კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება
მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ღო­რის ხორ­ცი უფრო მავ­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე სა­ქონ­ლის. ამი­ტომ ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბი­სას ისი­ნი ამ უკა­ნას­კნელს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

მათი არ­გუ­მენ­ტი ის არის, რომ ღო­რის ხორ­ცი, სა­ქონ­ლის ხორცთან შე­და­რე­ბით ცხი­მი­ა­ნი და უფრო მე­ტის ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეს მო­საზ­რე­ბა მო­რი­გი სა­მე­დი­ცი­ნო მი­თია. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას ის "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს:

"ისევ სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის შე­სა­ხებ:

შე­იძ­ლე­ბა ეს სა­კი­თხი დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იყოს და ამ­დენ მსჯე­ლო­ბას არც იმ­სა­ხუ­რებ­დეს, ზოგს გა­უკ­ვირ­დე­ბა, ამ გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დროს რა დროს ეს არი­სო, უბ­რა­ლოდ სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის კი­დევ ერთი უმარ­ტი­ვე­სი მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო:

პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­უბ­ნე­ბა, რომ არ ჭამს ღო­რის ხორცს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ამით ძა­ლი­ან უწყო­ბენ ხელს თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში.

გა­უ­გე­ბა­რია, სა­ი­დან მო­დის ეს ძა­ლი­ან მყა­რად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აზრი. არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ღო­რის ხორცს რა­ი­მე სპე­ცი­ფი­უ­რი მავ­ნებ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს ძრო­ხის ხორცთან შე­და­რე­ბით. ღო­რის ხორცთან მებ­რძოლ­თა ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი ალ­ბათ არის ის, რომ ცხი­მი­ა­ნია, თუმ­ცა არ­გუ­მენ­ტად ეს ვერ გა­მოდ­გე­ბა, რად­გან თუ ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ კუნ­თო­ვან ნა­წილს (ანუ „მჭლე“), სა­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბით ძრო­ხის ხორ­ცი აღე­მა­ტე­ბა ღო­რი­სას. მე­ო­რეს მხრივ, მთე­ლი რიგი ვი­ტა­მი­ნე­ბის/მი­ნე­რა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით ღო­რის ხორცს უპი­რა­ტე­სო­ბე­ბიც გა­აჩ­ნია (გარ­და რკი­ნი­სა, რო­მე­ლიც მე­ტია ძრო­ხის ხორ­ცში).

ასე­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვებს (გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვილ ბავ­შვებს) არ უნდა მივ­ცეთ ღო­რის ხორ­ცი. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ბავ­შვთა კვე­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რივ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღო­რის ხორ­ცი ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე. არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში არ არის აკ­რძა­ლუ­ლი ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ღო­რის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა.

დას­კვნა კი ის არის, რომ რო­დე­საც რა­ღაც შე­ზღუდ­ვებს ვუ­წე­სებთ ჩვენს თავს (ან პი­რი­ქით, რო­დე­საც რა­ღაც პრო­დუქ­ტის თუ ნივ­თი­ე­რე­ბის მარ­გებ­ლო­ბის გვჯე­რა), კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­სა­ბა­მის არ­გუ­მენ­ტებს მო­ვი­ძი­ებთ. ეს პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბათ ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებს, რომ­ლე­საც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის თუნ­დაც ასე­თი მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მის დროს და მათი ეს რჩე­ვე­ბი გამ­ყა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
21

ალბათ ღორის.ხორცის.ბიზნესი აქვს ამ.ქალბატონის.ოკახს

?
5

ეგ ის ბუწაშვილია ბახმაროს და აბასთუმნის ჰაერზე რომ ამტკიცებს ,არავითარი სარგებლიბა არ აქვსო, ღორის ხირცი კი თურმე სრულიად უვნებელი ყოფილა, :)

ავტორი:

მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება

მითია თუ რეალობა, რომ ღორის ხორცი საქონლის ხორცზე მავნებელია? - ცნობილი ინფექციონისტის განსხვავებული მოსაზრება

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ღორის ხორცი უფრო მავნებელია, ვიდრე საქონლის. ამიტომ ყოველდღიური მოხმარებისას ისინი ამ უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას.

მათი არგუმენტი ის არის, რომ ღორის ხორცი, საქონლის ხორცთან შედარებით ცხიმიანი და უფრო მეტის ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.

ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ეს მოსაზრება მორიგი სამედიცინო მითია. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ის "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"ისევ სამედიცინო მითების შესახებ:

შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო:

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებულები არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით. ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ არის ის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორეს მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების/მინერალების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხებათ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით" - წერს ბუწაშვილი.

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვას გეგმავს მერია?