სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?
რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

"ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ავ­ტო­მო­ბილს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­ზეც დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო ინ­ფორ­მა­ცია", - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა რუს­თა­ვის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, მათ შო­რის ის, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მან­ქა­ნის ოთხი­ვე ფან­ჯა­რა და­კე­ტი­ლი იყო და გა­მორ­თუ­ლი იყო კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი.

"ამ ავ­ტო­მო­ბილს არ ჰქონ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მახ­სოვ­რო­ბა და ისე­თი რან­გის კომ­პი­უ­ტე­რი, რომ ინ­ფორ­მა­ცია ბო­ლომ­დე მიგ­ვე­ღო. იყო ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რამ, ამ სი­ცხე­ში, ივ­ლი­სის თვე­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო გა­მორ­თუ­ლი, და­კე­ტი­ლი იყო ოთხი­ვე ფან­ჯა­რა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბა­დებს, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­ვი­სით არ ახორ­ცი­ე­ლებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას, ეს იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, გა­მორ­თუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი და ფან­ჯრე­ბიც იყო და­კე­ტი­ლი. გარ­და ამი­სა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ გვერ­დი­თა მჯდო­მი მგზავ­რის მხა­რე გა­რე­თა მხრი­დან იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მა­მამ თქვა, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო და წინა დღე­ებ­შიც არ ყო­ფი­ლა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­მო­ბილს არ გა­აჩ­ნია იმის მო­ნა­ცე­მე­ბი, დად­გინ­დეს რამ­დე­ნი ხანი იდგა აღ­მო­ჩე­ნის ად­გილ­ზე.

"ბუქ­სი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ და­დას­ტურ­და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არის გა­სუ­ლი და ზუს­ტი პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზამ ვერ გაგ­ვცა. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღებ­ზე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი არ არის, რა­მაც მა­მის მხრი­დან აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია იმი­ტომ, რომ წინა დღე­ზეც ჰქონ­და გა­სა­ღებ­ზე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი. უკა­ნა მხა­რეს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ თმა, სა­დაც ცხე­და­რი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ეს თმა ამო­ვი­ღეთ და და­ი­ლუ­ქა. ამ ავ­ტო­მო­ბილს არ გა­აჩ­ნია იმის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ დად­გინ­დეს რამ­დე­ნი ხანი იდგა. ზეთი ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო ახა­ლი გა­მოც­ვლი­ლი, მაგ­რამ ბო­ლოს რო­დის იყო და­ქო­ქი­ლი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ აღი­რი­ცხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არც ნაცი, არც ქოცი
65

ადვოკატია, გამომძიებელი თუ ბარონი მიუნჰაუზენი?

tngh
55

ჩართეთ ამ საქმეში ქ-ნი ლელა კაკულია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

"ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც დეტალურად შეგვეძლო მიგვეღო ინფორმაცია", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რუსთავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის ის, რომ გადაადგილების პერიოდში მანქანის ოთხივე ფანჯარა დაკეტილი იყო და გამორთული იყო კონდინციონერი.

"ამ ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა და ისეთი რანგის კომპიუტერი, რომ ინფორმაცია ბოლომდე მიგვეღო. იყო ერთი საინტერესო რამ, ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, დადგინდეს რამდენი ხანი იდგა აღმოჩენის ადგილზე.

"ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა. ზეთი ავტომობილში იყო ახალი გამოცვლილი, მაგრამ ბოლოს როდის იყო დაქოქილი, ეს მონაცემები არ აღირიცხება", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული