საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"
გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"

გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა ქო­ბუ­ლეთ­ში, სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბა­ზე გრა­ფი­ტი და­ა­ზი­ა­ნა. გავ­რცელ­და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი შავი სპრე­ით შლის მის­თვის მი­უ­ღე­ბელ ტექსტს და ამ­ბობს, რომ მერი, რო­მელ­მაც ამის და­წე­რა და­უშ­ვა "სა­ცე­მია" და ის უნდა გა­დად­გეს.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ სქე­სობ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს არის კომ­პლექ­სი, რო­მელ­შიც შე­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, უფ­ლე­ბე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა, ემო­ცი­ე­ბი", - და­ზი­ა­ნე­ბულ გრა­ფიტ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ეს ტექ­სტი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სა­ზი­ა­ნოა ბავ­შვე­ბის­თვის.

ქალ­თა ფონ­დი­სა და GrlzWave-ის (მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში) სა­ერ­თო პრო­ექ­ტის, შე­ი­მეც­ნეს ფარ­გლებ­ში სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მსგავ­სი გრა­ფი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში და­ი­ხა­ტა. რო­გორც GrlzWave -ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მათ გა­ა­კე­თეს გრა­ფი­ტე­ბი ქალ­თა სქე­სობ­რივ-რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ამის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვაც აქვთ აღე­ბუ­ლი.

"ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ქალ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რას და ქალ­თა რეპ­რო­დუქ­ცი­ულ და სქე­სობ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ამაღ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა. შე­ი­მეც­ნეს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ვა­კე­თეთ რამ­დე­ნი­მე ვი­დეო და მსგავ­სი გრა­ფი­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში - თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში და კი­დევ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. ქო­ბუ­ლეთ­ში ამ გრა­ფიტს ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. სა­სა­ცი­ლოა, რა­საც იგი ვი­დე­ო­ში ამ­ბობს. ადა­მი­ან­მა წა­კი­თხუ­ლი­დან ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნა ხომ უნდა შეძ­ლო?

გრა­ფიტ­ზე ის წე­რია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან მხო­ლოდ სი­ტყვა - სექ­სუ­ა­ლუ­რი ამო­ი­კი­თხა და და­ნარ­ჩენს მის­თვის აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბევ­რი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, წე­რენ, ჯერ ტექ­სტი წა­ი­კი­თხოს და მერე წა­შა­ლო­სო. მისი პო­ზი­ცია და იდე­ო­ლო­გია ზო­გა­დად გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ იდე­ი­თაც არას­წო­რად იქ­ცე­ვა იმი­ტომ, რომ დე­და­აზრს ვერ ჩაწ­ვდა. იშ­ვი­ა­თია მსგავ­სი რე­აქ­ცი­ე­ბი, პი­რი­ქით, მად­ლო­ბებს გვიხ­დი­ან, რო­გორც წესი. ქო­ბუ­ლეთ­ში მთე­ლი დღე ვხა­ტავ­დით და ვმუ­შა­ობ­დით გრა­ფიტ­ზე, ბევ­რი მო­დი­ო­და, მად­ლო­ბას გვიხ­დი­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, მად­ლო­ბა, რომ გვი­ლა­მა­ზებთ აქა­უ­რო­ბა­სო. ან რა სა­ჭი­როა მე­რის ლან­ძღვა და მუ­ქა­რა, როცა ის არა­ფერ შუ­ა­შია? ამ პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბის­თვის დიდი ხარ­ჯი გა­ვი­ღეთ და გვაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვაც. მა­პა­ტი­ონ ზო­გი­ერ­თებ­მა, მაგ­რამ ეს ვი­დეო იმის დას­ტუ­რია, რომ არა მარ­ტო მო­ზარ­დებ­მა, მოზ­რდი­ლებ­საც ჰმარ­თებთ აი­მაღ­ლონ ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ კუ­თხით - უნდა იცოდ­ნენ, რას ნიშ­ნავს სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რის­თვი­საა სა­ჭი­რო და სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­გიყ­ვა­ნოს ამ სფე­რო­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბამ”.

გრა­ფი­ტი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ

კი­თხვა­ზე, თუ რა ზო­მე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს GrlzWave, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბის­თვის ჯერ არ მი­უ­მარ­თავთ, თუმ­ცა აქვთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც მთა­ვა­რია, აქვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის სა­ხით, რო­მე­ლიც გან­ზრახ სხვი­სი ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ადას­ტუ­რებს.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და იმა­ზეც, რომ და­ჯა­რი­მე­ბის არ ეში­ნია: "მე წავ­შა­ლე და მე და­მა­ჯა­რი­მეთ. მა­გათ და­ვა­ჯა­რი­მებთ ჩვენ, თა­ვი­ანთ კა­ბი­ნე­ტებ­ში და­ვა­ჯა­რი­მებთ. ეგ უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში... ქა­ლა­ქის მე­რი­ამ და­მირ­ე­კოს მე, გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი ვარ მე და ამ სი­ბინ­ძუ­რეს ვშლი".

