კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა
რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბამ პან­დე­მი­ის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბაც, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ახალ სას­წავ­ლო წელს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბით და­ი­წყებ­დნენ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ბოლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, სწავ­ლა სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 15 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა...

გუ­შინ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2020 წელს უმაღ­ლეს­ში 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც წელს სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დნენ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ ემო­ცი­ებს.

პიარ-მე­ნე­ჯერ ხა­ტია შა­მუ­გი­ა­სა და მომ­ღე­რალ გუ­რამ ლო­მი­ძის სა­ერ­თო შვი­ლი, ნიკა ლო­მი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და და ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. ბედ­ნი­ე­რი დედა ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ლოც­ვებს იღებ­და.

სტუ­დენ­ტი გახ­და წელს ჟურ­ნა­ლისტ დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძი­სა და პრო­დი­უ­სერ ჯონი კა­ლან­და­ძის უფ­რო­სი შვი­ლი. ელე­ნე კა­ლან­და­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ლო­გი­ას შე­ის­წავ­ლის.

სტუ­დენ­ტი გახ­და ასე­ვე მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე, რო­მელ­მაც ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რა­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე დე­დის მსგავ­სად მომ­ღე­რა­ლია და მას უკვე სა­კუ­თა­რი ბენ­დი ჰყავს, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც მა­მუ­ლი­ჩა, იგი­ვე კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლია. სა­ლო­მე ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რა­ში კონ­ცერ­ტებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას­თან ერ­თა­დაც გა­მო­დი­ო­და.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მია-მა­რი­ამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"29 000 სტუ­დენ­ტის მშო­ბე­ლი იყო გუ­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი.

ჩემი სი­ხა­რუ­ლი შიშ­ნა­რე­ვი იყო. პა­რი­ზის ორმა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა Diderot და ESSEC-მა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­რი­ცხეს ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი.

17 წლი­სას ვუშ­ვებ მარ­ტოს კონ­კუ­რენ­ცი­ის და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მო­რევ­ში და გა­ცუ­რავს თუ არა მარ­ტო, ამის გამო იყო ჩემი სი­ხა­რუ­ლი შიშ­ნა­რე­ვი. გა­ცუ­რავს ეჭვი არ მე­პა­რე­ბა.

ყვე­ლა სტუ­დენტს წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო. გა­ნათ­ლე­ბაა ის ერ­თა­დერ­თი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ჭა­ო­ბი­დან ამო­იყ­ვანს...“ - წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

სტუ­დენ­ტის მა­მაა უკვე დე­პუ­ტა­ტი ბექა ოდი­შა­რია. პო­ლი­ტი­კო­სის ცოლი, ცნო­ბი­ლი PR და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე უფ­როს შვილს, ლაშა ოდი­შა­რი­ას სტუ­დენ­ტო­ბას ულო­ცავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მეც გავ­ხდი სტუ­დენ­ტის დედა...1.თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი - ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა.2. Saint Louis University - სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რია.

მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - მად­რი­დის კამ­პუს­ში.

პირ­ვე­ლი სე­მესტრი ონ­ლა­ინ აიღო, ბე­ქას ვერ დავ­ტო­ვე­ბო...

რთუ­ლი მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი და­ე­წყოთ ჩვენს სტუ­დენტ შვი­ლებს. შე­მარ­თე­ბას, სირ­თუ­ლე­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­ლახ­ვას და დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა ჩვენს შვილს!კარ­გი თა­ო­ბა მო­დის, ძა­ლი­ან კარ­გი...“ - წერს მა­კუ­ნა.

ცნო­ბი­ლია, რომ ბექა ოდი­შა­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიით მა­ჟო­რი­ტა­რად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას, ასე­ვე ცოტა ხნის წინ პო­ლი­ტი­კოსს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოსკარი
10

რაღა გვიჭირს?!

ვატო
23

მაია-მარიამი.... !? "მომკლავს ეს ორი სათაური..." 

ავტორი:

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ პანდემიის ფონზე ჩაიარა. აბიტურიენტებს განსხვავებულ პირობებში მოუწიათ გამოცდების ჩაბარება და იყო იმის საშიშროებაც, რომ სტუდენტები ახალ სასწავლო წელს დისტანციური სწავლებით დაიწყებდნენ.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ბოლო რეგულაციებით, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ოფიციალურად 15 სექტემბერს იწყება...

გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლესში 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

ცნობილი ქართველები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ, სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ ემოციებს.

პიარ-მენეჯერ ხატია შამუგიასა და მომღერალ გურამ ლომიძის საერთო შვილი, ნიკა ლომიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ბედნიერი დედა ემოციებს ვერ მალავდა სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებდა.

სტუდენტი გახდა წელს ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძისა და პროდიუსერ ჯონი კალანდაძის უფროსი შვილი. ელენე კალანდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიას შეისწავლის.

სტუდენტი გახდა ასევე მომღერალ მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილი სალომე ჩიტაძე, რომელმაც ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩააბარა.

სალომე ჩიტაძე დედის მსგავსად მომღერალია და მას უკვე საკუთარი ბენდი ჰყავს, რომლის პროდიუსერიც მამულიჩა, იგივე კახა მამულაშვილია. სალომე ზაფხულის განმავლობაში აჭარაში კონცერტებზე ლელა წურწუმიასთან ერთადაც გამოდიოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ქალიშვილი მია-მარიამ ოქრუაშვილი სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"29 000 სტუდენტის მშობელი იყო გუშინ განსაკუთრებით გახარებული.

ჩემი სიხარული შიშნარევი იყო. პარიზის ორმა უნივერსიტეტმა Diderot და ESSEC-მა სრული დაფინანსებით ჩარიცხეს ჩემი უფროსი შვილი.

17 წლისას ვუშვებ მარტოს კონკურენციის და გლობალიზაციის მორევში და გაცურავს თუ არა მარტო, ამის გამო იყო ჩემი სიხარული შიშნარევი. გაცურავს ეჭვი არ მეპარება.

ყველა სტუდენტს წარმატებები მინდა ვუსურვო. განათლებაა ის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს...“ - წერს ოქრუაშვილი.

სტუდენტის მამაა უკვე დეპუტატი ბექა ოდიშარია. პოლიტიკოსის ცოლი, ცნობილი PR და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, მაკუნა გამცემლიძე უფროს შვილს, ლაშა ოდიშარიას სტუდენტობას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:

"მეც გავხდი სტუდენტის დედა...1.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება.2. Saint Louis University - სამოქალაქო ინჟინერია.

მისი გადაწყვეტილებით და მოპოვებული დაფინანსებით, დამსახურებულად, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მიდის ამერიკულ უნივერსიტეტში - მადრიდის კამპუსში.

პირველი სემესტრი ონლაინ აიღო, ბექას ვერ დავტოვებო...

რთული მაგრამ ძალიან საინტერესო წლები დაეწყოთ ჩვენს სტუდენტ შვილებს. შემართებას, სირთულეების მარტივად გადალახვას და დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩვენს შვილს!კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი...“ - წერს მაკუნა.

ცნობილია, რომ ბექა ოდიშარია "ქართული ოცნების" სიით მაჟორიტარად აგრძელებს ბრძოლას, ასევე ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსს მამა გარდაეცვალა.

თურქულ სერიალში ქართული მუსიკისა და ცეკვის ელემენტები - "ახლა ამათ რა უნდათ, ეს ცეკვა თავისად გაასაღონ და ასე აჩვენონ მსოფლიოს?"

"გემო დავკარგე.. მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო..ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა" - რას წერს COVID-19-ით ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე