საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება
ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

17 იან­ვარს გერ­მა­ნი­ი­დან მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, შე­რე­მე­ტი­ე­ვოს აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. ნა­ვალ­ნი ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით მო­წამ­ვლის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და.

ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე და და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ამ­ბავს ქარ­თვე­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გა­ნაც ის მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

  • რა­ტომ არის ნა­ვალ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის­თვის?

ამის მი­ნი­მუმ, სამი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

პირ­ვე­ლია მისი, რო­გორც კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლის როლი. 2008-2010 წლებ­ში, ნა­ვალ­ნი თა­ვის პო­პუ­ლა­რულ Livejournal-ის ბლოგს იყე­ნებ­და, რათა ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნა, რო­მელ­თაც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი­დან მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის გა­საფ­ლან­გად იყე­ნებ­დნენ. სა­კუ­თა­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­დეგ, მან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ედინ­ნა­ია რა­სი­ას" აღ­სა­ნიშ­ნად გა­მო­ი­გო­ნა ფრა­ზა: "კრი­მი­ნა­ლე­ბის და ქურ­დე­ბის პარ­ტია"

"მათი გენშტა­ბი უნდა ავა­ფეთ­ქოთ, აფხა­ზე­თი კი..." - რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მო­წამ­ლულ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს­თან

ნა­ვალ­ნიმ მო­ა­ხერ­ხა ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­ზიდ­ვა თა­ვის "ფონდში კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის". და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი ნა­თელს ჰფენ­დნენ მმარ­თვე­ლი ელი­ტის კო­რუფ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას, ოფ­შო­რულ აქ­ტი­ვებს, კრი­მი­ნა­ლურ კავ­ში­რებს და ა.შ. პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის წევ­რებს, რო­გო­რიც იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი, დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი და რე­ჟი­მის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, რე­პუ­ტა­ცია შე­ე­ლა­ხათ - მათი ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­სუს­ტდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დის გა­მო­ძი­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც "იუ­თუბ­ზე" თავ­სდე­ბო­და. მათ შო­რის, 2017 წელს ერთ-ერთი გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სა­სახ­ლე­ე­ბის, ქო­ნე­ბი­სა და იახ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ ინ­ტერ­ნეტ­ში 35 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა მო­აგ­რო­ვა და საქ­ვეყ­ნო მას­შტა­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მე­ო­რე მი­ზე­ზი, თუ რა­ტო­მაა ნა­ვალ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არის მისი უნა­რი, შე­ა­კავ­ში­როს ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბი და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტი­ვიზ­მი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ბე­რა­ლურ „იაბ­ლო­კოს“ პარ­ტი­ა­ში და­ი­წყო, ნა­ვალ­ნის ბევ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს. 2007 წელს ის პირ­ვე­ლი იყო, ვინც ლი­ბე­რა­ლე­ბი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის­გან პრო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა სცა­და.

მე­სა­მე მი­ზე­ზი ისაა, რომ მან კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა რუ­სე­თის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის ფარ­თოდ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ნა­ვალ­ნიმ ხალ­ხს 2011 წლის დე­კემ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის ისე­თი სტრა­ტე­გია შეს­თა­ვა­ზა, რო­ო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის შე­მო­ხაზ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, "კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და ქურ­დე­ბის პარ­ტი­ის" გარ­და. შე­დე­გად, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სად­მი ხმე­ბის შემ­ცი­რე­ბამ რუ­სე­თი მა­სი­ურ სა­არ­ჩევ­ნო გა­ყალ­ბე­ბამ­დე და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

პი­რა­დად ნა­ვალ­ნის ელექ­ტო­რა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი 2013 წელს გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მან მოს­კო­ვის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შე­ფერ­ხე­ბი­სა, მან ხმე­ბის 27% და­აგ­რო­ვა. პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე მის ამ­ბი­ცი­ებს ხელი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ­მა დევ­ნამ შე­უ­შა­ლა.

თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა აქ­ტი­ვის­ტე­ბის ქსე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ხელი შე­ე­წყო სტრა­ტე­გი­ის­თვის - "ჭკვი­ა­ნი ხმის მი­ცე­მა", რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­და, ისე­თი კან­დი­და­ტე­ბის­თვის და­ე­ჭი­რათ მხა­რი, ვი­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი შან­სი ჰქონ­დათ. ამ სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბა 2019 წლის რე­გი­ო­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში, ხა­ბა­როვ­სკში გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ან­ტიკ­რემ­ლუ­რი პრო­ტეს­ტის კე­რას წარ­მო­ად­გენს.

  • რა­ტომ უნდა სურ­დეს პუ­ტინს ნა­ვალ­ნის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა?

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ა­ში ნა­ვალ­ნის უდა­ვო ლი­დე­რო­ბა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერ­თგვა­რი ნი­შა­ნი გახ­და. მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის რე­ჟი­მის შე­უც­ვლე­ლი ლი­დე­რი პუ­ტი­ნია, ნა­ვალ­ნი ოპო­ზი­ცი­ის შე­უც­ვლელ ლი­დე­რად მო­ი­აზ­რე­ბა.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თუ ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ნა­ვალ­ნის მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ეს ნიშ­ნავს, რომ ის სხვა, ახალ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას აშე­ნებს, რო­მელ­შიც სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ოპო­ზი­ცია აღა­რაა სა­ჭი­რო.

ნა­ვალ­ნის­თვის შხა­მი უც­ნო­ბი რამ არ არის. სამი წლის წინ, კრემ­ლი­სად­მი ლო­ი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მას სა­ხე­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრი­ა­რილ­მე­თა­ნის სა­ღე­ბა­ვი ეს­რო­ლეს, რა­მაც მხედ­ვე­ლო­ბა ერთ თვალ­ში სა­მუ­და­მოდ და­უ­ზი­ა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კლა­სი­კურ პო­ლი­ტი­კურ მკვლე­ლო­ბებს, ბოლო წლებ­ში ამ­გვა­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ბო­რის ნემ­ცოვს უკავ­შირ­დე­ბა. 2015 წელს ნემ­ცო­ვი მოს­კო­ვის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლეს.

  • "ეს ადა­მი­ა­ნი" და პუ­ტი­ნის სა­მუ­და­მო ძა­ლა­უფ­ლე­ბა

ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ა­ში ნა­ვალ­ნი ერ­თა­დერთ და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­დე­რად დარ­ჩა. მის გან­სა­კუთ­რე­ბულ სტა­ტუსს კრემ­ლიც აღი­ა­რებ­და. ამ აღი­ა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გრო­ტეს­კუ­ლი ნი­შა­ნი იყო ის, რომ პუ­ტი­ნი და მისი ხალ­ხი ნა­ვალ­ნის სა­ხე­ლით არას­დროს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, არა­მედ ამ­ბო­ბენ: "ეს ადა­მი­ა­ნი". ამ უც­ნა­უ­რი "ფო­ბი­ის" შე­სა­ხებ კი­თხვა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა 2017 წელს გან­მარ­ტა: "დიახ, ის ამას არ აკე­თებს, რაც ჩვენც შევ­ნიშ­ნეთ. რო­გორც ჩანს, ეს მის მი­მართ პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ხდე­ბა". პუ­ტი­ნის მღელ­ვა­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, "ვისი სა­ხე­ლიც არ ით­ქმის", რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა­ში ნა­ვალ­ნის უნი­კა­ლურ როლ­ზე მე­ტყვე­ლებს.

ნა­ვალ­ნი პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია მა­შინ, რო­დე­საც პუ­ტინს არას­დროს ჩა­უთ­ვლია სა­ჭი­როდ, ოპო­ნენ­ტთან დე­ბა­ტე­ბი გა­ე­მარ­თა. რო­გორც ბლო­გე­რი და უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი, ნა­ვალ­ნი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის აპა­რა­ტის გა­მოწ­ვე­ვა ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­წყვი­ტა.

მის­თვის რიგ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში და­უ­დი­ათ ბრა­ლი, თუმ­ცა, სას­ჯე­ლი ცი­ხე­ში არას­დროს მო­უხ­დია და არც ისე­თი ფორ­მით და­უს­ჯი­ათ, რაც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას წა­არ­თმევ­და.

თუ ნა­ვალ­ნი მოკ­ვდე­ბა, პუ­ტი­ნი მის მთა­ვარ ოპო­ნენტს, სის­ტე­მა კი ბა­ლანსს და­კარ­გავს. თუმ­ცა მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის, რა­საც კრემ­ლი ყვე­ლა­ფერ სხვა­ზე წინ აყე­ნებს. იან­ვარ­ში, პუ­ტინ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ღო, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ცვლის სა­ხელ­მწი­ფოს სტრუქ­ტუ­რას და თა­ვად მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს პრე­ზი­დენ­ტად.

რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი მო­ნო­პო­ლი­ით ოპო­ზი­ცი­ა­ზე, ნა­ვალ­ნის მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეჭი­რა პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში. თუმ­ცა ახლა პუ­ტი­ნის სა­მუ­და­მო ძა­ლა­უფ­ლე­ბა ახალ პი­რო­ბებს მო­ი­თხოვს. რე­ჟი­მის კრი­ტი­კო­სებ­მა უნდა და­უშ­ვან, რომ ისი­ნი არა მან­დატს თუ თა­ვი­ანთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ სი­ცო­ცხლეს აყე­ნე­ბენ რის­კის ქვეშ.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ სის­ტე­მა, რო­მელ­შიც ან პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ხარ, ან - კვდე­ბი, წე­სით უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო. პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავს. შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ვალ­ნის­გან თა­ვი­სუ­ფალ რუ­სეთ­ში კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად თა­ვად პუ­ტი­ნი უნდა იყოს.

  • ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­საზ­რე­ბა - კოშ­მა­რი კრემ­ლის­თვის

თუმ­ცა, უცხო­ურ მე­დი­ა­ში გვხვდე­ბა მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაც, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა, პუ­ტინს ნა­ვალ­ნის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მტრე­ბის ამ­გვა­რი დევ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის უცხო არ არის და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტი კრემ­ლის მთა­ვა­რი გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას და რუ­სუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლო­ბას ფარ­დას ხდი­და, ექ­სპერ­ტე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ იმ მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს მისი მკვლე­ლო­ბა პუ­ტი­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის, ტა­ტი­ა­ნა სტა­ნო­ვა­ი­ას თქმით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას უთხრეს, რომ ნა­ვალ­ნის მკვლე­ლო­ბა კრემლში კოშ­მა­რულ სცე­ნა­რად აღიქ­მე­ბო­და - ერ­თგვარ სა­ხი­ფა­თო პრო­ვო­კა­ცი­ად, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღის აგო­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და.

ინ­ცი­დენ­ტის შერ­ჩე­ვის დრო თით­ქოს პუ­ტი­ნის "ბრძა­ნე­ბის" თე­ო­რი­ას აბა­თი­ლებს - კრემ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბურ აფეთ­ქე­ბას ებ­რძვის, მე­ზო­ბელ ბე­ლა­რუს­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ეს­კა­ლა­ცი­ის ფა­ზა­შია, რუ­სე­თის შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ ხა­ბა­როვკს­ში არე­უ­ლო­ბაა.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ნა­ვალ­ნიმ უკა­ნას­კნელ წლებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მტე­რი გა­ი­ჩი­ნა და შე­საძ­ლოა, მის მო­წამ­ვლა­ში სწო­რედ ამ­გვა­რი ოპო­ნენ­ტის ხე­ლიც ერი­ოს. თუმ­ცა, ისი­ნი დას­ძე­ნენ, რომ ასეა თუ ისე, მთა­ვა­რი ხაზი, რაც ამ­ბავს გას­დევს, ისაა, რომ პუ­ტი­ნი ლი­დე­რია ქვეყ­ნის, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს რე­გუ­ლა­რუ­ლად კლა­ვენ და წამ­ლა­ვენ, სა­დაც არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პუ­ტინს ეკის­რე­ბა.

  • ნა­ვალ­ნი და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ვალ­ნის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რაც რუსი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ მან ქარ­თვე­ლებს - "გრუ­ზი­ნებს" მღრღნე­ლე­ბი - "გრი­ზუ­ნე­ბი" უწო­და, 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს კი თა­ვის ბლოგ­ზე და­წე­რა, - რუ­სეთ­მა, რო­გორც მი­ნი­მუმ, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გა­სო:

"1) სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთს აღ­მო­უ­ჩი­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა;

2) გა­მო­ა­ცხა­დოს სამ­ხრეთ ოსე­თი ფრე­ნე­ბის­თვის და­კე­ტილ ზო­ნად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მო­აგ­დოს ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ამ ზო­ნა­ში შევა;

3) გა­მო­ა­ცხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ბლო­კა­და და გა­წყვი­ტოს მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია;

4) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მო­ა­ძე­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე";

მი­უ­ხე­და­ვად ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, ნა­ვალ­ნი უკ­რა­ი­ნას­თან ომის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და. 2017 წელს მან ყი­რიმ­ზე სა­უბ­რი­სას, აფ­ზა­ხე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან შე­და­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი" იყო: "აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი რე­გი­ო­ნე­ბია, რომ­ლებ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის­თა­ნა­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში გან­ვი­თარ­და სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომი იყო".

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­საც, მა­გა­ლი­თად, 2019 წლის 20 ივ­ნისს მომ­ხდარ­ზე მან "ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა: "პუ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­სა­ჯა სა­ქარ­თვე­ლო იმის­თვის, რომ იქ ქუ­ჩებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, აკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა. ბევ­რი რუსი ვე­ღარ შეძ­ლებს შე­და­რე­ბით ია­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბას. ის­მის კი­თხვა: რა­ტომ სჯის პუ­ტი­ნი რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის­თვის?"

შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ასეა თუ ისე, ნა­ვალ­ნის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, ნა­თე­ლია, რომ შხა­მე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვად მო­წამ­ლულ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ზე მე­ტყვე­ლებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ე­თით უფრო და უფრო ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხეს იძენს.

ცნო­ბის­თვის, 20 აგ­ვის­ტოს, რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მოს­კოვ­ში ციმ­ბი­რის ქა­ლა­ქი­დან, ტომ­სკი­დან ბრუნ­დე­ბო­და, სა­დაც მან ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებ­თან ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. გზა­ში ნა­ვალ­ნიმ თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ვი­დეო - რო­გორ ყვი­რის რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის­გან. თვითმფრი­ნა­ვი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ეშ­ვა ქა­ლაქ ომ­სკში. ნა­ვალ­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის კო­მა­ში ჩა­ვარ­და. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ის მო­წამ­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ვალ­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

მკითხველის კომენტარები / 123 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
429

ნაცები ამ "კაცისთვის" ერთ ადგილს იბრდღვნიან. აი ეს არის ნაცების სახე.

giorgi
48

ნავალნისაც და ყველა რუსის თავზეც გავიარე, კაი რუსი არის მკვდარი რუსი!

ავტორი:

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში ჩასული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ნავალნი ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, სამშობლოში პირველად ჩავიდა.

ნავალნის დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო არენაზე და დასავლელი პოლიტიკოსები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამბავს ქართველებიც აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში და არც არის გასაკვირი, რადგანაც ის მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციონერ ფიგურად მიიჩნევა.

  • რატომ არის ნავალნი მნიშვნელოვანი დღევანდელი რუსეთისთვის?

ამის მინიმუმ, სამი მიზეზი არსებობს.

პირველია მისი, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის როლი. 2008-2010 წლებში, ნავალნი თავის პოპულარულ Livejournal-ის ბლოგს იყენებდა, რათა ის მექანიზმები გამოევლინა, რომელთაც კორუმპირებული თანამდებობის პირები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კორპორაციებიდან მილიარდობით დოლარის გასაფლანგად იყენებდნენ. საკუთარი გამოძიებების გაფართოების შემდეგ, მან მმართველი პარტიის, "ედინნაია რასიას" აღსანიშნად გამოიგონა ფრაზა: "კრიმინალების და ქურდების პარტია"

"მათი გენშტაბი უნდა ავაფეთქოთ, აფხაზეთი კი..." - რა დამოკიდებულება აქვს მოწამლულ ალექსეი ნავალნის საქართველოსთან

ნავალნიმ მოახერხა ახალგაზრდა აქტივისტების მიზიდვა თავის "ფონდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის". დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ისინი ნათელს ჰფენდნენ მმართველი ელიტის კორუფციაში ჩართულობას, ოფშორულ აქტივებს, კრიმინალურ კავშირებს და ა.შ. პუტინის უახლოესი წრის წევრებს, როგორიც იყვნენ მინისტრები, დუმის დეპუტატები, უსაფრთხოების წარმომადგენლები, პროკურორები და რეჟიმის პროპაგანდისტები, რეპუტაცია შეელახათ - მათი ავტორიტეტი შესუსტდა აღნიშნული ფონდის გამოძიებებით, რომელიც "იუთუბზე" თავსდებოდა. მათ შორის, 2017 წელს ერთ-ერთი გამოძიება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის სასახლეების, ქონებისა და იახტების დაფინანსებას შეეხებოდა. გამოძიებამ ინტერნეტში 35 მილიონი ნახვა მოაგროვა და საქვეყნო მასშტაბის პროტესტი გამოიწვია.

მეორე მიზეზი, თუ რატომაა ნავალნი მნიშვნელოვანი, არის მისი უნარი, შეაკავშიროს ერთმანეთისგან დაშორებული ლიბერალები და ნაციონალისტები. მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმი მემარცხენე ლიბერალურ „იაბლოკოს“ პარტიაში დაიწყო, ნავალნის ბევრი ნაციონალისტი სერიოზულად აღიქვამს. 2007 წელს ის პირველი იყო, ვინც ლიბერალებისა და ნაციონალისტებისგან პრო-დემოკრატიული კოალიციის შექმნა სცადა.

მესამე მიზეზი ისაა, რომ მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის ავტორიტარული სისტემის სტაბილურობა, რომელიც პუტინის ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ფართოდ მანიპულირებულ არჩევნებზეა დაფუძნებული. ნავალნიმ ხალხს 2011 წლის დეკემბრის არჩევნებში ხმის მიცემის ისეთი სტრატეგია შესთავაზა, როომელიც ნებისმიერი კანდიდატის შემოხაზვას ითვალისწინებს, "კრიმინალებისა და ქურდების პარტიის" გარდა. შედეგად, მმართველი პარტიისადმი ხმების შემცირებამ რუსეთი მასიურ საარჩევნო გაყალბებამდე და საპროტესტო აქციებამდე მიიყვანა.

პირადად ნავალნის ელექტორალური პოტენციალი 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც მან მოსკოვის მერობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მისი საარჩევნო კამპანიის შეფერხებისა, მან ხმების 27% დააგროვა. პრეზიდენტობაზე მის ამბიციებს ხელი ფალსიფიცირებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივმა დევნამ შეუშალა.

თუმცა, ოპოზიციის ლიდერმა აქტივისტების ქსელი გამოიყენა, რათა ხელი შეეწყო სტრატეგიისთვის - "ჭკვიანი ხმის მიცემა", რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა, ისეთი კანდიდატებისთვის დაეჭირათ მხარი, ვისაც მმართველი პარტიის დამარცხების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდათ. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი წარმატება 2019 წლის რეგიონულ არჩევნებში, ხაბაროვსკში გამოჩნდა, რომელიც ამჟამად ანტიკრემლური პროტესტის კერას წარმოადგენს.

  • რატომ უნდა სურდეს პუტინს ნავალნის თავიდან მოშორება?

უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნის უდავო ლიდერობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტაბილურობის ერთგვარი ნიშანი გახდა. მაშინ, როდესაც რუსეთის რეჟიმის შეუცვლელი ლიდერი პუტინია, ნავალნი ოპოზიციის შეუცვლელ ლიდერად მოიაზრება.

უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, რომ თუ ამჟამად რუსეთის მთავრობამ ნავალნის მოშორება გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა, ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას აშენებს, რომელშიც საერთოდ არანაირი ოპოზიცია აღარაა საჭირო.

ნავალნისთვის შხამი უცნობი რამ არ არის. სამი წლის წინ, კრემლისადმი ლოიალურმა პირებმა მას სახეში ქიმიური ნივთიერება ტრიარილმეთანის საღებავი ესროლეს, რამაც მხედველობა ერთ თვალში სამუდამოდ დაუზიანა.

რაც შეეხება კლასიკურ პოლიტიკურ მკვლელობებს, ბოლო წლებში ამგვარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს უკავშირდება. 2015 წელს ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს.

  • "ეს ადამიანი" და პუტინის სამუდამო ძალაუფლება

ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნი ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერად დარჩა. მის განსაკუთრებულ სტატუსს კრემლიც აღიარებდა. ამ აღიარების ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული ნიშანი იყო ის, რომ პუტინი და მისი ხალხი ნავალნის სახელით არასდროს მოიხსენიებენ, არამედ ამბობენ: "ეს ადამიანი". ამ უცნაური "ფობიის" შესახებ კითხვაზე, პრეზიდენტის პრესმდივანმა 2017 წელს განმარტა: "დიახ, ის ამას არ აკეთებს, რაც ჩვენც შევნიშნეთ. როგორც ჩანს, ეს მის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო ხდება". პუტინის მღელვარება იმის შესახებ, "ვისი სახელიც არ ითქმის", რუსეთის პოლიტიკაში ნავალნის უნიკალურ როლზე მეტყველებს.

ნავალნი პოლიტიკურ კონკურენციაში საკმაოდ წარმატებულია მაშინ, როდესაც პუტინს არასდროს ჩაუთვლია საჭიროდ, ოპონენტთან დებატები გაემართა. როგორც ბლოგერი და უამრავი ინტერნეტპროექტის ავტორი, ნავალნი პირველი იყო, რომელმაც პუტინის პროპაგანდის აპარატის გამოწვევა ინტერნეტის მეშვეობით გადაწყვიტა.

მისთვის რიგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებში დაუდიათ ბრალი, თუმცა, სასჯელი ციხეში არასდროს მოუხდია და არც ისეთი ფორმით დაუსჯიათ, რაც პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას წაართმევდა.

თუ ნავალნი მოკვდება, პუტინი მის მთავარ ოპონენტს, სისტემა კი ბალანსს დაკარგავს. თუმცა მშვიდობა და სტაბილურობა ის ღირებულებები არ არის, რასაც კრემლი ყველაფერ სხვაზე წინ აყენებს. იანვარში, პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებები შემოიღო, რომელიც არსებითად ცვლის სახელმწიფოს სტრუქტურას და თავად მას საშუალებას აძლევს, მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს პრეზიდენტად.

რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისი უნიკალური მონოპოლიით ოპოზიციაზე, ნავალნის მართლაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა ახლა პუტინის სამუდამო ძალაუფლება ახალ პირობებს მოითხოვს. რეჟიმის კრიტიკოსებმა უნდა დაუშვან, რომ ისინი არა მანდატს თუ თავიანთ თავისუფლებას, არამედ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ.

პრობლემა ისაა, რომ სისტემა, რომელშიც ან პუტინის მხარდამჭერი ხარ, ან - კვდები, წესით უფრო არასტაბილური იქნება, ვიდრე მანამდე იყო. პოლიტიკური ტერორი პოლიტიკური სტაბილურობის შესაძლებლობას გამორიცხავს. შესაბამისად, ნავალნისგან თავისუფალ რუსეთში კომფორტის ზონაში ყველაზე ნაკლებად თავად პუტინი უნდა იყოს.

  • ალტერნატიული მოსაზრება - კოშმარი კრემლისთვის

თუმცა, უცხოურ მედიაში გვხვდება მოსაზრებები იმის შესახებაც, თუ რატომ შეიძლება, პუტინს ნავალნის გადარჩენა უნდოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტრების ამგვარი დევნა რუსეთის პრეზიდენტისთვის უცხო არ არის და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციონერი და ანტიკორუფციული აქტივისტი კრემლის მთავარი გამღიზიანებელი დიდი ხნის განმავლობაში იყო, ქუჩის საპროტესტო აქციებს უწევდა ორგანიზებას და რუსული მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულობას ფარდას ხდიდა, ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ იმ მოსაზრებას, თითქოს მისი მკვლელობა პუტინის ინტერესებში შედის.

ერთ-ერთი ექსპერტის, ტატიანა სტანოვაიას თქმით, რამდენიმე წლის წინ მას უთხრეს, რომ ნავალნის მკვლელობა კრემლში კოშმარულ სცენარად აღიქმებოდა - ერთგვარ სახიფათო პროვოკაციად, რომელიც საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას გამოიწვევდა.

ინციდენტის შერჩევის დრო თითქოს პუტინის "ბრძანების" თეორიას აბათილებს - კრემლი კორონავირუსის მასშტაბურ აფეთქებას ებრძვის, მეზობელ ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი ესკალაციის ფაზაშია, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონ ხაბაროვკსში არეულობაა.

ექსპერტების თქმით, ნავალნიმ უკანასკნელ წლებში საკმაოდ ბევრი მტერი გაიჩინა და შესაძლოა, მის მოწამვლაში სწორედ ამგვარი ოპონენტის ხელიც ერიოს. თუმცა, ისინი დასძენენ, რომ ასეა თუ ისე, მთავარი ხაზი, რაც ამბავს გასდევს, ისაა, რომ პუტინი ლიდერია ქვეყნის, სადაც ოპოზიციონერებს რეგულარულად კლავენ და წამლავენ, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება.

  • ნავალნი და საქართველო

საქართველოში ნავალნის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რაც რუსი ოპოზიციის ლიდერის სხვადასხვა განცხადებითაა გამოწვეული. ამბობენ, რომ მან ქართველებს - "გრუზინებს" მღრღნელები - "გრიზუნები" უწოდა, 2008 წლის 8 აგვისტოს კი თავის ბლოგზე დაწერა, - რუსეთმა, როგორც მინიმუმ, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგასო:

"1) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება;

2) გამოაცხადოს სამხრეთ ოსეთი ფრენებისთვის დაკეტილ ზონად და დაუყოვნებლივ ჩამოაგდოს ყველა თვითმფრინავი, რომელიც ამ ზონაში შევა;

3) გამოაცხადოს საქართველოს სრული ბლოკადა და გაწყვიტოს მასთან ყველანაირი კომუნიკაცია;

4) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოაძევოს საქართველოს ყველა იქ მყოფი მოქალაქე";

მიუხედავად ნაციონალიზმისა, ნავალნი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2017 წელს მან ყირიმზე საუბრისას, აფზახეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შედარებისას განაცხადა, რომ სიტუაცია საქართველოში "განსხვავებული" იყო: "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ, ფაქტობრივად, ომი იყო".

რუსი ოპოზიციონერი გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც, მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს მომხდარზე მან "ტვიტერზე“ დაწერა: "პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?"

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეა თუ ისე, ნავალნის გამო საქართველოსთვის ბევრი არაფერი იცვლება. თუმცა, ნათელია, რომ შხამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავად მოწამლულ პოლიტიკურ სისტემაზე მეტყველებს, რაც საქართველოს ჩრდილოეთით უფრო და უფრო ექსტრემალურ სახეს იძენს.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ციმბირის ქალაქიდან, ტომსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მან ოპოზიციის კანდიდატებთან ადგილობრივ არჩევნებამდე შეხვედრა გამართა. გზაში ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. მალევე გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეო - როგორ ყვირის რუსი ოპოზიციონერი გაუსაძლისი ტკივილისგან. თვითმფრინავი დაუყოვნებლივ დაეშვა ქალაქ ომსკში. ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კომაში ჩავარდა. პირველივე წუთებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ის მოწამლეს. მოგვიანებით ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

უკრაინამ ჩინური Sinovac-ის ვაქცინა დაამტკიცა

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"