კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები
"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

მცხე­თა­ში, არაგ­ვის ხიდ­თან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში ად­ვო­კა­ტე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი არ არი­ან.

კო­ბა­ი­ძის თქმით, ექ­სპე­რი­მენ­ტის ერთი ნა­წი­ლი ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბას მი­ე­ძღვნე­ბა, მე­ო­რე კი - ე.წ. ფე­რად სახ­ლთან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

“პირ­ველ რიგ­ში ჩა­ვა­ტა­რებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენტს, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნე­ბა ბრეგ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბას. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ვა­ტა­რებთ ექ­სპე­რი­მენტს, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნე­ბა „ფე­რად სახ­ლს“ და „ფე­რად სახ­ლთან“ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ბა­ტონ ამირ­ხა­ნაშ­ვილს. ვეც­დე­ბით დრო­ში გა­და­ვა­მოწ­მოთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან დიდი და­შო­რე­ბაა მწვა­ნე სახ­ლს, სა­დაც ბრეგ­ვა­ძე იმა­ლე­ბო­და და ამ ტე­რი­ტო­რი­ას შო­რის. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რია და­შო­რე­ბა, თუმ­ცა ბა­ტონ ბრეგ­ვა­ძეს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი აქვს, რომ ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­და და ფლობ­და, ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და. მო­ვიყ­ვანთ გა­რე­შე პი­რებს და მათი მეშ­ვე­ო­ბით რე­ა­ლურ სუ­რათს ავ­სა­ხავთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ ნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრში შე­გიძ­ლია და­ი­ნა­ხო ჯერ დღე და შემ­დეგ მი­თუ­მე­ტეს სიბ­ნე­ლე­ში და პლუს ამას, გა­არ­ჩიო პი­როვ­ნე­ბე­ბი. გა­და­ვა­მოწ­მებთ და ამას ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხეს მივ­ცემთ. ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვთ, სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი თხოვ­ნით არი­ან მოწ­ვე­უ­ლე­ბი. არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ აქვთ”,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

თქვენ რომ გკითხოთ კაცმა არც არავინ მომკვდარა,თავი მოიკლა ბიჭმა,სინდის დაკარგული ადვოკატები.

ჯაბა
0

მოკლედ ვერ გაიგებ სიმართლეს რა

ავტორი:

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან.

დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პირი, რომლებიც ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით იღებენ მონაწილეობას და საქმის ფიგურანტები არ არიან.

კობაიძის თქმით, ექსპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი - ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.

“პირველ რიგში ჩავატარებთ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება ბრეგვაძის ჩვენებას. მეორე შემთხვევაში ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება „ფერად სახლს“ და „ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს. ვეცდებით დროში გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი დაშორებაა მწვანე სახლს, სადაც ბრეგვაძე იმალებოდა და ამ ტერიტორიას შორის. დაახლოებით ნახევარი კილომეტრია დაშორება, თუმცა ბატონ ბრეგვაძეს ამოჩემებული აქვს, რომ ყველაფერს ხედავდა და ფლობდა, ყველაფერს აკონტროლებდა. მოვიყვანთ გარეშე პირებს და მათი მეშვეობით რეალურ სურათს ავსახავთ, რამდენად რეალურია, რომ ნახევარ კილომეტრში შეგიძლია დაინახო ჯერ დღე და შემდეგ მითუმეტეს სიბნელეში და პლუს ამას, გაარჩიო პიროვნებები. გადავამოწმებთ და ამას ოფიციალურ სახეს მივცემთ. ექსპერიმენტში მონაწილე პირებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ, სხვადასხვა პირები არიან, რომლებიც ჩვენი თხოვნით არიან მოწვეულები. არანაირი ინტერესი არ აქვთ”,- განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა

ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს - "ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე"