პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი
პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ირაკ­ლი ცო­მა­ია, რო­მე­ლიც ლი­სის გზა­ზე პატ­რუ­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნით ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე 12 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა, ბრალს აღი­ა­რებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს და თვლის, რომ ეს მისი მხრი­დან ერ­თა­დერ­თი და სწო­რი პო­ზი­ცი­აა.

„ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას ბრალ­დე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის წა­რედ­გი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ცო­მა­ი­ამ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო და ამას ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოჰ­ყვა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცია ასე­თი გახ­ლავთ - ის ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს და თავს ცნობს დამ­ნა­შა­ვედ. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბას შე­ი­ტანს და ვე­ლო­დე­ბით სხდო­მას.

თუ რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა უსაფრ­თო­ხო­ე­ბის წე­სე­ბის ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ეს ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არ წე­რია, ეს დე­ტა­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ზუს­ტდე­ბა.

ვერ გე­ტყვით, რომ ცო­მა­ი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, ის მი­იჩ­ნევს, რომ ეს მისი ერ­თა­დერ­თი, სწო­რი და შე­სა­ბა­მი­სი პო­ზი­ცი­აა, რომ ბრალს აღი­ა­რებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცო­მა­ია პო­ლი­ცი­ე­ლია და ის პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და რო­გორც ადა­მი­ა­ნი, თვლის, რომ ეს არ არის სა­კი­თხი, სა­დაც მან რამე გა­რე­მო­ე­ბა­ზე უნდა იდა­ოს, ან ბრალ­დე­ბას რამე ფორ­მით შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს“, - გა­ნა­ცხა­და ყავ­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა 30 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე მოხ­და, რა დრო­საც, ლი­სის გზა­ზე მოძ­რა­ვი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე 2008 წელს და­ბა­დე­ბულ მ.გ.-ს შე­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლი­სის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
3

ძალიან საშიში მონაკვეთია და ამ დროს 12 წლის ბავშვს რა უნდოდა მანდ. ვუთანაგრძნობ ბავშვის მშობლებს.

ანო
0

ძალიან სამწუხაროა, ორივე ცოდოა, ვის უნდა მკვლელი იყოს 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

სამართალდამცავი ირაკლი ცომაია, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალს აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებული პოლიციელის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მისი მხრიდან ერთადერთი და სწორი პოზიციაა.

„ირაკლი ცომაიას ბრალდება საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ცომაიამ უსაფრთხოების წესების დაცვა ვერ უზრუნველყო და ამას ეს უბედური შემთხვევა მოჰყვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ასეთი გახლავთ - ის ბრალდებას აღიარებს და თავს ცნობს დამნაშავედ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოში შუამდგომლობას შეიტანს და ველოდებით სხდომას.

თუ რაში გამოიხატება უსაფრთოხოების წესების ვერ უზრუნველყოფა, ეს ბრალდების დადგენილებაში არ წერია, ეს დეტალები ექსპერტიზის დასკვნაში დაზუსტდება.

ვერ გეტყვით, რომ ცომაიას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის მიიჩნევს, რომ ეს მისი ერთადერთი, სწორი და შესაბამისი პოზიციაა, რომ ბრალს აღიარებს. მოგეხსენებათ, ცომაია პოლიციელია და ის პოლიციელის მუნდირიდან გამომდინარე და როგორც ადამიანი, თვლის, რომ ეს არ არის საკითხი, სადაც მან რამე გარემოებაზე უნდა იდაოს, ან ბრალდებას რამე ფორმით შეეწინააღმდეგოს“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს