ავტორი:

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი ადამიანი დააკავეს

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია არასრულწლოვანის თვითმკვლელობა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

"იმის გამო დაჭრეს, რომ ქათმები მეზობლის ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეუჭამეს“ - მეზობლები ოზურგეთში  მამაკაცის დაჭრის მიზეზზე საუბრობენ

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია