სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება
პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება

ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის ახა­ლი პროგ­რა­მა ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 40 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სია ფარ­თოვ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი წლი­უ­რი ლი­მი­ტის 8 000 ლა­რით გაზ­რდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ეს არის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტი, რაც ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ი­ტა­რონ.

„ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ რჩე­ბა პრობ­ლე­მუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. დღემ­დე პრობ­ლე­მა იყო მე­ო­თხე ეტა­პი, რო­დე­საც სიმ­სივ­ნის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მკურ­ნა­ლო­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე სახ­სრე­ბის გა­ღე­ბა სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან უწევ­დათ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ეს პროგ­რა­მა 8 000 ლა­რით იზ­რდე­ბა, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ამ მძი­მე სენს ებ­რძვის, მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი ჯი­ბი­დან გა­და­სახ­დე­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ტა­როს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 1972 მო­ქა­ლა­ქე სარ­გებ­ლობს ამ პროგ­რა­მით და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ, სრუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ი­ღონ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე.

ახა­ლი პროგ­რა­მა ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 40 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამვლელი
13

ჰოი რა დიდი ძალა აქვს არჩევნებს!ესენი მალე მიცემასაც დაიწყებენ კარ და კარ..........

მაია
120

ნომერ პირველი ადამიანი ჩვენს ყვეყანაში, გაიხაროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება

პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტის 8 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ.

„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და ისინი შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე.

ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.

"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)

"მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს დაიმკვიდრებს თავს...საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს", - აჭარაში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი ჩამოხნეს

"შმატრიოტები" - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" "პატრიოტთა ალიანსზე", რომლის საარჩევნო ბანერზეც აჭარა ოკუპირებული რეგიონების მსგავსადაა მონიშნული