სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია
"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, ბავ­შვე­ბის მხარ­და­ჭე­რის სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში 600 868 ბავ­შვია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მხარ­და­ჭე­რის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უკვე ამოქ­მედ­და და დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 600 868 ბავ­შვი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ად­გენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბია და ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ჩვენ ბოლო წლებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და რომ­ლის მი­ზა­ნიც ბავ­შვე­ბის მხარ­და­ჭე­რაა“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­რე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის პროგ­რა­მა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს იღებ­დნენ, შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თოს და ამას შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მი­ხე­და­ვენ.

"ხან­და­ხან სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნებ­საც ვხვდე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ფი­ნან­სუ­რი და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღონ, რომ ბავ­შვებს და მათ მშობ­ლებს და­ეხ­მა­რონ იმ დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ეკუთ­ვნით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან არა­ნა­ი­რი შუ­ა­მავ­ლე­ბი არ გვჭირ­დე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ იკ­ვე­თე­ბა პირ­ველ რიგ­ში მო­რა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მაც შე­იძ­ლე­ბა იყოს,

ამას შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მი­ხე­და­ვენ. ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც ჯერ კი­დევ ენის ბა­რი­ე­რი გა­აჩ­ნი­ათ, მინ­და ვუ­თხრა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, „ლი­ბერ­თი ბან­კი“ და ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის გა­რე­შე და­ეხ­მა­რე­ბა მათ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამ-ნაგვებს-როდის-გავცოცხავთ ?
17

გაყვლიფეს-დააქციეს-ქვეყანა დააბრმავეს-ხალხი !

და-აქ მიედ-მოედებიან-სისულელეებს !

ამოვიდა-ყელში ამათი-უნამუსობა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია

"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.

"ჩვენ მიერ გამოცხადებული ბავშვების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომლის მიზანიც ბავშვების მხარდაჭერაა“, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომარე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

"ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს,

ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, - განაცხადა პრემიერმა.

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება

"სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება" - გიორგი გახარია

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