, შოთა მი­ლო­რა­ვას­თან, გი­ორ­გი ცა­ბა­ძეს­თან, ჯანო კა­ხი­ძეს­თან, მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძეს­თან, თა­მაზ და ოთარ ჭი­ლა­ძე­ებ­თან...

ხომ ვამ­ბობ, ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა-მეთ­ქი... ამას­თან, ჩემი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ - ზუ­რი­კო (ირაკ­ლის ძე) აბა­ში­ძე, თა­თუ­ლი დო­ლი­ძე, ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს, ყო­ველ წელს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დით, რად­გა­ნაც მა­მა­მი­სი იაშა ბი­ძია, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მო­სუ­ლი­ყო და ხინ­კა­ლი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მას თან მოჰ­ყვე­ბოდ­ნენ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი - გოგი გე­ლო­ვა­ნი და ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი... ახლა ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვიხ­სე­ნებ, თით­ქოს სუნ­თქვა მი­ჩერ­დე­ბა და ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნუთუ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლა იყო-მეთ­ქი?!.

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან რას გა­იხ­სე­ნებთ?

- თე­ატ­რში მი­სულს რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე მე­უბ­ნე­ბო­და - აქ შენი სკა­მი უნდა და­გიდ­გა­თო... ბა­ტონ რა­მაზს სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, რომ უს­მენ­დი, გინ­დო­და, მისი ყვე­ლა სი­ტყვა ჩა­გე­წე­რა. „ხა­ნუ­მას“ თა­მა­შის წინ, კუ­ლი­სებ­ში ერო­სის და რა­მა­ზის ლა­პა­რა­კი ეს ცალ­კე სპექ­ტაკ­ლი იყო, სა­ო­ცა­რი ექ­სპრომ­ტე­ბი ჰქონ­დათ, სა­ო­ცარ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­დნენ... 1976 წელს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში „კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის“ პრე­მი­ე­რა შედ­გა. ბი­ლე­თე­ბი წი­ნას­წარ მქონ­და აღე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნა­ზე, რა თქმა უნდა, მოვ­ხვდი, ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს კი არ გა­უ­მარ­თლა, ამი­ტომ, სა­ნამ არ დას­რულ­და, გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და. იმ დღის მერე, „კავ­კა­სი­უ­რი“ რამ­დენ­ჯე­რაც და­იდ­გა, ეს წარ­მოდ­გე­ნა, იმ­დენ­ჯერ მაქვს ნა­ნა­ხი. ბო­ლოს სპექ­ტაკლზე მხო­ლოდ „პაკ­ლონ­ზე“ მივ­დი­ო­დი, რაც მუდ­მი­ვად დღე­სას­წა­უ­ლი იყო. ფეხ­ზე ვმდგარ­ვარ და ისეც მი­ყუ­რე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა ზე­პი­რად ვიცი, მა­ინც ისე ვუ­ყუ­რებ, რო­გორც პირ­ველს...

- მი­თხა­რით, რომ სპექ­ტაკ­ლებს უცხო­ეთ­შიც ეს­წრე­ბით...

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­ლან­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის, მაგ­რამ ცო­ტას უჩ­ნდე­ბა ლა სკა­ლა­ში მის­ვლის სურ­ვი­ლი. წელს მი­ლან­ში რომ მოვ­ხვდი, ლა სკა­ლას მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას ვი­ტი­რე, ისე­თი ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის იქა­უ­რო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მოკ­ლედ, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რის მტვერს რომ შე­ი­სუნ­თქა­ვენ და მერე ამ მტვრით ავად­დე­ბი­ან, მეც ასე ვარ... პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იმი­ტომ გა­მი­ჭირ­და, რომ თე­ატ­რში ვერ მივ­დი­ო­დი. თუმ­ცა თე­ატ­რებ­მა ღია ცის­ქვეშ რომ გა­მარ­თეს წარ­მოდ­გე­ნე­ბი, და­ვეს­წა­რი, მა­გას რო­გორ გა­მოვ­ტო­ვებ­დი?!

წელს ბარ­სე­ლო­ნა­შიც გახ­ლდით და ისე და­ემ­თხვა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს იქ სპექ­ტაკ­ლი „ქა­ლე­ბი“ ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი. ეს ინ­ფორ­მა­ცია ეს­პა­ნეთ­ში გა­ვი­გე, თე­ატ­რი ქა­ლა­ქი­დან შორს იყო, მაგ­რამ ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და წარ­მოდ­გე­ნა­ზე მი­ვე­დი. კუ­ლი­სებ­ში რომ შე­ვე­დი, რე­პე­ტი­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ და­მი­ნა­ხეს მსა­ხი­ო­ბებ­მა, გა­ოც­დნენ... სა­ზღვარ­გა­რეთ რომ ეს­წრე­ბი შენი საყ­ვა­რე­ლი თე­ატ­რე­ბის სპექ­ტაკ­ლებს, ეს კი­დევ სხვა რამ არის. კი­დევ სხვა დრო­საც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ ამა თუ იმ თე­ატ­რის გას­ტრო­ლე­ბი­სას უცხო­ეთ­ში მათ სპექ­ტაკ­ლებ­ზე... მოკ­ლედ, თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და ვი­მე­ო­რებ, თე­ატ­რი ჩემი ცხოვ­რე­ბაა! კახი კავ­სა­ძეს ასე­თი წე­რი­ლი მივ­წე­რე: ...ნა­ნა­ხი მაქვს თქვე­ნი ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი, ფილ­მი, თქვენ მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი... რო­დე­საც ვნა­ხე ნანა ჯა­ნე­ლი­ძის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, სა­დაც აკა­კი ვა­სა­ძის დას­მულ კი­თხვას იმე­ო­რებ­დით - „ნე­ტავ, იქ თე­ატ­რი არის“?! მინ­და, გი­თხრათ, თუ იქ თე­ატ­რი არის, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი. რომ წა­უ­კი­თხავს, - წე­რილ­მა შემძრაო - უთ­ქვამს ბა­ტონ კა­ხის.

მოკ­ლედ, და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია თე­ატრზე და თე­ატ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი - სო­ხუ­მის, გრი­ბო­ე­დო­ვის, სა­მე­ფო უბ­ნის...

- თქვენ რო­მელ როლს ითა­მა­შებ­დით?

- არც ერთს, - მე სა­პა­ტიო მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სი მაქვს...

- ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ფერ­მე­რის - ნინო ზამ­ბა­ხი­ძის დედა ხართ... ოჯა­ხის წევ­რე­ბი - შვი­ლი და მე­უღ­ლეც ყო­ველ­თვის ხელს გი­წყობ­დნენ, რომ საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბის­თვის ამ­დე­ნი დრო და­გეთ­მოთ.

- კი, ნამ­დვი­ლად... ნი­ნოს ხში­რად ეუბ­ნე­ბი­ან - ბევ­რი ნინო ზამ­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­სო. მე ვხუმ­რობ ხოლ­მე - მე არ მე­კი­თხე­ბი­ან-მეთ­ქი? ნინო რომ ასე­თია, ჩემი მე­უღ­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ლა­ზა­რე ზამ­ბა­ხი­ძე მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო, უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ა­ში, რომ 28 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩე­ვით იყო მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი... გვერ­დით სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი მყავ­და, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ადრე წა­ვი­და... ნინო კი მარ­თლაც სა­უ­ცხოო შვი­ლია...

თამარი
1

ქალბატონო ლიკა.გთხოვთ მომწეროთ როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ. დაახლოებით 12 წლის წინ მარჯანიშვილის თეატრში ვნახეთ საახალწლო დადგმა. არ მახსოვს სახელი, ვერსად გავარკვიე იქნებ თქვენ დამეხმაროთ.წინასწარ გიხდით მადლობას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

თეატრი ჩვენში ბევრს უყვარს, მაგრამ ისე როგორც ლიკა დგებუაძეს, ალბათ იშვიათია. ის, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით თუკი რაიმე სპექტაკლი დადგმულა, ყველას პრემიერაზე ყოფილა და მეტიც, თითოეულზე რამდენჯერმეც. ამბობს, რომ არის მაყურებელი, რომელსაც თეატრი ცხოვრებას უმსუბუქებს. ირგვლივ ცოტა ადამიანი ეგულება, ვინც თეატრისა და მსახიობების პრობლემების გაზიარებით ცხოვრობდეს და საკუთარი თავი სწორედ ასეთ მაყურებლად მიაჩნია.

ყველა პრემიერის წინ მსახიობებივით ემზადება, კითხულობს პიესას, ესწრება რეპეტიციებს, „პრაგონს“, ხშირად სპექტაკლი იმდენჯერ აქვს ნანახი, რომ მხოლოდ „პაკლონისთვისაც“ მისულა თეატრში... ბოლოს უკვე სპექტაკლი ზეპირად იცის და მხოლოდ მაყურებლის რეაქციას აკვირდება.

ქალბატონ ლიკას ახლო მეგობრობა აკავშირებს ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან, დრამატურგებთან, კრიტიკოსებთან, სცენის მუშებთან. თეატრი მისი მეორე სახლია, ამ სამყაროს თავდადებული გულშემატკივარია და მასთან ბევრი დაუვიწყარი მოგონებაც აკავშირებს.

თუმცა ჩვენი რესპონდენტი მხოლოდ თეატრის მოყვარული არ არის, უყვარს ჯაზი, კინო, პოეზია (ლექსებს თვითონაც წერს) და საერთოდ, ხელოვნება.

- ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგანაც ბევრის ხვედრი არ არის პირადი ურთიერთობა ჰქონოდა და ჰქონდეს ადამიანებთან, რომლებიც ხალხს უყვარს, სცენისა თუ კინოს დამსახურებული მოღავწეები არიან.

როცა უგუნებოდ ვარ, თეატრში მაინც მივდივარ, სადაც აბსოლუტურად ვითიშები, ჩემს სამყაროში, სპექტაკლში ვარ ჩაფლული...

- საიდან და როგორ დაიწყო ეს სიყვარული?

- პლეხანოვზე ვცხოვრობდი, მარჯანიშვილის თეატრი ჩვენს სახლთან ახლოს იყო. დედას ერთი კლასელი, კოლია ბურბუთაშვილი მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, თეატრში რომ მივდიოდი, მისი სახით ნაცნობი მხვდებოდა და ამასთან, ბავშვს საშუალება მქონდა, კულისებში შევსულიყავი... თეატრის გზაზე, იქვე კამოს ქუჩაზე სანდრო ჟორჟოლიანსაც ვხვდებოდი. რომ დავინახავდი, ვჩერდებოდი და გენიალურ მსახიობს ვაკვირდებოდი, რომელიც იქვე ცხოვრობდა და თავად სხვებს უყურებდა ხოლმე. მსგავსი თვალები არც მინახავს, - ცისფერი, მოცინარი... მახსოვს ასევე კაკო კვანტალიანი, შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე...

მოგეხსენებათ, ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - დეიდაჩემის კლასელი იყო და მენათესავებოდა კიდეც დოდო ჭიჭინაძე, ედიშერ მაღალაშვილიც მათი კლასელის მეუღლე იყო, ამიტომ, ამ ადამიანებს ოჯახურ გარემოშიც ვხვდებოდი ხოლმე...

გავიდა დრო და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს ძალიან დავუახლოვდი... წარმოიდგინეთ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა (რომელიც „ფატიმაში“ გადაიღეს და გაოცებული ვიყავი მისი როლით, მერე „დიდოსტატის მარჯვენაში“ ნათამაშები გიორგი მეფის როლით), პატრიარქის აღსაყდრებაზე მე და გურანდა წაგვიყვანა... გურანდა უკვე შემდგომ წლებში, სიცოცხლის ბოლომდე, ჩემი ოჯახის წევრი გახდა...

რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, 5 წლის ვიყავი, იქ პირველად რომ მოვხვდი. თეატრში მამიდას მეგობარი, ნინიკა ლომსაძე მუშაობდა და ყველა სპექტაკლზე მისი დახმარებით, იქ ვიყავი, თუ დარბაზში ადგილი არ იყო, კულისებში ვიდექი, წარმოდგენას ისე ვუყურებდი... ეროსი მანჯგალაძე ბაბუას მონათლული გახლდათ. თავადის ქალი მოვიდაო, - ჩემზე იტყოდა ხოლმე... რომ წამოვიზარდე, პიონერთა სასახლეში თეატრალურ წრეზე მივედი, მე და გოგი თოდაძე (მომავალში რეჟისორი) სცენაზე ერთად ვიდექით. ჩვენი მასწავლებელი თემურ ჩხეიძის მამა, რეჟისორი ბიჭიკო ჩხეიძე იყო. მერე კინო-ტელელაბორატორია გაიხსნა და ტელეოპერატორი ლერი არცივაძე იყო ჩვენი (ირაკლი ტრიპოლსკი, ბიძინა ჩხეიძე, საშკა იოსელიანი, ვოვა ფანგანი) პედაგოგი. სასახლის კედლებში საოცარი დღეები მაქვს გატარებული, დღესასწაულივით საღამოებს ვმართავდით. პიონერთა სასახლე ჩვენთვის და საერთოდ, ყველა ბავშვისთვის ასეთი ფერადი დღეების მომწყობი იყო.

- დრამწრეზეც გივლიათ, - მსახიობი რატომ არ გახდით?

- მე უფრო სცენარისტობა და რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა მაშინდელი მენტალიტეტის გამო, "თავი მოიკლა", - „თეატრალურში“ როგორ უნდა ჩააბაროო... იშხნელების ერთ-ერთი დის, ვალენტინას შთამომავალი ვარ, მამის დედა იყო და მამაჩემს ჩემი „თეატრალურში“ სწავლა წარმოუდგენლად მიაჩნდა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, პროფესიით ფილოლოგი ვარ.

- ე.ი. დები იშხნელები თქვენი ბებიები იყვნენ?

- კი, სულ 12-ნი იყვნენ - 7 და 5 - ძმა. ვალენტინა ბებია ულამაზესი ქალი იყო, განსაკუთრებულად ლამაზი... პირველი ქმარი ახვლედიანი ჰყავდა და ქმართან ერთად თეატრში, ლოჟაში რომ იჯდა და სპექტაკლს უყურებდა, ბაბუაჩემმა ქმარს გვერდიდან მოსტაცა. ვალენტინას იმ დროისთვის ერთი შვილი ჰყავდა. ბაბუა შოთა დგებუაძე სენაკის სამხედრო კომისარი გახლდათ, ისიც ულამაზესი კაცი იყო. თან, ჭიდაობდა და ყველას უგებდა...

ერთხელ წითელა ბატონები შემხვდა, თვალები „ამეკერა“, ვეღარ ვიხედებოდი და რომ ვიღვიძებდი, ბებიები ჩემს საწოლთან ისხდნენ და ჩემს ბატონებს უმღეროდნენ...

ასეთი ეპიზოდიც მახსოვს, რომელიც დათო დოიაშვილის მამის წიგნში მოხვდა: „მე პატარა ვიყავი, ბებიასთან, კამოს ქუჩაზე სულ მოდიოდა გალაკტიონი, ბოლოს მახსოვს მთვრალი იყო, ოთხნახვრეტიანი, უზარმაზარი ღილებით, გულისპირთან ერთი აკლდა და ძაფი იყო ჩამოგრძელებული... ერთხელ ბებიამ სადღაც წამიყვანა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი, ბევრი ყვავილი იყო და მესმოდა სიტყვები - გალაკტიონის გასვენება, მაგრამ არ მესმოდა, რა იყო გასვენება, სიკვდილი რაღაც ზეიმი მეგონა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდნენ.

გალაკტიონის ხსენებაზე მუდამ ასე მემართება: ვხედავ - აწყვეტილ კილოიან პალტოს, ხალხს და ყვავილებს“...

- ვიცი, რომ „თეატრალური სარდაფის“ დაარსების დღიდან, მისი აქტიური მაყურებელიც ხართ...

- 90-იან წლებში ჭოლას, ლევან წულაძის აქტიური მეცადინეობით, რუსთაველზე „თეატრალური სარდაფი“ გაიხსნა. ეს იყო ჩემი მეორე სახლი. სპექტაკლი არ დადგმულა, რომ არ ვყოფილიყავი, სკამს მახვედრებდნენ. მერე მსახიობმა გიორგი გოგიშვილმა იმერული აქცენტით მითხრა - „ლიკა დეიდა, მაგი უნდა მოხერხო და შენია, მეტი არავისი არააო“. იმ პერიოდში მოქალაქეთა კავშირის სოციალურ ინიციატივათა ცენტრი მქონდა, იმ ცენტრის დახმარებით და ისედაც ამ ნიჭიერი ახალაზრდებისთვის დედის ფუნქცია მქონდა შეთავსებული. როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი, რადგანაც მოგეხსენებათ, როგორი რთული პერიოდი იყო. საერთოდ, ბევრი შვილობილი მყავს და მათ შორის, „სარდაფის“ მსახიობები არიან. მერე „ვაკის სარდაფში“ რომ გადმოვიდნენ, რაღაც პრობლემები იყო, მთავრობაში ვიღაცები იმ თეატრის გახსნის წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ ამ საქმეშიც დავეხმარე.

მათთან რეპეტიციებზეც მივდივარ, იმ დღეს ჭოლას „კრეიცერის სონატის“ პრემიერა ჰქონდა და „პრაგონზე“ მივედი, - აბა, ახლა ყველამ კარგად ითამაშეთ, ლიკა დეიდაა მოსული - მსახიობებს უთხრა ჭოლამ. ანგარიშს მიწევენ, სცენიდან რეპლიკებით მეპასუხებიან კიდეც - დუტას ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, იქ რომ ვმჯდარვარ და მერე ის რეპლიკები სპექტაკლშიც ჩაუსვამთ...

„მუსკომედიაშიც“ ჩემი სკამი მქონდა, უფროსი თაობის მსახიობებთან ვმეგობრობდი, მათი სპექტაკლები ზეპირად ვიცოდი... კომპოზიტორებთან, პოეტებთან, მწერლებთან ცალკე ურთიერთობა მქონდა, მათ შორის, - პეტრე გუზინსკისთან, შოთა მილორავასთან, გიორგი ცაბაძესთან, ჯანო კახიძესთან, მიხეილ ქვლივიძესთან, თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან...

ხომ ვამბობ, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა-მეთქი... ამასთან, ჩემი კლასელები იყვნენ - ზურიკო (ირაკლის ძე) აბაშიძე, თათული დოლიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, რომლის დაბადების დღეს, ყოველ წელს მოუთმენლად ველოდებოდით, რადგანაც მამამისი იაშა ბიძია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, მოსულიყო და ხინკალი გაეკეთებინა. მას თან მოჰყვებოდნენ მარჯანიშვილის თეატრის გენიალური მსახიობები - გოგი გელოვანი და ირაკლი უჩანეიშვილი... ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, თითქოს სუნთქვა მიჩერდება და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნუთუ ჩემს ცხოვრებაში მართლა იყო-მეთქი?!.

- რუსთაველის თეატრის მოგონებებიდან რას გაიხსენებთ?

- თეატრში მისულს რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო... ბატონ რამაზს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ უსმენდი, გინდოდა, მისი ყველა სიტყვა ჩაგეწერა. „ხანუმას“ თამაშის წინ, კულისებში ეროსის და რამაზის ლაპარაკი ეს ცალკე სპექტაკლი იყო, საოცარი ექსპრომტები ჰქონდათ, საოცარ რაღაცებს ამბობდნენ... 1976 წელს რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა შედგა. ბილეთები წინასწარ მქონდა აღებული და წარმოდგენაზე, რა თქმა უნდა, მოვხვდი, ჩემს მომავალ მეუღლეს კი არ გაუმართლა, ამიტომ, სანამ არ დასრულდა, გარეთ მელოდებოდა. იმ დღის მერე, „კავკასიური“ რამდენჯერაც დაიდგა, ეს წარმოდგენა, იმდენჯერ მაქვს ნანახი. ბოლოს სპექტაკლზე მხოლოდ „პაკლონზე“ მივდიოდი, რაც მუდმივად დღესასწაული იყო. ფეხზე ვმდგარვარ და ისეც მიყურებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წარმოდგენა ზეპირად ვიცი, მაინც ისე ვუყურებ, როგორც პირველს...

- მითხარით, რომ სპექტაკლებს უცხოეთშიც ესწრებით...

- წარმოიდგინეთ, მილანში რამდენი ადამიანი ჩადის, მაგრამ ცოტას უჩნდება ლა სკალაში მისვლის სურვილი. წელს მილანში რომ მოვხვდი, ლა სკალას მონახულებისას ვიტირე, ისეთი ემოციური იყო ჩემთვის იქაურობის დათვალიერება. მოკლედ, მსახიობები თეატრის მტვერს რომ შეისუნთქავენ და მერე ამ მტვრით ავადდებიან, მეც ასე ვარ... პანდემიის პერიოდი იმიტომ გამიჭირდა, რომ თეატრში ვერ მივდიოდი. თუმცა თეატრებმა ღია ცისქვეშ რომ გამართეს წარმოდგენები, დავესწარი, მაგას როგორ გამოვტოვებდი?!

წელს ბარსელონაშიც გახლდით და ისე დაემთხვა, მარჯანიშვილის თეატრს იქ სპექტაკლი „ქალები“ ჰქონდა წაღებული. ეს ინფორმაცია ესპანეთში გავიგე, თეატრი ქალაქიდან შორს იყო, მაგრამ ტაქსი გავაჩერე და წარმოდგენაზე მივედი. კულისებში რომ შევედი, რეპეტიცია მიმდინარეობდა, რომ დამინახეს მსახიობებმა, გაოცდნენ... საზღვარგარეთ რომ ესწრები შენი საყვარელი თეატრების სპექტაკლებს, ეს კიდევ სხვა რამ არის. კიდევ სხვა დროსაც აღმოვჩენილვარ ამა თუ იმ თეატრის გასტროლებისას უცხოეთში მათ სპექტაკლებზე... მოკლედ, თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობ და ვიმეორებ, თეატრი ჩემი ცხოვრებაა! კახი კავსაძეს ასეთი წერილი მივწერე: ...ნანახი მაქვს თქვენი ყველა სპექტაკლი, ფილმი, თქვენ მიერ გახმოვანებული სპექტაკლი... როდესაც ვნახე ნანა ჯანელიძის გადაღებული ფილმი, სადაც აკაკი ვასაძის დასმულ კითხვას იმეორებდით - „ნეტავ, იქ თეატრი არის“?! მინდა, გითხრათ, თუ იქ თეატრი არის, დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი მაყურებელი. რომ წაუკითხავს, - წერილმა შემძრაო - უთქვამს ბატონ კახის.

მოკლედ, დაუსრულებლად შემიძლია თეატრზე და თეატრებზე საუბარი - სოხუმის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის...

- თქვენ რომელ როლს ითამაშებდით?

- არც ერთს, - მე საპატიო მაყურებლის სტატუსი მაქვს...

- ბევრმა ალბათ არც იცის, რომ წარმატებული ქალი ფერმერის - ნინო ზამბახიძის დედა ხართ... ოჯახის წევრები - შვილი და მეუღლეც ყოველთვის ხელს გიწყობდნენ, რომ საყვარელი გატაცებისთვის ამდენი დრო დაგეთმოთ.

- კი, ნამდვილად... ნინოს ხშირად ეუბნებიან - ბევრი ნინო ზამბახიძე საქართველოსო. მე ვხუმრობ ხოლმე - მე არ მეკითხებიან-მეთქი? ნინო რომ ასეთია, ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაცაა. ლაზარე ზამბახიძე მათემატიკოსი იყო, უნიკალური შემთხვევა იყო უნივერსიტეტის ისტორიაში, რომ 28 წლის განმავლობაში არჩევით იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი... გვერდით საოცარი ადამიანი მყავდა, რომელიც სამწუხაროდ, ადრე წავიდა... ნინო კი მართლაც საუცხოო შვილია...

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

"საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი" - მამუკა ჩარკვიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა