სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები
"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

"ადა­მი­ა­ნებს სძულთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ გა­მოწ­ვე­ვებს "განგსტე­რუ­ლად" გა­ვუმკლავ­დი. ბავ­შვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მებ­რძო­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა", - ამის შე­სა­ხებ რე­პერ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა WIRED-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამოს ბარ­შარ­დი სა­ქარ­თვე­ლოს იან­ვარ­ში სტუმ­რობ­და, ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ინ­ტერ­ვიუ ექს-პრე­მი­ე­რის ვაჟ­თან სწო­რედ მან ჩა­წე­რა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რია: "სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცი Instagram-ის ვარ­სკვლა­ვია".

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი სტა­ტი­ა­ში წერს, "1994 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბე­რამ ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა. სწო­რედ პა­რიზ­ში და­დი­ო­და სკო­ლა­ში. რო­გორც იხ­სე­ნებს, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. არას­დროს უგ­რძვნია თავი ცუ­დად იმის გამო, რომ ალ­ბი­ნო­სი იყო. ამა­ში კი მშობ­ლე­ბის წვლილ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის დიდ სიყ­ვა­რულს ჩუქ­ნიდ­ნენ და მხარ­ში ედგნენ.

რო­დე­საც ბერა 11 წლის იყო, მისი პა­ტა­რა ძმა, ცოტ­ნე და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ზუს­ტად მის­ნა­ი­რი იყო. ამ დროს ოჯა­ხი უკვე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. იმი­სათ­ვის, რომ პა­ტა­რა ძმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბო­რო­ტე­ბის­გან და­ეც­ვა, მშობ­ლე­ბი და­არ­წმუ­ნა, რომ ცოტ­ნეს გა­ნათ­ლე­ბა სახ­ლში მი­ე­ღო და სკო­ლა­ში არ ევლო".

"მა­მა­ჩემს დღემ­დე უკ­ვირს, რომ ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი გა­რეგ­ნო­ბა არ მოს­წონ­დეს. ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბა, რომ ან­გე­ლო­ზებს ვგა­ვართ", - აცხა­დებს ბერა WIRED-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბე­რას თქმით, მა­მა­მი­სი ყო­ველ­თვის უბიძ­გებ­და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ:

"ეს ჭად­რა­კის თა­მაშს ჰგავ­და, მან გამ­წვრთნა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მა­მა­ჩემ­თან. ის ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ დიდი ხის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ასე­ვე დიდი ჩრდი­ლი ჰქონ­და. ჩემ­თვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და ამ ხის ჩრდილ­ში დარ­ჩე­ნა. მე ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი ჩემს და-ძმებს შო­რის, რო­მე­ლიც ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ვამ­ბობ­დი, მირ­ჩევ­ნია ეს ხე მოვ­ჭრა, ვიდ­რე მის ჩრდილ­ში ვი­ცხოვ­რო".

2012 წლის პე­რი­ოდს ბერა ინ­ტერ­ვი­უ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად იხ­სე­ნებს: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა იყო მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც 17 წლის ასაკ­ში მე შევ­ქმე­ნი. მა­შინ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა იყო. მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ ვი­ყა­ვი: მან­ქა­ნე­ბი მე­დევ­ნე­ბოდ­ნენ, ჩემს სტუ­დი­ას ტყვი­ე­ბი ეს­რო­ლეს, კონ­ცერ­ტი არ ჩა­მი­ტა­რე­ბია სიკ­ვდი­ლის მუ­ქა­რის გა­რე­შე. ჩემი მშობ­ლე­ბი გო­გო­ებ­თან სა­უ­ბარ­საც კი მიკ­რძა­ლავ­დნენ. ის პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლი ომი იყო".

ინ­ტერ­ვი­უ­ში ბერა მა­მა­მისს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უან­გა­რო სა­ჯა­რო მო­ხე­ლედ წარ­მო­ად­გენს: "მა­მა­ჩემს შე­ეძ­ლო მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ეცხოვ­რა. ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე, რა­საც თა­ვად მო­ი­სურ­ვებ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის არ­ჩე­ვით შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი და­ე­კარ­გა. კარ­გი ოჯა­ხი და გა­რე­მოც­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ რო­დე­საც შენი ქვე­ყა­ნა ცუდ დღე­შია, ბედ­ნი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბი...

...ცუ­დად არ გა­მი­გოთ, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის უც­ნა­უ­რი აურა ტრი­ა­ლებ­და და დღემ­დე ასეა. მისი სა­ხე­ლის ხმა­მაღ­ლა ხსე­ნე­ბა­საც ვერ ბე­და­ვენ. სწო­რედ ასე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ძველ დრო­ში ყვე­ლა­ზე დი­დე­ბულ მე­ფე­ებს... ის ყვე­ლა­ფე­რი, რის თქმის უფ­ლე­ბა­საც პო­ლი­ტი­კა­ში მყო­ფი უვი­ცე­ბი და კლო­უ­ნე­ბი აძ­ლე­ვენ სა­კუ­თარ თა­ვებს, ყო­ველ­თვის გულს მტკენს".

რო­გორ გა­მო­ცე­მა წერს, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ბე­რამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ა­ტა­რა. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ის რობ ფუ­სა­რის­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე Destiny’s Child-ის და Lady Gaga-ს პრო­დი­უ­სე­რი იყო. ის დიდ სტუ­დი­ებ­თან მუ­შა­ო­ბას ერი­დე­ბა და სა­კუ­თა­რი მუ­სი­კის პრო­დი­უ­სინგს თა­ვად აკე­თებს.

რო­გორც ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, ბე­რას­თვის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ყვე­ლაფ­რის არ­სია. პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა ბე­ბი­ამ ას­წავ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს Debussy და რო­მან­ტი­კუ­ლი ფრან­გუ­ლი მე­ლო­დი­ე­ბი. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­უ­რი სიმ­ღე­რაც იცის, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, POP მუ­სი­კის შე­საქ­მნე­ლად და­ი­ბა­და.

წყა­რო: nostal.ge

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
368

გაღმა ხარ შვილო, გაღმააა

ვოოტ
398

ხართ კიდევაც... თქვენ ანგელოზები ხართ და ის კიდევ მთავარანგელოზია... მოციქულები პლატონი და ნიცშე იყვნენ...

ავტორი:

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

"ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს "განგსტერულად" გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა", - ამის შესახებ რეპერმა ბერა ივანიშვილმა WIRED-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანელი ჟურნალისტი ამოს ბარშარდი საქართველოს იანვარში სტუმრობდა, ამერიკული გამოცემისთვის ინტერვიუ ექს-პრემიერის ვაჟთან სწორედ მან ჩაწერა. სტატიის სათაურია: "საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია".

როგორც ჟურნალისტი სტატიაში წერს, "1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ.

როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო".

"მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ", - აცხადებს ბერა WIRED-თან ინტერვიუში.

ბერას თქმით, მამამისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ:

"ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა, მან გამწვრთნა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო".

2012 წლის პერიოდს ბერა ინტერვიუში შემდეგნაირად იხსენებს: "ქართული ოცნება იყო მოძრაობა, რომელიც 17 წლის ასაკში მე შევქმენი. მაშინ ძალაუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი: მანქანები მედევნებოდნენ, ჩემს სტუდიას ტყვიები ესროლეს, კონცერტი არ ჩამიტარებია სიკვდილის მუქარის გარეშე. ჩემი მშობლები გოგოებთან საუბარსაც კი მიკრძალავდნენ. ის პერიოდი ნამდვილი ომი იყო".

ინტერვიუში ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს: "მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები...

...ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს... ის ყველაფერი, რის თქმის უფლებასაც პოლიტიკაში მყოფი უვიცები და კლოუნები აძლევენ საკუთარ თავებს, ყოველთვის გულს მტკენს".

როგორ გამოცემა წერს, თინეიჯერობის წლებში ბერამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ლოს-ანჯელესში სიმღერების ჩაწერით იყო დაკავებული. ის რობ ფუსარისთან ერთად მუშაობდა, რომელიც მანამდე Destiny’s Child-ის და Lady Gaga-ს პროდიუსერი იყო. ის დიდ სტუდიებთან მუშაობას ერიდება და საკუთარი მუსიკის პროდიუსინგს თავად აკეთებს.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, ბერასთვის კლასიკური მუსიკა ყველაფრის არსია. პიანინოზე დაკვრა ბებიამ ასწავლა. განსაკუთრებით უყვარს Debussy და რომანტიკული ფრანგული მელოდიები. ქართული პოლიფონიური სიმღერაც იცის, თუმცა როგორც თავად ამბობს, POP მუსიკის შესაქმნელად დაიბადა.

წყარო: nostal.ge