კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?
რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თულ მხა­რეს", - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­გან მი­ი­ღეს გან­მარ­ტე­ბა, რომ ისი­ნი მხო­ლოდ შტა­ტებ­ში მომ­ხდარ ან მათ სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ე­ბენ.

"ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ატა­შეს­თან კონ­ტაქ­ტი, რომ­ლის­გა­ნაც მი­ვი­ღეთ გან­მარ­ტე­ბა, რომ ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძი­ე­ბენ მხო­ლოდ შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ასე­ვე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თულ მხა­რეს. ვა­ტა­რებთ ამ საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფილ და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, მი­სი­ვე თქმით, გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ კი­დევ და­ნიშ­ნუ­ლია და მი­სა­ღე­ბია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ­სჯე­ლებს და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს დამ­დგარ შე­დეგ­თან მი­მარ­თე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
3

ნაც აგენტო ელისო კილაძე ! 

ნაც პროკურორო და ამავე დროს კრიმინალო გვარამია ! 

ნაც ადვოკატო რამიშვილო ! 

 

გ ა ი გ ე თ ? 

satana
0

ჟვანიას საქმეში ცხვირი რაზე ჩაყვეს მაშინ!?

ავტორი:

რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?

რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?

"საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს", - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროსგან მიიღეს განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება საქმეზე კვალიფიკაციას, მისივე თქმით, გრძელდება გამოძიება, ჯერ კიდევ დანიშნულია და მისაღებია ექსპერტიზის დასკვნები, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც პროკურატურა იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დამდგარ შედეგთან მიმართებით.

თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დააკავეს

როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე