კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"
დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში ახლა ერთ-ერთი საკ­ვან­ძო მო­მენ­ტია. ის მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის­თვის იბ­რძვის და ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში კი მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად პრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­ზე, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცროს­ზე წე­რენ, რო­მე­ლიც მა­მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სპი­კე­რია.

"დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი: ვაჟი, რო­მე­ლიც ტრამპზე უფრო ტრამ­პია“, - სწო­რედ ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC ვრცელ სტა­ტი­ას, სა­დაც უმ­ცრო­სი ტრამ­პის თვი­სე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ფოტო უმ­ცრო­სი ტრამ­პის "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი გა­მო­ირ­ჩე­ვა მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და არ ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ თავ­დას­ხმას მა­მის მთა­ვარ ოპო­ნენტ ჯო ბა­ი­დენ­ზე. ასე­ვე მის შვილ­ზე, ჰან­თერ ბა­ი­დენ­ზე, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ჩარ­თუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და მის მი­მართ ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაა. უმ­ცრო­სი ტრამ­პი აღ­მერ­თებს მა­მის ლი­დე­რულ უნა­რებს და მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვარ კონ­კუ­რენტს, ჯო ბა­ი­დენს.

დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, უმ­ცრო­სი ტრამ­პი ხში­რად ხვდე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს. მის შე­სა­ხებ თა­ვად "დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ვი­დეო, სა­დაც ჩანს უმ­ცრო­სი ტრამ­პის სა­უბ­რის მა­ნე­რა და სა­უბ­რი­სა­სა ხე­ლის გა­უ­ჩე­რებ­ლად მოძ­რა­ო­ბა:

რო­გორც BBC წერს, უმ­ცრო­სი ტრამ­პი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მა­მამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვოს და ამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში მისი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და მრჩე­ვე­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის იმ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.

მე­დი­ა­ში დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის ურ­თი­ერ­თო­ბას მხარ­დამ­ჭე­რებ­თან "უჩ­ვე­უ­ლოს“ უწო­დე­ბენ. მას ახლო კავ­ში­რი აქვს იმ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ნა­დი­რო­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბულ­ნი.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უმ­ცრო­სი ტრამ­პი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, "მა­მა­ზე უფრო შორს წავა“.

დო­ნალდ ტრამპ ჯუ­ნი­ორს ოპო­ნენ­ტე­ბიც მრავ­ლად ჰყავს, რომ­ლე­ბიც მას "ნე­პო­ტიზ­მის პრო­დუქტს“ უწო­დე­ბენ. დე­მოკ­რა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჯონ რე­ი­ნი­ში ამ­ბობს, რომ ის მა­მის ახალ­გაზ­რდო­ბის "უფრო მჟა­ვე ვერ­სი­აა“.

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი არის ბენ­ზი­ნი ცე­ცხლზე, - ამ­ბობს ჯონ რე­ი­ნი­ში.

ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის ვი­ზუ­ა­ლი, სა­უბ­რის მა­ნე­რა და ჟეს­ტე­ბი - ის არის წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, მოკ­ლედ შეკ­რე­ჭი­ლი თმით, სა­უბ­რი­სას მისი ხე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მოძ­რა­ო­ბა­შია, ასე­ვე, სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს, შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი ქა­რიზ­მა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დაგ­რჩეთ, ასეთ მო­მენ­ტში ყო­ველ­თვის მოძ­რა­ობს და ამ მე­თო­დით კონ­ტაქტს ამ­ყა­რებს მსმე­ნელ­თან. თა­ვი­სი ჟეს­ტე­ბის გამო ზო­გი­ერ­თი როკ­ვარ­სკვლავ­საც კი ადა­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ ტრამპ ჯუ­ნი­ო­რი სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია და რო­მელ­საც იდე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის "მო­მარ­თვა, ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვა და ენერ­გი­ით და­მუხ­ტვა“.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ად­რე­უ­ლი წლე­ბი

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი 1977 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. ის დო­ნალ­დი­სა და ივა­ნა ტრამ­პის ვა­ჟია. ბავ­შვო­ბა­ში ზა­ფხუ­ლებს მა­შინ­დელ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში ატა­რებ­და, სა­დაც ხში­რად ნა­დი­რობ­და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად. ნა­დი­რო­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლიც იმ პე­რი­ო­დი­დან შე­მორ­ჩა. 20 წლის დო­ნალ­დი ცი­ხე­ში მოხ­ვდა, ის ახალ ორ­ლე­ან­ში და­ა­კა­ვეს, როცა 20 წლის გახ­და, ახალ ორ­ლე­ან­ში და­ა­კა­ვეს, რად­გა­ნაც სიმ­თვრა­ლის დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და­არ­ღვია.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მო­დელ ვა­ნე­სა ჰე­ი­დენ­ზე. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, მათ ხუთი შვი­ლი ჰყავთ.

დო­ნალ­დი და ვა­ნე­სა ჰე­ი­დე­ნი

ამ­ჟა­მინ­დე­ლი პარტნი­ო­რი კი კიმ­ბერ­ლი გილ­ფო­ი­ლია, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ჩარ­თუ­ლია ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

უმ­ცრო­სი ტრამ­პი და მისი გერლფ­რენ­დი კიმ­ბერ­ლი, რო­მელ­საც პირ­ველ ლე­დის, მე­ლა­ნია ტრამპს ამ­სგავ­სე­ბენ

2016 წელს ის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა რუ­სეთ­თან სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რის გამო. დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი ტრამპ-თა­უ­ერ­ში რუს იუ­რისტ ნა­ტა­ლია ვე­სელ­ნიცკს შეხ­ვდა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, ტრამ­პის ვაჟ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მა­მი­სის­თვის მისი და რუსი იუ­რის­ტის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი არ ჰქონ­და. უფ­როს­მა ტრამ­პა კი შვი­ლი და­იც­ვა და თქვა, რომ ეს უბ­რა­ლოდ შეხ­ვედ­რა იყო, სა­დაც სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი მოხმდა­რა. "ის კარ­გი ბი­ჭია, კარ­გი ბავ­შვია“ - თქვა მა­შინ ტრამპმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
75

იმედია, ამერიკელები ამ ცანცარების ოჯახს აღარ აირჩევენ.

ალეკსანდრე
16

მაგარი პრეზიდენტია და საერთოდ რესპუბლიკელებს სწორი კურსი აქვთ

sponsored by ContentRoom
ავტორი:

დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ კარიერაში ახლა ერთ-ერთი საკვანძო მომენტია. ის მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძვის და ამ მიზნის მიღწევაში ოჯახის წევრები აქტიურად ეხმარებიან. აღნიშნულ კონტექსტში კი მედიაში ყველაზე ხშირად პრეზიდენტის ვაჟზე, დონალდ ტრამპ უმცროსზე წერენ, რომელიც მამის საარჩევნო კამპანიის სპიკერია.

"დონალდ ტრამპ უმცროსი: ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია“, - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა BBC ვრცელ სტატიას, სადაც უმცროსი ტრამპის თვისებებსა და პოლიტიკურ ხედვებზეა საუბარი.

ფოტო უმცროსი ტრამპის "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდიდან

დონალდ ტრამპ უმცროსი გამოირჩევა მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და არ ერიდება პოლიტიკურ თავდასხმას მამის მთავარ ოპონენტ ჯო ბაიდენზე. ასევე მის შვილზე, ჰანთერ ბაიდენზე, რომელიც თავადაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.

დონალდ ტრამპ უმცროსი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია და მის მიმართ ახლა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაა. უმცროსი ტრამპი აღმერთებს მამის ლიდერულ უნარებს და მკაცრად აკრიტიკებს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მთავარ კონკურენტს, ჯო ბაიდენს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უმცროსი ტრამპი ხშირად ხვდება "რესპუბლიკელების“ მხარდამჭერებს. მის შესახებ თავად "დემოკრატების" წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ განსაკუთრებული ქარიზმატულობით გამოირჩევა.

ვიდეო, სადაც ჩანს უმცროსი ტრამპის საუბრის მანერა და საუბრისასა ხელის გაუჩერებლად მოძრაობა:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/o5SDHILLLwE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

როგორც BBC წერს, უმცროსი ტრამპი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მამამ არჩევნებში გაიმარჯვოს და ამ საარჩევნო პროცესში მისი მთავარი მხარდამჭერი და მრჩეველია. როგორც ცნობილია, ის იმ ადამიანთა შორისაა, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მედიაში დონალდ ტრამპ უმცროსის ურთიერთობას მხარდამჭერებთან "უჩვეულოს“ უწოდებენ. მას ახლო კავშირი აქვს იმ მხარდამჭერებთან, რომლებიც ნადირობით არიან გატაცებულნი.

მიიჩნევენ, რომ უმცროსი ტრამპი პოლიტიკური თვალსაზრისით, "მამაზე უფრო შორს წავა“.

დონალდ ტრამპ ჯუნიორს ოპონენტებიც მრავლად ჰყავს, რომლებიც მას "ნეპოტიზმის პროდუქტს“ უწოდებენ. დემოკრატების წარმომადგენელი, ჯონ რეინიში ამბობს, რომ ის მამის ახალგაზრდობის "უფრო მჟავე ვერსიაა“.

დონალდ ტრამპ უმცროსი არის ბენზინი ცეცხლზე, - ამბობს ჯონ რეინიში.

ყურადღებას იპყრობს დონალდ ტრამპ უმცროსის ვიზუალი, საუბრის მანერა და ჟესტები - ის არის წვერიანი მამაკაცი, მოკლედ შეკრეჭილი თმით, საუბრისას მისი ხელები ყოველთვის მოძრაობაშია, ასევე, სიტყვით გამოსვლის დროს, შეუძლებელია მისი ქარიზმა შეუმჩნეველი დაგრჩეთ, ასეთ მომენტში ყოველთვის მოძრაობს და ამ მეთოდით კონტაქტს ამყარებს მსმენელთან. თავისი ჟესტების გამო ზოგიერთი როკვარსკვლავსაც კი ადარებს. ამბობენ, რომ ტრამპ ჯუნიორი საოცარი ენერგიის მატარებელია და რომელსაც იდეალურად შეუძლია ადამიანების "მომართვა, ტემპერატურის აწევა და ენერგიით დამუხტვა“.

  • პირადი ცხოვრება და ადრეული წლები

დონალდ ტრამპ უმცროსი 1977 წლის 31 დეკემბერს დაიბადა. ის დონალდისა და ივანა ტრამპის ვაჟია. ბავშვობაში ზაფხულებს მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში ატარებდა, სადაც ხშირად ნადირობდა ბაბუასთან ერთად. ნადირობის მიმართ სიყვარულიც იმ პერიოდიდან შემორჩა. 20 წლის დონალდი ციხეში მოხვდა, ის ახალ ორლეანში დააკავეს, როცა 20 წლის გახდა, ახალ ორლეანში დააკავეს, რადგანაც სიმთვრალის დროს საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

დაქორწინებული იყო მოდელ ვანესა ჰეიდენზე. წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მათ ხუთი შვილი ჰყავთ.

დონალდი და ვანესა ჰეიდენი

ამჟამინდელი პარტნიორი კი კიმბერლი გილფოილია, რომელიც თავადაც ჩართულია ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.

უმცროსი ტრამპი და მისი გერლფრენდი კიმბერლი, რომელსაც პირველ ლედის, მელანია ტრამპს ამსგავსებენ

2016 წელს ის სკანდალში გაეხვა რუსეთთან სავარაუდო კავშირის გამო. დონალდ ტრამპ უმცროსი ტრამპ-თაუერში რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკს შეხვდა. როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, ტრამპის ვაჟმა განაცხადა, რომ მამამისისთვის მისი და რუსი იურისტის შეხვედრის შესახებ ნათქვამი არ ჰქონდა. უფროსმა ტრამპა კი შვილი დაიცვა და თქვა, რომ ეს უბრალოდ შეხვედრა იყო, სადაც საეჭვო არაფერი მოხმდარა. "ის კარგი ბიჭია, კარგი ბავშვია“ - თქვა მაშინ ტრამპმა.

კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

"აქ დიდი გეგმით ჩამოვედით" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სომხეთში ვიზიტი - რა მიზნით სტუმრობენ რუსი მაღალჩინოსნები სომხებს