სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ
"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ

ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის "ფე­ნიქ­სის" ავ­ტო­რე­ბი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს" ფარ­გლებ­ში, ბა­თუმ­სა და ოზურ­გეთ­ში ად­გი­ლობ­რივ მკი­თხველს შეხ­ვდნენ.

შეხ­ვედ­რე­ბი აუ­დი­ტო­რი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით წა­რი­მარ­თა. მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე გახ­ლდათ "ფე­ნიქ­სის" მკი­თხვე­ლი და ახლა, უშუ­ა­ლოდ, ავ­ტო­რებ­თან სა­უბ­რი­სას, მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეტი გა­ე­გოთ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­სა და სირ­თუ­ლე­ზე.

წიგნს, რო­მე­ლიც 15 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და და­სას­რუ­ლი აქვს, ოთხი ავ­ტო­რი ჰყავს: ტო­რე­სა მოსი, ელის დოჯ­სო­ნი, თეა ინა­სა­რი­ძე და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.

„პრო­ექ­ტის ჩა­ნა­ფიქ­რი ამ­ბი­ცი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. უნდა შეგ­ვექ­მნა ერთი სი­უ­ჟე­ტის რვა ვერ­სია, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბო­და და თი­თო­ე­ულ ხაზს შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ფა­ბუ­ლა თეა ინა­სა­რი­ძემ მო­ი­ფიქ­რა და პირ­ვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის წერა უკვე ერ­თად და­ვი­წყეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვფიქ­რობ, ამო­ცა­ნას თავი გა­ვარ­თვით და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის ბევ­რნა­ი­რი ვერ­სია შევ­თა­ვა­ზეთ”, - ტო­რე­სა მოსი.

"ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო "ფე­ნიქ­სის" ბა­თუ­მელ და ოზურ­გე­თელ მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა. იგ­რძნო­ბო­და მათი მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სი და მო­ლო­დი­ნი, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა შემ­დგომ ნა­წი­ლებ­ში სი­უ­ჟე­ტი. ოზურ­გეთ­ში თბი­ლი მი­ღე­ბა, ში­ნა­უ­რუ­ლი გა­რე­მო და კაფე "რვას +1"-ის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა", - ელის დოჯ­სო­ნი.

"ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბის" ფარ­გლებ­ში, ავ­ტო­რე­ბი თე­ლავ­სა და ზუგ­დიდ­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ფე­ნიქ­სი" მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვად აირ­ჩი­ოს ის­ტო­რი­ის მი­სე­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ბედი თა­ვად წარ­მარ­თოს.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე არის: "ას­ტრო­ი­დი", "გა­დატ­ვირ­თვა", "ჩა­ფერფვ­ლა", "კულ­ტი", "გაქ­ცე­ვა", "ზღვარ­ზე", "და­ბა­დე­ბის დღე".

25 აგ­ვის­ტო­დან კი მკი­თხველს შემ­დე­გი ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა: "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა", "ლა­ბი­რინ­თი", "სი­ჩუ­მე", "ელი­ტე­ბი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ

ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" ავტორები, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ.

შეხვედრები აუდიტორიის ჩართულობით წარიმართა. მოსული სტუმრების უმრავლესობა უკვე გახლდათ "ფენიქსის" მკითხველი და ახლა, უშუალოდ, ავტორებთან საუბრისას, მიეცათ შესაძლებლობა, მეტი გაეგოთ მუშაობის პროცესსა და სირთულეზე.

წიგნს, რომელიც 15 ნაწილისგან შედგება და რამდენიმე ალტერნატული გაგრძელება და დასასრული აქვს, ოთხი ავტორი ჰყავს: ტორესა მოსი, ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე და ნიკოლას მაჩაბელი.

„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი.

"ძალიან სასიამოვნო იყო "ფენიქსის" ბათუმელ და ოზურგეთელ მკითხველთან შეხვედრა. იგრძნობოდა მათი მხრიდან დიდი ინტერესი და მოლოდინი, თუ როგორ განვითარდება შემდგომ ნაწილებში სიუჟეტი. ოზურგეთში თბილი მიღება, შინაურული გარემო და კაფე "რვას +1"-ის ძალიან საყვარელი ძაღლი არასდროს დამავიწყდება", - ელის დოჯსონი.

"ლიტერატურული გაჩერების" ფარგლებში, ავტორები თელავსა და ზუგდიდშიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ფენიქსი" მკითხველს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიოს ისტორიის მისეული გაგრძელება და პერსონაჟების ბედი თავად წარმართოს.

წიგნის მაღაზიებში უკვე არის: "ასტროიდი", "გადატვირთვა", "ჩაფერფვლა", "კულტი", "გაქცევა", "ზღვარზე", "დაბადების დღე".

25 აგვისტოდან კი მკითხველს შემდეგი ნაწილების შეძენა შეეძლება: "გათავისუფლება", "ლაბირინთი", "სიჩუმე", "ელიტები".

20 აგვისტოდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად თანამედროვე ავტორის იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია“ გამოვა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-17)

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-16)