სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს
რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­მარ ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ამორ­ჩევ­ლებ­მა ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბით შე­საძ­ლოა, ვერ ისარ­გებ­ლონ, კა­რან­ტინ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს კი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. ამის შე­სა­ხებ თა­მარ ჟვა­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჟვა­ნი­ას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უკვე არ­სე­ბობს მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სწო­რედ ცეს­კო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - არ ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის ფიქ­რობს, რომ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში მყოფ ამომ­რჩე­ველს მისი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს.

„ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ვის აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულს ჰქო­ნო­და ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ცალ­კე სა­კი­თხია სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბი და კა­რან­ტი­ნის სივ­რცე­ებ­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბი. სხვა­თა­შო­რის ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უკვე ეს მუხ­ლი არ­სე­ბობს, სწო­რედ ცეს­კო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - არ ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, და­ე­ფუძ­ნე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მე ვფიქ­რობ, რომ კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს. თუმ­ცა, დღეს გა­ვი­გე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დნენ კო­ვი­დინ­ფი­ცუ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სიმპტო­მე­ბი არ აქვთ და ისი­ნი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ცეს­კოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა მო­უ­წევს. ვი­სა­უბ­რებთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რა იქ­ნე­ბა ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც, ერ­თის მხრივ, თვი­თონ კო­მი­სი­ის წევ­რებ­საც მის­ცემს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს და დამ­კვირ­ვებ­ლებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად შე­საძ­ლოა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ლა­მი შეს­თა­ვა­ზონ. რო­გორც ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამომ­რჩევ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი კალ­მი­თაც ისარ­გებ­ლონ.

„ამომ­რჩე­ველ­თა და­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ბევრ სხვა­დას­ხვა რა­მე­ზე ვფიქ­რობთ.სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, რო­მე­ლიც ხე­ლის და­მუ­შა­ვე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს აშშ-ის სა­ელ­ჩოს და USAID-ის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა უბან­ზე გვექ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამავდრო­უ­ლად ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცეს­კომ წინ­სწრე­ბით მი­ი­ღო და ვფიქ­რობთ, ესეც მო­წო­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კალ­მებს ეხე­ბა.

ვგეგ­მავთ, ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, არა­ვის მოხ­მა­რე­ბუ­ლი რომ არ არის, ასე­თი კალ­მე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. კალ­მე­ბი იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნი, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და რა თქმა უნდა, ამ კა­ლამს ამომ­რჩევ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ერთჯე­რა­დად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. სახ­ლი­დან თუ ვინ­მე წა­მო­ი­ღებს თა­ვის კა­ლამს მას, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ის გა­მო­ი­ყე­ნოს. მაგ­რამ ჩვენც ვგეგ­მავთ ამომ­რჩე­ველს შევ­თა­ვა­ზოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ლა­მი“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

ამას­თან, თა­მარ ჟვა­ნი­ამ გან­მარ­ტა, რომ მარ­კი­რე­ბის სი­თხე­ზე სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

„მარ­კი­რე­ბის სი­თხის შე­მად­გენ­ლო­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი გვაქვს ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის. მათ გა­ა­კე­თეს ამა­ზე გან­ცხა­დე­ბა, რომ არ არის პრობ­ლე­მა. თუმ­ცა, ახა­ლი მარ­კი­რე­ბის სი­თხე, რო­მე­ლიც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შეკ­ვე­თი­ლია და უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ვა. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მარ­კი­რე­ბის სი­თხე ად­რეც ყო­ფი­ლა გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და არა­თუ სპირ­ტით, მძი­მე ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი მო­შო­რე­ბა. მე პი­რა­დად მაქვს დას­ხმუ­ლი, შე­მოწ­მე­ბუ­ლი, ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც და ამ კუ­თხით, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია მარ­კი­რე­ბის სი­თხეს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

თა­მარ ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კენ­ჭისყ­რის დღეს პირ­ბა­დის ტა­რე­ბა რო­გორც ამომ­რჩევ­ლის­თვის, ასე­ვე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის­თვის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. ამას­თან, თერ­მოსკრი­ნინ­გი ამომ­რჩევ­ლებს კენ­ჭსყ­რის დღეს არ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

„ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, ზუს­ტად რა იქ­ნე­ბა კენ­ჭსიყ­რის დღეს. ვე­ლო­დე­ბით ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. იც­ვლე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის ნა­წი­ლია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გა­ვექ­ცე­ვით იმას, რომ კენ­ჭისყ­რის დღეს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვად­ლე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლას, მათ შო­რის ამომ­რჩე­ველ­საც, იმ დამ­კვირ­ვებ­ლებს, იმ კო­მი­სი­ის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც კენ­ჭისყ­რის დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში არი­ან თით­ქმის 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

რა თქმა უნდა, როცა ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, პირ­ბა­დე არის ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რო­მე­ლიც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ცეს­კო-მ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (ერთი დად­გე­ნი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს), რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში რო­გო­რი იქ­ნე­ბა ცეს­კოს­თან, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­თან, მათ შო­რის სა­უბ­ნო კო­მი­სი­ებ­თან შეს­ვლა- გა­მოს­ვლის წე­სე­ბი. ამ­რი­გად, თერ­მოსკრი­ნინ­გი, რო­გორც მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა ყვე­ლა შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­ში. უბ­რა­ლოდ ეს არ არის დღეს­დღე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და არ ვრცელ­დე­ბა კენ­ჭსყ­რის დღე­ზე. ყვე­ლა შემსვლელს, ჩარ­თულ მხა­რეს, პარ­ტი­ას, კან­დი­დატს, როცა კო­მი­სი­ას­თან ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­უ­ტარ­დე­ბა თერ­მოსკრი­ნინ­გი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ცალ­კე სივ­რცე არ გა­მო­ი­ყო­ფა.

„ცალ­კე სივ­რცის პრობ­ლე­მა არის. ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ გვაძ­ლევს ცალ­კე სივ­რცის სა­შუ­ა­ლე­ბას და ეს არის პრობ­ლე­მა. არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე ამომ­რჩევ­ლებს ცალ­კე სივ­რცე გა­მო­უ­ყო, თუმ­ცა ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ვი­ნა­ი­დან კონ­ტაქ­ტი მცი­რე ხნი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ამომ­რჩე­ვე­ლი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. თან, სი­ცხის და ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­ზე­ზი ვერ გვე­ცო­დი­ნე­ბა მი­ნი­მუმ, ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, თერ­მოსკრი­ნინ­გი იმუ­შა­ვებს კენ­ჭისყ­რის დღის გარ­და ყვე­ლა სხვა პრო­ცე­სი­სას“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჟვა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0

სახლებზე რატომ აკრავთ საარჩევნო პლაკატებს?

ქართველი
0

ამდენი შრომა რომ უნდა გაწიოს კომისიის წევრებმა 30 დღის განმავლობაში და მერე 250 ლარს აიღებენ ხელაფის სახით ნახევარი თუ მეტი არა დახარჯული რომ აქვთ მისვლა მოსვლაში სადაა შრომის კანონმდებლობა.ევროპას რო ვედრებით ყველაფერში მოდი გადახედეთ მათ ხელფასებს მერე აქ გაცემულებს ჩვენც ხომ ხალხი ვართ იმათი მსგავსი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს

რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ამორჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟვანიას თქმით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე არსებობს მუხლი, რომლის თანახმადაც სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან ჟვანიას განცხადებით, ის ფიქრობს, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფ ამომრჩეველს მისი უფლების რეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. სხვათაშორის ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე ეს მუხლი არსებობს, სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცურებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს. ვისაუბრებთ პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რა იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთის მხრივ, თვითონ კომისიის წევრებსაც მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და დამკვირვებლებსაც“, - განაცხადა ჟვანიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში საკუთარი კალმითაც ისარგებლონ.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ.სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება.

ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, - განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ მარკირების სითხეზე სანიტაიზერები გავლენას ვერ ახდენს.

„მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, ახალი მარკირების სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა. ჩვენს ხელთ არსებული მარკირების სითხე ადრეც ყოფილა გადამოწმებული და არათუ სპირტით, მძიმე ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელია მისი მოშორება. მე პირადად მაქვს დასხმული, შემოწმებული, ჩემს თანამშრომლებსაც და ამ კუთხით, პრაქტიკულად შეუძლებელია მარკირების სითხეს პრობლემა შეექმნას“, - განაცხადა ჟვანიამ.

თამარ ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს პირბადის ტარება როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, სავალდებულო იქნება. ამასთან, თერმოსკრინინგი ამომრჩევლებს კენჭსყრის დღეს არ ჩაუტარდებათ.

„ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რა იქნება კენჭსიყრის დღეს. ველოდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იცვლება მოცემულობები, თუმცა, არის საკითხები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით იმას, რომ კენჭისყრის დღეს, პირბადის ტარების ვადლებულება ექნება ყველას, მათ შორის ამომრჩეველსაც, იმ დამკვირვებლებს, იმ კომისიის წევრებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში არიან თითქმის 24-საათიან რეჟიმში.

რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება (ერთი დადგენილება უკვე მიღებული გვაქვს), რომელიც არეგულირებს წინასაარჩევნო პერიოდში როგორი იქნება ცესკოსთან, საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მათ შორის საუბნო კომისიებთან შესვლა- გამოსვლის წესები. ამრიგად, თერმოსკრინინგი, როგორც მოთხოვნა იქნება ყველა შენობის შესასვლელში. უბრალოდ ეს არ არის დღესდღეობით გავრცელებული და არ ვრცელდება კენჭსყრის დღეზე. ყველა შემსვლელს, ჩართულ მხარეს, პარტიას, კანდიდატს, როცა კომისიასთან ექნება ურთიერთობა, მას აუცილებლად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებისთვის ცალკე სივრცე არ გამოიყოფა.

„ცალკე სივრცის პრობლემა არის. ჩვენ, სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ცალკე სივრცის საშუალებას და ეს არის პრობლემა. არის ქვეყანა, რომელმაც ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებს ცალკე სივრცე გამოუყო, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კონტაქტი მცირე ხნიანი იქნება, ამომრჩეველი დაცული იქნება. თან, სიცხის და ტემპერატურის მიზეზი ვერ გვეცოდინება მინიმუმ, ერთი დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, თერმოსკრინინგი იმუშავებს კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესისას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რას ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე