კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს", - რა წერილს ავრცელებს ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული
"მინდა, მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს", - რა წერილს ავრცელებს ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც რე­ვა­ზიშ­ვი­ლი წერს, რო­დე­საც ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, იმე­დოვ­ნებ­და, რომ ექ­სპერ­ტე­ბი "გუ­გლის“ სის­ტე­მი­დან არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს ამო­ი­ღებ­დნენ, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ძი­ე­ბამ წა­შა­ლა.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

"უკვე 2 თვეა ვიმ­ყო­ფე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის ტყვე­ო­ბა­ში. მე­და­ვე­ბი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ვის­თვის აღ­მიკ­ვე­თავს.

მე­და­ვე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, მა­შინ, როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს.

როცა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მა­შინ­ვე მი­ვე­დი მცხე­თა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან და მო­ვუ­ყე­ვი, რაც ვი­ცო­დი. პი­რა­დად მი­ვუ­ტა­ნე გა­მო­ძი­ე­ბელს 19 ივ­ნისს ნაც­ვა­მი გა­უ­რე­ცხა­ვი ფეხ­საც­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, გა­და­ვე­ცი ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ჩა­ვა­ბა­რე გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, ჩემი სურ­ვი­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ამოც­ნო­ბა­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­და­ვე­ცი ჩემი ტე­ლე­ფო­ნის გამ­ხსნე­ლი პა­რო­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ენა­ხათ, რაც ტე­ლე­ფონ­ში მქონ­და, იმის ღრმა რწმე­ნით, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბო­და.

როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი დამ­დეს და და­მაბ­რა­ლეს, თით­ქოს გზა მო­ვუ­ჭე­რი შა­ქა­რაშ­ვილს და ხევ­ში ჩა­ვე­დი, იმე­დი მქონ­და, ექ­სპერ­ტე­ბი "გუ­გლის“ სის­ტე­მი­დან ამო­ი­ღებ­დნენ არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩემი ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს და სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ო­და, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბამ წა­შა­ლა. ამის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სი­მარ­თლის დად­გე­ნით კი არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით, მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბამ წა­მი­შა­ლა თა­ვის მარ­თლე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მივ­ხვდი, რომ ამ ბინ­ძუ­რი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია.

მე­გო­ნა, რომ სის­ტე­მა ამა­ზე მეტს ვე­რა­ფერს და­მი­შა­ვებ­და, თუმ­ცა ვცდე­ბო­დი, როცა ამოც­ნო­ბის მიზ­ნით ცი­ხი­დან შსს-ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ არ დარ­ჩე­ნი­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც არ გა­მე­სა­უბ­რა და კი­თხვე­ბი არ და­მის­ვა. ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონ­დათ. ამ სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას ყვე­ლა მაღ­ლა იხე­დე­ბო­და.

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? როცა ის, ვინც მკვლე­ლო­ბას სა­ჯა­როდ გაბ­რა­ლებს, არა­ფორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გი­დას­ტუ­რებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხარ. არ­გუ­მენ­ტი - სხვა გზა არ აქვთ.

დღეს, 2020 წლის 26 აგ­ვის­ტოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა ჩემი თა­ნა­მე­საკ­ნე, კობა ჩი­ტი­ძე, რო­მელ­საც თურ­მე არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ აღ­სა­რე­ბა ჩა­ვა­ბა­რე და მო­ვუ­ყე­ვი, თუ რო­გორ მოხ­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

აგ­რეთ­ვე, თურ­მე 50 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ კობა ჩი­ტა­ძეს შევ­თა­ვა­ზე მის თავ­ზე აეღო გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა. არ მგო­ნია ჩვე­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი რო­მე­ლი­მე სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­როს, თუმ­ცა, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მინ­და გა­ი­გოს, თუ სა­დამ­დე მი­დის ამ სის­ტე­მის ფან­ტა­ზი­ე­ბი. ახლა ვხვდე­ბი, სის­ტე­მამ რა­ტომ აუკ­რძა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მე­ში ჩა­ხედ­ვა. იმი­ტომ, რომ არ ენა­ხა კობა ჩი­ტი­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ეშ­მაკ­თან, ანუ ჩვენს "სა­მარ­თლა­დამ­ცავ“ სის­ტე­მას­თან დებს გა­რი­გე­ბას.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ჩემს სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვს არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და გი­სურ­ვოთ, არა­სო­დეს აღ­მოჩ­ნდეთ ამ სა­დამ­სჯე­ლო მან­ქა­ნის მძე­ვა­ლი. და ბო­ლოს, მინ­და მივ­მარ­თო კობა ჩი­ტი­ძეს, ტყუ­ი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბი.

პა­ტი­ვის­ცე­მით, სის­ტე­მის მძე­ვა­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი“, - წერს ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

მოკლედ შაქარაშვილის საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს და თვითმკვლელობა დაერქვას. არავის არ მოუკლავა ყველა უდანაშაულოა და ყველა სპეტაკია. 

ბათუმელიი
2

ამ წერილით დასტურდება რომ დამნაშავეა.

ავტორი:

"მინდა, მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს", - რა წერილს ავრცელებს ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული

"მინდა, მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს", - რა წერილს ავრცელებს ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა.

როგორც რევაზიშვილი წერს, როდესაც ბრალი წარუდგინეს, იმედოვნებდა, რომ ექსპერტები "გუგლის“ სისტემიდან არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ფეხით გადაადგილების მარშრუტს ამოიღებდნენ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, გამოძიებამ წაშალა.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"უკვე 2 თვეა ვიმყოფები პროკურატურის ტყვეობაში. მედავებიან გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების აღკვეთას, თუმცა თავისუფლება არავისთვის აღმიკვეთავს.

მედავებიან ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, მაშინ, როცა გიორგი შაქარაშვილი არასოდეს მინახავს.

როცა გამოძიება დაიწყო, მაშინვე მივედი მცხეთაში გამომძიებლებთან და მოვუყევი, რაც ვიცოდი. პირადად მივუტანე გამოძიებელს 19 ივნისს ნაცვამი გაურეცხავი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გადავეცი ჩემი მობილური ტელეფონი, ჩავაბარე გენეტიკური ანალიზი, ჩემი სურვილით მონაწილეობა მივიღე ამოცნობაში. გამომძიებელს გადავეცი ჩემი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, რომ ყველაფერი ენახათ, რაც ტელეფონში მქონდა, იმის ღრმა რწმენით, რომ სიმართლე დადგინდებოდა.

როცა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი დამდეს და დამაბრალეს, თითქოს გზა მოვუჭერი შაქარაშვილს და ხევში ჩავედი, იმედი მქონდა, ექსპერტები "გუგლის“ სისტემიდან ამოიღებდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი ფეხით გადაადგილების მარშრუტს და სიმართლე გაირკვეოდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებამ წაშალა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ გამოძიება და მართლმსაჯულება სიმართლის დადგენით კი არ არის დაკავებული, არამედ ფაქტების გაყალბებით, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ წამიშალა თავის მართლების ფაქტობრივად ერთადერთი მტკიცებულება, მივხვდი, რომ ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია.

მეგონა, რომ სისტემა ამაზე მეტს ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა ვცდებოდი, როცა ამოცნობის მიზნით ციხიდან შსს-ში გადამიყვანეს. იქ არ დარჩენილა თანამდებობის პირი, რომელიც არ გამესაუბრა და კითხვები არ დამისვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ყველა მაღლა იხედებოდა.

წარმოგიდგენიათ? როცა ის, ვინც მკვლელობას საჯაროდ გაბრალებს, არაფორმალურ ვითარებაში გიდასტურებს, რომ უდანაშაულო ხარ. არგუმენტი - სხვა გზა არ აქვთ.

დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამესაკნე, კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე და მოვუყევი, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

აგრეთვე, თურმე 50 000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტაძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არ მგონია ჩვენებაში მითითებული გარემოებები რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა, მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები, სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა. იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს "სამართლადამცავ“ სისტემასთან დებს გარიგებას.

მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს არჩადენილი დანაშაულისთვის და გისურვოთ, არასოდეს აღმოჩნდეთ ამ სადამსჯელო მანქანის მძევალი. და ბოლოს, მინდა მივმართო კობა ჩიტიძეს, ტყუილებით თავისუფალი ვერასოდეს გახდები.

პატივისცემით, სისტემის მძევალი ნიკოლოზ რევაზიშვილი“, - წერს ნიკოლოზ რევაზიშვილი წერილში.

ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

იმ სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტი

გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუმძიმდა

"ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი