კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია
"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბია მა­მის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, მისი სიძე რო­გორც ცოლ­ზე, ასე­ვე ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­და.

როზა კა­პა­ნა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, მა­მას ბავ­შვი ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდა და შემ­დეგ ხეზე ჩა­მო­კი­და. ბე­ბია დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხოვს.

"სცემ­და ჩემ შვილს, ვიდ­რე წა­ვი­დო­და სა­ბერ­ძნეთ­ში. პო­ლი­ცი­ამ იცო­და, რაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ წლე­ბის წინ სა­თა­ნა­დოდ არ იმოქ­მე­დეს. მერე შვი­ლებ­საც სცემ­და, გო­გო­ე­ბი გა­თხოვ­დნენ და ეს ბიჭი დარ­ჩა. იმ დღეს ბი­ძას­თან იყო და ძა­ლით წა­იყ­ვა­ნა სახ­ლში.

ბავ­შვი ითხოვ­და, არ გა­ეშ­ვათ, რად­გან ეში­ნო­და. ჩემს შვილს ფულს სთხოვ­და და რო­დე­საც მან უარი უთხრა, და­ე­მუქ­რა, რომ შვი­ლის ხმას ვე­ღარ გა­ი­გებ­და. ალ­ბათ, შე­მო­აკ­ვდა ცე­მა­ში. მო­ვი­თხოვთ, უმ­კაც­რე­სად დას­ჯას. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათი ჩხუ­ბი და მათი გა­ზა­ვე­ბა მოგ­ვბეზ­რდაო", - გა­ნა­ცხა­და როზა კა­პა­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ თვი­თონ იცოდ­ნენ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, რა­ტომ არ გა­მო­ა­რი­დეს ბავ­შვი, აცხა­დებს, რომ მას სიძე შვი­ლიშ­ვილს არ აჩ­ვე­ნებ­და, ბავ­შვი კი არ მი­დი­ო­და, რად­გან არ სურ­და მა­მას ბე­ბი­ას­თან ეჩხუ­ბა.

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი 23 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის მამა.

გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამარა
0

დაგიჟედან სამუდამოდ არ უნდა გამოახედო

lm
2

სუყველა უნდა დაისაჯოს , უმკაცრესად , პოლიციელიც, ნათესავიც და მეზობელიც

ავტორი:

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის ბებია მამის მხრიდან ძალადობას ადასტურებს. მისი თქმით, მისი სიძე როგორც ცოლზე, ასევე ბავშვებზე ძალადობდა.

როზა კაპანაძე არ გამორიცხავს, მამას ბავშვი ცემაში შემოაკვდა და შემდეგ ხეზე ჩამოკიდა. ბებია დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

"სცემდა ჩემ შვილს, ვიდრე წავიდოდა საბერძნეთში. პოლიციამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ წლების წინ სათანადოდ არ იმოქმედეს. მერე შვილებსაც სცემდა, გოგოები გათხოვდნენ და ეს ბიჭი დარჩა. იმ დღეს ბიძასთან იყო და ძალით წაიყვანა სახლში.

ბავშვი ითხოვდა, არ გაეშვათ, რადგან ეშინოდა. ჩემს შვილს ფულს სთხოვდა და როდესაც მან უარი უთხრა, დაემუქრა, რომ შვილის ხმას ვეღარ გაიგებდა. ალბათ, შემოაკვდა ცემაში. მოვითხოვთ, უმკაცრესად დასჯას. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ მათი ჩხუბი და მათი გაზავება მოგვბეზრდაო", - განაცხადა როზა კაპანაძემ.

კითხვაზე, თუ თვითონ იცოდნენ ძალადობის შესახებ, რატომ არ გამოარიდეს ბავშვი, აცხადებს, რომ მას სიძე შვილიშვილს არ აჩვენებდა, ბავშვი კი არ მიდიოდა, რადგან არ სურდა მამას ბებიასთან ეჩხუბა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება

საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება

ნინა სუბლატი დედა გახდა - ახალშობილის ფოტო მომღერლის "ინსტაგრამიდან"