ავტორი:

გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"

გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"

გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში, სქესობრივ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა. გავრცელდა ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფალავანდიშვილი შავი სპრეით შლის მისთვის მიუღებელ ტექსტს და ამბობს, რომ მერი, რომელმაც ამის დაწერა დაუშვა "საცემია" და ის უნდა გადადგეს.

"სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები", - დაზიანებულ გრაფიტზე გაკეთებული ეს ტექსტი ფალავანდიშვილის მტკიცებით, საზიანოა ბავშვებისთვის.

ქალთა ფონდისა და GrlzWave-ის (მედიაპლატფორმა, რომელიც ეხება ქალების გაძლიერებას საქართველოში) საერთო პროექტის, შეიმეცნეს ფარგლებში სექსუალურ განათლების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მსგავსი გრაფიტი საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაიხატა. როგორც GrlzWave -ის წარმომადგენელი ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, მათ გააკეთეს გრაფიტები ქალთა სქესობრივ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამისთვის ოფიციალური ნებართვაც აქვთ აღებული.

"ჩვენი პროექტი ქალთა ფონდის მხარდაჭერას და ქალთა რეპროდუქციულ და სქესობრივი ჯანმრთელობის ამაღლებას შეეხება. შეიმეცნეს პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ რამდენიმე ვიდეო და მსგავსი გრაფიტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქობულეთში და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ქობულეთში ამ გრაფიტს ფალავანდიშვილის და მისი მხარდამჭერების მხრიდან რეაქცია მოჰყვა. სასაცილოა, რასაც იგი ვიდეოში ამბობს. ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?

გრაფიტზე ის წერია, რომ სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა. სავარაუდოდ, მან მხოლოდ სიტყვა - სექსუალური ამოიკითხა და დანარჩენს მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა. ბევრი გამოგვეხმაურა, წერენ, ჯერ ტექსტი წაიკითხოს და მერე წაშალოსო. მისი პოზიცია და იდეოლოგია ზოგადად გასაგებია, მაგრამ ამ იდეითაც არასწორად იქცევა იმიტომ, რომ დედააზრს ვერ ჩაწვდა. იშვიათია მსგავსი რეაქციები, პირიქით, მადლობებს გვიხდიან, როგორც წესი. ქობულეთში მთელი დღე ვხატავდით და ვმუშაობდით გრაფიტზე, ბევრი მოდიოდა, მადლობას გვიხდიდა და გვეუბნებოდა, მადლობა, რომ გვილამაზებთ აქაურობასო. ან რა საჭიროა მერის ლანძღვა და მუქარა, როცა ის არაფერ შუაშია? ამ პროექტის გაკეთებისთვის დიდი ხარჯი გავიღეთ და გვაქვს ოფიციალური ნებართვაც. მაპატიონ ზოგიერთებმა, მაგრამ ეს ვიდეო იმის დასტურია, რომ არა მარტო მოზარდებმა, მოზრდილებსაც ჰმართებთ აიმაღლონ ცნობიერება ამ კუთხით - უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს სექსუალური ურთიერთობა, რისთვისაა საჭირო და სადამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ სფეროში გაუნათლებლობამ”.

გრაფიტი დაზიანების შემდეგ

კითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას აპირებს GrlzWave, ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სამართალდამცველი უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა აქვთ მათთან კომუნიკაცია, რაც მთავარია, აქვთ მტკიცებულება ვიდეოჩანაწერის სახით, რომელიც განზრახ სხვისი ქონების დაზიანებას ადასტურებს.

ვიდეოჩანაწერში გურამ ფალავანდიშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ დაჯარიმების არ ეშინია: "მე წავშალე და მე დამაჯარიმეთ. მაგათ დავაჯარიმებთ ჩვენ, თავიანთ კაბინეტებში დავაჯარიმებთ. ეგ უნდა იჯდეს ციხეში... ქალაქის მერიამ დამირეკოს მე, გურამ ფალავანდიშვილი ვარ მე და ამ სიბინძურეს ვშლი".

"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

საცობი ბათუმის შესასვლელთან და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ქალაქში (ფოტოები სოციალური ქსელიდან)