მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?
"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?

რამ­დე­ნი­მე დღეა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩას­ვლის გარ­შე­მო ე.წ პო­ზი­ცი­სა და ოპო­ზი­ცი­ას, ასე­ვე, მათ მომ­ხრე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არ წყდე­ბა. ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტია “არუა­ამ", რო­მე­ლიც ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის და­უ­ღა­ლავ კრი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვა, მწვა­ვედ გა­აპ­რო­ტეს­ტა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტი, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლიც აჰ­ყვა და სა­ბო­ლო­ოდ, ირმა ინაშ­ვილ­თან აფხა­ზეთ­ში შეხ­ვედ­რის გამო ბჟა­ნი­ას თა­ნა­შემ­წე ლაშა სა­კა­ნია გა­დად­გა.

ინ­ფორ­მა­ცია, ას­ლან ბჟა­ნი­ას "მრჩევ­ლი­სა" და “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი მე­დი­ით გავ­რცელ­და. ლაშა სა­კა­ნი­ას თქმით, "ეს იყო მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქ­ცია”, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბაც მოხ­და მისი მოს­კო­ვე­ლი მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნით.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, “აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ” გა­ნა­ცხა­და, რომ არ მი­ი­ღებს ხატს, რო­მელც მათ ქარ­თვე­ლებ­მა აფხა­ზეთ­ში, ილო­რის ტა­ძარ­ში ჩა­ი­ტა­ნეს და მას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას უკან უბ­რუ­ნებს. ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზეც, რომ აფხა­ზუ­რი მხა­რე ხატს ენ­გუ­რის ხიდ­თან და­აბ­რძა­ნებ­და... შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­აბ­რუ­ნებს აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სია ხატს, ან სა­ერ­თოდ და­აბ­რუ­ნებს თუ არა.

ირმა ინაშ­ვი­ლის თქმით, ის ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზეთ­ში.

"ეს იყო მხო­ლოდ­ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სია, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის გა­რე­შე...” - გა­ნა­ცხა­და მან.

"ილორ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა­ზე ილო­ცეს... თან ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც... ეს მოგ­ვი­ტა­ნა ან­ქვა­ბის გუნ­დმა!" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

იყ­ვნენ უფრო რა­დი­კა­ლუ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ შეხ­ვედ­რას "ღა­ლატს" უწო­დებ­დნენ, თუმ­ცა, შე­და­რე­ბით ლო­ი­ალ­ლუ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ისევ და ისევ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია...

ზოგი მათ­გა­ნი სა­კუ­თარ "ხელ­მძღა­ნე­ლო­ბა­ზე" მე­ტად რუ­სეთ­ზე გაბ­რაზ­და, ამ­ბო­ბენ, კრემ­ლი ისევ ჩვენს ზურგს უკან ცდი­ლობს ჩვენს სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა­სო.

“ანუ რა გა­მო­დის, რუ­სეთ­მა რომ გვთხო­ვოს, მზად ვართ სა­ზღვა­რი ყვე­ლას გა­უხ­სნათ, თა­ნაც ჩუ­მად?!. ფაქ­ტია, რომ ბოლო წლებ­ში ქარ­თვე­ლე­ბი შე­იც­ვალ­ნენ და ჩვენს გან­წყო­ბებ­შიც არის საკ­მა­ოდ ცვი­ლე­ლე­ბი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ვი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, ვი­თომ მო­სა­ლო­ცად, მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლამ მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­მაც იცი­ან, რომ მათ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გარ­კვე­უ­ლი ქვე­ნაგ­რძნო­ბე­ბი ამოძ­რა­ვებთ. გა­სა­ო­ცა­რია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე რუ­სე­თი უწევს, რომ არა­ფე­რი ვთქვა, ორი­ვე მხა­რეს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო დარ­ღვე­ვა­ზე... სწო­რედ იქი­დან ხდე­ბა ამ ვი­ზი­ტის და­გეგ­მვა. კი­თხვე­ბი გვაქვს მოს­კო­ვის სა­ი­მე­დო­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმე­დია, პა­სუ­ხებ­საც მი­ვი­ღებთ...” - წერს ირმა გულ­ბა­ნი.

არა­ვის სჯე­რა, რომ ამ ვი­ზი­ტის საქ­მის კურ­სში არ იყო ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის თავ­ზე, "შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­მა" სა­კა­ნი­ამ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით აიღო.

"ფაქ­ტია, რომ ის გა­დაყ­ვა ამ საქ­მეს, მაგ­რამ ეჭვი არა­ვის გვე­პა­რე­ბა, რომ ამ საქ­მის უკან თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მოს­კო­ვი დგა­ნან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­სა­გე­ბია, მოს­კო­ვის მი­თი­თე­ბებს არ გა­და­უხ­ვია, მაგ­რამ რა სურთ კრემლში?!. რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს ქმე­დე­ბა, რო­დე­საც ენ­გუ­რის ხიდ­თან ლა­მის ბერ­ლი­ნის კედ­ლის აშე­ნე­ბა სურთ, გვქონ­დეს ურ­თერ­თო­ბა ქარ­თვე­ლებ­თან, ოღონდ მხო­ლოდ მათი მეშ­ვე­ო­ბით და რუ­სე­თის გავ­ლით?.. რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მალ­ზე გა­და­სულ აფხა­ზებს და­გე­ში­ლი ძაღ­ლე­ბით დას­დე­ვენ, იქი­დან გად­მოს­ვლის მცდე­ლო­ბი­სას და­კა­ვე­ბულ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი უშიშ­რო­ე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მიჰ­ყავთ და აქ სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ. რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში?!.”- კი­თხუ­ლობს ელზა კვი­ცი­ნია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვეშველება რამე?
3

სანამ რუსეთში პუტინია და მისნაირნი მანამდე საქართველოს გამთლიანება ტყუილი ამბავია. აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში არიან და ახლა სომეხს, ჩეჩენს, კაზაკს და რუსს სულ მაგი ადარდე გამთლიანდება თუ არა საქართველო

პაატა
2

ჩემი აზრია ძალიან დიდ დროს და ფულად სახსხრებს ვხარჯავთ აფზაზ-ოსებზე. კარგი იქნება თუ საერთო გავუუქმებთ დენის და ბუნებრივი გაზის მიწოდებას და ასევე უფასო სამედიცინო დახმარებას და ამ ყველაფერს ჩვენ დეიურეს მოვახმართ. 

ამ მგონია რომ საერთოდ რამე გამოგვივა უახლოეს მომავლაში აფხაზებთან და ოსებთან და ჯობია კონცეტრირება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე მოვახმაროთ იმ იმედით რომ სამომავლოდ დამნახავე დაინახავს და ბერლინის კედელი მაინც დაინგრევა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?

"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?

რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების ჩასვლის გარშემო ე.წ პოზიცისა და ოპოზიციას, ასევე, მათ მომხრეებს შორის დაპირისპირება არ წყდება. ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტია “არუაამ", რომელიც ანქვაბი-ბჟანიას გუნდის დაუღალავ კრიტიკოსად მიიჩნევა, მწვავედ გააპროტესტა ქართველი პოლიტიკოსების აფხაზეთში ვიზიტი, რასაც მოსახლეობის ნაწილიც აჰყვა და საბოლოოდ, ირმა ინაშვილთან აფხაზეთში შეხვედრის გამო ბჟანიას თანაშემწე ლაშა საკანია გადადგა.

ინფორმაცია, ასლან ბჟანიას "მრჩევლისა" და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ქართული მედიით გავრცელდა. ლაშა საკანიას თქმით, "ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” განაცხადა, რომ არ მიიღებს ხატს, რომელც მათ ქართველებმა აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩაიტანეს და მას ქართულ ეკლესიას უკან უბრუნებს. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ აფხაზური მხარე ხატს ენგურის ხიდთან დააბრძანებდა... შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ვითარებაში დააბრუნებს აფხაზური ეკლესია ხატს, ან საერთოდ დააბრუნებს თუ არა.

ირმა ინაშვილის თქმით, ის ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში.

"ეს იყო მხოლოდჰუმანიტარული მისია, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე...” - განაცხადა მან.

"ილორში ჩამოვიდნენ და საქართველოს გამთლიანებაზე ილოცეს... თან ამ პროცესში მონაწილეობდნენ აფხაზი პოლიტიკოსებიც, მთავრობის წარმომადგენლებიც... ეს მოგვიტანა ანქვაბის გუნდმა!" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იყვნენ უფრო რადიკალურებიც, რომლებიც ამ შეხვედრას "ღალატს" უწოდებდნენ, თუმცა, შედარებით ლოიალლურებიც, რომლებიც ისევ და ისევ მიიჩნევენ, რომ ქართულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია...

ზოგი მათგანი საკუთარ "ხელმძღანელობაზე" მეტად რუსეთზე გაბრაზდა, ამბობენ, კრემლი ისევ ჩვენს ზურგს უკან ცდილობს ჩვენს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ჩარევასო.

“ანუ რა გამოდის, რუსეთმა რომ გვთხოვოს, მზად ვართ საზღვარი ყველას გაუხსნათ, თანაც ჩუმად?!. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქართველები შეიცვალნენ და ჩვენს განწყობებშიც არის საკმაოდ ცვილელები, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, ვითომ მოსალოცად, მაშინ, როდესაც ყველამ მათ შორის ქართველებმაც იციან, რომ მათ წინასაარჩევნოდ გარკვეული ქვენაგრძნობები ამოძრავებთ. გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს, რომ არაფერი ვთქვა, ორივე მხარეს საზღვრის უკანონო დარღვევაზე... სწორედ იქიდან ხდება ამ ვიზიტის დაგეგმვა. კითხვები გვაქვს მოსკოვის საიმედოობასთან დაკავშირებით და იმედია, პასუხებსაც მივიღებთ...” - წერს ირმა გულბანი.

არავის სჯერა, რომ ამ ვიზიტის საქმის კურსში არ იყო ანქვაბი-ბჟანიას გუნდი და ეს ყველაფერი თავის თავზე, "შტატგარეშე თანამშრომელმა" საკანიამ მხოლოდ საკუთარი ინიციატივით აიღო.

"ფაქტია, რომ ის გადაყვა ამ საქმეს, მაგრამ ეჭვი არავის გვეპარება, რომ ამ საქმის უკან თავად ხელისუფლება და მოსკოვი დგანან. ხელისუფლება გასაგებია, მოსკოვის მითითებებს არ გადაუხვია, მაგრამ რა სურთ კრემლში?!. რას უნდა ნიშნავდეს ეს ქმედება, როდესაც ენგურის ხიდთან ლამის ბერლინის კედლის აშენება სურთ, გვქონდეს ურთერთობა ქართველებთან, ოღონდ მხოლოდ მათი მეშვეობით და რუსეთის გავლით?.. რუსებს საქართველოში წამალზე გადასულ აფხაზებს დაგეშილი ძაღლებით დასდევენ, იქიდან გადმოსვლის მცდელობისას დაკავებულ ჩვენი ქართველი ნათესავები უშიშროების იზოლატორში მიჰყავთ და აქ საიდუმლო შეხვედრებს მართავენ. რა ხდება სინამდვილეში?!.”- კითხულობს ელზა კვიცინია.

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”