კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს
"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გან­მარ­ტავს, თუ ვის ეხე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა სუ­რო­გა­ცი­ის გზით ბავ­შვის გა­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნი აცხა­დებს, ცვლი­ლე­ბა შე­დის არა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის, არა­მედ სუ­რო­გა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

მისი თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია, აღიკ­ვე­თოს ჩვი­ლით ვაჭ­რო­ბის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბით უნდა მოხ­დეს თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ფიქ­ტი­უ­რი წყვი­ლე­ბი­სა, ვინც და­ნა­შა­უ­ლის მიზ­ნის­თვის იყო­ლი­ებს ბავ­შვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ გა­იყ­ვანს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

„ამ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკან, ჩემი აზ­რით, დგა­ნან ის კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდ ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს იღე­ბენ სუ­რო­გა­ცი­ის გზით უცხო­ე­ლი წყვი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის ფარ­გლებ­ში, რო­დე­საც ხდე­ბა სუ­რო­გა­ცი­ის გზით ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მათი ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და სა­მი­ნის­ტროს არ აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­კი­თხე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­როს. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ის, რისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც მი­ნისტრს არ აქვს. ამი­ტომ არა­ვი­თა­რი ახა­ლი წესი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცეს­ში არ შე­მო­დის. ეს არის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია და მე მინ­და ყვე­ლა ექიმს მო­უ­წო­დო, პა­ცი­ენ­ტებს ნუ აში­ნე­ბენ. ამ სფე­რო­ში არა­ვი­თა­რი ახა­ლი წესი შე­მო­ტა­ნი­ლი არ არის და ვერ იქ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ, რო­მე­ლიც არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი უწყე­ბა.

ახა­ლი წესი, რო­მე­ლიც იქნა შე­მო­ტა­ნი­ლი, ეხე­ბა სუ­რო­გა­ცი­ას. სუ­რო­გა­ცი­ა­ში გვაქვს ასე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ 100% იმ ქა­ლე­ბი­სა, ვინც თა­ვის სხე­ულ­ში ითავ­სებს ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის­გან შექ­მნილ ემ­ბრი­ონს, ასე­თი სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის 100% არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ხოლო ის წყვი­ლე­ბი, 98% და მეტი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლობს, არის უცხო­ე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­დის წესი, სა­დაც წყვი­ლი იქ­ნე­ბა კვლა­ვაც გა­გე­ბუ­ლი ისევ, რო­გორც ქალი და მა­მა­კა­ცი. ასე­ვე ახა­ლი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვე­თოთ ჩვი­ლით ვაჭ­რო­ბის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი და პრე­ვენ­ცია მო­ვახ­დი­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი არ გახ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის, წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის სა­გა­ნი და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ფიქ­ტი­უ­რი წყვი­ლე­ბი, ვინც და­ნა­შა­უ­ლის მიზ­ნის­თვის ქმნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვს და გა­ყავს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ“,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მისი თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უცხო­ე­ლი ან შე­რე­უ­ლი ეროვ­ნე­ბის წყვი­ლი, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს სუ­რო­გა­ცი­ის გზით ბავ­შვის ყო­ლას, ქორ­წი­ნე­ბით ან ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ერთი წელი ერ­თად უნდა ცხოვ­რობ­დეს.

„მო­ვი­თხოვთ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან, რომ ნო­ტა­რი­უს­თან მი­სუ­ლი უცხო­ე­ლი წყვი­ლი ან შე­რე­უ­ლი წყვი­ლი, ერთი წელი მა­ინც უნდა ცხოვ­რობ­დეს ერ­თად, ქორ­წი­ნე­ბით ან ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე, რომ ჩვენ სა­ხე­ზე გვქონ­დეს წყვი­ლი, რო­მელ­საც მარ­თლა სურს ბავ­შვის ყოლა და აღ­ზრდა, აქვს ან არ აქვს უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ სუ­რო­გა­ცი­ის გზით უნდა ყავ­დეს შვი­ლი აღ­საზ­რდე­ლად და არა იმის­თვის, რომ გა­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­დან და შემ­დეგ ამ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვეს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ. ყვე­ლა ის ქალი, იქ­ნე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი თუ და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი, ვი­საც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, შე­უძ­ლია იყოს მშვი­დად. მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ვე­რა­ვი­თარ ახალ წესს ვერ შექ­მნი­და“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
4

მკვლელი მამის შვილი. ანტი სიცოცხლე თვითონ, ბოროტი და ცინიკოსი. 

მარი
5

მავნებლობა და მავნებლობაზე უარესი! განადგურების გზაზე მყოფი ერისთვის ასეთი მავნე გადაწყვეტილების გაკეთება როგორ შეიძლება!

ავტორი:

"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს

"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, თუ ვის ეხება მინისტრის ბრძანება სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის თაობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანი აცხადებს, ცვლილება შედის არა ხელოვნური განაყოფიერების, არამედ სუროგაციის პროცესში.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, აღიკვეთოს ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული. მინისტრი აღნიშნავს, რომ ცვლილებებით უნდა მოხდეს თავიდან აცილება ფიქტიური წყვილებისა, ვინც დანაშაულის მიზნისთვის იყოლიებს ბავშვს საქართველოში და შემდეგ გაიყვანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ამ ყალბი ინფორმაციის უკან, ჩემი აზრით, დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანის ფარგლებში, როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა საქართველოში და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაყვანა. არავითარ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. ამიტომ არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. ეს არის ყალბი ინფორმაცია და მე მინდა ყველა ექიმს მოუწოდო, პაციენტებს ნუ აშინებენ. ამ სფეროში არავითარი ახალი წესი შემოტანილი არ არის და ვერ იქნება, მითუმეტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც არ არის უფლებამოსილი უწყება.

ახალი წესი, რომელიც იქნა შემოტანილი, ეხება სუროგაციას. სუროგაციაში გვაქვს ასეთი ვითარება, რომ 100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში ითავსებს ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, ასეთი სუროგატი დედების 100% არის საქართველოს მოქალაქე. ხოლო ის წყვილები, 98% და მეტი, ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით სარგებლობს, არის უცხოელი. შესაბამისად, შემოდის წესი, სადაც წყვილი იქნება კვლავაც გაგებული ისევ, როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნისთვის ქმნის საქართველოში ბავშვს და გაყავს საქართველოს გარეთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, უცხოელი ან შერეული ეროვნების წყვილი, რომელიც გადაწყვეტს სუროგაციის გზით ბავშვის ყოლას, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე ერთი წელი ერთად უნდა ცხოვრობდეს.

„მოვითხოვთ 1-ელი სექტემბრიდან, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილი, ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ერთად, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე, რომ ჩვენ სახეზე გვქონდეს წყვილი, რომელსაც მართლა სურს ბავშვის ყოლა და აღზრდა, აქვს ან არ აქვს უშვილობის პრობლემა, მაგრამ სუროგაციის გზით უნდა ყავდეს შვილი აღსაზრდელად და არა იმისთვის, რომ გაიყვანოს საქართველოდან და შემდეგ ამ ბავშვის უფლებები დაირღვეს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. ყველა ის ქალი, იქნება დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად. მათთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნიდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა და 4 316 გამოჯანმრთელებული - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს